ვინ არიან ქუჩის ბავშვები და რას აკეთებს სახელმწიფო მათ დასახმარებლად

ვინ არიან ქუჩის ბავშვები და რას აკეთებს სახელმწიფო მათ დასახმარებლად

ქუჩის ბავშვების პრობლემა საქართველოში ახალი არ არის. ბოლო დროს განსაკუთრებით შეიმჩნევა მათი სიმრავლე. ვინ აკონტროლებს ქუჩის ბავშვებს და რა პროგრამა აქვს სახელმწიფოს მათ დასახმარებლად, კითხვებს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარი წერეთელი პასუხობს.

მკითხველი:

სად უნდა იყვნენ ქუჩის ბავშვები განთავსებული?

- მოდით ვთქვათ რა კატეგორიის ქუჩის ბავშვები არიან. ვინ არიან, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ და რას აკეთებს სახელმწიფო, ასე უფრო სწორად გავყვებით და თქვენ კითხვაზე პასუხი იქნება.

რეალურად 2012-13 წლებიდან ევროკავშირის დაფინანსებით და გაეროს შუამდგომლობით დაიწყო ახალი პროექტი, რომელსაც ჰქვია ქუჩაში მცხოვრები მომუშავე ბავშვების პროგრამა. ამ ბავშვების ცალკე ჯგუფად გამოყოფის საჭიროება გაჩნდა იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებული რეფორმის ფარგლებში დაიწყო ზრუნვა ბავშვებზე, რომლებიც იყვნენ მზრუნველობამოკლებული. მოხდა დიდი ინსტიტუციების დაშლა. განისაზღვრა მათი სტატუსები, დაბრუნდნენ ოჯახებში. ნაწილისთვის შეიქმნა ალტერნატიული სერვისი.

რეალობამ გვაჩვენა ის, რომ დარჩა ბავშვები ზრუნვის ფარგლების გარეთ, ვისთვისაც არანაერი სერვისი და შეთავაზება იმ მომენტისთვის არ იყო. ამიტომ დაიწყო ახალი პროგრამა რომელიც 2015 წლის 7 მაისს სახელმწიფომ სრულიად გადმოიბარა.

სად უნდა იყვნენ ქუჩის ბავშვები? - ჯერ უნდა მოხდეს არანჟირება, თუ ვინ არიან ეს ბავშვები. არიან ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები. რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, არისნ ბავშვები ვისაც არ ჰყავთ ოჯახი. თუმცა ცალსახად მათთვის ხელის მოკიდება და წაყვანა ძალიან რთული საქმეა. ქუჩაში ცხოვრება აძლევა ზალიან ცუდ და რთულ გამოცდილებას. ასევე რთული გამცდილება ჰქონდათ დიდი ბავშვთა სახლების მაცხოვრებელ ბავშვებს, მაგრამ აბსოლიტურად სხვა სპეციფიკაა. ყველაზე მთავარი რაც არის ეს არის ნდობის მოპოვება ამ ბავშვებთან და არსებულ სერვისებში ეტპობრივად მოზიდვა და იქ დამაგრება, რადგან რომ მოვა მას უნდა გაუჩნდეს სურვილი მოვიდეს მეორე და მესამეჯერ. ეს სერვისები არის დღის ცენტრი, რომელსაც აქვთ კრიზისული ინტერვენციის შესაფარი და ტრანზიტული ცენტრი. მთელ ამ პროგრამს კრავს მობილური ჯგუფი, რომელიც შედგება სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და თანასწორგანმანათლებისგან, ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება. მა გაიარა ეტაპები, მოახდინა საკუთარი თავის რესოციალიზაცია და ეს არის ის ადამიანი, რომელიც ძირითადი რგოლია, რომელიც გვეხმარება იმ ბავშვების ნდობის მოპოვებაში.

მკითხველი:

აქვს თუ არა სახელმწიფოს პროგრამა, რომ უზრუნველყოს კრიზისული შემთხვევების მართვა?

- გააჩნია რა კრიზისზე გვაქვს საუბარი. თუ ჩვენ გვაქვს საუბარი ბავშვიან ოჯახებთან კრიზისულ მდგომარებაზე, გეტყვით, რომ სახელმწიფოს აქვს და ჩვენი პირველი მიზანი არის, რომ არცერთი ბავშვი არ იყოს ქუჩაში, არცერთი ბავშვი არ იყოს სახელმწიფოს თავშესაფარში. ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახში. არიან ოჯახები, რომლებშიც სამწუხაროდ არ შეიძლება ბავშვის გაჩერება. არიან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები. მაგრამ ამავე დროს არიან ოჯახები, რომლებიც იმიტომ, რომ არანაირი უნარი არ აქვთ, სოციალურ ეკონომიური მდგომარეობა არის რთული და უწირთ ამ ბავშვებთან ზრუნვის განხორციელება. იმისათვის, რომ ეს ბავშვები არ გამოვიდნენ ოჯახიდან სახელმწიფოს აქვს სხვადსხვა სერვისები. ეს არის კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან ამოქმედდა. არის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის კვების პროგრმა, გვაქვს დღის ცენტრები. გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამ. ეს არის პრევენციული კომპონენტები იმისატვის, რომ კრიზისი ვმართოთ და ბავშვი არ გამოვიყვანოთ ოჯახიდან.

მკითხველი:

მინდობით აღზრდაში რამდენი ბავშვია რეგისტრირებული?

- დღეს საქრართველოს მაშტაბით არის 1210 ბავშვი. მინდობითი აღზრდა ეს არის ერთერთი სერვისი და ყველაზე ახლოს ოჯახთან. თუ ვერ ხერხდება ბავშვის ოჯახში დატოვება, აუცილებელია ბავშვი განთავსდეს ოჯახთან მიახლოებულ ტიპის საცხოვრებლებში.

მკითხველი:

საქართველოს მაშტაბით რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი მიმღები იჯახი რეგისტრირებული?

-კახეთში. დავიწოთ იქედან, რომ როცა ბავშვს მიენიჭება სტატუსი- მზრუნველობა მოკლებული, ან თუ ბავშვის მიმართ ვინც არის პასუხისმგებელი ვერ ადგენს ბავშვზე მზრუნველობას, ეს ბავშვი უკვე ითვლება მზრუნველობამოკლებულად და ამ ბავშვთან მზრუნველობას იწყებს სახელმწიფო სამსახური. თუ ადრე იყო დიდი ბავშვთა სახლები, ეს ბავშვთა სახლები ცალსახად იყო მანკიერი, ძალადობის ბუდე. არანაირი ინდივიდუალური მიდგომა ამ ბავშვების მიმართ არ იყო. ამის გამო განვითარდა ქვეყანაში ალტერნატიული სერვისები. ეს გახლავთ მცირე საოჯახო ტიპის სახლები და მიმღები ოჯახები. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც რეგისტრირდებიან სოციალური მომსახურების სააგენტოში. ხდება მათი შეფასება, შესწავლა და ამის შემდეგ უკვე თუ გამოვლენილი იქნება მზრუნველობამოკლებული ბავშვი ინდივისუალურად შეფასება ხდება სიტუაციის. მნიშვნელობა აქვს ყველაფერს ვინ არის ბავშვი, საიდან არის და ა.შ.

ქუჩაში მცხოვრები ბავშვები არიან ყველაზე რთულად საკონტაქტო ბავშვები. რატომ? - იმიტომ, რომ დიდებმა და მოზრდილებმა ვაიძულეთ ისინი გასულიყვნენ ქუჩაში, ეცხოვრათ. ბავშვები, რომლებიც გადიან და გარბიან მიმღები ოჯახიდან ამის მიზეზი არის ის პრობლემა, რომ მათ ასეთი პირობები შეუქმნეს.

ჩვენ სერვისებში გვყავს ბავშვების ის ჯგუფები, რომლებმაც გამოიარეს დიდი ბავშვთა სახლი.

მკითხველი:

რა ცვლილებებია ბავშვთა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. რამდენია ასეთი ოჯახი?

- იუნისეფის მიერ, როდესაც მათ ჩაატარეს კვლევა და დაიდო გარკვეული ციფრი ითქვა, რომ ჩვენი სიციუმის პროგრამა, რომელიც არის ქვეყანაში ცუდად ხედავდა ბავშვებს. შესაბამისად გადაწყდა, რომ ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლასთან ერთად (რომელზეც უკვე გადავიდა სახელმწიფო) გაცენილიყო ისეთი პუნქტები, რომელიც ადვილად მოახდენდა იდენტიფიცირებას ბავშვების საჭიროებისათვის. შეიქმნა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც ამ მეთოდოლოგიაში ჩაიდო და დაგეხმარება ბავშვიან ოჯახში რაიმე კრიზისის ნიშანი თუ არის გადმომისამრთდეს და სოციალური მუშაკი ჩაერთოს. ასევე რაც მნიშვნელოვანია, ოჯახებს ვისაც ჰყავთ ბავშვები დაენიშნებათ დამატებით ფულადი დახმარება.

ასევე მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პროგრამა, რომელიც არის უკვე ერთი წელია. ეს არის მაღალმთიან რეგიონებში.

მკითხველი:

არის თუ არა მიმღებ ოჯახებში განთავსებული ბავშვებისთვის განათლება ხელმისაწვდომი?

-ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, პირველ რიგში ფიქრობს რომ ბავშვებს შეუქმნას კარგი მომავალი. იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მომავალი ამ ბავშვების ხელშია. ჩვენ ვართ ის ქვეყანა რომელიც მიერთებული ვართ ბავშვთა ზრუნვის კონვენციას და იქ არის საკითხები, სადაც გაწერილია ბავშვების ფუნდამენტალური უფლებები. ეს არის განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. იმიტომ, რომ ბავშვები არ იღებდნენ სათანადო განათლებას, არ ჰქონდათ ამის საშუალება სხვადსხვა მიზეზების გამო, ამისთვის სახელმწიფოს აქვს დიდი პროგრამა და თანხას ხარჯავს იმისთვის, რომ ბავშვების ფუნდამენტალური საწიროებები დაკმაყოფილდეს. რასაკვირველია მინდობით აღზრდაში ბავშვი იმიტომ არის, რომ თუ ოჯახი ვერ ახერხებს მისთვის განათლების მიღებას, მეორე ოჯახი და სახელმწიფო დაეხმარება მას.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას