მხედველობის პრობლემები მოზარდებსა და უფროსებში

მხედველობის პრობლემები მოზარდებსა და უფროსებში

რამ შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მ­ნას თვალს პრობ­ლე­მა და რა ახ­დენს გავ­ლე­ნას მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ზე. კითხვებს ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი, პროფესორი მერაბ დვალი პასუხობს.

ბექა:

18 წლის ბიჭი ვარ დამაკლდა მხედველობა და ამ ასაკში შეიძლება უკვე ლაზერული ოპერაციის გაკეთება მხედველობის აღსადგენად?

-კარგი შეკითხვაა. ზუსტად 18 წელი მიღებულია იმ ზღვრად, რაც აძლევს ნებას ქირურგს, შესთავაზოს პაციენტს ლაზერული კორექცია. ერთადერთი საკითხია აქ დასადგენი: ემატება თუ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდას ახლომხედველობა, (პროგრესირება ახლომხედველობის ხდება ბოლო ორი წლის განმავლობაში?) , თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში არის ის დონე ახლომხედველის რაც იყო ორი წლის წინ, მაშინ ცალსახად შეიძლება გადავწყვიტოთ ლაზერული კორექცია. თუ ისევ ემატება ახლომხედველობა, მაშინ უმჯობესია ერთი-ორი წელი დაიცადოს.

ლალი:

მამაკაცს გაუკეთდა 1 წლის წინ ერთ თვალზე გლაუკომის ოპერაცია-ჩაუსვეს ბროლი. მეორე თვალში მხედველობა დაკარგულია. შეიძლება თუ არა ბროლის შეცვლის შემდეგ კიდევ გაკეთდეს ოპერაცია მხედველობის გაუმჯობესების მიზნით.

-მკითხველს რაღაც შეეშალა, იმიტომ, რომ გლაუკომა და ბროლი ერთმენეთთან დამოუკიდებელი მცნებაა. გლაუკომის დროს ბროლი არ იდგმება. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ პაციენტს ჰქონდა გლაუკომა და კატარაქტა. მე ასე მგონია. გაუკლეთდა გლაუკომის ოპერაცია და კატარაქტის, რომლის დროსაც ჩაისვა ბროლი. ორი დაავადება: (კატარაქტა და გლაუკომა) . თუ კატარაქტისგან არის დაკარგული მხედველობა, მისი აღდგენა ხელოვნური ბროლით და სათანადო ოპერაციით შესაძლებელია. თუ მხედველობა დაკარგულია მეორე დაავადებისგან, ანუ გლაუკომისგან, მაშინ მხედველობის აღდგენა შეუძლებელია. ამიტომ ექიმმა უნდა დაადგინოს, რისგანა არის თვალში მხედველობა დაკარგული.

მაკა:

ვარ 21 წლის, აქამდე არასდროს მქონია პრობლემა თვალებთან დაკავშირებით, ეხლა მექავება და მეცრემლება ადვილად, ხანდახან ჰგონიათ ვტირი. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

-ამაზე მე მექნება ზოგადი პასუხი: ეს ძალიან ბევრს გამოადგება. დღეს ხშირია ახალგაზრდა ასაკში ზუსტად ასეთი ჩივილები. (ქავილი, ცრემლდენა) ეს ყველაფერი არის ე.წ. მშრალი თვალის გამოხატვა. იმის გამო, რომ ჩვენი ცხოვრება დღეს ინტენსიურად არის დაკავშირებული მობილური ტელეფონის ეკრანთან, კომპიუტერთან, ეკრანიან ხელსაწყოებთან, ამ დროს თვალის ხამხამი იშვიათდება და ხდება თვალის ზედაპირიდან ცრემლის ინტენსიური აორთქლება. ამიტომ თვალის ზედაპირი რჩება ცრემლის გარეშე, (ნაკლებად დანოტივებული). სწორედ ეს იწვევს ამ სიპტომებს, უსიამოვნო შეგრძნებებს, რაც ამ ახალგაზრდა მკითხველმა გვითხრა. ჩემი აზრით მისი მკურნალობა იქნება შემდეგი: რასაკვირველია ვერ ვურჩევთ რომ კომპიუტერი, მობილური ტელეფონი არ იხმაროს, ეს შეუძლებელია დღევანდელ პირობებში, ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება გამოიყენოს სპეციალური საცრემლე საცობები, პატარა მანიპულაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ცრემლის რაოდენობამ მოიმატოს. ეს სრულიად უმტკივნეულო და სწრაფი პროცედურაა. დამატებით შეგვიძლია ვურჩიოთ თვალის დამატენიანებელი წვეთები დავუნიშნოთ, რომელიც საბედნიეროდ აფთიაქებში ბევრია და მისი შეძენა ურეცეპტოდ შეგიძლიათ. ის უნდა ჩაიწვეთოთ ძალიან ხშირად. 6-8-ჯერ დღეში. თუ ამდენი ჩაწვეტება რაღაც მიზეზის გამო მიუღებელია, მასინ უნდა გაიკეთოთ საცრემლე საცობები. ( ეს არის სილიკონის წვრილი, მიკროსკოპული საცობი, რომელიც ისმება საცრემლე მილაკში და ახშობს საცრემლე მილაკს ერთერთს ორიდან, რომ ცრემლი მეტი დარჩეს თვალში. ასე შეგვიძლია ვუმკურნალოთ სიმშრალეს.

