როგორ დავიწყოთ ბიზნესი - რჩევები ბიზნესმენისგან

როგორ დავიწყოთ ბიზნესი - რჩევები ბიზნესმენისგან

თუ ფიქრობთ, რომ 30 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები კარიერას ვერ ააწყობს ძალიან ცდებით. მთავარია გქონდეს სურვილი და ცივი გონება. ინტერნეტკონფერენციამ მკითხველების თხოვნით არაერთხელ მოიწვია ექსპერტები და კომპეტენტური ადამიანები, რომ თქვენთვის წარმატების საიდუმლო გაეზიარებინა.

ამჟამად ინტერნეტკონფერენციის სტუმარია, ამერიკაში მოღვაწე, ქართველი ემიგრანტი მიხეილ ცინაძე.

მკითხველი:

თქვენი ბიზნესის შესახებ უკვე ცნობილია, როდის და ვისი დახმარებით გადადგით პირველი ნაბიჯები ბიზნესში?

-ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. როცა მაერიკის შეერთებულ შტატებში ჩავედი. (დაახლოებით ორ-სამ წელიწადში, გადავწყვიტე დამოუკიდებლად, ჩემთვის დამეწყო ბიზნესი. ეს იყო განპირობებული იმით, რომ ის საქმიანობა, რასაც მე ვეწეოდი ძალიან წარმატებული იყო. ვმუშაობდი სადიზაინერო ფირმაში მენეჯერად და ხალხმა გამიცნო, როგორც პიროვნება, როგორც სპეციალისტი, რომელიც ძალიან კარგად ართმევდა თავს თავის საქმიანობას. ეს ხალხი პირადად მე მეკონტაქტებოდა. მეუბნებოდნენ: რატომ არ ვცდილობდი მქონოდა ჩემი ფირმა. - ამან განაპირობა ის, რომ ვიფიქრე: "რატომაც არა?!"

ასე დაიწყო ჩემი საქმიანობა. ჯერ მარტო ვიყავი. მერე უკვე ნელ-ნელა, როცა იზრდებოდა ბიზნესი და მეტი დამკვეთები და მეტი კლიანტურა გაჩნდა, იყო საჭიროება იმისა, რომ ამეყვანა თანამშრომლები და ასე ხდებოდა ამ ბიზნესის ზრდა. მაშინ საქართველოში გადმოსვლას არ ვფიქრობდი.

ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ. კაპიტალი იყო ძალიან მცირე. ჩემი ოფისი იყო ჩემს სახლში. მანსარდა გავაკეთე  ისე, რომ შემეძლო იქ დამკვეტების მიღება. ასე რომ ვთქვათ ყველაფერი დავიწყე ნულიდან. კაპიტალს იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც მონდომებას. რა თქმა უნდა ცოდნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა - შენი საქმე უნდა იცოდე კარგად. უნდა ერკვეოდე ბიზნეს პროცესებში და მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გამოიყენებ იმ მცირე კაპიტალს, რომელიც გაქვს და ასე ნელ-ნელა შეიძლება ნებისმიერი მოცულობის კაპიტალით ბიზნესის დაწყება.

მკითხველი:

რატომ წახვედით ამერიკაში?

-ამერიკაში წავედი 1996 წელს. ეს გამოწვეული იყო იმ ცუდი გარემოებით, რაც გამოწვეული იყო ცუდი ეკონომიკური და კრიმინალური მდგომარეობით. მქონდა საშუალება რომ წავსულიყავი. ძმა მყავდა ამერიკაში, რომელმაც წაგვიყვანა და ვინაიდან ოჯახს უსაფრთხოება სჭირდებოდა, გადავწყვიტე დამეტოვებინა საქართველო.

მკითხველი:

ამერიკაში წარმატებული ბიზნესის მფლობელმა, რატომ დაბრუნდით საქართველოში, როგორ ფიქრობთ, აქ ბიზნესის განვითარების კარგი პირობებია?

-2010 წლამდე მე საქართველოში არ ვყოფილვარ. ჩემი კონტაქტი იყო საქართველოსთან თუ ვინმე ნათესავი დამირეკავდა. 2010 წელს დავბრუნდი, როცა დედა გარდამეცვალა. აბსოლიტურად განსხვავებული ქვეყანა დავინახე. ამაზე ჩემი ემოციური წარმოდგენა მაქვს. ამან განაპირობა ის რომ მე ამ ქვეყანაში დავბრუნდი. პოლიტიკური ვიტარებაც არ იყო ცუდი და გადავწყვიტე აქ შეიძლებოდა ბიზნესის დაწყება. რომ გითხრათ, ის, რომ აქ  იდეალური პირობები არის იმისთვის, რომ ბიზნესი აკეთო, იდეალური არსად არ არის. ქვეყანა განვითარები გზას ადგას და ყველაფერი ჩამოყალებიბების სტადიაზეა.  პერსპექტივები კარგია, მე ასე ვფიქრობ. მე მოვუწოდებ ყველას, ვინც ჩემსავით თავი დააღწია და წავიდა საქარტველოდან, რომ დაბრუნდნენ , აქ შეიზლება ბიზნესის კეთება.

მკითხველი:

რას საქმიანობს კომპანია, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ?

- კომპენია რომელსაც მე ვხელმძღვანელობ  S-Cad Group Georgia საქმიანობს სადიზაინერო ინტერიერების სფეროში. ჩვენ ვაპროექტებთ სივრცეების შიდა ინტერიერებს. ყველაფერს, რაც კი ინტერიერს შეეხება. ვაკეთებთ დიზაინს, ტექნიკურ დაპროექტებას, ისე, რომ საამქროში შეზლონ ამის დამზადება, დამონტაჟება და ა.შ. ჩვენ ვასწავლით და ვასაქმებთ ადამიანებს. ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში პროფესიონალ;ები არიან, მაგრამ ცვენი სპეციფიკა განსხვავებულია, იმიტომ, რომ ჩვენ ვასრულებთ შეკვეთებს, რომელსაც ვიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში ნაწილობრივ, ამიტომ ეს ძალიან განსხვავებული სპეციფიკაა, განსხვავებული სტანდარტებია და საქარტველოში ნაკლებად გათვითცნობიერებულია სპეციალისტები ამაში. ასევე ვასაქმებთ ადამიანებს, რომლებმაც არაფერი არ იცის. ჩვენ გვაქვს სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბებული დ გახსნილი, სადაც ნებისმიერ მსურველს (პიანისტი, ექიმი, სხვადსხვა პროფესიის ადამიანი) თუ მას აქვს სურვილი რომ დასაქმდეს, შეუძლია ჩვენს სასწავლო ცენტრში გაიაროს ორთვიანი კურსები, შეისწავლოს ახალი პროფესია და შემდგომ დასაქმდეს ჩვენთან. ეს რეალურია. მთავარია დამიანი მიხვდეს, რომ განათლება და ცოდნა არის ყველაფრის საფუძველი და ცოდნის გარეშე არ მოხდება არასოდეს არაფერი.

მკითხველი:

რას სთავაზობთ კვალიფიკაციის და დასაქმების მსურველებს?

-ვთავაზობთ სამუშაო ადგილებს, მაღალ ანაზღაურებას. კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით სათანადო ანაზრაურებას.

დღეს ქართველი ახალგაზრდები ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან ნიჭიერები , უფრო სხავაირად ფირობენ, უფრო გახსნილები არიან, რაც ძალიან კარგია და მე ვუსურვებ მათ, რომ მიხედონ განათლებას, ისწავლონ რაც შეიძლება მეტი. ცოდნის გარეშე რამდენიც არ უნდა ეძებონ სამუშაო, თავისი ადგილი ცხოვრებაში და იფიქრონ იმაზე წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება სიცრუე. მე მათ მივცენ ასეთ რჩევას და ასეთი სურვილი იქნებოდა რომ - ისწავლონ! - ეს არის ყველაზე მთავარი. სადაც გინდათ, რაც გინდათ, ნებისმიერი პროფესია, რომელიც საჭიროა დღესდღეობით. ალბათ იმასაც უნდა მიაქციონ ყურადღება თუ რა არის საჭირო, - ისწავლონ, ის რაც არის საჭირო.  სწავლის გარეშე არ გამოვა არაფერი.

მკითხველი:

რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც 30 წლის ასაკში ჰგონიათ რომ  კარიერული წინსვლა დაგვიანებულია, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

-დაგვიანებული კი არა, 30 წლის ასაკში იწყება კარიერის ჩამოყალიბება. 30 წლამდე ადამიანი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული მისწრაფებებისთვის, თუ რა უნდა მას. ეს ძალიან იშვიათად... 30 წლამდე ყალიბდება ეს ხედვა.  ზუსტად 30 წლიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა ფიქრი.ასე რომ გვიან კი არა ზუსტად, კარგი დრო არის. მოვიდეს ჩვენთან და დავაყენებთ გზაზე.

მკითხველი:

გვიამბეთ თქვენზე და თქვენს ოჯახზე.

-მყავს მეუღლე და ორი შვილი. ქალიშვილი 27 წლის. ჩემი ბიზნესის რეგიონალური მენეჯერი. ბიჭი- 15 წლის არის. როგორც უკვე ავღნიშნე 1996 წელს წავედით ამერიკაში, 32 წლის ვიყავი როცა იქ ჩავედით და მომიწია ქართული მენტატალიტეტის რადიკალურად შეცვლა. ყველაფერი, ის რაც აქ იყო კარგი და მიღებული, იქ აღმოჩნდა სულ სხვანაირი. მივხდი რომ  32 წლის ასაკში არაფერი არ იყო დაგვიანებული - ვისწავლე კიდეც, ვიმუშავე, გამოცდილება მივიღე და 35-36 წლის ასაკში დავიწყე ჩემი ბიზნესი. 52 წლის ვარ და ახლა არ ვთვლი თავს "ჩამოწერილად" და მითუმეტეს 32-35 წლის ადამიანი ზუსტად ამ ასაკში უნდა ფიქრობდეს ბიზნესის დაწყებაზე.

მე ძალიან დამეხმარა ჩემი ოჯახი. ის პრობლემები რაც ბიზნესის დაწყებასთან არის დაკავშირებული ყველაფერი ერთად გამოვიარეთ. ოჯახის წვლილი ძალიან დიდი იყო. როცა ჩავედი ამერიკაში საერთოდ არ ვიცოდი ენა. მაგრამ როცა ასეთ გარემოში ხდები ადამიანი იძულებული გავხდი "ცეცხლში ჩავვარდი" , ეს განაპირობებდა იმას რომ უფრო დამეჩქარებინა პროცესი და ვმალე შემესწავლა ენა, სამი- ოთხი წელი დამჭირდა ისე ამეთვისებინა ენა, რომ გამეგო რას მეუბნებოდა დამკვეთი და მე თვითონაც მესაუბრა.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას