გამოაგზავნეთ 6 წლამდე ბავშვების ფოტოები ელ.ფოსტაზე photo@ambebi.ge.შეგიძლიათ, ფოტოს სახალისო მოკლე ტექსტიც დაურთოთ.
თავადვე გახდით კონკურსის ჟიური - მიეცით ხმა თქვენს რჩეულებს.
ფოტოკონკურსის პირობები:1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიიღება მხოლოდ 6 წლამდე ბავშვების ფოტოები.
2. ფოტო უნდა იყოს ხარისხიანი და არ უნდა ჰქონდეს დატანილი წარწერები.
3. ფოტოს გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ბავშვის სახელი (სასურველია ასაკიც). წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.
4. ”თვის ბავშვის” გამოსავლენად კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად:
4.1 ფოტოები გამოქვეყნდება ერთდროულად, ყოველი თვის 1; 10 და 20 რიცხვში.
4.2. პირველ დეკადაში გამარჯვებული 20-ეული ვლინდება 9 რიცხვში და ავტომატურად მონაწილეობს შემდეგი (მე-2) დეკადის კონკურსში. ფოტოები, რომლებიც ვერ მოხვდნენ პირველ 20-ეულში, შესაძლებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ავტორებმა თავიდან გამოაგზავნონ. არ იზღუდება ერთი და იგივე ფოტოს მრავალჯერადი მონაწილეობა და იგივე ბავშვის სხვა ფოტოთი შეცვლა.
4.3 მეორე დეკადაში გამარჯვებული 20-ეული ვლინდება 19 რიცხვში და ავტომატურად მონაწილეობს შემდეგი (მე-3) დეკადის კონკურსში. ფოტოები, რომლებიც ვერ მოხვდნენ პირველ 20-ეულში, შემდეგი დეკადის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ავტორებმა თავიდან უნდა გამოაგზავნონ. არ იზღუდება ერთი და იგივე ფოტოს მრავალჯერადი მონაწილეობა და რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბავშვის ფოტოს შეცვლა.
4.4. კონკურსის მიმდინარეობის განმავლობაში ყოველი თვის 28 რიცხვში ვლინდება გამარჯვებული ოცეული და ”თვის ბავშვი”.
”თვის ბავშვი” პრიზით დასაჩუქრდება, ხოლო თვის პირველი ოცეული ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას ფინალურ (”წლის ბავშვის” გამოსავლენ) კონკურსში, რომელიც მაისში, გამარჯვებულ ოცეულებს შორის გაიმართება.
ყოველი თვის პირველი ოცეული ასევე ავტომატურად იღებს მონაწილეობას შემდეგი თვის პირველი დეკადის კონკურსში, დანარჩენი ფოტოები (სურვილის მიხედვით) უნდა გამოიგზავნოს თავიდან ან შეიცვალოს სხვა, გამომგზავნის აზრით უფრო ეფექტური ფოტოთი.
5. რეიტინგით მანიპულირების შემთხვევაში, ფოტო გაუფრთხილებლად მოიხსნება კონკურსიდან.
6. ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი კომპიუტერიდან 24 საათში ერთხელ.
პროქსი-საიტების გამოყენება, ერთი კომპიუტერიდან სხვადასხვა ბროუზერის გამოყენებით ხმის მიცემა და მსგავსი ქმედებები აღიქმება, როგორც რეიტინგით მანიპულაცია.
ამბები.ge ღონეს არ დაიშურებს სამართლიანობის დასაცავად.
წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსის აპრილის მესამე დეკადის გამარჯვებულ ოცეულს და აპრილის "თვის ბავშვს"
1 მაისიდან - 30 მაისამდე იმართება ”წლის ბავშვის” გამოსავლენი კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ ნოემბრიდან - აპრილამდე ყველა დეკადის პირველი ოცეულები (ერთი ფოტოთი) და 20-29 აპრილს შემოსული ახალი ფოტოები.
"წლის ბავშვი" 1 ივნისს დასახელდება.
ყურადღება!
რეიტინგით მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად და კონკურსის მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, რედაქციამ შემოიღო შეზღუდვა. ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ქართული IP მისამართებიდან, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ჩვენს იმ მკითხველს, რომლებიც საიტს უცხოეთიდან სტუმრობენ.
კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან რადიო "პალიტრა" და ჟურნალი "რეიტინგი"! ფოტოები რეგულარულად განთავსდება ჟურნალ "რეიტინგის" გვერდებზეც.
P.S. ambebi.ge-ს რედაქცია უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს უხარისხო ან შეუსაბამო ფოტოები.
22:57 / 02-11-2009
ფოტოკონკურსის პირობები




















