კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
23:16 / 06-09-2014
როგორ შევინარჩუნოთ გარუჯვის შემდეგ ჯანმრთელი კანი
ზაფხული ნარუჯის მოყვარულთა სეზონია.  რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სილამაზესთან ერთად ჯანმრთელი კანიც შევინარჩუნოთ? თქვენს კითხვებს დერმატოლოგი უპასუხებს.


თეონა:
როგორც კი ზღვიდან დავბრუნდები, მაშინვე მექერცლება კანი, თუნდაც არ ვიყო დამწვარი... როგორ უნდა დავიტენიანო, ან როგორ მივიღო ნამზეური ისე, რომ მაქსიმალურად შევამცირო კანის აქერცვლა?
-კანზე როდესაც აქერცვლის პროცესი ხდება, ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა გარუჯვის შემდეგ. ქერცლი ეს არის მკვდარი დაზიანებული უჯრედები. აუცილებელი გარუჯვის შემდეგ დამატენიანებელის გამოყენება. ეს დამოკიდებული მატერიალურ მდგომარეობაზე. არის ძვირადღირებული, ასევე უბრალო დამატენიანებელი კრემები, რომლის
გამოყენებაც შეიძლება კრემის, ან ემულსიის სახით. ეს უკვე ადამიანის არჩევანია. ეს არ არის რთული პროცედირტა და არის მარტივად გამოსაყენებლი.

ლიკა:
როცა სახე წითელი გაქვს. როგორ შეიძლება გავირუჯოთ ისე, რომ დავფაროთ სიწითლე?
-როდესაც სახის კანი არის წითელი, გარუჯვა არ არის სასურველი, იმიტომ, რომ გარუჯვის პროცესი კიდევ უფრო ზემოქმედებს კანის კაპილარებზე. ისეთ ადამიანებს, რომლებსაც კანქვეშა კაპილარები კარგად აქვთ განვითარებული და გამოხატული, აუცილებლად მზის დამცველი კრემი უნდა გამოიყენონ, რომელსაც აქვს მაღალი მზის დამცველობა. ეს არის 50+FPF - ანუ მზის დამცველი ფაქტორი 50 + -ით.
აუცილებლია, თუნდაც მზის დამცველს იყენებდეს, პირდაპირი მზის სხივებისგან თავის დაცვა. ქოლგის ქვეშ უნდა მოხდეს ასეთი ადამიანების მზეზე ყოფნა. რადგან თავიდან აიცილონ გართულებები, რომელიც შეიძლება მზეზე გარუჯვას მოჰყვეს. კაპილარების ჭარბი არსებობა სახეზე ეს არის წინაპირობა კანის გარკვეული დაავადებისა.

კოკა:
ძალიან მაინტერესებს ნამზეურის მიღებიდან რადენ ხანში შეიძლება კანის გაწმენდა, ან ეპილაცია?
-კანის გაწმენდა და ეპილაცია გარუჯვის შემდეგ შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიწითლე აღარ იქნება და არ ტრამვირდება. კანის სიწითლე, ეს არის პირველი ხარისხის დამწვრობა და ამ პერიოდში ნებისმიერი პროცედურა არ არის სასურველი. რადგან შესაძლებელია გარკვეული გართულებები მოჰყვეს. როდესაც სიწითლე გადაივლის და კანზე აქერცვლითი პროცესი აღარ იქნება, მერე უკვე შესაძლებელი კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.

კატო:
თეთრი კანი მაქვს და აუზზე ისე დავიწვი, კანი წითელი მაქვს და შეხებისას მტკივა. ვისვამ მზის შემდგომ დამატენიანებელს და ვსვამ ანალგეტიკს. პირველი ხარისხის დამწვრობაა. რომელ მალამოს მირჩევთ?
-გარუჯვის მიხედვით კანი არის ექვსი სახეობის . პირველი ტიპი არის თეთრი კანი, რომელიც არასოდეს არ ირუჯება და ყოველთვის იწვება. მეორე ტიპის კანი ძალიან ძნელად ირუჯება და ყოველთვის იწვება. მესამე ტიპის კანი - ეს არის როდესაც გარუჯვასთან ერთად დამწვრობაც ხდება. მეოთხე ტიპის კანი- ყავისფერი კანი, რომელიც მარტივად იღებს ნამზეურს. მეხუთე ტიპის კანი თავისუფლად ირუჯება და დამწვრობის თავიდან აცილება შეიძლება. მეექვსე ტიპის კანი არასოდეს არ იწვება და ძალიან სწრაფად ხდება გარუჯვა. ამ შემთხვევაში შეიძლება პაციენტს აქვს პირველი, ან მეორე ტიპის კანი, რომელიც არ ირუჯება.
გარუჯვა ეს არის მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კანზე პიგმენტაციის წარმოქმნა. ამ პიგმენტაციის წარმოქმნა არის შეფერხებული და ეს გარკვეულწილად არის ფიზიოლოგიური პროცესი. კანის პიგმენტის წარმოქმნა ეს არის დამცველობითი ფუნქცია მზის სხივებზე.

ნანა:
ზაფხულობით სახეზე მიჩნდება პიგმენტურ ლაქები, რა უნდა იყოს ამის გამომწვევი მიზეზი და რას მირჩევთ?
-არის პიგმენტური ლაქები, რომელიც შეიძლება ტანზე გაჩნდეს. ეს შეიძლება იყოს სოკოვანი დაავადება, რომელიც მზის სხივების ზემოქმედების შედაგად გამოვლინდება და არის ასევე ჰორმონალური დარღვევების ფონზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები. ასევე შეიძლება გარკვევულ პრეპარატებს ღებულობდეს: ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, ან ანტიბიოტიკს, რომელიც მზერზე პიგმენტაციის გაცენას იწვევს. დასადგენია რა პიგმენტაციაზეა საუბარი. პიგმენტური ლაქა შეიძლება იყოს თეთრი, ან ყავისფერი. თუ ახალგაზრდა ასაკში ხდება მიზეზი შეიძლება იყოს პრეპარატების გამოყენება, თუ 40 წლის ზემოთ ასაკშია, მაშინ უკვე ხდება ასეთი პიგმენტური ლაქების გაჩენა. არის ასევე გარკვეული დაავადებები, რომელიც პიგმენტაციის გაჩენას უწყობს ხელს. ამიტომ ზოგადი პასუხი ასეთია.

სალომე:
ზღვაზე დასვენების შემდგომ ყოველთვის  სოკოვანი დაავადების დიდი რისკი არის, ამასთან დაკავშირებით რას გვირჩევთ?
-სოკო ეს არის მცენარე და არსებობს მრავალი სახეობის სოკო. მათი გამრავლების ხელშემწყობი პირობები და ინფიცირებიოს წყარო არის სისველე. ნოტიო ადგილში სოკო კარგად მრავლდება. ზღვაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას. უამრავი თავშეყრის ადგილებია სადაც ფეხშიშველი დადის ადამიანი, კანის კონტაქტი უფრო მეტი არის გარემოსთან და რაც მთავარია სისველე უფრო მეტია. ფეხის გამშრალება არ ხდება: ადამიანი ზღვაში ჩადის-ამოდის და სველი რჩება თითებს შორის ადგილი. ამიტომ ეს არის სოკოს გამრავლების და ინფიცირების საუკეთესო საშუალება. ასეევ შესაძლებელია ადამიოანის ორგანიზმზე იყოპს სოკოს ინფიცირება, მაგრამ არ გამოვლინდეს. მაგრამ ხელშემწყობი პირობები შეიქმნა ზღვაზე და ამიტომაც გამოვლინდა.

მაია:
ვის ეკრძალება სოლარიუმში გარუჯვა?
-ევროპაში 18 წლამდე ასაკის ადამიანებისტვის აკრძალულია სოლარიუმში გარუჯვა. პირველ რიგში ეკრძალებათ მათ, ვისაც აქვთ ხალები . ხალი ეს არის განწყობა იმისა, რომ ტრამვირების, ან მზეზე ხანგრძლივი ყოფნის დროს მოხდეს გადაგვარება. ასე რომ ვისაც აქვთ ხალები კატეგორიულად ეკრძალებათ. არის ასევე გარკვეული დაავადებები, რომლის დროსაც სოლარიუმი არ შეიძლება. ეს არის კანის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, სიმსივნე, მზისადმი ალერგია...
რეკომენდაციაა, რომ კვირასი ორჯერ მეტად არ მოხდეს სოლარიუმში ვიზიტი.


ქეთი:
რუჯი კანს აბერებს. როგორია თქვენი რეკომენდაცია ზღვაზე დამსვენებლებისთვის და რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად მიმართავენ გარუჯვის მიზნით სოლარიუმებს.
-მართალია მზის სხივები დადებით გავლენას ახდენსორგანიზმზე - წარმოიქმება D ვიტამინი, მაგრამ არ არის სასურველი ჭარბი რაოდენობით. ეს უკანასკნელი იწვევს იმ მავნე ზემოქმედებას, რაც მზეს ახლავს.
სოლარიუმი შემოვიდა და მისი მოქმედება დაიწყო ძირითადად ჩრთილოეთის ქვეყნებისთვის. რადგან იქ არის მზის სხივების ნაკლებობა და D ვიტამინის დეფიციტი. ეს ხელოვნური გარუჯვა და მზის სხივების ზემოქმედება, რაც სოლარიუმის სახით შემოვიდა , არის უპირატესად ჩრთილოეთის ქვეყენბისთვის არის. თვითონ მზის სხივები, იგივე სოლარიუმისა სხივები, სამი გზით ახდენენ ზემოქმედებას ორგანიზმზე: 1) ეს არის კანის კაპილარებზე ზემოქმედება, რაც იწვევს სიწითლეს. 2) ეს არის ელასტიურ ბოჭკოებზე ზემოქმედება, რომელიც კანში არსებობს. სწორედ ელასტიური ბოჭკოების დაზიანება ხდება მზის ზემოქმედებით და ეს იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. 3) ეს არის კანის უჯრედების ”დნმ”-ზე მოქმედება. ”დნმ”-ის დარღვევა იწვევს კანის სიმსივნის განვითარებას. ყველაზე მძიმე ზემოქმედება ჭარბი ინსულაციისა, ეს არის კანზე სიმსივნის განვითარება. კანის სიმსივნეები 12 წელიწადში ორმაგდება. რაც ბოლო პერიოდში მაღალ პროცენტს აღწევს. კანზე გამოვლენა ის უპირატესობაა, რომ ვხედავთ თუ რა პროცესი მიმდინარეობს და შედარებით უფრო დროულად მიმართავენ ექიმს.

ნანა:
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთლეი კანი?
-ჯანმრთელი კანის შენარჩუნება ეს არის ჯანმრთელი ორგანიზმი. კანი არის ორგანიზმის საფარველი და კანზე აისახება ყველაფერი ის, რაც შინაგან ორგანოებში ხდება. ჯანმრთელი ორგანიზმი ეს თავისთვად არის ჯანმრთელი კანი.

ლია:
რამდენადაც ვიცი სტრიები არ ირუჯება, რას უნდა მივმართოთ რომ გავირუჯოთ თანაბრად?
-სტრიოები არ გაირუჯება, იმიტომ, რომ სტრია ეს არის კანის ატროფია. უბანში სადაც სტრიაა განვითარებული, პიგმენტი არ გამომუშავდება. გააჩნია სტრიოები რისგან არის გამოწვეული. შეიძლება ეს ენდოკრინოლოგიოური, ან სხვა რამე დარღვევის გამო იყოს. სტრიების გასარუჯად შეიძლება გამოვიყენოთ ავტორუჯი. კრემი, რომ ის ადგილები დაიფაროს და არ იყოს კონტრასტი სხვა ჯანმრთელ, ნორმალურ კანთან.

ლია:
როგორ გავაყუჩოთ მზის დამწვრობისგან მიღებული ტკივილი?
-ჩვეულებრივად, ნების,იერო ტკივილგამაყუჩებელით, არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება შეიძლება ამ დროს.

მარი:

მთაში მიღებული რუჯი უფრო სასარგებლო და ხანგრძლივია, თუ ზღვაზე?
-მზის სხივების ზემოქმედაბ მთაში უფრო ინტენსიურია, ვიდრე ზღვაზე. მანძილი, რომელსაც გადის სხივები, უფრო მოკლეა და რაც უფრო მაღლა ვართ, უფრო ინტენსიურია. მთაში მზის სხივების ზემოქმედება არის ორმაგი. ეს არის პირდაპირი მზის სხივები და თოვლიდან ანარეკლი. ამ შემთხვევაში სახეს სჭირდება დაცვა. რადგან ცივა, სითბური ეფექტი ნაკლებია და აუცილებლია მაღალი მზის დამცველობა დავიხმაროთ.
თუ ზაფხულის პერიოდია, ანარეკლი ამ დროს ნაკლებია. მნიშვნელობა აქვს მთაში რა ადგილას ვიმყოფებით.
რაც შეეხება ზაფხულში ზღვაზე რუჯის მიღებას, ამ შემთხვევაში რამდენიმე სახით ხდება რუჯის მიღება. პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება; ანარეკლი ზღვიდან; ანარეკლი ქვიშიდან და შენობებიდან.
რაც შეეხება ღრუბლიან ამინდში რუჯის მიღებას, - ღრუბელი ეს არის წყალი. ის გადის გარკვეულ ფილტრს და დიდი ინტენსივობით აღარ ზემოქმედებს, მაგრამ გარეთ ყოფნის ხანგრძლივობა უფრო მეტია.

ნახეთ ვიდეო




14:35 / 29-08-2014
ქეთი
0

რუჯი კანს აბერებს. როგორია თქვენი რეკომენდაცია ზღვაზე დამსვენებლებისთვის და რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად მიმართავენ გარუჯვის მიზნით სოლარიუმებს.
14:30 / 29-08-2014
ნანა
0

ზაფხულობით სახეზე მიჩნდება პიგმენტურ ლაქები, რა უნდა იყოს ამის გამომწვევი მიზეზი და რას მირჩევთ?
მსგავსი სიახლეები
+VIDEO: ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია,
+VIDEO: რამდენად საშიშია პარაზიტები ორაგანიზმში და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება
კურორტები საქართველოში, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა {ვიდეო}
რა არის C ჰეპატიტი, როგორია ინფექციის გადაცემის გზები
+VIDEO: კითხვებს ფსიქოთერაპევტი, დავით ანდღულაძე პასუხობს.
"კანონმორჩილი ადამიანებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რაც ჩვენ გვაქვს" - რა ხდება ქართულ ციხეებში
ვინ აკონტროლებს ქუჩის ბაშვშვებს და რა პროგრამა აქვს სახელმწიფოს (VIDEO)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49