რა სიახლეებია წელს მისაღებ გამოცდებზე

 რა სიახლეებია წელს მისაღებ გამოცდებზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია იწარმოებს 10 თებერვლის 10:00 საათიდან 17 მარტის 18:00 საათამდე.

რა სიახლეებია წელს მისაღებ გამოცდებზე კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პასუხობს.

მკითხველი:

რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 10 თებერვალს დაიწყო და 17 მარტს დასრულდება. როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა აუცილებელი არჩევანი უნდა გააკეთონ აბიტურიენტებმა რეგისტრაციის ამ ეტაპზე?

-რეგისტრაციის პროცესი შარშანდელთან შედარებით ხანგრძლივია. სკმაო დრო აქვთ აბიტურიენტებს ჯერ კიდევ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამ დროის განმავლობაში აბიტურიენტებმა. მათ უნდა შეარჩიონ სავალდებულო საგნები, რის ჩაბარებასაც აპირებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

რაც შეეხება ფაკულტეტების და უმაღლესი სასწავლებლების მითითებას და რეიტინგული სიის მომზადებას, ამისთვის მათ საკმაო დრო აქვთ - აგვისტოს დასაწყისამდე ექნებათ შესაძლებლობა, რამდენჯერაც სურთ, იმდენჯერ შეცვალონ საკუთარი არჩევანი. ასე რომ, მათ შეუძლიათ საკუთარი არჩევანის გაკეთება მას შემდეგ, როდესაც ისინი შეიტყობენ საკუთარ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

მკითხველი:

რომელი არის რეგისტრაციის დროს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა?

-მაქსიმალურად ვცადეთ ამ პერიოდის განმავლობაში გაგვეთვალისწინებინა ყველა ის პრობლემა, რომელიც რეგისტრაციის დროს ჰქონდათ აბიტურიენტებს ,და შეგვეწყო ხელი მათთვის და ამინიმუმამდე დაგვეყვანა შეცდომების რაოდენობა. აქედან გამომდინარე სარეგისტრაციო პროგრამა, მაქსიმალურად არის მორგებული აბიტურიენტებზე. წინა წლებში იყო ის, რომ უმაღლესი სასწავლებლების და ფაკულტეტების ჩამონათვალი შეზღუდული იყო (დავიწყეთ ხუთით, გავზარდეთ შვიდამდე, ათი, ოცი) და წელს და შარშან შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლიათ მიუთითონ.

ის რომ აბიტურიენტს უნდა გახდეს სტუდენტი და დიდად არ ანაღვლებს რა მიმართულებით გააგრძელებს სწავლას, ასეთი აბიტურიენტებისთვისაც მოსახერხებელია ეს რეგისტრაციის პროცესი. იმიტომ რომ შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებელი მიუთითოს. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ბოლო წლებში გაცილებით მცირეა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომელთაც გული წყდებათ თუ რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი და ფაკულტეტი არ მიუთითეს ჩამონათვალში.

მე ვთხოვდი აბიტურიენტებს, რომ თუ უბრალოდ სტუდენტობა უნდათ, რაც შეიძლება მეტი უმაღლესი სასწავლებელი მიუთითონ.

სრულიად უსაფუძვლო ჭორები ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ "ის ფაკულტეტი სადაც ყველაზე მეტად გინდა სწავლის გარძელება უნდა მიუთითო მესამე ადგილზე და მაშინ უფრო მეტი გარანტია მაქვს რომ ჩავირიცხო ამ ფაკულტეტზე". არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ჭორი და ვცდილობდი ამეხსნა დეტალუტრად როგორ მუშაობს ეს პროგრამა და ახლაც გავიმეორებ: პირველ ნომრად აუცილებლად მიუთითონ ის ფაკულტეტი და ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ყველაზე მეტად უნდათ მათ. იმიტომ რომ ამ აბიტურიენტის შედეგები პირველად სწორედ ამ ფაკულტეტზე ჩასარიცხად განიხილება და თუ მას საკონკურსო ქულა არ ეყო, შემდეგ უკვე მეორე ფაკულტეტზე გადადის და ა.შ. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ვურჩევ ყველა აბიტურიენტს, ნუ გაუშვებენ შანსს ხელიდან. არაფერს არ კარგავენ და მათთვის ყველაზე სასურველი ფაკულტეტი მიუთითონ აუცილებლად პირველ ნომრად. რა თქმა უნდა მეორე ნომრად ასევე შედარებით ნაკლებად სასურველი ფაკულტეტი და ასე შეადგინონ სია.

მკითხველი:

ბოლო ორი წელია, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცვლილებები შეეტანათ განაცხადში გამოცდაზე მიღებული შედეგის გაგების შემდეგაც, ექნებათ თუ არა აბიტურიენტებს წელს ამის შესაძლებლობა?

-აუცილებლად ექნებათ, ეს ძალიან კარგი შეთავაზებაა აბიტურიენტებისთვის, უკვე რეალური სურათი იციან. საკუთარი შედეგები იციან ერთიან ეროვნულ გამოცდებაზე და გაცილებით უფრო ეფექტურად შეუძლიათ რეიტინგული სიის შედგენა.

მკითხველი:

რითი იხელმძღვანელონ აბიტურიენტებმა ე. წ. საკუთარი რეიტინგული სიის შედგენის დროს?

-აი, სწორედ ის, რაც მე გითხარით ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი, რაც უნდა გაითვალისწონოს აბიტურიენტმა. მე თუ მინდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლა, მაგრამ ნაკლებად მაქვს იმედი, ნუ მიაქცევენ ამას ყურადღებას. აუცილებლად მიუთითონ ასეთ შემთხვევაში სწორედ ის ფაკულტეტი, სადაც ყველაზე მეტად სურთ სწავლის გაგრძელება. თუ საკონკურსო ქულა არ ეყო მას ამ კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩარიცხვისას, ის არაფერს კარგავს, იმიტომ, რომ მისი შედეგები შემდეგ ფაკულტეტზე განიხილება და რეიტინგულ სიას მიჰყვება. ამიტომ აუცილებლად საკუთარი სურვილი დააფიქსირონ და არ მიაქციონ ყურადღება უსაფუძვლო ჭორებს.

ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწონონ, არის ის, რომ რეიტინგულ სიაში ნომერ პირველ სასწავლებლად მიუთითეს კერძო უმაღლესი სასწავლებელი, სადაც საფასურია ძალიან მაღალი. და გაუმართლა აბიტურიენტს და პირველივე ფაკულტეტზე ჩაირიცხა და სემდეგ აღმოჩნდა, რომ ოჯახს არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა გადაეხადა ის დიდი გადასახადი რაც იყო დაწესებული კერძო უმაღლეს სასწავლებელში.

რა ტქმა უნდა რეიტინგული სიის მომზადებისას ესეც უნდა გაითვალისწინონ, რადგან შემდეგ ცვლილება შეუძლებელი იქნება. გათვალონ რა არის საფასური იმ კონკრეტულ სასწავლებში, ჩარიცხვის შემთხვევაში მოახერხებენ თუ არა ამ საფასურის გადახდას და ა.შ.

მკითხველი:

როგორ ჩატარედება სტუდენტთა გრანტის გასაუმჯობესებელი გამოცდებიდა როგორი იქნება შეფასების სისტემა?

-ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ ზოგადი უნარების მაგვარ ტესტებს. შეიძლება ითქვას ის არის შუალედური. სამი ნაწილისგან შედგება: ეს გახლავთ წაკითხულის გააზრება, რაოდენობრივი და ლოგიკური მსჯელობა. ასე რომ აქ მარტივია კონკურსი. თანხა , კონკრეტული რაოდენობა (შარშან იყო 200 ათასი ლარი ) გამოყოფილი მთავრობის დადგენილებით. წელს ნაკლებს ნამდვილად არ ველოდებით. დიდი სურვილი მაქვს მეტი იყოს გამოყოფილი სტუდენტებისთვის. მზადდება შედეგების მიხედვით რეიტინგული სია და რამდენსაც გასწვდება ეს თანხა, იმდენს შეეხება უკვე ეს ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან.

მკითხველი:

სად გაივლიან აბიტურიენტები რეგისტრაციას რეგიონებში?

-რამდენიმე წელია ჩვენ ელექტრონულ რეგისტრაციას ვთავაზობთ აბიტურიენტებს. არ შექმნილა არცერთხელ პრობლემა და დარწმუნებული ვარ აბიტურიენტები ინფორმირებულები არიან. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რეგიონში იქნება, სახლიდან გაივლის რეგისტრაციას, სკოლიდან, ინტერნეტკაფედან თუ სხვა. ერთადერთი რაც მათ მოეთხოვებათ, ეს არის ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს, აქ არის დეტალური ინსტრუქცია როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

მკითხველი:

ყოველწლიურად ბევრი ცვლილება შედის მისაღები გამოცდების წესებში, კარგი იქნება თუ თქვენ გაგვაცნობთ კონკრეტულად ამ სიახლეებს.

-მე რა ვიცი რა იგულისხმება ბევრ ცვლილებაში. ფაქტიურად არ მახსენდება. წესები არის ძალიან მარტივი- რა არის აკრძალული და რა მოეთხოვება აბიტურიენტს საგამოცდო პროცესების განმავლობაში. ცვლილებები ნამდვილად არ არის მოსალოდნელი. ერთადერთი ძალიან მცირე ცვლილება იყო შარშან იმასთან დაკავშირებით, რომ თუ აბიტურიენტს აღმოაჩნდება "შპარგალკა", ის აუცილებლად დატოვებდა საგამოცდო პროცესს. ეს წესი შარშან შემოვიღეთ და არცერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა გამოცდიდან საბედნიეროდ.

მკითხველი:

ვის შეეხება 50% - 70% -იანი დაფინანება?

-თანხა, რომელიც გამოყოფილია სახელმწიფო გრანტებისთვის, განკუთვნილია 50 - 70 - 100 %-იანი დაფინანსებისთვის. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ დგება რეიტინგული სია აბიტურიენტების შედეგების მიხედვით და ის კონკრეტული თანხა, რომელიც 100%-იანი დაფინანსებისთვის არის გამოყოფილი განაწილდება აბიტურიენტებზე და ამ თანხის ამოწურვის შემდეგ განაწილდება 70%-იანზე და ა.შ. ასე რომ 50 – 70 % -იანი დაფინანსება შეეხება აბიტურიენტებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს 100%-იანი გრანტის მოპოვება.

მკითხველი:

მაგისტრატურაში დაფინანსება როგორ მოხდება ?

-ისევე როგორც წინა წლებში. სულ არის თერთმეტი მიმართულება და ის თანხა რაც არის გამოყოფილი (ყოველწლიურად მტკიცდება მთავრობის მიერ. შარშან იყო 2 მილიონი), ეს თანხა ნაწილდება მიმართულებების მიხედვით. პროცენტულად სხვადსხვაა თანხა მიმართულებების მიხედვით, იმიტომ, რომ აქ სწორედ მთავრობა ადგენს პრიორიტეტულ მიმართულებებს. (საბუნებისმეტყველო, საიჟინრო და ა.შ სადაც თანხის მეტი ნაწილი მიდის) და ასევე მზადდება შედეგების მიხედვით მაგისტრობის მსურველების რეიტინგული სია, თანხა რამდენსაც გასწვდება იმდენი ფინანსდება.

მკითხველი:

გაქვთ თუ არა უკვე იმ სასწავლებლების სია, რომელიც 2015 წელს მიიღებს სტუდენტებს და რამდენია დღეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი?

-აკრედიტირებული სასწავლებლების რაოდენობა, რომელიც ღბულობს მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში არის 64. რაც შეეხება მოთხოვნებს უმაღლესი სასწავლებლების, დეტალურ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გააკეთოს არჩევანი აბიტურიენტმა.

ყველაფერი ინფორმაცია, რასაც ჩვენ უმაღლესი სასწავლებლებიდან ვიღებთ, განთავსებულია ჩვენს ვებ გვერდზე, საინფორმაციო ბულკტებში.

იმ აბიტურიენტების საყურადღებოდ, ვინც ჯერ არ გაიარა რეგისტრაცია, აუცილებლად ვთხოვ დეტალურად გაეცნონ საინფორმაციო ბუკლეტს. კარგად გაიაზრონ და შემდეგ გააკეთონ არჩევანი.

მკითხველი:

რა ფორმით ჩატარდება კერძო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები?

-კერძო სკოლებშიც ისევე ტარდება გამოსაშვები გამოცდები, როგორც საჯარი სკოლებში. მეთორმეტე კლასელები აბარებენ ოთხ გამოცდას. მეთერთმეტე კლასელები აბარაბენ იმ საგნებში გამოცდას, რომელთა სწავლაც დაასრულეს მეთერთმეტე კლასში.

მკითხველი:

პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით რა სიახლეებია?

-პროფესიულ კოლეჯებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის 29 მარტს არის გამოცდა. ეხლა მიმდინარეობს ინტენსიურად საინფორმაციო შეხვედრები აპლიკანტებთან, რომლებსაც სურთ პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება. საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია. აქაც აქვს აპლიკანტს შესაძლებლობა რამდენიმე პროფესიული კოლეჯი მიუთითოს. მაგალითად: (მე თუ მინდა მზარეულობა და ამ პროგრამას მთავაზობს არა ერთი, არამედ რამდენიმე კოლეჯი, მე მაქვს უფლება ყველა კოლეჯი მივუთითო). ამ შემთხვევაში რეიტინგული სია დგინდება და ამ წესით მოხდება მათი ჩარიცხვა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პრეფესიულ კოლეჯებში და 29 მარტს დანიშნულია უკვე გამოცდა.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას