როგორ დავიკლოთ წონაში სწორად - ენდოკრინოლოგის რჩევები

როგორ დავიკლოთ წონაში სწორად - ენდოკრინოლოგის რჩევები

ჭარბი წონა თუ არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბი წონისგან და როგორ ვიკვებოთ სწორად? AMBEBI.GE-ს  კითხვებს ენდოკრინოლოგი პასუხობს.

ლიკა:

მალე 16 ის გავხდები. ვარ 1 მეტრი და 63სმ. 50 კილო.  მინდა ცოტა დავიკლო, 3 კილო მაინც, რა გავაკეთო?

- მოზარდობის პერიოდში 163 სმ და 50 კილოგრამი წონა ასახავს იმას, რომ მას აქვს სხეულის სწორი მაჩვენებელი. შესაბამისად შესაძლებელია მან ვერ მიაღწიოს სასურველ შედეგს, იქედან გამომდინარე, რომ ორგანიზმს ესაჭიროება როგორც ცხიმი, ასევე ცილოვანი ქსოვილი. მან უნდა განსაზღვროს რამდენია მის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი, რითაც ინსაზღვრება გარკვეული დიაგნოსტიკების საშუალებით. არსებობს ასევე სპეციალური საზომები, უნდა მიმართოს ერთხელ მაინც სპეციალისტს, რომ განისაზღვროს რამდენია მასში ცხიმოვანი ქსოვილი, შეძლებს თუ არა ის ამ ცხიმოვანი მასის დაკლებას, ვინაიდან ცხიმოვანი ქსოვილის დაკლება არ არის მიზანშეწონილი და მოზარდობის პერიდში შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. რაც საბოლოო ჯამში ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს და გამოიწვევს გარკვეულ პათოლოგიურ ცვლილებებს.

ლიკა:

ვარ 28 წლის. 170 და 70 კილო. მომატებული მაქვს 2 წლის განმავლობაში 6 კილო, რასაც ვერაფრით ვერ ვიკლებ. არ ვჭამ პურს უკვე 5 წელია, ძალიან იშვიათად ცომეულს და ტკბილეულს, არ მივირთმევ გვიან და ვვარჯიშობ კვირაში ოთხჯერ 40 წუთს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? შეიძლება რომ ჩემი ორგანიზმი უკვე მიეჩვია ამ რეჟიმს და უბრალოდ ვეღარ ვიკლებ?

- ეს შეიძლება იყოს ისევ ვარჯიშის ბრალი. აუცილებელია ტრენერმა განსაზღვროს თუ რა მიდამოებში სურს მას წონის კლება. რადგან ვარჯიშის დროს იზრდება კუნთოვანი მასა, ხდება ცილოვანი კომპონენტების  დიდი რაოდენობით ჩართვა და სასწორზე არ ხდება წონის კლება. თუმცა ვიზუალურად ორგანიზმი "იფერთხება"  და შესაძლებელია  მან ზომებში მოიკლოს. გარდა ამისა, სულაც არ არის აუცილებელი ამოღებული და შეზღუდული იყო კვების რაციონში პური და ტკბილეულობა. დოზირებით ყველაფრის მიღება შეგვიძლია. მთავარი არის გადანაწილებული იყოს დღის განმავლობაში რამდენჯერმე კვება. თავისი ადგილი ქონდეს ცომს, ტკბილეულს, ხილს და თუ ეს ჯერადობა არ არის დაცული, შესაბამისად ის წონაში ვერ დაიკლებს. ასევე უნდა მოვახდინოთ განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის სითხეს ვიღებთ დღის განმავლობაში, მითუმეტეს ვარჯიშის დროს, რადგან ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ სითხის ნაკლებობას განიცდის ორგანიზმის ამ შემთხვევაში ნივთიერებათ ცვლა არის შენელებული და შესაბამისად ცხიმის წვა ვერ ხდება.

ნანა, მარინე:

ვარჯიშის გარეშე როგორ შეიძლება 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა დაიკლოს წონაში?

მენოპაუზის პერიოდში მოვიმატე წონაში, ჭამის ბრალი ნამდვილად არაა. რა შეიძლება გავაკეთოთ?

