როგორ მოვუაროთ კანს - დერმატო-კოსმეტოლოგის რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს - დერმატო-კოსმეტოლოგის რჩევები

ლამაზი სახის კანი სილამაზის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. როგორ მოვუაროთ კანს, რომ ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ და მოხდენილად გამოვიყურებოდეთ. კითხვებს ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი უპასუხებს.

მკითხველი:

14 წლის ასაკიდან ცხვირისა და ლოყების ნაწილზე მაქვს კუპეროზი. დამინიშნეს ''ავენის ''დიროზეალი და მეტროჟილის გელი – უშედეგოდ. ვიცავ დიეტას, ვერიდები მზეს. რაიმე ბუნებრივ საშუელებას თუ მირჩევდით, რამდენად უსაფრთხოა კუპეროზის ლაზერით მოშორება?

-კუპეროზი არის წვრილი სისხლძარღვები რომელიც ჩანს ძირითადად სახეზე, ყვრიმალების მიდამოში და ცხვირზე. ეს არის დერმატოლოგიური დაავადების (როზაცია) პირველი სტადია. მისი გამოვლინებაა სიმხურვალის შეგრძნება, მგრძნობიარობის მომატება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლავს მაპროვოცირებელი ფაქტორები. (მზე, ალკოჰოლური საშუალებები, კოსმეტიკური საშუალებები ახდენს კუპეროზის გამწვავებას.) კუპეროზი საკმაოდ რთულ სამართავ პრობლემას წარმოადგენს და უნდა რეგულარული მიხედვა. ჩამოთვლი მაპროვოცირებელ ფაქტორებს უნდა მოერიდოს ადამიანი.

მკითხველი:

ბავშვის ზეთს თუ აქვს ნაოჭის საწინააღმდეგო ეფექტი კანზე ან საერთოდ თუ არის მისი გამოყენება მიზანშეწონილი უფროსებში?

-ბავშვის ზეთის გამოყენება უფროსებში პრაქტიკულად არ არის ეფექტის მომტანი. ნაოჭებისთვის დღეს ძალიან ბევრი თანამედროვე მეთოდი არსებობს. ნაოჭებსაც გააჩნია, არსებობს მიმიკური და არამიმიკური ნაოჭები.

მიმიკური ნაოჭების ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ბოტოქსის ინექციები. არამიმიკური ნაოჭების ერთადერთ მკურნალობის მეთოდად რჩება პლასტიკური ოპერაცია, შემავსებლის გამოყენება. (ე.წ ფილერების გამოყენება).

მკითხველი:

ვარ 45 წლის. ერთი წელია შუბლზე გამიჩნდა ნაოჭები. რომელ კრემს მირჩევთ და რა მოძრაობით უნდა წავისვა?

45 წლის ასაკში შუბლზე გაჩენილი ნაოჭი არის მიმიკური ნაოჭი. ამ შემთხვევაში რეკომენდირებული არის კრემების გამოყენება დილით და საღამოს. შეუძლია გამოიყენოს კრემის ქვეშ შრატი, აქტიური ამღდგენი შრატი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს აზიურ ცენტელას, გამაახალგაზრდავებელ აქტიურ კომპონენტებს, მაგალითად კოლაგენს. რაც შეეხება ხელის მოძრაობას, ეს უნდა მოხდეს ისე, თითქოს ნაოჭს ვასწორებთ. რაც შეეხება ნაოჭის სრულად გაქრობას, ამ შემთხვევაში საჭიროა კოსმეტიკურ კაბინეტში დერმატოლოგთან სპეციალური ინექციური მასალების გამოყენება. იმისთვის რომ ჰქონდეს ინტენსიური გამაახალგაზრდავებელი მოქმედება აიცილებელია მოხდეს სამ კომპონენტად დაყოფა. პირველი: სწორი მაკიაჟი უნდა იყოს ძალიან რბილი დასაბანი საშუალება, რომელიც განსაკუთრებით 45 წლის ასაკში არ გამოშრობს კანს. აუცილებლად უნდა იყოს აღმდგენი შრატი, რომელიც რეკომენდირებულია შეიცავდეს კოლაგენს, აზიურ ცენტელას და სხვადასხვა გაამახალგაზრდავებელ საშუალებებს. შეიძლება ეს ვიტამინიზირებული იყოს, განსაკუთრებით ვიტამინი E. მესამე არის ეგრეთწოდებული კრემ ფილერები, რომელიც რეგულარური გამოყენების შემთხვევაში ნაოჭებს ასადავებს. არის ასევე მცენარეულ ფუძეზე დაფუძნებული შრატები, რომლიც იწვევს მიმიკური კუნთების მოდუნებას. გამოიყენება თვალის ირგვლივ და შუბლზე.

მკითხველი:

მაქვს მშრალი კანი, რას მირჩევთ, რომ სახეზე ერთიანი ფერი შევინარჩუნო?

-მშრალი კანი ნამდვილად დიდ პრობლემას წარმოადგენს. მისი პრობლემურობა უფრო მეტად ვლინდება ზამთარში. არსებობს კანი, რომელიც სეზონურობასთან ერთად გარკვეულწილად იცვლება. მაგალიტად კომბინირებული კანი ზამთარში შეიძლება გახდეს სიმშრალისკენ მიდრეკილი, ზაფხულში პირიქით- ცხიმიანი. თუ ადამიანს ზაფხულშიც აღენიშნება სიმშრალე მას აუცილებლად სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ინტენსიური დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება.

ლალი:

როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს?

-ცხიმიან კანს აქვს ძალიან დიდი პლუსიც და მინუსიც. პლუსი ის არის, რომ ცხიმიან კანზე ძალიან გვიან ჩნდება ნაოჭი. იმიტომ, რომ კანის ლიპიდური შრე, ანუ მანტია იცავს მას გამოშრობისგან და ნაოჭების გაჩენისგან.

რაც შეეხება პრობლემურ კანს. ცხიმიან კანს თან ახლავს გამონაყარი, ანუ აკნე. ასეთ დროს ცხიმის ჯირკვლები, რომელიც ყველაზე მატად მოთავსებულია სახეზე, გულმკერდზე და ზურგზე- გაძლიერებულად იწყებს ცხიმის გამოყოფას. თუ ცხიმი არის შედარებით ნორმალური სტრუქტურის, ანუ თხელი, ის კარგად ნაწილდება კანზე და ამ დროს არის პრიალა კანი. ასეთ დროს გამოიყენება ე.წ მატიფანკრემები. (მატიფანტი კრემები), რომესლაც აქვს ცხიმის ჯირკვლის სეკრეციის მარეგულირებელი ფუნქცია. მარტივად რომ ვთქვათ, ამცირებს ჯირკვლის გამოყოფას. ან ანაწილებს და აშრობს მის მიერ გამოყოფილ ცხიმს. ასეთი კრემები მრავალად არის როგორც აფთიაქებში, ასევე კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიებში.

ხატია:

ვარ ალერგიული (40 წლის). ვერ მოვიხდინე ვერც ერთი კოსმეტიკური საშუალება ანტიალერგიულებიც კი.  რას მირჩევთ?

-როდესაც ადამიანი საკუთარი ძალებით ვეღარ ახერხებს და ვერ ირგებს ვერცერთ კოსმეტიკურ საშუალებას, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება სპეციალისტის რეკომენდაცია. (დერმატოლოგის ჩარევა). ამ დროს ხდება კონკრეტულად კანის ტიპის შესწავლა. შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს მშრალი ტიპის კანი, მაგრამ ამ დროს სულაც არ იყოს ის მშრალი. სწორედ ამიტომ არის საჭირო სპეციალისტის დახმარება.

ქეთი:

რამდენად ეფექტურია კოსმეტიკური ყინულების გამოყენება სახეზე?

კოსმეტიკური ყინულის გამოყენება რეკომენდირებულია უპრობლემო კანის შემთხვევაში. როდესაც არ გვაქვს ალერგია, არ გვაქვს ზედმეტად მშრალი კანი. ასეთი კოსმეტიკური ყინული შეგვიძლია ჩვენი ძალებით დავამზადოთ სახლში საკვები პროდუქტების გამოყენებით. მაგალითად: შესაძლოა გამოვოყენოთ ინგრედიენტებად კიტრი, ჟოლო, შვრია და სამასაჟე ხაზებით მოხდეს მისი წასმა და გამოყენება. კოსმეტიკური ყინულების გამოყენება უფრო მეტად რეკომენდირებულია ცხიამიანი ტიპის კანისთვის.

ქეთი:

როგორ მოვიშრორო სახეზე ვულგარული აკნე?

ვულგარეული აკნე, იგივე ფერისმჭამელა წარმოიქმნება სახეზე შავი წერტილების სახით. მას საკმაოდ ულამაზო შეხედულება აქვს. ამ დროს ხდება ცხიმის ჯირკვლის მომატებული სეკრეცია, შემდეგ ეს ცხიმი ჰაერთან შეხებისას იჟანგება და წარმოიქმნება ე.წ შავი ფერის წერტილები. თუ ფერისმჭამელა გარდაიქმნა ანთებად, მის სამართავად საჭიროა სპეციალური სამკურნალო სპირტის შემცველი საშუალებები, ლოსიონები და ანტიბაქტერიული კრემები. მხოლოდ შავი წერტილები თუ არის, მას გარეგანი ლოსიონები ვერაფერს ვერ უშველის. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს კანის გაწმენდა. მათი მექანიკური წესით ამოღება. რაც შემდგომში, გარკვეული დროით შეუშლის ხელს ახალის წარმოქმნას.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას