კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:37 / 17-12-2016
რა უნდა იცოდეთ სექსუალური პრობლემების შესახებ - სექსოლოგის რჩევები
ადამიანის სექსუალური ფიზიოლოგიის დარღვევა ბევრ პრობლემას ქმნის, დარღვევები შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. წყვილებს შორის სექსუალურ პრობლემებს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, ამ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე სექსოლოგი გია ბეროშვილი გესაუბრებათ.


მარი:
მიჭირს ორგაზმის განცდა. დიდი დრო მჭირდება სიამოვნების მისაღებად, ჩემს პარტნიორს კი ნაადრევი ეაკულაცია აქვს, თან მაწუხებს სიმშრალე ურთიერთობის დაწყებისას. როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს პრობლემები?
-ქალის ორგანიზმი საკმაოდ რთული ფენომენი და მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, 30-40% ორგაზმს განიცდის რთულად. გარკვეული პროცენტი, კი საერთოდ ვერ აღწევს, მთელი თავისი სექსუალური ცხოვრების მანძილზე. მითუმეტეს თუ თქვენს მეუღლეს, აქვს ნაადრევი ეაკულაცია, ერთ-ერთი მიზეზია შეიძლება იყოს ის, რომ სქესობრივი აქტი მთავრდება მანამ, სანამ ქალი მიაღწევს სიამოვნებას. შესაბამისად ამ სიტუაციაში სასურველია გავესაუბროდ თქვენს მეუღლეს, გავერკვეთ პრობლემაში და მისი აქტის ხანგრძლივობის გაზრდით, ეს პრობლემა მოგვარდეს. გარდა ამისა თქვენთან არის სიმშრალეც, ანუ რუბრიკაცია არ ხდება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.

თენგო:
რას გვირჩევდით ახალგაზრდა ასაკში მკვეთრად დაქვეითებული პოტენციის გასაუმჯობესებლად?
-პირველ რიგში გირჩევთ მიმართოთ ექიმს. მკვეთრად დაქვეითებული პოტენცია კი არის, მაგრამ, ობიექტური მეთოდებით შეიძლება ამის შემოწმება, - რეალურად არის აქ პოტენცია დაქვეითებული და აქვს რაიმე სხეულებრივი მიზეზი, თუ ეს მხოლოდ ფსიქოგენურია. გააჩნია პაციენტის ასაკსაც. ახალგაზრდა ასაკში უფრო ფსიქოლოგენური ჭარბობს, მოწიფულს ასაკში, უფრო სხეულებრივი და ორგანული პრობლემები. პირველ რიგში აუცილებელია ვიზიტი ექიმ-სექსოლოგთან. წინააღმდეგ შემთხვევაში რთულია რაიმე დიაგნოზის ასე დასმა.

მკითხველი:
ნაადრევი ეაკულაცია მაწუხებს და ამასთანავე ეაკულაციის შემდეგ მიუხედავად აღგზნებისა, სექსის სურვილი აღარ მაქვს. ხომ ვერ მეტყვით კონკრეტულ პრეპარატებს რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამ პრობლემას გადაჭრა?
-ნაადრევი ეაკულაცია თავისი სიხშირით მეორე ადგილზე დგას, ერექციის დისფუნქციის შემდეგ. მისი მიზეზიც არის ასევე ორგვარი. ფსიქოგენური და სხეულებრივი ანუ ოგანული. აქაც უნდა მოხდეს აუცილებლად დიფერენციაცია, საიდან მოდის, რატომ. თავიდანვე იყო პრობლემა თუ რატომ დაჩქარდა პროცესი. წამლის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ გამოვიდეს რეკლამა. ისე, რა თქმა უნდა არსებობს პრეპარატები, როგორც აბები, ასევე მალამოები, გელები, სპრეი, რომელის მგძნობელობას აქვეითებს, მაგრამ ეს არის მხოლოდ სიმპტომური ტიპის მკურნალობა, რომელიც იმ მომენტში ახანგრძლივებს აქტს. რაც შეეხება გადაჭრის გზებს, ზოგადად პრობლმა ამით არ წყდება. აუცილებელია დადგინდეს მიზეზი, რამ გამოიწვია დარღვევა და არა ავადმყოფობა. ჩვენ სფეროში ავადმყოფობას ერექციულ დისფუნქციასაც აღარ ეძახიან და მითუმეტეს ნაადრევ ეაკულაციას. ეს არის გამოწვეული სხვა რაღაც დარღვევით, რომელმაც დათრგუნა სქესობრივი ფუნქცია.

გიორგი:

როგორ შეიძლება მოვახდინოთ სექსუალური აქტის გახანგრძლივება?
-სექსუალური აქტის გახანგრძლივებისთვის არსებობს სხვადასხვა მეთოდები და ასევე სექსთერაპიული მეთოდებიც. სექსთერაპიული მეთოდების ათვისება შეიცლება ექიმ-სექსოლოგთან, გარდა ამისა დღეს მარტივია მისი მოძიება ინტერნეტში და ამის საშუალებით დასწავლა. ასევე არის სპეციალური ვარჯიშები, რომელიც ხელს უწყობს ნაადრევი ეაკულაციის პრობლემის მოგვარებას. იყვნენ ასეთი მეცნიერები - მასტერი და ჯონსონი, რომლებმაც მთელი რიგი წიგნები მიუძღვნეს ამ პრობლემა. მაგრამ, იქ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არის სექსთერაპიული მეთოდები, რომლის ახსნაც ასე, ცოტა რთულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თავად წყვილი მოვიდეს, რადგან ცალ-ცალკე მათათან მუშაობა არაეფექტური იქნება.

თამთა:
2 წელი გათხოვილი ვარ და სექსის დროს საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ, რა შეიძლება იყოს მიზეზი და თუ იკურნება ეს პრობლემა?
-მიზეზი შეიძლება ბევრი რამე იყოს. "ვერაფერს ვერ ვგრძნობ" ეს ცოტა გაუგებარია. ან ანორგაზმია გაქვთ, ან დისპარიული ტკივილები და ინდიფერენტული ხართ ამის გამო სქესობრივი აქტის მიმართ. კარგია, როცა ასეთ კითხვას სვამთ, მაგრამ რატომ გერიდებათ, არ მიდიხართ ექიმთან? ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. აუცილებელია პრობლემა, რომელიც თქვენ გაწუხებთ, სპეციალისტმა შეაფასოს. შესაბამისად მკურნალობასაც ადეკვატურს დანიშნავს, რადგან ფრიგიდულობა, იგივე სქესობრივი სიცივე და "არაფრის გრძნობა" სექსის დროს, შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს შფოთვით აშლილობაში, იგივე ნერვოზში.

გიგა:
მაინტერესებს, რომელ ასაკში შეიძლება დადგინდეს აქვს თუ არა ვაჟს ფიმოზი? თუ საოპერაციოა, როდის სჯობია ოპერაციის გაკეთება და რამდენი ხანი სჭირდება რეაბილიტაციას? ასევე მაინტერესებს რამე ნაკლი ხომ არ აქვთ წინდაცვეთილ მამაკაცებს?
-ფიმოზის არსებობა დგინდება დაბადებიდანვე. როდესაც ბავშვი იბადება, მაშინვე მოწმდება მისი ასოს თავზე გადადის თუ არა კანი თავისუფლად. ძალიან ხშირ შემთხვევებში ყურადღებიანი მშობლები ამ პრობლემას ყმაწვილობიდანვე აგვარებენ. მიყავთ ექიმთან და თუ ჩუჩა გრძელი, ხდება მისი გადაწევა, ჩაჭრა ან სხვა მანიპულაციები, რომლითაც ეს პრობლემა მარტივად გვარდება. მაგრამ თუ უკვე არსებობს ფიმოზი და მან ხელი შეუშალა სქესობრივი ცხოვრების დაწყებაში, რაც ძირითადად ტკივილში იხატება, ხდება ოპერაციის გაკეთება. რადგან, ასაკში როდესაც ასოს ზრდა დასრულებულია, მალამოებს და სხვა საშუალებებს უკვე ეფექტი აღარ აქვს.

მკითხველი:

როდესაც მამაკაცს აქვს სექსუალური პრობლემა, ძალიან სწრაფად განიცდის ორგაზმს და დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ მიაღწიოს ერექციას, იქნებ გვითხათ რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ეს პრობლემა?
-მიზეზი არის ძალიან ბევრი, ამიტომ ჯერ უნდა დადგინდეს მიზეზი. რაც შეეხება მეორე აქტის დაწყებას, როდესაც მამაკაცი მიაღწევს ორგაზმს და იქნება ეაკულაცია, შემდეგ დგება რეფრექტელური ფაზა, რომლის დროსაც მამაკაცი ხდება ინდიფერენტული სექსის მიმართ. მან უნდა დაისვენოს. ჭაბუკობის პერიოდში, როცა ჭაბუკური ჰიპერსექსუალიზმია, რეფრექტიული პერიოდი მცირეა და შეუძლია პირდაპირ გააგრძელოს მეორე სქესობრივი აქტი. ხოლო, როცა მამაკაცი ასაკში შედის, ეს პერიოდიც შესაბამისად ხანგრძლივდება. ამიტომ თუ ერთი ეაკულაციის შემდეგ 10-15 წუთში მეორე აქტი ვერ დაიწყო, საგანგაშო და სანერვიულო არაფერია. ცოტა ხანი შეისვენოს, დაკავდეს სხვა საქმით, უბრალოდ ალერსით მეუღლესთან და შემდეგ ერექცია განმეორდება. თუმცა, თუ ეს პერიოდი გრძელდება საათობით, და აუცილებელია აქ ასაკის გათვალისწინებაც (50 წლის მამაკაცს, საათნახევარი, ორი საათი მაინც სჭირდება მინიმუმ) , მაშინ საყურადღებოა.

ლიკა:

ვარ 4 წლის გათხოვილი, ძალიან მიყვარს მეუღლე, სექსის დროს ვერ განვიცდი ორგაზმს, ჩემი მეუღლე ვერ ხვდება ამას, ვერც მე ვეუბნები. არ მინდა თავმოყვარეობა შევულახო, არადა სექსი ჩემთვის აუტანელი გახდა. ეს ამბავი ჩემი ბრალია თუ მეუღლის, თუ ორივესი ერთად და სად ვიპოვო გამოსავალი?
-აქ გასარკვევია ის, ვისი ბრალია, იქნებ მეუღლის, რადგან იყოს ნადრევი ეაკულაცია. ან დაბალი სექსუალური კულტურა. ადამიანი, რომელიც გამოცდილია, ის რაღაცნაირად ახერხებს, რომ მეუღლეს ორგაზმი მიაღწევინოს. მაგრამ, თუ გვაქვს ნაადრევი ეაკულაცია, თუ არასაკმარისი ერექციაა, თუ მან არ იცის ლოგინში მოქცევა და ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია, მითუმეტეს ეს შემთხვევა, - ოთხი წლის გათხოვილი და ახლა რომ სვამს ამ კითხვას, ცოტა რთულია. ამიტომ მე ვურჩევ დააყენოს ეს პრობლემა სახლში და მეუღლესთან ერთად მივიდეს ექიმთან, რომელიც დააკვალიანებს, თუ როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა.

მაკა:
სქესობრივი კონტაქტის დროს ხშირად მაქვს ტკივილი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რას გვირჩევთ?
-ამის მიზეზი შეიძლება იყოს თავად გენიტალიების, ანუ ქალის სასქესო ორგანოების რაიმე პრობლემები. ამ შემთხვევაში უმჯობესია გინეკოლოგის კონსულტაცია. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს დარღვევები და შემდეგ ჩერთოს სექსოლოგი. ტკივილი შეიჩლება იყოს ფსიქოლოგიურიც, მაშინ როცა არსებობს პარტნიორის მიუღებლობა. ეს გარკვეული ტიპის წინააღმდეგობასაც აჩენს სქესობრივი აქტის დროს. შესაბამისად ქალი, რომელიც ამაზე ფიქრობს, ვერ ახდენს რუბრიკაციას , არ გამოიყოფა საცხი ქალის სასქესო ორგანოებიდან, რომელიც აადვილებს აქტს და წარმოიშობა სიმშრალე. ამიტომ ასეთი დიკომფორტი ახლავს ასეთ აქტს. ასე, რომ პირველ რიგში აუცილებელია დათვალიერდეს გინეკოლოგის მიერ და გამოირიცხოს ორგანული პრობლემები.

მკითხველი:

რისი ბრალი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სათესლე ჯირკვლის  ქონა 15 წლის ასაკში. მაინტერესებს, რა მდგომარეობაა ეს და არის თუ არა საშიში?
-მამაკაცს აქვს ორი სათესლე ჯირკვალი, თუმცა შესაძლოა დაბადებიდანვე ერთი სათესლე ჯირკვალი არ არსებობდეს. მედიცინაში არის აღწერილი ასევე სამი სათესლე ჯირკვალის არსებობაც. ამ შემთხვევაში, კი პირველ რიგში ყურადღებით უნდა მოიძებნოს ჯირკვალი, იყო და არ ჩამოვიდა სათესლე პარკში, თუ არ ჩამოყალიბდა თავიდანვე, მუცლადყოფნის პერიოდში. ეს გამოიკვლევა ეხოსკოპიით და დღეს არ წარმოადგენს პრობლემას. თუ აღმოჩნდება კრიპტორხიზმი, ანუ ერთი სათესლე ჯირკვლის არ არსებობა, ან მონორხიზმი, - ერთი სათესლე ჯირკვალი არაა ჩამოსული პარკში და დარჩენილია მუცლის ღრუში, მაშინ ეს აუცილებლად საყურადღებოა. მე არ ვაშინებ არავის, თუმცა სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები არის ყველაზე ავთვისებიანი და ამიტომ, თუ გამოკვლევებმა დაადგინა, რომ სახეზე გვაქვს მონორხიზმი, ოპერაცია კეთდება და მუცლის ღრუდან ჩამოდის სათესლე პარკში, ან უნდა მოცილდეს. ასევე დავამატებ, რომ ერთი სათესლე ჯირკვალის არსებობა არ უშლის ხელს შვილოსნობას.

2) ვარ 18 წლის. სექსი ჯერ არ მქონია. მასტურბაციასაც განვიცდი, ეაკულაციასაც, მაგრამ მაგარი არ არის. რას მირჩევთ საშიშია? შესაძლებელია ქალთან ვერ დავამყარო სექსუალური ურთიერთობა?
-მასტურბაციის დროს საერთოდ ერექცია უნდა იყოს სრული. მაგრამ, როცა ექნება აქტი, ექნება სრული ერქცია თუ არა, ამას ვერ ვიტყვით. შეიძლება, რომ რაღაცა მიზეზი არსებობდეს თანდაყოლილი, რომელმაც ასოს სიმაგრის დაქვეითება გამოიწვიოს. ზოგადად ასეთი შეფასება, რომ "მასტურბაციის დროს ასო არ არის მაგარი" ცოტა არაადეკვატურია, რადგან ეს ხომ არ არის სრულყოფილი სქესობრივი აქტი. ესაა სუროგატული, ფანტაზიებზე დამყარებული ეაკულაცია. ამიტომ გადაჭრით ვერ ვიტყვი, ამ ადამიანს ექნება თუ არა პრობლემები მომავალში. როგორც ასეთი საშიში და საგანგაშო არაფერი არ არის, თუმცა 18 წლის ახალგაზრდას, უნდა ჰქოდეს უკვე გარკვეული ტიპის სექსუალური გამოცდილება, რადგან ასე, მასტურბაციით შეფასება სქესობრივი ფუნქიის, ცოტა რთულია. თუმცა ამ შემთხვევაშიც ერექცია უნდ აიყოს სრული. არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს პრობლემა.

ნანა:

როგორ ვლინდება ქალის სექსუალობა, ფიზიოლოგიური ლტოლვა, აღგზნების უნარი?
-თუ იმაზეა საუბარი, თუ რა ეტაპებს გადის ქალი სქესობრივ მომწიფებამდე, ეს სხვა საქმეა. რაც შეეხება გამოვლინებას, ის ვლინდება სექსის დროს. აგზნების დამახასიათებელი ნიშანია ასევე რუბრიკაცია. როდესაც ქალის გენიტალიებიდან ხდება გარკვეული საცხის (რუბრიკანტის) გამოყოფა. გარდა ამისა ხდება სარძევე ჯირკვლების ოდნავ შემაგრებაც, სახეზე შეწითლება, შეფაკვლა და ა.შ.

ლალი:

ვაგინიზმს სქესობრივი აქტის შიშს ეძახიან. რა უდევს საფუძვლად ამ შიშს და რასთან არის დაკავშირებული?
-საფუძვლად უდევს ფსიქოლოგიური პრობლემები. ეს ძალიან ხშირად არ გვხვდება თუმცა მნიშვნელოვანია ის, რა სიტუაციაში აღიზარდა გოგონა, რა ინფორმაცია აქვს სექსუალურ ცხოვრებაზე მიღებული, თვლის თუ არა მას ცოდვად, ეშინია თუ არა ტკივილის და ა.შ. ორგანული პრობლემები აქ არაფერ შუაშია, ეს არის სუფთა ქვეცნობიერი შიში სქესობრივი აქტისა. შესაძლოა ვიღაცამ უთხრა, რომ სექსი საშინელებაა და რომ ტკივილს იწვევს, ბევრ სისხლს დაკარგავს, შესაბამისად ამ შემთხვევაში ქალი აქტს აკავშირებს ძალადობასთან და ვდგებით ამ პრობლემის წინაშე.

ნათია:

რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ქორწინებაში იყვნენ, მაგრამ ამჟამად მარტო ცხოვრობენ, აისახება თუ არ მათ ჯანმრთელობაზე სექსუალურ ცხოვრებაზე უარის თქმა?
-სამედიცინო თვალსაზრისით სქესობრივი ცხოვრება, როგორც მამაკაცისთვის, ასევე ქალისთვის, არის აუცილებელი. ადამიანს ისევე, როგორც აქვს შიმშილის, წყურვილის გრძნობა, ასევე რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას უნდება სქესობრივი ცხოვრებაც. აქედან გამომდინარე თვითონვე გააკეთონ დასკვნები, საჭიროა თუ არა. სასურველი, რომ სქესობრივი ცხოვრება გქონდეთ, ვიდრე არ გქონდეთ, რადგან სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება სამედიცინო თვალსაზრისით (და არა სხვა სფეროების შეფასებთ) იწვევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

ბექა:

წყვილის სექსუალური ცხოვრების დროს, აქვს თუ არა ტემპერამენტისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ეთნიკურ ფაქტორს?
-ძალიან სადაო თემაა და ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი სამხრეთელი მამაკაცი უფრო ტემპერამენტიანია თუ ჩრდილოელი. ასე, რომ რაღაც ეთნიკურ ფაქტორს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ის, რომ ზანგები უფრო პოტენციის მატარებლები არიან, ვიდრე კანადელები ან ესკიმოსები, ამის თქმა გადაჭრით არ შეიძლება. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ სამხრეთელები უფრო თავისუფალი ხალხი ვართ, უფრო აქტიურები, ადვილად მივმართათ ფლირტს, იოლად გამოველაპარაკებით საპირისპირო სქესს. ჩრდილოლები, კი უფრო შებოჭილია. რაც შეეხება სექსუალურ ცხოვრებაზე ამის ასახვას, მე ვფიქრობ, რომ ტემპერამენტი არაფერ შუაშია.

გიო:

მაქვს ნაადრევი ეაკულაცია და ტკივილი. შეიძლება თუ არა ამ პრობლემის გადაჭრა?
-პრობლემის გადაჭრა რა თქმა უნდა შესაძლებელია და პირველ რიგში გამოკვლელული უნდა იყოს პაციენტი სათანადოდ, რადგან ეაკულაციის დროს ტკივილი, შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა უროლოგიური დარღვევებით. ამიტომ პირველ რიგში ჯერ უნდა დადგინდეს მიზეზი, თესლგამომტანი სისტემის ავკარგიანობა და შემდეგ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ნახეთ ვიდეო

17:07 / 27-10-2016
მოგესალმებით ბატონო გია მინდა სექსუალური პრობლემების გამო მოგმართოთ თქვენ და რომელ კლინიკაში უნდა მოვიდე მისამართი მომწერეთ თუ შეგიძლიათ
გიორგი
17:26 / 26-09-2016
გამარჯობა ვარ 23 წლის და ორგაზმის დროს ეგრედ წოდებული სპერმა არ გამოიყოფა საკმარისი რაოდენობით....შეიძლება თუ არა ამ პრობლემის მოგვარებე??
გიგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:43 / 20-02-2017  Image პატრიარქის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ
+VIDEO "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება"
20:13 / 20-02-2017  Image "მე გადავრჩი, დედა კი მოკვდა... და ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ამის გამო..."
"მე რომ დავიბადე ეს მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო"
21:32 / 20-02-2017  Image ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა
ვიტალი ჩურკინი გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლად 2006 წლის აპრილიდან მუშაობდა
23:19 / 20-02-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს
მსახიობი რამდენჯერმე მოხვდა ყველაზე სასურველი სასიძოების რიცხვში
11:28 / 20-02-2017  Image ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"
"უკეთესი იქნება ეს ბავშვებისთვის და ჩემთვისაც"
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49