- 40 წლის ზემოთ ყველა ქალბატონში ფიზიოლოგიიდან გამომდინარე ხდება ჰორმონთა ცვლილებები. გარკვეული ჰორმონების რაოდენობა იმატებს, გარკვეული იკლებს. ხდება არევა ენდოკრინოლოგიური სისტემის. დგება უკვე პრემენოპაუზა, შემდგომ ამას მოჰყვება  მენოპაუზა, რაც შემდგომში იძლევა ეფექტს, ჭარბი ცხიმის დაგროვების და შესაბამისად ნივთიერებათა ცვლა არის ბევრად შენელებული. აუცილებელია მივიღოთ ზომები: ჯერადი კვება უნდა იყოს დღის განმავლობაში აუცილებლად. უნდა შეიზღუდოს ნახრშიწყლები და ცხიმები, იმისათვის, რომ წონის კლება წამოვიდეს. უფრო დიდი რაოდენობით რაც ჩვენს კვების რაციონში უნდა შევიტანოთ, ეს არის ცილოვანი პროდუქტები. მაგ: რძის პროდუქტები; ხორცის პროდუქტები და გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვა, ვიდრე გვქონდა მანამდე. ანუ, ამ ასაკში გაიზარდოს

ფიზიკური აქტივობა. არ არის აუცილებელი ფიტნესი. სასურველია სიარული დღის განმავლობაში დაახლოებით 5-6 კილომეტრი, იმის მიხედვით თუ რა წონის ვართ, რა სიმაღლის და აქედან გამომდინარე რა შესაძლებლობები გვაქვს. ამ ასაკში გარდა ჭარბი წონის გაცენისა, თავს იჩენს ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები და ზოგიერთ ადამიანს უჭირს ფეხით სიარული, თუმცა ძვალსახსროვანი სისტემისთვისაც აუცილებელია მცირე ფიზიკური დატვირთვა, იმისათვის, რომ ხრტილოვანი მასა არ შემცირდეს და მუდმივად იყოს ტონუსში ორგანიზმი.

 

ანა:

არ მაწუხებს ჭარბი წონა, მაგრამ სამი შვილი გაჩენის შემდეგ დამრჩა თხელი ქონის ფენა მუცელზე და ვერაფრით ვიშორებ. როგორი კვებით ვებრძოლო ამ პრობლემას?

- მშობიარობის შემდგომ რჩება გარკვეული ცხიმოვანი ნადები მუცლის არეში, ამისათვის მხოლოდ სასურველია ფიზიკური  აქტივობის გაზრდა. პრესის გაკეთება, იმისთვის, რომ მოხდეს კუნთის გამკვრივება და კუმშვადობა იყოს უფრო მაღალი. ორსულობის პერიოდში, როდესაც ხდება კუნთოვანი ქსოვილის გაზრდა მუცლის არეში, ხდება მოდუნება ცილოვანი კომპონენტების ნაკლებობა. ამიტომ საჭიროა კვებაში ჩართოს ცილოვანი კომპონენტების ჩართვა. ორსულობის შემდგომ პერიოდში აუცილებელია კალციუმის მიღება, რადგან ბავშვს დედის ორგანიზმიდან მიაქვს კალციუმი და ამ შემთხვევაში გარკვეული სიპტომატიკა ჩნდება. ეს არის: თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სტრუქტურის ცვლილება და აამიტომ აუცილებელია  ცილოვანი კომპონენტების ჩართვა.

 

თაკო:

მაინტერესებს, დიეტის სწორ წარმართვას უწყობს თუ არა ხელს ფსიქოლოგთან კონსულტაციები? ვგულისხმობ ისტერიულად წონის შემოწმებას, ნერვიულობას, რასაც თან ახლავს მადის მომატება და ჭარბი საკვების მიღება.

- სიმსუქნე ზოგადად არის ქრონიკული დაავადება და მას სჭირდება კომპლექსური მკურნალობა. სიმსუქნეს არ მართავს მხოლოდ და მხოლოდ ენდოკრინოლოგი. ამისთვის აუცილებელია რიგ შემთხვევებში ჩაერთოს სხვა კონსულტანტები. ეს შეიძლება იყოს ფსიქოთერაპევტი,  ნევროპათოლოგი, ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება სიმსუქნის პერიოდში კარდიოლოგის ჩართვა, როგორც კონსულტანტის, რადგან სიმსუქნე არ არის მხოლოდ ერთი დაავადება. ასევე საჭიროა ჩაერთოს ფსიქოთერაპევტი, მსგავს შემთხვევბში ეფექტი იქნება უფრო კარგი და მისაღები.

 

გიგი:

ზაფხულის სეზონია და შესაბამისად რუჯის მიღებას ვაპირებ, ხომ არ არის ამ დროს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი დიეტის დაცვა?

- ზაფხულის სეზონზე, იმისთვის, რომ ვიზუალური ეფექტი გვქონდეს, აქტუალური ხდება ეს თემა. აქვე ავღნიშნავ, რომ დიეტა არის სწორი, დაბალანსებული ჯანსაღი კვება, ამიტომ ის საფრთხეს არ უქმნის ორგანიზმს. თუ ძალიან სწრაფად გვინდა დაკლება, ჩვენ მივმართავთ გარკვეულ პროგრამებს, რომელიც სოციალურ ქსელში მრავლად მოიპოვება და ეს ისახავს მიზნად ერთი სახის პროდუქტის მიღებას რამდენიმე დღის განმავლობაში,  ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია ზიანის მომტანი იყოს ორგანიზმისტვის, ვინაიდან აიცილებელია ორგანიზმმა მიიღოს მითვის აუცილებელი ექვსი კომპონენტი. ეს გახლავთ: ნარშიწყლები, ცილები, ცხიმები, ვიტამინები, მინერალები და ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო მძაფრად ჩნდება მოთხოვნილება წყალზე, ვინაიდან ოფლის გამოყოფა დიდი რაოდენობით ხდება და შესაბამისად წყლის ნაკლოვანება ხდება ორგანიზმში, რაც ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის სწორ წარმართვას. 

რაც შეეხება რუჯის მიღებას, რუჯი ზიანის მომტანია ორგანიზმისთვის მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცავთ რუჯის მიღების წესებს და ეს წესები არის შემდეგნაირი. აუცილებლად სანაპიროზე უნდა გავიდეთ დილით ადრე და მაქსიმუმ 11 საათამდე დავყოვნდეთ და შემდეგ უკვე  საღამოს, 17 საათის შემდეგ. 11-დან 17 საათამდე  არის მზის სხივების აქტოვობის პიკი და არ შეიძლება რუჯის მიღება, რადგან ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივები მოქმედებს როგორც კანის სტრუქტურაზე ასევე ზოგადად ორგანიზმმზე  და მაშინ როდესაც არის გარკვეული პათოლოგიური ცვლილებები და პათოლოგიური დაავადებები ორგანიზმში, კიდევ უფრო აქტივაციას ახდენს და შესძლებელია ზაფხულის პერიოდში მოვახდინოთ  დაავადებულ ორგანოთა სისტენის გამწვავება, რაც სავალალო შედეგემდე მიგვიყვანს.

 

თამილა:

მაქვს, ვენების პრობლემები და ამასთანავე კიფო-სქოიოზი, თუ არის რაიმე სახის დიეტა ჩემთვის საზიანო?

- როდესაც არის ვენური უკმარისობა და ამასთან კიფო-სკოლიოზი, აქ უნდა ჩაერთოს ანგიოლოგი და ვერტებროლოგი. ამ დროს აუცილებელი არის გარკვეული ტიპის მასაჟები, იმისთვის, რომ კიფო-სკოლიოზის პრობლემა მოგვარდეს. რაც შეეხება ვენურ ულმარისობას ამ დროს რა თქმა უნდა  ამოვიღოთ კვებიდან მარილი, იმისათვის რომ სითხის რაოდენობა არ შეკავდეს ორგანიზმში და არ გამწვავდეს ვენური უკმარისობა. რაც შეეხება პროდუქტებს, რომელიც უნდა იყოს ამოღებული, ეს არის კონსერვანტებით გამდიდრებული პროდუქტები, ანუ ძეხვეული, სოსისი, მაიონეზის მსგავსი პროდუქტები- ისეთი პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ  კონსერვანტებს, რადგან მოხდეს მათი ვადის გახანგრძლივება. ასეთი პროდუქტები ხელ უწყობენ ვენური უკმარისობის გამწვავებას და შესაბამისად შეშუპების განვითარებას ქვემო კიდურებზე.  მარილი უნდა იყოს მინიმუმადე დაყვანილი და ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს წყლის რაოდენობა გაზრდილი.  ლოგიკურია, რომ მარილის შემცირებასთან ერთად ორგანიზმს წყლის მოთხოვნა უმცირდება, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ რომ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი წამალი. წყლის რაოდენობა უნდა შევინარჩუნოთ მინიმუმ ლიტრანახევრამდე, იმისათვის, რომ ორგანიზმი გაიწმინდოს ტოქსინებისგან და შლაკებისგან. შესაბამისად შეშუპება არ მოხდეს ქსოვილებში.

ნინი:

როგორ უნდა მოვაწყო განტვირთვა ორგანიზმისთვის და რა ინტენსივობით, ჯანმრთელობისთვის საზიანო რომ არ იყოს?

- განტვირთვა უნდა მოვაწყოთ ათ დღეში ერთხელ, (გააჩნია რა კვების სტილი გვაქვს ათი დღის განმავლობაში). თუ არის დატვირთული ის ცხიმებით, ნარშიწყლებით და შემწვარი პროდუქტებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის  კვირის განმავლობასი ერთხელ მაინც იყოს.  განტვირთვა არ გულისხმობს სრულ შიმშილს და მხოლოდ წყალზე ყოფნას. განტვირთვის დღედ უნდა ავირჩიოთ გარკვეული, დაბალკალორიული პროდუქტები, რომლებიც პარალელურად ორგანიზმს დაეხმარება გაწმენდაში, ტოქსინების დაშლასა  და შლაკების გამოდევნაში და თან შეივსება ვიტამინებით და მინერალებით. ეს შეიძლება იყოს ხილით განტვირთვის დღეები, შესაძლებელია მოვაწყოთ ცილოვანი განტვირთვის დღეები, ანუ ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები, ასევე შესაძლებელია დღის განმავლობაში მივირთვათ ბოსტნეული. ეს ითვლება წონის და საიმარლის მიხედვით. არის ინდივიდუალური და ყველასთვის ერთი ტიპის განტვირთვა არ შეიძლება. ასევე გასათვალისწინებელია გარკვეული გენეტიკური ფაქტორები, რა ჩივილებს აღნიშნავს პაციენტი და როგორია მისი ცხოვრების წესი. ვინაიდან როგორც უკვე ავღნიშნე, თუ არის პაციენტი ჯანსაღ კვებაზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ათ დღეში ერთი დღე დავუთმოთ განტვირთვას, მაგრამ თუ ჩვენი კვების წესი ყოველდღიურად არის ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტები და სხვადსხვა კონსერვანტებით და ემულგატორებით გაჯერებული პროდუქტები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია კვირაში ერთხელ მოვიწყოთ განტვირთვა.

 

მარი:

რა რაოდენობის სითხის მიღებაა აუცილებელი ორგანიზმისთვის და რა სახის სითხე მივიღოთ, არის თუ არა ჯანმრთელობისთვის მავნე ყავის დღეში 4-ჯერ დალევა?

- დღის განმავლობასი აუცილებელია სითხით შევავსოთ ორგანიზმი.  ის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.  მინიმუმ ლიტრანახევარი უნდა იყოს მიღებული დღის განმავლობაშ. იმის მიხედვით, თუ რა წონის და სიმაღლის ვართ, მაქსიმ ორი-სამი ლიტრი შეიძლება მივიღოთ. არსებობს გარკვეული დაავადებები, მაგალითად შარდ-სასქესო ორგანოების სისტემის დაავადებები, როდესაც შეზღუდული უნდა იყოს სითხის რაოდენობა და დღის განმავლობაში არის მხოლოდ ერთი ლიტრი რეკომენდებული.  ასევე არსებობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც სითხის მიღების შეზღუდვა აუცილებელია.  ესეც არის ინდივიდუალური.

ლელა:

რამდენად სასარგებლოა ე.წ "ნატურლური წვენები" დიეტის დროს? (ვგულისხმობ მაღაზიებში ნაყიდს, სახლში მათი დამზადების დრო არ მაქვს)

- ნატურალური წვენები, რომელიც დრესდღეობით ჩვენს ბაზარზე არის გავცელებული და სასურსათო ინდუსტრიის მაღალ პროცენტს მოიცავს, გაჯერებული არის სხვადსხვა ტიპის ემულგატორებით და კონსრევანტებით, ამაში შეგვიძლია მარტივად დავრწმუნდეთ, მაშინ როდესაც ჩვენ სახლში დავამზადებთ კომპოტს, შეგვიძლია დავდგათ ზაფხულის პერიოდში მაგიდაზე, იქვე შეგვიძლია მივუდგათ მაღაზიასი ნაყიდი წვენი და ჩვენ ვნახავთ რომ დღის ბოლოს ჩვენი გამოწურული წვენი, ან კომპოტი დაიწყებს დუღილს, ხოლო მაღაზიაში ნაყიდი წვენი ამ პროცესს არ განიცდის. რაც ნიშნავს იმას, რომ ის არ არის ნატურალური. რადგან მასში არ მიმდინარეობს დუღილის პროცესი, რაც აუცილებელია ნატურალური წვენის დროს. აქედან გამომდინარე ის კონსერვანტები და ემულგატორები პირიქით, უფრო მეტად არის ზიანის მომტანი  ორგანიზმისთვის, ვიდრე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

სალომე:

რომელი პროდუქტები გვეხმარება ცხიმების დაწვაში?

- კონკრეტულად არ არსებობს პროდუქტები, რომლებიც დაგვეხმარება ცხიმის დაწვაში, თუმცა არის კვლევები ჩატარებული, არსებობს ნივთირება, რომელიც ანანასში შედის დიდი რაოდენობით და იწვევს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას. რის შედეგადაც ხდება ცხიმების დაწვა ორგანიზმში. აგრეთვე ტარტრონის მჟავა, რომელიც არის კომბოსტოში შემავალი, რომელიც აგრეთვე ხელს უწყობს ნივთიერებათ ცვლის დაჩქარებას და ამის ხარჯზე ხდება ცხიმების დაწვა. სხვა მხრივ ვერცერთი პროდუქტი ცხიმებს ვერ წვავს. თუ გვსურს ცხიმების დაწვა ორგანიზმში, ამისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. რათა ენერგიის წყაროდ გამოიყენოს ორგანიზმმა ჩვენი ცხიმი და მოახდინოს მისი დაშლა. ასევე უნდა მივმართოთ დაბალკალორიულ კვებას, ცხიმების რაოდენობა უნდა შევზღუდოთ, ასევე ნახშირწყლების რაოდენობა და ჩავრთოთ კვებასი უფრო მეტად ცილოვანი კომპონენტები.

 

ნანა:

მიუხედავად იმისა, ჯანმრთელია თუ არა ადამიანი, რამდენად უკურეაქციას იწვევს ნახშირწყლებზე ხანგრძლივად უარის თქმა?

- ნახშირწყლებზე ძალიანაც რომ მოვინდომოთ, უარს ვერანაირად ვერ ვიტყვით, რადგან ნახშირწყლები შედის აბსოლიტურად ყველა პროდუქტში, მათ შორის ხორცში, რძის ნაწარმში, ბოსტნეულში და ხილში. თუ საუბარია ისეთ ნახშირწყლებზე, რომელიც არის მარტივი ნახშირწყლები,ანუ, შაქარი, ტკბილეული და ცომეული ასეთ შემთხვევაში ეს ზიანს არ მოუტანს ორგანიზმს, რადგან იმ რაოდენობა ნახშირწყლებს რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, ჩვენ ვღებულობთ რძის პროდუქტებიდან, ხორციდან, ხილიდან და ბოსტნეულიდან.

 

თიკო:

რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს 5-6 წლის ბავშვებისთვის გენმოდიფიცირებული საკვების მიღებამ?

- გენმოდიფიცირებული კვება ეს არის 21-ე საუკუნის პრობლემა, რადგან დღესდღეობით ფართოდ არის ჩვენს სასურსათო ბაზარზე გენმოდიფიცირებული საკვები, თუმცა ვინაიდან 70-იან წლებში მოხდა მისი ბაზარზე გამოსვლა, ზუსტი კვლევები ამაზე ჩატარებული არ არის, თუ რამდენად წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის. თუმცა თეორიულად, თეორიტიკოსები საუბრობენ ამ პრობლემაზე, რომ  შესაძლებელი არის ის გენომი, რაც შედის მოხდეს მისი ჩართვა ამ გენმოდიფიცირებულ საკვებში. დღეს თეორიტიკოსები ამ ყველაფერს უკავშირებენ  გარკვეული დაავადებების გაახალგაზრდავებას. აგრეთვე ბავშვთა ასაკში წამოსულ სიმსუქნის ეპიდემიას და შაქრიანი დიაბეტის გავრცელებას. თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული ეს არ არის, თუმცა დადასტურებულია ემულგატორებზე, რომ ისინი იწვევენ გარკვეული პათოლოგიების განვითარებას და არსებობს კონკრეტული სია, თუ რომელი ემულგატორი რომელ ორგანოთა სისტემაზე მოქმედებს.  რომელი ემულგატორი არ შეიძლება საერთოდ მივირთვათ დღის განმავლობაში რა დროს უნდა მივიღოთ ზომები. თეორიულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ არის ორგანიზმისთვის სასურველი. თუმცა მედიცინა სრულ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ ფლობს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას