რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა, თუ ეკლესიაური წესით ცხოვრებას გადაწყვეტს- მოძღვარი გესაუბრებათ

რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა, თუ ეკლესიაური წესით ცხოვრებას გადაწყვეტს- მოძღვარი გესაუბრებათ

მალე მაცხოვრობის შობის მარხვა იწყება. როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები, რომ მარხვა ღირსეულად დაიცვან, კითხვებს, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოძღვარი, ლევან ალადაშვილი პასუხობს.

მარიამი:

როგორ უნდა მოვექცეთ ნივთს,რომელზეც ეჭვი გვაქვს,რომ ჯადო აქვს გაკეთებული? შეიძლება თუ არა,სათანადო ლოცვების შემდეგ, ამ ნივთის გამოყენება?

-უნდა დადასტურდეს, თუ საიდან მომდინარეობს ეჭვი. თუ ეს საფუძვლიანი ეჭვია, ასეთი ნივთის მოშორება ჯობია. თუმცა დღეს მრავალი მიმართავს მკითხავს, მაგიას, რომ ადამიანს რაღაც ზიანი მიაყენოს, თავის სასურველ შედეგს მიაღწიოს. ეს ყველაფერი უძლურია ეკლესიის მადლმოსილების და ღვთის წინაშე. როცა ადამიანი მიდის ეკლესიაში და თხოვს შეწევნას უფალს, არის ლოცვები, რომელიც ეხმარება ადამიანს, რომ გაძლიერდეს სულიერად და განწმინდოს იგი.

თუ არის ეჭვის რომ სახლში ჯადოა გაკეთებული, სახლის კურთხევის დროს არის ამისთვის ლოცვა. თუ ადამიანს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მსგავს ქმედებას მიმართეს, მას შეუძლია თავისი ეჭვი გაუზიაროს მოძღვარს. შეიძლება ეს ეჭვი უსაფუძვლოა და ტყუილად ნერვიულობს. მოძღვარი დაამშვიდებს. აღსარებას იტყვის, ეზიარება, ლოცვებს წაიკითხავს, მღვდელი წაუკითხავს სატანადო ლოცვებს და ღვთის წინაშე და ეკელსიის მადლმოსილების წინაშე უძლურია ნებისმიერი ჯადოსნობა, მკითხაობა და ბოროტი ძალა.

ნინო:

ბავშვობაში მომნათლეს, მინდა გადანათვლა და მაინტერესებს თუ შეიძლება. ახლა ვინც არის ნათლია საერთოდ არ მკითხულობს, მე მისი საჩუქრები არ მინდა, უბრალო მოკითხვა მინდა, რადგან არ ვაინტერესებ მინდა რომ სხვამ მომნათლოს.

-ეს არ არის დამოკიდებული ნათლიაზე. კარგია ის თუ ცუდია, მოგწონს არ მოგწონს, გკითხულობს არ გკითხულობს. ნათლობა არის ერთი. თუ ის ჩატარედა კანონიკურად, მართლმადიდებელ, წმინდა ეკლესიაში და აღესრულა ყველა კანონის დაცვით, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება მონათვლა მეორედ. მრწამსში წერია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა, მისატევებელად ცოდვათა". მრწამსი ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს და როცა ამას წაიკითხავს ადამიანი, ეს შეკითხვა აღარ დაებადება. მეორედ მონათვლა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ რაღაც გარემოებები კარნახობს, რომ ნათლობა არ აღსრულდა წესისამებრ. მაგრამ ამას არ ჰქივია მეორედ მონათვლა, იმიტომ რომ მანამდე რაც იყო ის არ ითვლება ნათლობად. ნათლობა არის ერთი.

მანანა:

მაინტერესებს, რა მოვუხერხოთ იმ ძველ ნივთებს (გაზეთებს, საეკლესიო კალენდრებს და სხვა) რომელზეც წმინდანების გამოსახულებებია აღბეჭდილი?

-რა თქმა უნდა მოკრძალებით უნდა მოვექცეთ. თუ ვერ ვინახავთ და ვერ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას, შეიძლება ეკლესიაში მიტანა და დატოვება. ეკლესიის მსახურები მიხედავენ.

რიტა:

შეიძლება თუ არა კურთხევის გარეშე მარხვის დაცვა?

-ეს შეხედულება რაც გავრცელებულია, არასწორია. არის ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ იმარხულოს, სახარება წაიკითხოს და ამ დროს აბრკოლებენ, რომ კურთხევა გინდა. ეს არასწორი აზრია. ეს მარხვები რაც არის დაწესებული წმინსა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მიერ, ეს არის საყოველთაო. წესები რომელიც დადგენილია, არის საყოველთაო. ყველა ქრისტიანი ვალდებულია ეს მარხვები დაიცვას, თუ რამე კონკრეტული პირობა არ უშლის ხელს. კურთხევა ზუსტად ამაზეა საჭირო, ახერხებს თუ არა ეს ადამიანი მარხვას. მსუბუქად უნდა იმარხულოს, თუ მძიმედ-ასეთ კონკრეტულ შემთხვევებს სჭირდება მოძღვრის რჩევა. ზოგადად მარხვა არის საყოველთაო. ყველამ უნდა იმარხულოს, თუ აძლევს საშუალებას ჯანმრთელობა. უნდა იკითხოს სახარება. ადამიანი თავის თავს ქრისტიანს რომ ეძახის, აუცილებელია სახარება იკითხოს. სახარება არის წიგნი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი ეკლესია, რწმენა, ჩვენი მოძღვრება. ადამიანს სახარება თუ არ აქვს წაკითხული რანაირი ქრისტიანი იქნება. ეს აუცილებელია ქრისტიანისთვის. მარხულობდეს, ლოცულობდეს. არსარებას უნდა ამბობდეს და ეზიარებოდეს კიდეც. მაგრამ სანამ მივა ამ პირველ არსარებამდე და ზიარებამდე, უჩნდება სურვილი რომ მოდი ვიმარხულებ. რა თქმა უნდა შეუძლია იმარხულოს, ილოცოს და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს აღსარების თქმა და ყველაზე მთავართან მისვლა - წმინდა ზიარება.

ნანა:

ჩემი კითხვა მარხვასთან კავშირში არ არის, მაგრამ მაინტერესებს, როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა?

-ანათემაზე გადაცემა ისეთი საკითხია, რომ ამას ერთი ან ორი მღვდელმთავარი არ წყვეტს. ეს არის საკრებულო გადაწყვეტილება ეკლესიის მიერ. ეს არ არის ადამიანის დასჯა. ეს არის არსებული ფაქტის დაფიქსირება. როცა ადამიანი თავისი უღმერთო ცხოვრებით, საქციელით, ეკლესიისადმი მომტანი ზიანით ისედაც გამოეყო ეკლესიას და ბოროტის მსახურებაშია, ამ ფაქტის დაფიქსირება ხდება ანათემით.

ნანა:

ზოგი მოძღვარი ლოთებს, ნარკომანებსა და აბორტის გამკეთებელ ქალებს წესს არ უგებს. როგორია ამის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება?

- ეკლესიის დამოკიდებულება შემწყნარებლურია. ჩვენი უწმინდესიც ასე გვასწავლის, რომ მაქსიმალურად ღვთისმიერად და ლმობიერად მოვექცეთ და ავუგოთ წესი. არავინ არ იცის ღვთის განგება. არავინ არ იცის იმ ადამიანის სიკვდილისწინა მდგომარეობა,- რა სინანული ჰქონდა და რა სინანლუთ წარსდგა ის უფლის წინაშე. ასე რომ ეკლესია ყველანაირად ცდილობს, რომ თითოეული მისი წევრი არ დარჩეს მოუხსნებელთა სიაში. ყველაზე რთული შემთხვევა არის როცა ადამიანი თვითმკვლელია. ამასაც იძიებს ეკლესია, - იყო ეს წამლების ბრალი, რომელიც იწვევს სუიციდის მცდელობას, იყო თუ არა ამ ადამიანის ფსიქიური აშლილობა. თუ სხვა რამის ბრალი და ეკლესია ცდილობს თუ რამე ხელჩასაჭიდი იქნება აუგოს წესი და აღავლინოს ლოცვა მისი სულისთვის. თვითონ ლოთობა, ნარკომანია საშინალი ცოდვაა, როცა ადამიანი ნელ-ნელა იკლავს თავს, თავისი მავნე ჩვევით, ან საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობა. მაგრამ ითვალისწინებს ეკლესია იმას, რომ ეს მოხდა გაუცნობიერებლად. ადამიანი ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. რომ ცდილობდა ამ სენისგან გათავისუფლებას, მაგრამ ვერ ანებებდა თავს. ხშირია შემთხვევა ცდილობს ადამიანი დაანებოს თავი ნარკოტიკს, აღარ იყოს წამალდამოკიდებული და ასეთ მდგომარეობაში გარდაიცვლება. ასეთი სინანლულის ადამიანს ეგება წესი.

მაია:

მოვინათლე, ისე რომ ნათლობის საიდუმლოს შესახებ არაფერი არ ვიცოდი. (14 წლის).რამდენიმე თვით ადრე ქალური ციკლი დამეწყო. მე ისიც არ ვიცოდი, თუ ტაძარში შესვლა და წმინდა ადგილებთან და ხატაბთან შეხება არ შეიძლებოდა. ახლა დიდი ქალი ვარ. რაც ეს გავაცნობიერე, დღემდე არ მასვენებს ფიქრი, ბუნდოვნად მახსოვს, რომ ნათლობის დღეებში ციკლი მქონდა. რა გავაკეთო, ეს ფიქრი მტანჯავს. გევედრებით, თქვენ მირჩიეთ რამე. ვერავისთან ვერ ვსაუბრობ ამის შესახებ... როგორ მოვინანო, უნდა გადავინათლო თუ რა გავაკეთო, გმადლობთ წინასწარ.

-არანაირი გადანათვლა არ არის საჭირო. მონათლულად ითვლება ის ადამიანი. რა თქმა უნდა როცა აცნობიერებს მის მდგომარეობას, თუ რა არის ნათლობა და რა მდგომარეობაში იყო თვითონ, უკეთესია თუ კრძალულებას გამოიჩენს წმინდა საიდუმლობებთან დამოკიდებულებაში. როგორც თვითონ ბრძანებს კითხვის ავტორი , ეს მოხდა გაუცნობიერებლად, მას არ ჰქონდა გაცნობიერებული თავისი მდგომარეობა. ეს არანაირ ჩრდილს არ აყენებს აღსრულების საიდუმლოს. ის მონათლულია და ჩვეულებრივ დედა ეკლესიის წევრია. მას შეუძლია იცხოვროს ეკლესიურად. ის სინანლული რაც აქვს, შეუძლია იმით გამოხატოს, რომ ეკლესიურად იცხოვროს. მოთმინებით და სიყვარულით, ზიარებით და იყოს ნაყოფი ღვთის სიყვარულისა.

მარი:

რას ნიშნავს სალოსი?

-სალოსს ეძახიან ისეთ ადამიანს (ქრისტესთვის სულელი) , მისი ქმედება ჩვეულებრივი მიწიერი ადამიანებისთვსი ხშირად გაუგებარია. ეს ხდება შეგნებულად, რომ დაფარული იყო ეს მისი დიდი მადლი. ბრწყინვალება, რომელიც ღვთისაგან მიეცათ. თავისი წმინდა ცხოვრებით. ხშირად ამის დასაფარად ასეთი ადამიანები დაფარულად, იგავ-არაკულად ცდილობენ ადამიანებამდე მიიტანონ ღვთის სიწმინდე, ჭეშმარიტი სიტყვა ღვთისა.

რა ლოცვები იკითხება შობის მარხვაში?

-განსაკუთრებული ლოცვები არ იკითხვება. ჩვენ ვიცით რომ დიდ მარხვაში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. სპეციფიური ლოცვა შობის მარხვას არ ემატება. ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მარხვიდან გამომდინარე გააძლიეროს ლოცვა, დილა საღამოს ლოცვებს დაუმატოს ერთი ფასალმუნი, წაიკითხოს პარაკლისი ღვთისმშობლის და მაცხოვრის. ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და უკეთესია თუ ასეთი რამ მოძღვართან იქნება შეთანხმებული.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას