კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:13 / 31-05-2016
კურორტები საქართველოში, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
დასაქმებული ადამიანების უმეტესობა უკვე ფიქრობს, სად გაატაროს კუთვნილი შვებულება. თუ გაქვთ საოფისე სამსახური, ან მუშაობთ ფიზიკურად, ალბათ, დაგაინტერესებთ, საქართველოს რომელ კურორტზე სჯობს დასვენება, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. ambebi.ge-ზე მიმდინარე ინტერნეტკონფერენციის დროს დასმულ კითხვებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმი-თერაპევტი მანანა ტაბიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:


მკითხველი:
როდის ჯობია ბავშვების წაყვანა მთაში და რომელია საუკეთესო კურორტი?

-შვებულების გატერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს არის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი პერიოდი, როდესაც უნდა მოხდეს ფიზიკური ემოციური და ინტელექტუალური ენერგიის აღდგენა, რომელიც ჩვენ დავხარჯეთ გასული წლის მანძილზე. უნდა გვქონდეს ენერგიის ისეთი მარაგი, რომელიც გაგვაძლებინებს სამუშაო პერიოდს. ამიტომ, დასვენების ადგილის არჩევა არის ძალიან სერიოზული საქმე, რომელსაც სჭირდება სწორი მიდგომა. სამკურნალო კურორტის არჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ არ მდგომარეობაშია ორგანიზმი. სჭირდება თუ არა ორგანიზმს სამკურნალო ფაქტორები. სამკურნალო ფაქტორები კი არის მინერალები, კლიმატი, წყალსაცავები და ტალახი.
იმისთვის, რომ ბავშვები მთელი წლის მანძილზე ჯანმრთელები იყვნენ და ჰქონდეთ ბრძოლის უნარი სხვადასხვა დაავადების მიმართ, საჭიროა მათი ორგანიზმის გაკაჟება და უკეთესია, თუ ეს მოხდება მთის კურორტების პირობებში. მთის კურორტები ფიზიოლოგიური მოქმედების არიან და მათი კლიმატი აუცილებელია ბავშვის ორგანიზმისთვის.

კარგია ბავშვების წაყვანა ბორჯომში, კიკეთში, კოჯორში, მანგლისში, წყნეთში, საგურამოში, იმის მიხედვით, რა ასაკის არის ბავშვი.
თუ ბავშვი ძალიან მცირე ასაკის არის, უმჯობესია ქალაქთან ახლოს მდებარე კურორტები, რადგანაც უფრო ხელმისაწვდომია ძირითად საცხოვრებელ ადგილთან და სხვადასხვა პირობების გათვალისწინებაც შეიძლება.


მკითხველი:
ალერგიული ბავშვებისთვის რომელი კურორტია სასურველი?

-ალერგიული ბავშვებისთვის როგორც ასეთი, განსაზღვრული კურორტები არ არსებობს. ალერგია ინდივიდუალურია. შეიძლება ზოგიერთისთვის რომელიღაც უმნიშვნელო ალერგენი იყოს წამყვანი ამა თუ იმ კურორტზე. ადრე სურამი იყო საუკეთესო საშუალება ალერგიული ბავშვებისთვის, ასევე ვურჩევდი ბაკურიანს, შოვს, ბახმაროს და ბორჯომის საკურორტო ზონას. ან რომელიმე კარგი სოფელი, სადაც ბავშვი კარგად იგრძნობს თავს.

მკითხველი:
მათთვის, ვისაც აწუხებს ვენები, რომელი კურორტია სასარგებლო?

-ასეთმა პიროვნებებმა უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური ღონისძიებები. ასეთი დაავადებისთვის ცურვა და აქტიური მოძრაობები არის ერთ-ერთი პირველი წამალი. ამავე დროს, უნდა ჩაიტაროს კურორტული მოძრაობა მინერალური წყლის აბაზანებით და ფიზიოთერაპიით. ამის საშუალება არის თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში, სადაც ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ყველა ის მკურნალობა, რასაც სპეციალისტი დაუნიშნავს. თუ მას ქალაქიდან გასვლა უნდა, მაშინ მისთვის კარგია წყალტუბოს აბაზანები, ბორჯომის ნახშირორჟანგიანი აბაზანები, ყველა მინერალური წყალი, რომელიც არსებობს ამა თუ იმ ადგილზე და რომელიც გამოიყენება აბაზანების სახით ვენების სამკურნალოდ. სპეციფიური წყალი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ არ არსებობს, უბრალოდ ყველანაირი წყლის პროცედურები ძალიან კარგია.


მკითხველი:
რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ოფისში მუშაობენ და მთელი წლის განმავლობაში მჯდომარე სამუშაო აქვთ.

-აუცილებელია შვებულება აქტიურად გაატაროს. რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს სუფთა ჰაერზე, იმოძრაოს, იაროს, იცურაოს, თუ ახალგაზრდაა, წავიდეს ტურისტულ ლაშქრობებში და სხვა. უნდა ეცადოს, რომ ყველა კუნთი და სახსარი აამოძრაოს და დასვენება აქტიურად გამოიყენოს; არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პასიურად, წამოწოლილ მდგომარეობაში იყოს. მთავარია კანის გაკაჟება. დახურულ შენობაში მომუშავე
You must have Flash Player installed in order to see this player.
ადამიანებს კანი დასუსტებული აქვთ, ამიტომ აუცილებელია გარეთ, ჩრდილში ყოფნა, რომ კანი გაკაჟდეს და მიიღოს ჰაერის აბაზანა.

მკითხველი:
რომელი კურორტია კარგი ასთმიანი ადამიანებისთვის?

-ბრონქული ასთმისა და ალერგიის მკურნალობის დროს კარგია: ბაკურიანი, სურამი, შოვი, ბახმარო და საშუალო მთის ყველა კურორტი. ყველანაირად უნდა მოერიდონ შავი ზღვის სანაპირო ზოლს, რადგან იქაური ნოტიო სუპტროპიკული კლიმატი ასთმიანებისთვის მძიმე გადასატანია და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ითვლება, რომ რაც უფრო მაღლა ვართ, წნევა იცვლება. ჟანგბადის წნევა უფრო დაბალია და ამავე დროს უფრო გრილი ჰაერია. მაღალი კლიმატი იწვევს შეცვლილი რეაქტიულობის მოწესრიგებას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას. სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის გაძლიერებას. იმუნური სისტემის გაძლიერებას და ფერმენტული რეაქციების გაძლიერებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვღებულობთ გაკაჟებულ და გაჟანსაღებულ ორგანიზმს.

მკითხველი:
სხვადასხვა კურორტზე რამდენ კვირიანი ინტერვალით უნდა წავიყვანოთ ბავშვი?

-ერთკვირიანი ინტერვალით ბავშვის დასვენება თითქმის არ ითვლება დასვენებად. როდესაც ბავშვი გაგყავთ ახალ ადგილზე, მას სჭირდება ადაპტაციის ანუ მიჩვევის პერიოდი, ისევე როგორც ყველას დიდსაც და პატარასაც. ამას რამდენიმე დღე ჭირდება. ამიტომ, წარმოიდგინეთ ერთი კვირა ბავშვი არის ერთ გარემოში, მიეჩვია ამ გარემოს და ამ დროს ჩვენ ვწყვეტთ მას და გადაგვყავს მეორე გარემოში, სხვა კლიმატურ ზონაში; ეს მისთვის დამტვირთველია და ვერ ჩავთვლით, რომ მან მკურნალობა ჩაიტარა. ერთი თვე მაინც, ბავშვი უნდა იყოს ერთნაირ გარემო პირობებში. რადგანაც ჩვენს პერიოდში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ძალიან რთულია დიდი ხნით დასასვენებლად წასვლა, ის ორი კვირაც, თუ ერთ კურორტზე წახვალთ, რა თქმა უნდა, რაღაც პატარა შედეგს მოიტანს. თუმცა უკეთესია, თუ ბავშვი ცოტა ხანგრძლივი პერიოდით გავა ქალაქიდან.

მკითხველი:
როგორი კურორტია მიზანშეწონილი მათთვის, ვისაც თირკმელები აწუხებს?

-თირკმელით დაავადებულთათვის მიზანშეწონილია მშრალი კლიმატი. სამწუხაროდ, ქობულეთში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია, რაც ძალიან დამტვირთველია თირკმლების დაავადებების მქონე პიროვნებებისთვის. ძალიან კარგია კახეთის რაიონში მდებარე კურორტი არხილოს კალვა, რომელიც გამოირჩევა მშრალი სუბტროპიკული კლიმატით; წვიმა თითქმის არ მოდის. ეს მშრალი ჰავა ძალიან სასარგებლოდ მოქმედებს თირკმელის ფუნქციონირებაზე. ამიტომ თუ აღმოსავლეთ საქართველოში, აქაურ მშრალ კლიმატურ ზონაში გაატარებთ გარკვეულ პერიოდს, კარგია. რაც მთავარია, კურორტი საირმე და მისი მინერალური წყალი თირკმელით დაავადებულთათვის ერთ-ერთი პირველია. თუმცა თირკმელის დაავადებებიც სხვადასხვაა. ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ. 

მკითხველი:
რა უნდა გაითვალისწინონ ზღვის სანაპირო კურორტებზე დამსვენებლებმა?
- ზღვაზე დამსვენებლებმა აუცილებლად უნდა დაიცვან მთავარი პირობა: არ შეიძლება ზღვაზე ყოფნა 12-დან 17:00 საათამდე. ძლიერი ულტრაიისფერი სხივების ჭარბი რაოდენობაა ამ დროს და არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის. გინახავთ ალბათ, რომ მთელ დღეს სანაპიროზე ატარებენ და მზის აბაზანებს ღებულობენ - ეს არის დაუშვებელი. ეს არის ორგანიზმისთვის ძალიან მავნე, ვინაიდან დაძაბვა ხდება თერმორეგულაციული სისტემის, რაც იცავს ჩვენს ორგანიზმს, რითაც ორგანიზმი ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას და რითაც ნორმალური სითბოს შეგძნება გვაქვს და სიცივის დროს სითბოს გამოიმუშავებს. თერმორეგულაციის სისტემა ზედმეტი დასხივების შედეგად ძალიან იძაბება და შეიძლება სრულიად მივიღოთ ისეთი გართულებები, როგორიც არის დამწვრობა. ასევე შესაძლებელია მოხდეს სითბური და მზის დაკვრა, რომელიც სავალალო შედეგით დასრულდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი დოზა და ნორმა სჭირდება. ასე რომ, გირჩევთ, საუკეთესო პერიოდია ზღვაზე დამსვენებლებისთვის 11:00 საათამდე (ვგულისხმობ ივლისი- აგვისტოს), საღამოს 17:00 საათის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო


13:31 / 25-08-2016
ნუნისი ყველაზე კარგი კურორტია, ვისაც აწუხებს გამოაყარი ტანზე და ალერგიულია. ბუნებაც გადასარევია სულ ნაძვნარშია და ფასებიც იაფია.
მზია
13:07 / 25-08-2016
წადით და ნახეთ ატენის ხეობა, ბობნევი ბოშური. ერთადგილს ამოიჩემებენ ინვესტორებიც და დანსვენებელიც, ძაან მაგარი ადგილია მოსახლეობა აქირავებს ბინებს ისე სასტუმროები არაა.
მარი
მსგავსი სიახლეები
რა არის C ჰეპატიტი, როგორია ინფექციის გადაცემის გზები
გთავაზობთ, ევროპის ხელმისაწვდომი ქალაქების ჩამონათვალს
აღვნიშნავდი არა სათხილამურო კურორტებს, არამედ ბუნებისმოყვარულებისთვის დასასვენებელ ადგილებს
დასვენების ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე კვლავ ატვირთეს
წელიწადში ერთხელ ყველა თანამშრომელი საჩუქრად იღებს 2 000 დოლარს, თუმცა აუცილებელი პირობაა...
ნინი ონიანი საქორწინო მოგზაურობაში იმყოფება
ფორტე დე მარმი თვალწარმტაცი ხედებით გამოირჩევა
+PHOTO ყველაზე უჩვეულო, ლამაზი და შთამბეჭდავი სასტუმროები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:34 / 27-04-2017  Image რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?
4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს
20:48 / 27-04-2017  Image ნარგიზა "ნატვრის ხიდან" - სად არის და როგორია ახლა მაცდური ქალი?
ნარგიზა ყველას ახსოვს, თუმცა მისი ვინაობა ბევრმა არ იცის
18:28 / 27-04-2017  Image "პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი...გადავრჩით" - პოლიციამ დედას დაკარგული შვილი დაუბრუნა
"მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა, არადა 15 უგრძესი წუთი..."
11:46 / 27-04-2017  Image პორტუგალიელი წინასწარმეტყველი - 2017 წლის 13 მაისს მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
ბირთვული ომში აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ჩაერთვება
12:09 / 27-04-2017  Image გამოცდილი დიასახლისების ხრიკი: რატომ ყრიან ღუმელის ფირფიტაზე მარილს ქათმის შეწვისას?
თითოეულ კილოგრამზე აუცილებელია 40 წუთის თერმოდამუშავება
კვირის ყველაზე კითხვადი
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49