როგორია შემოდგომა ზამთრის მოდის ტენდენციები - დიზაინერის რჩევები

როგორია შემოდგომა ზამთრის მოდის ტენდენციები - დიზაინერის რჩევები

შემოდგომა ზამთრისთვის სამზადისი დიდი ხანია დავიწყეთ. ბევრს გვაქვს კითხვა, როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილობა ზამთრის თბილ სამოსში.

როგორ ჩავიცვათ ასაკის, წონის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ისე, რომ მოხდენილად გამოვიყურებოდეთ და მოდას არ ჩამოვრჩეთ, კითხვებს დიზაინერი, თინათინ მაღალაშვილი პასუხობს.

მკითხველი:

როგორია წელს შემოდგომა ზამთრის მოდის ტენდენციები?

-მთელი წლის (2014-2015 ) მოდის ტენდენციები ძალიან საინტერესოა. დომინირებს მომწვანო მოლურჯო ტონალობა. ახალ სეზონზე ძალიან ეფექტურად ჩანს წითელი ფერი მოდის სახლის კოლექციებში. წითელი ფერი მთელი წლის განმავლობასი იქნება ჰიტი. შავი - რა თქმა უნდა არის მსოფლიო ფერი და ნუ ვუსაყვედურებთ ქართველებს, რომ მხოლოდ ჩვენ გვიყვარს შავი ფერი. რომ გადავხედოთ წამყვანი მოდის სახლებს ყველას კოლექციაში გვხდება შავი ფერი. სულ ვამბობ, რომ დღემდე, შანელის დომინანტი ფერი არის შავი.

სილუეტს რაც შეეხება- წელს რეტროს სილუეტი არის მოდაში, ეს არის ქვემოთ გაშლილი ქვედაბოლოები, წელზე დაფიქსირებული. შავლებს რაც შეეხება- გვხვდება განიერი შარვლები, გრძელი, რომელიც ქუსლს ფარავს და ასევე პარადოქსულად მოკლე შარვალი, რომელიც კოჭს ზემოთ არის, მომდგარი.

დიზაინერებმა რაც არ უნდა ვისუაბროთ მოდის ტენდენციებზე მაინც ინდივიდუალურია მოდა გამომდინარე ადამიანის ცხოვრების სტილიდან, ჰაბიტუსიდან, სულიერი მდგომარეობიდან და გააჩნია სად მივდივართ, სად უნდა ჩავიცვათ, როგორი სახის წვეულებაზე მივდივართ და ეს ყველაფერი უნდა მოდიოდეს ჩვენი სტილიდან და ჩვენი სხეულიდან გამომდინარე.

მკითხველი:

როგორ ჩავიცვათ ახალგაზრდა საქმიანმა ქალბატონებმა სამსახურში, ისე, რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ?

-შემიძლია ქართველ ახალგაზრდა გოგონებს შევთავაზო ძალიან საინტერესო სტილი, (უცხოელი მეგობრებო როცა ჩამოდიან ამას ყოველთვის აღნიშნავენ), ანუ შესაძლებელია კლასიკურ, კოქტეილის კაბაზე, ან ნებისმიერ კლასიკურ ჩაცმულობაზე, თუნდაც 3\4 მინიკაბაზე ეცვათ უხეში ფეხსაცმელი და იყოს ძალიან ეფექტური.

ფეხსაცმელს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ შეიძლება ერთი და იგივე კაბაზე ჩავიცვათ კლასიკური ფეხსაცმელი და ეს კაბა იყოს წვეულებისტვის განკუთვნილი, ამავე დროს შეგვიძლია ჩავიცვათ უხეში, თუნდაც დაბალძირიანი ფეხსაცმელი და იყოს ეს განკუთვნილი ყოველდღიურობისთვის. ანუ, თანამედროვე საქმიან ქალბატონებს შეუძლიათ ფეხსაცმლით და აქსესუარებით არეგულირონ თავიანთი ჩაცმულობა. მე ძალიან ხშირად მინახავს ჩემი მეგობრების მანქანებში 2-3 წყვილი ფეხსაცმელი- ერთ კაბაზე სხვადსხვა ფეხსაცმელი და ჩანთა. გამომდინარე იქედან სად და როგორ მიდიხარ, შეგიძლია გამოიცვალო ფეხსაცმელი დაიჭირო ჩანთა და იყო სპორტულ კლასიკურად ჩაცმული.

მკითხველი:

ვარ 161 სმ, 50 კგ. შავგრემანი. ძალიან მინდა ზამთრში ჩავიცვა კაბები დაბალძირიან, მაღალყელიან ჩექმებზე. გთხოვთ მირჩიოთ, როგორი სტილი შევარჩიო?

-მე ერთ რჩევას მივცემ დაბალ ქალბატონებს. არასდროს ჩაიცვან წელიდან გაშლილი ქვედაბოლოები და არასოდეს ჩაიცვან მოკლე კაბები, რადგან გრძელი, მაღალწელიანი კაბა ყოველთვის აგრძელებს სილუეტს. მითუმეტეს თუ ქუსლებიანზე დგეხარ, აგრძელებს სილუეტს და ახდუნებს. ასევე უნდა მიექცეს ყურადღება გრძელ კაბას, რადგან შეიძლება იყოს ირიბი თარგი აჭრილი, ანუ ცოტა მოსულ ქალბატონებს შეიძლება მოუხდეთ ირიბი თარგი, დავარდნილი ქსოვილისგან, რომელიც კიდევ უფრო ვიზუალურად ათხელებს და ამაღლებს. გამხდარ გოგონებს კი შეიძლება ოდნავ "აზბორილი", მაგრამ გრძელი კაბები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ მაინცდამაინც უნდა მაღალყელიან დაბალძირიან ჩექმაზე , ვურჩევ, რომ თუ არის გამხდარი და აწყობილი ტანი, ანუ პროპორციულად აწყობილია და მოკლე ფეხები, ან ტორსი არ აქვს გრძელი, ამ შემთხვევაში შეუძლია ჩაიცვას მოკლე ქვედაბოლო, ოღონდ არა გაშლილი.

მკითხველი: როგორი სტილის ქურთუკებია ახალგაზრდა გოგონებისთვის ამ სეზონზე მოდაში?

-ქურთუკების თემა ძალიან ინდივიდუალურია. თუ ახალგაზრდა გოგონას უჭირავს კლასიკური სტილი, ამ შემთხვევაში შეიძლება, თუ აქვს საშუალება ჩაიცვას ბუნებრივი ბეწვი. მოსაცმელი თანამედროვე თარგით. რაც შეეხება ქურთუკებს ყოველთვის მოდაშია "პლაშის" ქურთუკები, გამომდინარე იქედან, რომ პრაქტიკულია. გააჩნია სად მიდის ადამიანი, გააჩნია როგორ სტილს ინარჩუნებს. რა თქმა უნდა მოსულმა გოგონებმა არ უნდა ჩაიცვან გაბერილი დუტი. საერთოდ რაც უფრო მეტად დავინახავთ ჩვენს აღნაგობასი ნაკლს მით უფრო კარგად შევეცდებით ამ ნაკლის დაფარვას და უფრო ელეგანტურები ვიქნებით.

მკითხველი:

ვარ ოცი წლის. მაქვს ხორბლისფერი კანი, შავი თმები, მწვანე თვალები. საშუალო სიმაღლე და წონა. მინდა მოხდენილად, ლამაზად და მოდურად გამოვიყურებოდე. მაინტერესებს რა სტილის ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა როგორც ყოველდღიურად, ასევე წვეულებაზე?

-რადგან გოგონას აქვს მწვანე თვალები მე ვურჩევ წვეულებაზე ჩაიცვას მწვანე ფერის კაბა - კოქტეილის. თუ გამხდარია ამ შემთხვევაში ღრმა დეკოლტე ძალიან ეფექტური იქნება. მწვანე ფერი არის ძალიან მოდასი და საერთოდ, მწვანე ფერს აქვს ერთი საიდუმლო: მყვანე ფერი ყოველთვის იწვევს პატივისცემას ადამიანში. როგორც წითელი არის იმპულსური ფერი და უცებ იწვევს სხვანაირ იმპულსებს, ასევეა მწვანე ფერი. მითუმეტეს თუ გოგონას ხორბლისფერი კანი აქვს, მწვანე თვალები და შავი თმა მწვანე ფერი ძალიან მოუხდება. წვეულებაზე კოქტეილის კაბა იქნება ძალიან ეფექტური, საღმოს კაბები დღეს საქართველოში უკვე იშვიათად არის.

ძნელია საუბარი როცა არ გინახავს ადამიანი... მე რაც წარმოვიდგინე, ეს არის ძალიან სასიამოვნო გარეგნობის გოგონა. - აუცილებლად დადგეს ქუსლებზე, იმიტომ რომ ქუსლი ყოველთვის ელეგანტურობას უწყობს ხელს. თუ ყოველდღიურადაც ქუსლიანს ჩაიცმევს, ამ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს კლასიკური ფეხსაცმელი და იყოს უბრალოდ ყოველდღიური, შუზის სტილი. ასევე შეიძლება ჯინსები, ყველაზე პრაქტიკული და აქტუალურია. ჯინსზე შეიძლება მოიცვას პიჯაკი, ამით ის იქნება სპორტულ-კლასიკურ სტილში. ჯინსი შეუძლია ჩაიცვას, როგორც დაბალქუსლიან, ასევე მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე. შეუძლია ვარიანტები ააწყოს: პიჯაკის შიგნით მაისური, პერანგი... თვითონ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა რომ გამოიყურებოდეს.

მკითხველი:

ვარ 42 წლის ტანდაბალი ქალბატონი, 52 კილოგრამი წონის. გთხოვთ, ამიხსნათ როგორი სტილის კაბები და ქვედაბოლოები მომიხდება უფრო მეტად?

-რა თქმა უნდა მაღალწელიანი ქვედაბოლოები. ვიზუალურად ამაღლებს. შეიძლება იყოს ასიმეტრიული თარგით აჭრილი, ანუ ეს არ უნდა იყოს სტანდარტული ტრაპეცია. ეს უფრო თანამედროვე სტილს ქმნის. შეიძლება იტქვას, თუ აქვს მაღალი კისერი, მხრებზე გააკეთოს აქცენტი და სამოსს გაუკეთდეს "მხრებზე გეომეტრიული შტრიხები". თუ აქვს დაბალი კისერი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიდი ლიპებით პიჯაკის და კაბის ჩაცმა. ამ შემთხვევასი საკრე არი კარგი დამხმარე.

მკითხველი:

ვარ 160სმ. სიმაღლეში, მინდა რომ ვიზუალურად უფრო მაღალი გამოვიყურებოდე, ვიცი მაღალ ქუსლიანები ამაში დაგვეხმარება, მაგრამ სამოსზე რას გვეტყვით, როგორი სტილის შარვალი და კაბა გამოგვაჩენს ვიზუალურად უფრო მაღალს? გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რჩევები.

-თუ მაღალზე დადგება და პლათფორმას დაახმარს, ამავე დროს მისი დამალვა გვინდა. კარგია განიერი შარვალი, რომელიც ქუსლს ფარავს, ის ვიზუალურად ძალიან მაღალს გამოაჩენს. წელს ასევე მოდაშია მოკლე "ტოპები" პიჯაკების შიგნით, თუ უხდება ქალბატონს რა თქმა უნდა. რომ წარმოვიდგინოთ: მაღალ, დაფიქსირებულ წელზე განიერი სილუეტის შარვალი, ქუსლს რომ ფარავს ისეთი..ეს უკვე ვიზუალურად მაღალს გამოაჩენს. თუ განიერი შარვალი გვაცვია, ზედა აუცილებლად უნდა იყოს მომდგარი, რომ არ იყოს ტომარაჩამოცმულის შთაბეჭდილება. ზემოთ მოდგარი სამოსი უტრირებას გაუკეთებს სიგამხდრეს და ვიზუალურად ძალიან მაღალს გამოაჩენს.

მკითხველი:

დაბალმა გოგოებმა, რომლებსაც ცოტა დიდი გვერდები და მოკლე ფეხები აქვთ და მაღალქუსლიანის ჩაცმა არ შეუძლიათ (რიგი მიზეზების გამო). როგორი სტილის ტანსაცმელი უნდა ატარონ, რომ ფეხები ვიზუალურად ცოტა გრძელი გამოჩნდეს?

-თუ განიერი გვერდები აქვს ირიბად აჭრილი და ასიმეტრიული თარგი ძალიან კარგად დამალავს განიერ გვერდებს. წელი დაფიქსირებულია და ტრაპეცია კარგად მალავს, თუმცა აქაც გააჩნია ქსოვილის სისქეს. თუ იქნება დავარდნილი ქსოვილი, ზოგან შეიძლება იყოს აჭრილი, სადღაც ნაწილში ჩანდეს ფეხი, მაგრამ ვიზუალურად ჩვენ მოვიტყუებთ, თუ სამოსს მაღალ წელზე დავსვამთ.

მკითხველი:

როგორი აქსესუარებია წელს მოდაში?

-წელს მეტალის აქსესუარებია მოდაში, ისევე როგორც შარშან. აქსესუარის კაბიდან გამომდინარე შეიძლება ის იყოს თვალი, ბრჭყვიალა ელემენტები, უბრალოდ ეს უნდა უხდებოდეს. თუ ვიცვამთ ისეთ სამოსს, სადაც გაფორმება არის ისეთი, რომ არ სჭირდება მას აქსესუარი, არ უნდა გავიკეთოთ აქსესუარი. შეიძლება კაბას ჰქონდეს გული მოქარგული, ამ შემთხვევაში აბსოლიტურად არ არის საჭირო აქსესუარი. შეიძლება უბრალოდ საყურეთი შემოვიფარგლოთ. გააჩნია სად მივდივართ.

მოდა არის ძალიან განზოგადებული თემა: სად მივდივართ, როგორ გვინდა რომ გამოვიყურებოდეთ.

მე გადავწყვიტე, რომ მთელი წელი ქართულ მოტივებზე შექმნილი კოლექცია შევთავაზო ქართველებს. ამის საფუძველი არის ის, რომ დღეს გაახალგაზრდავდა ცეკვა. გაახალგაზრდავდა სიმღერა. ქართულმა ანსამბლებმა დაიწყეს გათანამედროვება ქართული ცეკვის. მომღერლებმა ფოლკლორის გათანამედროვება დაიწყეს და ეს ჩვენში იმდენად დიდი დოზით არის ჩვენი სიძველის სიყვარული, რომ გადავწყვიტე მოდაშიც გავათანამედროვო.

ტენდენცია წამოვიდა ისეთი, რომ ახალგაზრდებს სურთ, რომ ქართული დეტალებით შეიკერონ კაბები.

როცა შერატონში გავმართეთ ჩვენება, პრიონტების სახით გადავიტანეთ ქართული ელემენტები და ეს კოლექცია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენებიდან ორ კვირასი გაიყიდა კოლექციიდან ნახევარზე მეტი. ეს არის დიზაინერის ყველაზე კარგი, როცა მიაგნებ იმას, რაც უნდა შენს ხალხს და მე ვფიქრობ, ამ სეზონზე მე ამას მივაგენი.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას