რა უნდა ვიცოდეთ, როცა ქუჩაში სამართალდამცავები გვაჩერებენ

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ქუჩაში სამართალდამცავები გვაჩერებენ

ბოლო დღეებში დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე რეიდი ჩაატარა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. რამდენად კანონიერია სამართალდამცავების ქმედება და რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, როდესაც ქუჩაში სამართალდამცავი გააჩერებს. კითხვებს იურისტი უპასუხებს.

მკითხველი:

სამართალდამცავები დღესდღეობით ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ ნასამართლეობის მქონე მოქალაქეებზე. აქვთ თუ არა საბუთის წარდგენის გარეშე ნასამართლევი პირის წაყვანის უფლება და რა პასუხი შეიძლება გავცეთ ასეთ შემთხვევაში.

-სამართალდამცავ პირებს და ორგანოს აქვს გარკვეული წესები და კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მათ საქმიანობას. იმ შემთხვევაში, თუკი სამართალდამცავი პირი აჩერებს კონკრეტულ პირს და აქვს გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება ქონდეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ამ შემთხვევაში ახდენს ზედაპირულ დათვალიერებას, შემოწმებას და თუკი ეჭვი დადასტურდა, ანუ ამ კონკრეტულ პირს აღმოაჩნდა კანოსაწინააღმდეგო ნივთი, მაშჳნ ხდება მისი გადაყვანა პოლიციის შენობაში შესაბამისი მოქმედებების ჩასატარებლად. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ადრე ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლეობის არმქონე პირი, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. პოლიციას აქვს უფლება, ეჭვის შემთხვევაში იმოქმედოს შესაბამისად.

თამთა:

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, (გოგონა) როცა მას, სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე სამართალდამცავები ჩხრეკენ.

-კანონი ამ შემთხვევაში არ განასხვავებს ეს გოგონაა თუ ბიჭი. ეს არის მოქალაქე, ადამიანი რომელსაც გააჩნია ტავისი უფლებამოსილებები, მაგრამ თუკი პოლიციელს გაუჭნდება ეჭვი მის ქცევაში, მაშინ მას შეუძლია ეს გააკეთოს. ამისთვის აუცილებელია, პირა რომელიც ამას ახორციელებს, კანონის სახელით კონკრეტულ მოქალაქეს წარუდგინოს საბუთი, თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ანუ ეს არაა საბუტი, რომელსაც ჩვეულებრივი მოქალაქე ატარებს. ესაა მოწმობა, რომელიც ადასტურებს რომ პირი ნამდვილადაა შესაბამისი ორგანოს ტანამშრომელი. თუკი დადასტურდება ვარაუდი იმისა, რომ კონკრეტულ პირს აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მაშინ ის აუცილებლად უნდა გაიჩხრიკს სატანადოდ და საჭიროებისშემთხვევაში გადაყვანილი უნდა იყოს შესაბამის დაწესებულებაში

მკითხველი:

რის საფუძველზე შეუძლია სამართალდამცავებს, მოითხოვოს მოქალაქის გაჩერება და მისი გაჩხრეკა ქუჩაში და რა გარემოებაში ხდება ეს?

-გარემოება შეიძლბა იყოს ჩვეულებრივი. ნებისმიერ ადგილას პოლიციელის მიერ შემჩნევა საეჭვო ვითარებაში კონკრეტული პირის, ან ისეთ ვითარებაში, რომელიც პოლიციელს აძლევს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ამ პირს გააჩნია რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან ის იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ, პოლიციელისთვის ეს არის საკმარისი საფუძველი, რომ მან მოითხოვოს პირის შემოწმება იდენტიფიკაციისთვის და შემდგომ უკვე, თუკი გონივრული ეჭვის საფუძველზე დადასტურდა რაიმე სამართალ დარღვევა, ის გადაიზრდება ჩხრეკვაში, რომელსაც არეგულირებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ამ შემთხვევაში პირს შეუძლია მოიწვიოს დამსწრე პირები, რის შემდგომაც შედგება ოქმი, ხოლო პირს გადაიყვანენ პოლიციის განყოფილებაში.

მკითხველი:

შეუძლია თუ არა რეიდის პროცესში, მოქალაქეს მოითხოვოს პოლიციელისგან შემოწმების მოტივზე ინფორმაცია?

-შესაძლებელია ეს მოთხოვნა დააყენოს ნებისმიერმა მოქალაქემ, მაგრამ სავარაუდოდ როდესაც გარკვეული რეიდი ტარდება, ეს არის ოპერატიული სამძებრო ღონისძიება იმისათვის, რომ გამოავლინონ სამართალდამრღვევი პირები ან დაიჭირონ, ან მოძებნონ ძებნილი პირი, სწორედ ამიტომ პოლიციელმა შესაძლოა ამ ინფორმაციაზე პასუხი არ გაგვცეს. კითხვას უფლება აქვს რომ არსებობდეს, თუმცა ეს ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ნამდვილად ვერ გვეტყვის ჩვენ პოლიციელი თუ ეძებს კონკრეტულ პირს, ან იმიტომ ატარებენ ამ რეიდს, რომ შეამოწმოს რამდენი ადამიანი გადის იმ კონკრეტულ მონაკვეთზე და ვის რა აქვს ტან, ვგულისხმობ კანონსაწინააღმდეგო ნივთებს.

გიორგი:

მოქალაქეს, რომელიც შეესწრება რეიდის ფარგლებში პირის შემოწმებას, აქვს თუ არა უფლება გადაიღოს ფაქტი?

-არცერთი კანონი არ ზღუდავს და არ კრძალავს, მობილური საშუალებით იქნება ეს თუ სხვა ტიპის ტექნიკური საშუალებით, გადაიღოს საჯარო სივრცეში არსებული მოქმედებები. მაგალითად აქ სადაც ვსაუბრობთ, რომ გადაიღოთ ჩვენი ნებართვის გარეშე, ამაზე რათქმაუნდა გვექნება პრეტენზია. რაც შეეხება საჯარო სივრცეს: ქუჩა, სკვერი, გამზირი, - ნებისმიერ პირს აქვს უფლება გადაიღოს ნებისმიერი ქმედება, იქნება ს პოლიციელის თუ სხვა პირის, არცერთი კანონი არ კრძალავს ამის გაკეტებას, ასე რომ შესაძლებელია ამის გადაღება და არავისაა აქვს უფლება გამოგართვათ კამერა, ან წაშალოს გადაღებული მასალა.

ლილი:

რა სანქციებია დაწესებული სამართალდამცველისთვის, თუკი მან უფლებამოსილებას გადააჭარბა?

-ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის არის გარკვეული ჩამონათვალი, დაწყებული შენიშვნიდან , სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით. ეს შეიძლება იყოს საყვედური, სასტიკი საყვედური (ამ ნუსხას გასაზღვრავს შინაგან საქმეტა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით). და იმ შემთხვევაში, თუკი სამართალდანცავის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება სერიოზულ სახეს იღებს და ამით პირს ადგება გარკვეული ზიანი, რომელიც ანაზრაურებული შეიძლება იყოს, - პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ხოლო თუკი სმართალდამცველი თავისი მოქმედებით არღვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას, ბუნებრივია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება.

ნანა:

თუ პოლიციელი გადაამეტებს უფლებამოსილებას, მოქალაქეს რა შეუძლია გააკეთოს?

-მოქალაქეს აქვს პოლიციის ქმედების გასაჩივრების უფლება, კონკრეტული ქმედებიდან, 5 დღის ვადაში. მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თავისი უფლებების აღდგენა და ზიანის ანაზღაურებაც, თუკი ასეთი სახეზე არის.

თამაზი:

ადამიანის დაკავებიდან რა დროში უნდა მოხდეს მისი ადვოკატით უზრუნველყოფა და რა ვადებში ხდება შუამდგომლობის დაყენება?

-მე ვფიქრობ, რომ ადვოკატი იქამდე უნდა გყავდეთ ვიდრე ეს დაგჭირდებათ, რადგან ადვილი იყოს მასთან კომუნიკაცია. იმ შემთხვევაში თუ პირი დააკავეს, მას უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატი დაკავების მომენტიდან. არავის აქვს უფლება შეზღუდოს პირის მოთხოვნა, მოხდეს კომუნიკაცია მასსა და ადვოკატს შორის. კანონი პირდაპირ უთიტებს იმას, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება დაიცვას საკუტარი უფლებები და მოვალეობები, რომელიც მას გააჩნია პროცესუალურად.

მკითხველი 777:

აქვს პოლიციელს უფლება სურათი რომ გადამიღოს შემოწმების დროს?

-ნამდვილად აქვს ამის უფლება და ეს ხდება პირის იდენტიფიკაციისთვის. ისევე როგორც მას აქვს უფლება მოითხოვოს სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, ასევე შეუძლია გადაუღოს ფოტო და ამას ითვალისწინებს კანონი პოლიციის შესახებ.

მკითხველი 222:

როცა უბანში ფიქსირდება კრიმინალური ფაქტი, რამდენად სწორია პოლიციის ქმედება, რომ მთელი უბნის ბიჭები აჰყავთ დაკითხვაზე?

-პირველ რიგში გააჩნია ფაქტს. "მთელი უბნის ბიჭების აყვანა" ვფიქრობ ცოტა გადამეტებული ნათქვამია. სავარაუდოდ ამ "ბუჭებში" იგულისხმებიან ის ბიჭები, რომელიც პოლიციამ შესაძლოა მიიჩნიოს კავშირში მყოფ პირებად კონკრეტულ ფაქტთან და მათი გამოკითხვის მიზნით ისინი დაიბაროს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციას და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უფლება, სისხლის სამართლის დანაშაულის მიზნით განახორციელონ ყველა მოქმედება რასაც ითვალისწინებს კანონონმდებლობა და მათ შორის ეს არის ის ქმედებები, რომ გამოკითხონ ის პიროვნებები, რომლების შესაძლოა ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. იმისთვის რომ სისხლის სამართლის საქმე გაიხსნას, პოლიციელმა და საგამოძიებო ორგანომ უნდა განახორციელოს ყველა ის ქმედება, რომელიც იქნება მაქსიმალურად უზრუნველმყოფელი იმისთვის, რომ დანაშაული გაიხსნას და მოხდეს კონკრეტული ბრალეული პირის გამოვლენა.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას