"ბიბლუსის" გრანდიოზული სიურპრიზები მომხმარებელს

"ბიბლუსის" გრანდიოზული სიურპრიზები მომხმარებელს

თანამედროვე ცხოვრების დატვირთული რიტმის გამო დრო ძალიან ძვირფასი გახდა. შესაბამისად, ადამიანებისთვის აქტუალური გახდა ისეთი სივრცეები, სადაც ისინი რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას მოასწრებენ. სადაც არ უნდა იყოთ, მთაში თუ ზღვის სანაპიროზე,  "ბიბლუსის"  დახმარებით ინტელექტუალური დასვენებისთვის თქვენ ყველა პირობა გექნებათ.

როგორია "ბიბლუსის" საზაფხულო გეგმები, თქვენს კითხვებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მარიამ წამალაშვილი პასუხობს.

- რა სიახლეა ზაფხულის სეზონისთვის "ბიბლუსში"?

-სეზონის უმთავრესი სიახლე არის ის, რომ დღეიდან, 13 ივლისიდან, "ბიბლუსის" ქსელში დაიწყო დიდი საზაფხულო 50%-იანი ფასდაკლება. ის გაგრძელდება აგვისტოს ბოლომდე (დამატებით, დაზუსტებულ თარიღს ჩვენი მომხმარებელი გაიგებს სოციალური არხის მეშვეობით). ფასდაკლება მოიცავს 5 ათასამდე დასახელების წიგნს. ასევე არის აუთლეტის წიგნები ლარად და ორ ლარად. ასე რომ, შესანიშნავი სიახლე არის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის მაშტაბით, "ბიბლუსის" ყველა ფილიალში მოქმედებს ეს ფასდაკლება. ძალიან კარგი და ყველასთვის ცნობილი წიგნის სერიები შევიდა ამ ფასდაკლების აქციაში. ვფიქრობ, რომ მომხმარებელი დარჩება ძალიან კმაყოფილი და ქალაქის დატოვებისას საკმაოდ დიდი რაოდენობით წიგნებს გაიყოლებს.

-იქნება თუ არა წელს ზღვის სანაპიროზე "ღია ბიბლიოთეკა"?

-ეს არის ჩვენი სოციალური პროექტი, რომელიც გულისხმობს ბათუმის სანაპიროზე უფასო ბიბლიოთეკის გაკეთებას. ლოკაცია არის კოლონადებსა და შერატონს შორის. წარმოდგენეილი იქნება სანაპირო ზოლზე. წიგნის აღების წესები ძალიან მარტივი არის: მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, წაიღოს ნებისმიერი იქ წარმოდგენილი წიგნი იმ პერიოდით, სანამ ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს ბათუმის სანაპიროზე და ეს გაგრძელდება 2 თვე. ანუ სეზონის დახურვამდე. ეს პროექტი ძალიან პოპულარული იყო და ვფიქრობ, წელსაც პოპულარული იქნება.

- სასკოლო ნივთების გამოფენა-გაყიდვასთან დაკავშირებით რა სიახლეებია?

-გვექნება სიახლე. რადგან ყოველწლიურად რომელიმე დიდ სავაჭრო ცენტრში ვაკეთებთ დიდ გამოფენა-გაყიდვას, წელს ვფიქრობთ, რომ ასეთი ლოკაცია ერთის ნაცვლად, მინიმუმ ოთხი იქნება. ანუ თბილისის არამხოლოდ ერთ უბანს ექნება საშუალება, რომ ასეთ დიდ გამოფენა გაყიდვაზე მოამზადოს ბავშვი სასკოლოდ, არამედ სხვადასხვა უბანს. ლოკაციებთან დაკავშირებით მომხმარებელი აუცილებლად შეიტყობს ჩვენი სოციალური არხის მეშვეობით.

-იგეგმება თუ არა "ბიბლუსის" სამკითხველოს გახსნა რეგიონებში?

-ამას ყოველთვის ვახსენებთ, რომ ჩვენთვის "ბიბლუსი გალერეა" იყო ერთის მხრივ საექსპერიმენტო ფილიალი, იმიტომ, რომ არ ვიცოდით რამდენად მზად იქნებოდა მომხმარებელი ასეთი ფორმატის წიგნის მაღაზიისთვის, რომელიც უკვე წიგნის მაღაზიაზე მეტი გამოდის. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ასეთი ფორმატის ფილიალები აუცილებლად გაიხსნება არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვადასხვა რეგიონებში. თუმცა დაზუსტებით ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ ქუთაისში, ან ბათუმში იქნება. მაგრამ გპირდებით, რომ აუცილებლად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არამხოლოდ დიდ ქალაქს ჰქონდეს წვდომა ასეთ ფილიალზე.

- სასკოლო ჩანთების და ნივთების ფასები როგორ განისაზღვრება თქვენს ქსელში?

-როგორც მე ავღნიშნე, სასკოლო საკანცელარიო ნივთები და სასკოლო პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდად მოიაზრება ბიბლუსისთვის. ჩვენ გვაქვს სასკოლო ჩანთები, რომელიც გათვლილია ყველა საფასო სეგმენტზე. მათ შორის ფასები იმერყევებს დაბლიდან - მაღლა. ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ დავასახელებ ჩანთის ფასი რა იქნება, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა საფასო სეგმენტის დაკმაყოფილებას ვცდილობთ, ამისთვის ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში.

-"ლიბერთინსის" აქციას ეხება თუ არა საზაფხულო არდადეგები?

-"ლიბერთინსის" აქციას საზაფხულო არდადეგები შეეხება იმ მხრივ, რომ დიდი ვარაუდით, ერთ-ერთი აქცია ჩატარდება ბათუმში, ჩვენს სამკითხველო ბიბლიოთეკაში. ამაზე საუბარი მიმდინარეობს ამჟამად. ასე რომ, ვფიქრობ, ის თინეიჯერები და ახალგაზრდები, ვინც ისვენებენ ზღვის სანაპიროზე მათ არ შეექმნებათ ეს დეფიციტი და იქვე ახლოს ჩატარდება აქცია, რომელიც ასე უყვართ... მე ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელში ამ აქციის კომუნიკაციას და ვხედავ, რომ ძალიან აქტიურად ითხოვენ და სთხოვენ "პალიტრაL"-ის წარმომადგენლებს, რომ ეს აქცია არ შეჩერდეს ზაფხულის მანძილზე და ვფიქრობ, ამ შანსს ნამდვილად არ გამოტოვებენ.

-საზაფხულო ფასდაკლების გამო, შაბათის აქციები აღარ იქნება?

-შაბათის აქცია რა თქმა უნდა, დარჩება ძალაში, იმიტომ, რომ შაბათის აქციის მთავარი აზრი იყო ის, რომ პატრიარქმა განაცხადა: შაბათი წიგნის კითხვის დღედ დაწესებულიყო. სწორედ ამიტომ, შაბათი ყოველთვის იქნება აქციის დღე.

-"ბიბლუსი კიდს" აგვისტოში იმუშავებს?

-"ბიბლუსი კიდს" ტრადიციულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საზაფხულო არდადეგები ჩვენ არ შეგვეხება. მომხმარებელს შეუძლია გვეტუმროს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. დილის 10:00 -დან 22:00 საათამდე. ჩვენი ძიძა-პოპინსები სიამოვნებით მიხედავენ და გაართობენ ბავშვებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი გამორჩეული მომსახურეობა. ეს არის განუსაზღვრელი დროით ბავშვის დატოვება, რაც კომფორტულია მშობლისთვის. მათ შეუძლიათ მიხედონ საქმეებს და ბავშვი კომპეტენტური ძიძის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვონ.

-როგორი მომსახურებაა "ბიბლუსი კიდს" -ში?

-"ბიბლუსი კიდს" მოიაზრებს არამხოლოდ გასართობ ცენტრს, არამედ ხელსაქმის გაკვეთილებსაც. ჩვენთან ძალიან დიდი აქცენტი არის გაკეთებული ბავშვის შემოქმედებით განვითარებაზე. წიგნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. ჩვენი ძიძები ზრუნავენ ბავშვებზე იმ მხრივ, რომ ყოველ შაბათს მათთვის არის წიგნის კითხვის დღე. სპეციალურად მოგვყავს სხვადასხვა წიგნების გმირები, რომლებიც უშუალოდ აცოცხლებენ ამ ზღაპრის გმირს და ბავშვებს წიგნებს უკითხავენ. ისინი განსაკუთრებული ყურადღებით უსმენენ უშუალოდ გმირისგან წაკითხულ ზღაპარს. ასევე ჩვენი ძიძები ასწავლიან სხვა ხელსაქმის მიმართულებებს, როგორიც არის ხატვა, ძერწვა და სხვა. ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ ამ ხელსაქმის ტერიტორიაზე. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ დიდ ყურადღებას აქცევენ გართობას და მეტად აინტერსებთ "ფლეიგრაინდი", მაგრამ ეს ასე არ არის. შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტ დროს ატარებენ იმ ტერიტორიაზე, სადაც უშუალოდ ურთიერთობენ ძიძებთან და აკეთებენ ხელნაკეთ ნივთებს, რომელსაც შემდეგ აუქციონზე ფენენ და მშობლები სიმბოლურ ფასად ყიდულობენ თავიანთი შვილების შემოქმედებით ნამუშევრებს. ამ ყველაფერს აქვს საქველმოქმედო სახე. ეს თანხა ირიცხება სხვადასხვა ბავშვთა თავშესაფრებში და ბავშვები, რომლებიც ჩვენ გვსტუმრობენ, ბავშვობიდანვე ეჩვევიან იმ აზრს, რომ ქველმოქმედები უნდა იყვნენ.

- ხომ არ გეგმავთ კაფე "ჩი გუსტაში" "თბილისში ჩარჩენილებისთვის" სიურპრიზებს?

-სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ზოგიერთს უწევს თბილისში დარჩენა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ადგილი არის "ბიბლუსი გალერეა" მოსასვლელად და საღამოს გასატარებლად. აქ არის უამრავი ზონა, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის საინტერესო წიგნი, ასევე აქვე წაიკითხოს თავისუფალ სამკითხველოში, შემდეგ გადაინაცვლოს უგემრიელესი ყავის დასაგემოვნებლად იტალიურ კაფეში "ჩი გუსტა" , ბავშვები კი დატოვონ "ბიბლუსი კიდს"-ში. ზაფხულის ცხელ დღეებს აქ სიამოვნებით გაატარებს მთელი ოჯახი.

"ჩი გუსტას" საზაფხულო სეზონისთვის შესანიშნავი სიახლეები აქვთ. არის საუკეთესო დესერტები, როგორც ნამდვილი იტალიური ნაყინი, იტალიური ცივი ყავა, რომელიც აუცილებლად გააგრილებს ცხელ დღეებს. ასევე არის მსუბუქი იტალირი იოგურტი მათთვის, ვინ უფრთხილდება ფიგურას და უყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ასე რომ, აუცილებლად მომხმარებელს ვურჩევ ეწვიოს "ბიბლუსი გალერიას" ( ჭავჭავაძის №7).

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას