კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:40 / 04-07-2014
როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა - მოძღვარი გესაუბრებათ
მართლმადიდებლური სწავლებით, ის საფუძველი, რაზეც ქრისტიანმა თავისი ცხოვრება უნდა დაამყაროს - სინანულით "განცდა თვისთა ცოდვათა" - ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარია.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა ქრისტიანის სიცოცხლე, სინანულის დროს ღვთის რწმენა, იმედი რომ არ ჰქონდეს. ჭეშმარიტი სინანული ნათელი მწუხარებაა, რამეთუ მონანულს სწამს - უფალი შეიწყალებს, შეუნდობს, მიუტევებს შეცდომილ ცხოვარს, მამის წიაღში დაბრუნებულ უძღებ შვილს. ქრისტიანული ცხოვრების მადლსა და წესებზე თქვენს კითხვებს მოძღვარი უპასუხებს.

ლალი:
მამაო,მაპატიეთ,რომ თქვენთვის (მაგრამ, არა საერთოდ)უხერხულ კითხვას ვსვამ. რატომ არ არის(ისე როგორც ადრე იყო), დღეს საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში საძმო? საძმოს დროს ხომ ტაძარი ქარვასლად არ გადაიქცევა ტაძრის წინამძღვრის ხელში? ვინაიდან ტაძრისთვის შემოწირულობები (შესაწირ ყუთებს ხომ ასე აწერია?) გამჭვირვალე იქნება!(არ ვგულისხმობ პირადად მოძღვრისთვის გაღებულ შესაწირს).
-"შიშითა ხვთისაითა და ყოველთა კრძალულებითა და კეთილითა სვინდისითა და უქცევია სარწმუნოებიბითა, მოციქულთა 41-ე და ანტიოქიის 24-ე კანონების, შეგნებულად ზომიერად მართვა-განგება საეკლესიო საკუთრებისა, ზედმეტი თავის განდიდების გარეშე, თავმოწონების გარეშე, არამედ ნამდვილად აუცილებლობის მიზნით უნდა კეთდებოდეს. გაცემა გამჭრიახად და ყურადღებით, რათა თვალში არ მოხვდეს მოწყალების მიმღებს. სამართლიანი გაცემა ნამდვილად გაჭირვებულთათვის და საკუთრების გაცემა უნდა წარმოებდეს საიდუმლოდ, ღვთისა და ეკლესიის მიზნის გათვალისწინებით. ანუ ადამიანის ცხონებისათვის და მისთვისაც ვინც ამ შესაწირს და იმისთვისაც ვინც გასცემს. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი შორიდან ამას ვერ მიხვდება. თუმცა ჩვენ გვაქვს ყუთი, რომელსაც ვხმარობთ აი ამ შესაწირებისათვის. ჩვენი ტაძარი ჯერ კიდევ მშენებლობაშია და აქეთ გვჭირდება დახმარება, თუმცა როდესაც გავიგე, რომ ავადაა ადამიანი, ასეთი შესაწირების საშუალებით, ჩვენ ვუგზავნით ადამიანებს ფულს კონვერტით და ვაწერთ: ეკლესიისაგან. არ ვასახელებთ იქ არც ჩემ თავს და არც წინამძღვარს. არიან სასულიერო პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ მადლი იმისა, რომ უფრო კარგად და გარკვეულად შექმნან მათ რაღაც სიმდიდრე. აი ასეთი სიმდიდრე არის მაგალითად ის, რომ ორი სამი დღის წინ ჩემი ნათესავი მიმყვებოდა ერთ-ერთ სოფელში სადაც მე მივდიოდი და გზაზე გავიარეთ ერთ-ერთ ეკლესიასთან. მის გვერდით იყო
ადრე გრძელი ნაგებობა, რომელიც გაუკეთებიათ და ეწერა ზედ: "ახალგაზრდული ცენტრი". მკითხა ნათესავმა თუ რა იყო და მე ვუთხარი, რომ იქ მალე გაკეთდება ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, იქნება დილით ჩაი, ლობიანი (თუ მარხვაა) ხსნილში ხაჭაპური და აშ.შ. ნათესავმა კი თქვა: "ო, ამას ფულის გაკეთება ნდომებიაო, თორემ რატომ გააკეთებდაო". მე ვუპასუხე, რომ მსგავსი ნაგებობა არის საპატრიარქოსთან , სადაც ლოდინის დროს შეგიძლია შეხვიდე და დანაყრდე. ხომ არის, რომ ზოგჯერ გიწევს ადამიანს დიდი ხნით ლოდინი და აუცილებელია ჭამა, რომ გული არ წაგვივიდეს და ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ იქ იქეიფო და დრო ატარო. ამას პლუს, ასეთ დაწესებულებაში ორი-სამი ადამიანიც დასაქმდება. თორემ ამან რა უნდა მისცეს წინამძღვარს ეხლა ისეთი, რომ გამდიდრდეს. პირიქით, ამით ხალხი ეკლესისთან გაერთიანდება, დაუახლოვდება. ძველი სოფელია, ეკლესია არ იყო კარგა ხანი და ხალხიც დაშორებულია ეკლესიურობას. როცა ეს ყველაფერი ავუხსენი ჩემ ნათესავს მიხვდა, რომ კარგია ეს ყველაფერი. რაც შეეხება ამ ქალბატონის შეკითხვას, ყველა ასე არაა, როგორც კითხვაში ჩანს, თუმცა შეიძლება ვიღაცა რაღაცას აკეთებდეს, მაგრამ არც იმდენი შემოსავალია. შემოწირულობა 40-დან 80 ლარამდეა ხოლმე, ზოგჯერ ნაკლები ან მეტი მცირედით და ამან რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ ქარვასლად გადაიქცეს წინამძღვის ხელში ეკლესია. ამ შემოწირულობას ყველა ერთად ვხსნით და ერთად გაკეთებთ ამ ყველაფერს. საძმოც ესაა რა თქმა უნდა.

დავითი:

გამარჯობა მამაო, საცოლესთან მქონდა ჯვარდაუწერელი კავშირი, 5 წელია ერთად ვართ, უბრალოდ ვერ ვახერხებ ჯერ მცირე პრობლემების გამო მოყვანას. ორივე ეკლესიაში დავდივართ და ერთი მოძღვარი გვყავს, მაგრამ... ჩემი ბრალი იყო 100% ჯვარის დაწერა მინდოდა, მაგრამ ქორწილამდე ჯვარი რომ დამეწერა და მეჯვარეებისთვის მეთხოვა, ცოტა ცუდი სიტუაცია იქნებოდა, ამ შემთხვევაში ახლა როგორ შეიძლება მოვიქცეთ? ჯვარის დაწერა მინდა, ჯერ ქორწილს ვერ ვახერხებთ ახალწლამდე მაინც და ჯვარი რომ დავიწეროთ, მეჯვარეებთან ქორწილამდე თხოვნა მეჯვარეობის უხერხული გამოდის, თან რაც ეს ცოდვა ჩავიდინე, უფრო მიჭირს ლოცვაც და ისეთი ეკლესიური ვერ ვარ როგორც ადრე ვცდილობდი. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, მოძღვართანაც ვერ მივდივარ, მიჭირს, ორივეს მოძღვარი როა მაინც.(მარტო მოძღვართან გასაუბრება არ მირჩიოთ)
-მას აქვს ხათრი მეჯვარეებისა ანუ ადამიანებისა, და უმჯობესია ხათრი და სიყვარული ღვთისა. თუ ჩვენ ვიზრუნებთ და ვიფიქრებთ ჩვენ ცოდვებსა და ღმერთზე, მაშინ მეჯვარეებსაც ავუხსნით მარტივად, რატომ გვინდა ჯვრის დაწერა. და თუ ჩვენ არ ვიფიქრებთ ამაზე, მაშინ ჩვენ ცოდვაში დავრჩებით. მითუმეტეს თვითონ განმარტავს, რომ ამ ცოდვისთვის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია სულიერად. არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლია თქმა პირდაპირ და არიან ადამიანები, რომლებსაც ეხათრებათ ამის თქმა. ამაში მოსახათრებელი არაფერია. დღეს მთელ საქართველოს უჭირს თითქმის, ნახევარზე მეტს, ყოველშემთხვევაში. არაფერია სამარცხვინო. მოვიდნენ პირდაპირ, თქვან მოძღვართან და დასწერს ჯვარს. ამისთვის არაფერია საჭირო. თუნდაც მეჯვარეები. ისინი, ხომ უბრალოდ მოწმეები არიან. ასე, რომ ტაძარშივე შეუძიათ თხოვონ ვინმეს და დაუდგებათ გვერდზე. ჯობია, რომ დროულად დაიწერონ ჯვარი, რადგან უკვე ცოდვაში არიან.

მაია:
მაპატიეთ მამაო, მაგრამ ხშირად ხდება მეგობრებში ეს კამათი განსაკუთრებით ბიჭებთან, რომ სანამ ბიჭი ცოლს მოიყვანს გოგოსთან ურთიერთობა მრუშობად ითვლება. მაშინ რა უნდა ქნას 16-17 წლის ბიჭმა ცოლი უნდა მოიყვანოს?
-მრუშობად კი არ ითვლება, მრუშობაა. 16-17 წლის ბიჭი იმდენად პატარაა, რომ ამ საქმისთვის, რასაც მრუშობა ქვია, ცოდოც კი არის. თუ 16-17 წლიდან ბავშვი ამას დაიწყებს, რა უნდა ქნას 25 და 30 წლის ადამიანმა? 15-16 წლიდან უნდა ისწავლოს ქრისტიანობა, მადლი, მოწყალება, თორემ, თუ ამ ასაკიდანვე დაიწყო ამ ცოდვაში ჩავარდნა, ის ნელ-ნელა გაღრმავდება და მარტო მრუშობის ცოდვით არ დაკმაყოფილდება. ადამიანის ბუნება ისეთია, ის აუცილებლად მოითხოვს სხვა ცოდვას და გახდება დიდი ცოდვილი ადამიანი. ჯობია თავი შეიკავოს და თუ მაინც ჩავარდნილა ერთხელ ან ორჯერ მსგავს ცოდვაში, ჯობია, რომ აღსარება თქვას. იქ გარკვეული სასჯელი იქნება, მოინანიებს და განაგრძობს ცხოვრებას. მაშ ქალმა რა ქნას? ახალგაზრდა გოგომ. ჩვენ ქართველებს ხომ გვიყვარს ის, რომ ქალი ქალწული უნდა იყოს, ქალიშვილი, რატომ? გოგომ რა დააშავა? ვიყოთ მაშინ ამ ცოდვაში ქალი და კაცი. მაშინ რაღა არის ქორწილი, ცოლ-ქმრობა. ეს ხომ აღრევაა?. ამიტომ ის ვინც კითხულობს რა უნდა ქნას, ვეტყვი, რომ არ უნდა გაიაროს ქალთან, უნდა მოითმინოს.

მკითხველი:

მამაო, გაზეთებში იწერება, რომ ეხლა დგება ბოლო ჟამი ანუ დედამიწაზე წყდება სიცოცხლე და ამის ნიშანი იქნება ის, რომ გაქრება ნიორი და ბოლოს დაშრება წყალი. ყველა დაიღუპება და იმ ქვეყანაში მოეკითხება ცოდვებისთვისო...მაინტერესებს რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი სარწმუნო იყოს?
-მთლად ასე არ არის. მაგრამ არავინ იცის დრო და ჟამი როდის მოვა უფალი. ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ამიტომ მოვლენ ცრუ წინასწრმეტყველები, რომლებიც იტყვიან, რომ ამ დროს და ამ დროს მოვაო, მაგრამ არავინ იცის ეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვეზიაროთ ხშირად, რამე თუ არ ვიცით როდის დადგება ეს ჟამი.

მკითხველი:
როგორ გადავეჩვიოთ განკითხვის ცოდვას?
-ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემაა. განკითხვის ცოდვისას უმჯობესია თუ წაიკითხავს მე-5 თავს იოანე სინელისა, სადაც საუბარია განკითხვაზე. უფალი ბრძანებს სახარებაში, რომ ნუ განიკითხავთ, რათა არა თქვენ იქნათ განკითხული.

-შეიძლება თუ არა ჩვენთვის ნაჩუქარი ნივთების ეკლესიისთვის შეწირვა ან უკვე გამოყენებული საეკლესიო კალენდრის გადაგდება?
-მე -მაგალითად მაქვს წიგნი კალენდრები, რომელსაც ვინახავ, რაც შეეხება ქაღალდის კალენდრებს, რომელიც აღარაა ხმარებაში, აღარ ვიყენებთ და არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, დაწვას, ან მოიტანოს ეკლესიაში და ჩვენ დავწვავთ. რაც შეხებ ნაჩუქარი ნივთების გაჩუქებას საეკლესიო ქონებისადმი, ღმერთს ეკუთვნის ყველაფერი, ამიტომ თუ ღმერთთან მივიტანთ საჩუქარს, აქ ცუდი არაფერია.

ნანა:
როგორ მოვიპოვოთ სინანული და ცათა სასუფეველი?
-უპირველესად ყოვლისა აუცილებელია გყავდეთ მოძღვარი. მის მიერ მიცემულ კანონებს უნდა დაემორჩილოთ. შეხედავს მოძღვარი. ზოგიერთ ადამიანს სჭირდება დიდი სინანული, ზოგიერთი ისედაც სინანულში და მას უფრო მეტად გამხიარულება სჭირდება. ადამიანებს ჰგონიათ, რომ როდესაც სინანულზეა საუბარი, აუცილებლად დაღვრემილი უნდა იყოს. არ არის ასე. პირიქით, ღმერთსაც და ადამიანებსაც მხურვალედ, კეთილად და კარგად უნდა წარმოვუდგეთ. ამიტომ, როდესაც ჩვენ სინანულის მოპოვება გვინდა, უნდა ვილოცოთ და ცოდვები ვეძიოთ თავში. მაგრამ მოძღვის გარეშე სინანული შეუძლებელია

ნანა:
მკითხველი:
ჩემმა ყოფილმა სიძემ, რომელსაც ჯვარი ჰქონდა დაწერილი ჩემს ქალიშვილზე, ხელმეორედ იქორწინა და ჯვარი დაიწერა ახალ მეუღლესთან. რამდენად ქრისტიანულია მისი ეს საქციელი?
-აქ არ ასახელებს წყაროს, თუ რის გამო დაშორდნენ, ამიტომ შესაძლებელია იყოს ქრისტიანული. მე ორი სიტყვით აგიხსნით რა შემთხვევაშია შესაძლებელი გაშორდეს ქალი და კაცი ერთმანეთს. კაცმა შეიძლება იმრუშოს, მაგრამ საეკლესიო კანონების თანახმად ქალს არ აქვს უფლება დასცილდეს. თუ ქალმა იმრუშა, ქმარს აქვს უფლება დაუტევოს ცოლი და გაშორდეს მას. აქ არ ჩანს თუ რა შემთხვევაში გასცილდნენ ისინი ერთმანეთს, მაგრამ თუ მათი დაშორება იყო კანონიერი, ქმარს შეუძლია მოიყვანოს მეორედ ცოლი. ჩვენ ძალიან ხშირად მივდივართ მოძღვართან თხოვნით "ჯვარი აგვყარე". ამისთვის, კი არავითარი წესი არაა დაწესებული. უფალი ბრძანებს, რომ "ვინც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებს", დამთავრებულია ამით ყველაფერი, მაგრამ მიდიან საპატრიარქოში იმისათვის, რომ ეპისკოპოსისგან აიღონ ნებართვა და კურთხევა, რომ ისინი კვლავ დაქორწინდნენ სხვა ადამიანზე. ამ შემთხვევაში, თუ წყვილი მაინც გაშორდებოდა ერთმანეთს, ეკლესიას არ აქვს შეცდომა დაშვებული. ქმარს შეუძლია მეორედაც იქორწინოს და მესამედაც.

მკითხველი:

განქორწინებული ვარ შვიდი წელია.   ამ დროის მანძილზე  პარტნიორი  არ გამიჩენია (უკაცრავად ასეთ თემაზე რომ გეკითხებით) . ანუ ფიზიკური ურთიერთობა არავისთან მქონია, მაგრამ გონებაში ძალიან ხშირად ვფიქრობ. არის თუ არა ეს მრუშობა?
-არ არსებობს ადამიანი ბუნებაში, რომელსაც ეს ცოდვა არ ქონდეს. ყველას აქვს ეს ცოდვა და ეს არის შესანდობი ცოდვა. ღმერთმა შეაძლებინოს ამ ადამიანს პატიოსნად ცხოვრება, მაგრამ ამაში მას დაეხმარება მოძღვართან, ეკლესიასთან ახლოს ყოფნა. მოძღვრის მიერ დადგენილი ლოცვებისა და კანონების შესრულება, თორემ ისე ძალიან გაუჭირდება.

ნანა:

როგორ უნდა ვხარჯოთ გონივრულად დრო?
-როდესაც ადამიანი ადგება, უნდა ლოცვით დაიწყოს დროის გამოყენება. თუ არ მსახურობს და არაფერი საქმე აქვს, მას შეუძლია ეკლესიაში მივიდეს და ილოცოს. ამის შემდეგ გააკეთოს რაიმე კეთილი საქმე, ვინმეს დაეხმაროს. გარდა ამისა ადამიანი აუცილებლად უნდა მუშაობდეს, სხვაგვარად გაუჭირდება დროის სწორად დახარჯვა. ან ხელსაქმით უნდა დასაქმდეს, სხვანაირად უბრალოდ ვერ მოახერხებს გონივრულად გაანაწილოს დრო. ჩამოყალიბება თვითონ ადამიანის ისეთია, რომ ყველამ სხვადასხვანაირად უნდა განსაზღვროს თავისი დრო.

თინათინი:

როგორ მოვიქცეთ, თუ ლოცვისას ავი ფიქრები დაჟინებით გვიტრიალებს თავში?
-ასეთ დროს, როდესაც ლოცვისას სხვა რაღაცა გახსენდება, უნდა დაანებო ლოცვას თავი, გაჩერდე და თუ გაქვს ფსკვნილი, დაიწყო "უფალო შემიწყალე" თუ ფსკვნილი არ გაქვთ, თითებზე ჩამოთვალეთ და ნელ-ნელა ეს ფიქრები გაივლის. თუ არ გაიარა, ისევ უნდა გააგრძელოთ "უფალო შემიწყალე", და თუ ისევ ვერ იშორებთ ფიქრებს თავიდან, მაშინ უმჯობესია ლოცვა შეწყვიტოთ. სხვა გზა არ არსებობს. იყო დიდი წმინდა მამა, რომელიც ლოცვის დროს მეტანიას ვერ აკეთებდა, ანუ ვერ იჩოქებდა, რადგან წინ უდგებოდათ ეშმაკი შავი ძაღლის სახით და ა.შ.., მაგრამ ის მაინც განაგრძობდა ლოცვას. შედეგად კი, განიდევნებოდა მისგან ეშმაკი.

ნანა:

უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს წირვაზე მუდმივად სიარული და რა უნდა გააკეთეს დედამ, რომ შვილს ტაძრიკენ მიმავალ გზაზე წასვლა მიუხაროდეს?
-არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვს დავაძალოთ ეკლესიაში სიარული, ეს ბავშვმა თვითონ უნდა მოითხოვოს. ძალიან ხშირად მოჰყავთ ბავშვები საზიარებლად, ეს კარგია, ცუდი არაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა შევხედოთ სურვილს, რამდენად უნდათ, რომ ეზიარონ . მე ჩემი შვილი ძალიან ხშირად არ დამყავდა ეკლესიაში. მე ვიცნობ ისეთ ადამიანებს და ბავშვებს, რომლებიც ხშირად დადიოდნენ ტაძარში, მაგრამ გაიზარდნენ და ეკლესია დატოვეს. ამიტომ აუცილებელია ზომიერება და ძალიან დიდი სიფრთხილე იმისათვის, რომ ბავშვი ეკლესიამდე მივიყვანოთ. ბავშვს უნდა უხაროდეს ეკლესიაში წასვლა, რადგან მისთვის ეკლესია რთული, დიდხანს გრძელდება ლოცვა, უწევს ფეხზე დგომა, იღლება. ამიტომ უმჯობესია ბავშვი მხოლოდ ზიარების დროს მოვიყვანოთ და მალევე წავიყვანოთ. ეს ყოველივე არ უნდა შეიცავდეს რაიმე დაძალებას, პირიქით ლამაზად უნდა გამოვიდეს ყველაფერი, რომ შეუყვარდეს ბავშვს ეკლესია და არა ისე, რომ დავაძალოთ, ვუთხრათ, რომ იქ მამაოა, რაღაცას ეტყვი და ის დაგსჯის და ა.შ.. ასეთი რამ არ შეიძლება.

იხილეთ ვიდეო
12:14 / 04-07-2014
Otherguy
0
"კაცმა შეიძლება იმრუშოს, მაგრამ საეკლესიო კანონების თანახმად ქალს არ აქვს უფლება დასცილდეს. თუ ქალმა იმრუშა, ქმარს აქვს უფლება დაუტევოს ცოლი და გაშორდეს მას." - ნეტავ რომელ კანონში წერია ეს სისულელე რომელსაც ეს მღვდელი როშავს? ეკლესია არ კრძალავდა არასდროს დაშორებას, თუმცა ზოგიერთი წმინდანი კრძალავდა ასეთი ქალის ხელმეორედ ქორწინებას, რაც საერთოდ ცალკე განხილვის თემაა.
18:05 / 01-07-2014
giorgia
0
მკითხველო რანაირად გამოდის ორჯერ ჯვრისწერა ქრისტიანული? სანამ სიკვდილი არ დააშორებსო ესე არ არის? სამაგიეროდ დღეს ძალიან ბევრია ისეთი შემოგზავნილი ავაზაკი ეკლესიაში ვინც მაინც დასწერს ჯვარს/ რადგან მGვდლების ნახევარზე მეტი მათივე საქციელის მიხედვით არ არიან მორწმუნეები. არ არიან მეორედ ჯვარდაწერილები ძალაში სანამ პირველი ჯვრისწერის ცოლი თუ ქმარი ცოცხალია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49