ინგა:

მყავს 3 წლის ბავშვი, ბოლო 2 თვეა შევამჩნიე სიელმე, მყავდა ექიმთან და ცურვაზე მიყვანა გვირჩია,რამდენიმე თვეში კიდევ მოიყვანეთო,ოდნავ გაურბის მარცხენა თვალი.იქნებ მითხრათ, რამდენად დაგვეხმარება ცურვა ამ პრობლემის მოგვარებაში?

-ცურვა ყველაფერში დაეხმარება. შეიძლება ზუსტად სიელმეს გასწორებაში არ დახმაროს, მაგრამ ძალიან გამოადგება ბავშვს. ცურვაზე კარგი სპორტი გაჯანსაღებისთვის მე არც ვიცი. ეს ზოგადი ჯანმრთელობისთვის იქნება კარგი. რაც შეეხება კონკრეტულად სიელმეს, ვფიქრობ, რომ ბავშვთა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, ოფთალმოლოგთან ვიზიტი საწიროა. სადაც არის ბავშვთ ექიმი. რადგან ბავშვთა სპეციფიკა ცოტა სხვანაირია. აქედან გამომდინარე, მე ვურჩევ მივიდეს ბავშთა ოფთალმოლოგთან. რადგან ზარმაცი თვალი არ გაუჩნდეს ბავშვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვთხოვთ, ნუ დაიგვიანებს ბავშვის სპეციალისტთან მიყვანას.

ირინა:

მკაფიო მხედველობა აღარ მაქვს. კითხვის დროს ასოები ერთმანეთში ირევა. სათვალე ვერ მოვირგე, რას მირჩევთ?

-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს. თუ ეს ახალგაზრდა ასაკის ტელემაყურებელია, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ საქართველოში საკმაოდ გავრცელებულ დაავადებაზე, როგორიც არის კერატოკონუსი. (რქოვანას გამოზნექა). ამის კერა არის შავი ზღვიპირეთი. ამ დაავადებით სამწუხაროდ ბევრი გამოვავლინეთ. დაახლოებით 25 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებში უცებ ხდება მხედველობის გაუარესება და სწორედ, რასაც ბრძანებს მაყურებელი, ამ დაავდების სიპტომია კითხვის გაძნელება და მხედველობის დაქვეითება. შესაბამისად ძნელია სათვალის შერჩევა. ზოგჯერ შეუძლებელიც კი. აქ აუცილებელი ზუსტად დადგინდეს დიაგნოზი, რომ დროულად ჩავერიოთ ქირურგიული მეთოდით.

თუ ხანშიშესულია, მაშინ შეიძლება ამის მიზეზი იყოს უხშირეს შემთხვევაში კატარაქტა. (ბროლის შემღვრევა). აქაც საჭიროა ოპერაციული ჩარევა.

მარი:

ვარ 19 წლის. მაქვს ერთ თვალში - 6, მეორეში - 3. მაქვს ასტიგმატიზმი. მაინტერესებს ჰულა ჰუპის მოხმარება (წელზე სატრიალებელი რგოლი) უარყოფითად ხომ არ აისახება მხედველობაზე?

-ჰულა ჰუპის მოხმარება მხედველობაზე არ აისახება.

სალომე:

დაახლოებით ერთი თვეა, რაც მარცხენა თვალის წინ, მხედველობის არეში, ვხედავ შავი წერტილს, რომელიც თითქოს მოძრაობს. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს?

-ვფიქრობ, ჩვენი მკითხველი 50 წელს გადაცილებული პაციენტია. როგორც წესი ასეთი ჩივილები: თვალში მოცურავე შავი წერტილები არის ასაკობრივი ხასიათის. ეს საშიში არ არის. ეს არის ასაკობრივი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგი. ამან პანიკა არ უნდა გამოიწვიოს. მაგრამ ეს რომ არ იყოს სხვა, ბადურის დაავადების შედეგი, კარგი იქნება თუ ოფთალმოლოგთან გაესინჯა თვალის ფსკერი.

ნანა:

ორივე ,თვალზე მაქვს მინუსი და მაინტერესებს თქვენს კლინიკაში ლაზერის ოპერაციის გაკეთება რა თანხასთან არის დაკავშირებული?

-ეს ღირს დაახლოებით ათას 300 ლარამდე. ჩვენს კლინიკასი ასევე მოქმედებს განვადების პროგრამა. რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ორი წლის განმავლობაში დაფაროს ეს თანხა.

თათა:

მაინტერესებს, თვალის პროთეზებს თუ ამზადებენ საქართველოში და თქვენ თუ გყავთ ტექნიკოსები?

-თვალის პროთეზებს საქართველოში არ ამზადებენ. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენ არ გვაქვს. არის მზა პროთეზები, რომელიც უნდა შეირჩეს მეორე თვალის ფორმის და ფერის მიხედვით.

მარი:

10 წლის წინ მომხვდა თვალში ბურთი. სისხლჩაქცევა მქონდა, მაგრამ წამლები დამინიშნა ექიმმა და გაიწოვა. რამოდენიმე წლის შემდეგ გამიჩნდა 2 შავი წერტილი, ახლა რაღაც ბადიასავით ვხდედავ თეთრ ფონზე (მიწევს მთელი დღე კომპიუტერთან მუშაობა). მხედველობას არ ვუჩივი, არაჩვეულებრივად ვხედავ. მივედი ოფთალმოლოგთან და მითხრა, რომ საშიში არაფერია, ეს შავი წერთილები სისხლჩაქცევის გამოა დარჩენილი და ეგ ბადიაც არაფერს ნიშნავს, უბრალოდ თვალი გადაღლილიაო. მომცა ჩასაწვეთებელი OFTAGEL, მაგრამ მინდა, რომ თქვენ გკითხოთ რჩევა.

-შავ წერტილებს OFTAGEL-ის წვეთები არ უჩველის. OFTAGEL-ს სრულიად სხვა დატვირთვა აქვს. ამ შემთხვევაში თუ თვალის ექიმმა გასინჯა და უთხრა, რომ თვალის ფსკერზე საშიში არაფერი არ არის. მაშინ სახიფათო არაფერია. შეუძლია ცხოვრების ჩვეულებრივი რეჟიმით იცხოვროს. თუმცა ვურჩევთ, წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს გამოკვლევა.

ნანა:

18 წლიდან მარცხენა თვალში მაქვს სისხლჩაქცევა, ტკივილი თვალის გარშემო. არ ხშირად მექავება, რას მირჩევთ?

-ვფიქრობ, აქვს ქუთუთოების პრობლემები. კანის პრობლემები აქვს, ალბათ სიმშარაკე აქვს კანზე მთლიანად. ამისთვის არის სხვადსხვა სახის მალამოები, რომელსაც უფრო დერმატოლოგები დაუნიშნავენ.

ნახეთ ვიდეო

ვარ 21 წლის, აქამდე არასდროს მქონია პრობლემა თვლებთან დაკავშირებით, ეხლა მექავება და მეცრემლება ადვილად, ისე ძალიან, რომ ხანდახან ჰგონიათ ვტირი. რისი ბრალი შეიძლება იყოს ?