ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:14 / 30-11-2015
გინეკოლოგიური პრობლემები და მათი მკურნალობის გზები
მოზარდებსა და ქალებს გინეკოლოგიურ პრობლემებზე საუბარი ეუხერხულებათ. დედების უმეტესობა მიიჩნევს, რომ შვილის ასეთი მდგომარეობა ზრდასრულ ასაკში მოგვარდება. რა იწვევს გინეკოლოგიურ პრობლემებს და როდის მივმართოთ ექიმს, კითხვებს ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგი, მაკა გეგეჭკორი პასუხობს.


გამოგზავნილი კითხვები:

ანა:
მაქვს თეთრი გამონადენი თხელი, ზოგჯერ სითხის სახით და მაინტერესებს საშიშია და ვის მივმართო ან როგორ ვიმკურნალო?

-გამონადენი ყველა ასაკის და კატეგორიის ქალს აწუხებს. ანას შემთხვევაში თუ ვიმსჯელებთ, ის ალბათ ახალგაზრდა ასაკის არის . ახალგაზრდა ასაკში გამონადენი შეიძლება იყოს სეკრეტორული ფუნქციური, მაგრამ რადგან აწუხებს არ იქნება ურიგო, რომ გაიკეთოს ნაცხის ანალიზი და ნახოს ელემენტარულად ეს არის ფიზიოლოგიური რაც ამ ასაკისთვის დამახასიათებელია, თუ შეიძლება რამე გამომწვევის მიზეზები არსებობდეს.

გიო:
მაწუხებს ტკივილი სასქესო ორგანოსთან (ჯირკვლები) და ასევე სწრაფი ერექცია, რა არის ამის მიზეზი ? და როგორ ვუმკურნალო ამ პრობლემას?

-ამ შემთხვევაში ალბათ ასაკს აქვს მნიშვნელობა. გარდატეხის ასაკში მამაკაცის სასქესო ჯირკვლები იწყებს ფუნქციონირებას და ახალგაზრდების ორიენტაცია ძირითადად აქეთკენ არის მიმართული. არ გამოვრიცხავ სწრაფ ერექციას. ძალიან ბევრი ფაქტორია გარემოში იმისთვის, რომ იწვევდეს სწრაფ ერექციას. მაგრამ რადგან ტკივილი და ჯირკვლები ახლავს, გიოს ვურჩევთ მივიდეს ანდროლოგთან, უროლოგთან, რადგან გაარკვიოს ხომ არ არის რაიმე პათოლოგიურ პროცესთან ასოცირებული ეს ყველაფერი. ასეთი სიპტომები ძირითადად ანთებითმა პროცესებმაც იცის.

პაციენტი:
ყველანაირად ვიცავ ჰიგიენურ წესებს, მაგრამ ყოველდღიურად მაქვს თეთრი გამონადენი, სუნით. რა გავაკეთო აღარ ვიცი. იქნებ თქვენ მირჩიოთ.

-ეს ძალიან გავს ანოს შეკითხვას და რეკომენდაცია იგივე იქნება . რადგან შემაწუხებელია და არასასიამოვნო ფაქტებიც ახლავს. ჯობია ექიმმა ნახოს, გამოკვლევა და მიზნობრივი თერაპია ჩაიტაროს. რადგან ხანდახან ჰიგიენის დაცვა საქმეს ვერ შველის.

თათია:
რას გვეტყვით ჰორმონალურ დარღვევებზე, რა იწვევს ამ პრობლემას?

-ძალიან გლობალური და ზოგადი კითხვაა. ჰორმონები ძალიან ბევრნაირი არსებობს და რამდენაირიც არსებობს იმდენი დარღვევაა. ჰორმონალური დარღვევების დიდ წილს იწვევს სტრესი და სტრესორები. თუ თათია ახალგაზრდაა, ეს შეიძლება იყოს გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული ძალიან ბევრნაირი სტრეს სიტუაცია.
ასაკიც ამ შემთხვევაში აღიქმება სტრეს სიტუაციად, იმდენაირი ფუნქცია ყალიბდება ამ დროს. ჰორმონალური დარღვევებიც ამ ასაკში არ არის უცხო და ისევ და ისევ ალბათ ექიმთან მიმართვა გადაუწყვიტავს ამ დილემას. მე ვერც ვურჩევ რადგან არვიცი რომელი ჰორმონები აქვს მხედველობაში.

ნათია:
მტკივნეული მენსტრუაციის დროს ვის უნდა მიმართოს ქალმა?

-მტკივნეული მენსტრუაციის დროს ქალმა ჯობია მიმართოს გინეკოლოგს , რეპროდუქტოლოგს რათა დაადგინოს ესეც რაიმე დაავადებასთან ხომ არ ასოცირდება. მტკივნეულ მენსტრუაციას ხშირად იწვევს ანთებითი პროცესები, ასევე პათოლოგია, რომელსაც იწვევს გენეტალური ენდომეტრიოზი, მაგრამ ხანდახან გოგონებში არის ხოლმე ე.წ. იდიოპათიური ანუ უმიზეზო. ამდენად მაინც ჯობია დასკვნა ექიმა გააკეთოს.

ნინა:
სქესობრივი კონტაქტის დროს ხშირად მაქვს ტკივილი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რას გვირჩევთ?

-სქესობრივი ცხოვრების დროს ტკივილს დისპალეონია ქვია. მას ხშირად იწვევს ხოლმე ანთებითი პროცესიც , ასევე ხშირად იწვევს ხოლმე სიმშრალე სასქესო გზებში , ასევე გამომწვევია ფსიქოლოგიური გაუთვითცნობიერება, ან ინიციაცია ადრეულ სტადიებზე. ასე რომ, თითქმის ყველა კითხვაზე იქით მივდივართ რომ ექიმთან ვიზიტი ყველა პრობლემას გადაგაწყვეტინებთ.

პაციენტი:
მშობიარობის
შემდეგ (ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე) ექიმმა მითხრა, რომ მაქვს უნაგირისებრი საშვილოსნო და შეიძლება ეს საშიში იყოს, როგორც სექსუალური აქტის, ასევე მშობიარობის დროს. ამან ძალიან დამაკომპლექსა, არც მეორე შვილზე მიფიქრია, რას მირჩევთ?

-უნაგირა საშვილოსნო არის საშვილოსნოს განვითარების ერთ-ერთი ვერსია. რადგან ამ ადამიანმა ერთხელ უკვე ფიზიოლოგიურად იმშობიარა, შეუძლია შიშს თავი ანებოს . ამას მისთვის არ შეიშლია ხელი არც დაორსულებაში, არც მშობიარობაში და ნუ დაკომპლექსდება. ეს არის ნორმის ერთ-ერთი ვერსია.

ქეთი:
რომელი ორგანული პათოლოგიები იწვევს საშვილოსნოდან სისხლდენას?

-ორგანულ პათოლოგიებში რა ქონდა მხედველობაში ქეთის საინტერესოა, იმიტომ რომ სისხლდენა საშვილოსნოდან შეიძლება იყოს ფუნქციური და შეიძლება იყოს გარკვეული სტრუქტურების ზრდით გამოწვეული. საშვილოსნოდან სისხლდენას ასეთი მარტივი კითხვა-პასუხის გზით ვერ გაუმკლავდება ადამიანი, რადგან ზოგჯერ ძალიან სერიოზულ ფორმებსაც იღებს. ამიტომ ექოსკოპიური გამოკვლევა , ჰორმონული გამოკვლევა დინამიკაში გვაძლევს პასუხს. ის შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ღრუს პოლიპმა, საშვილოსნოს ყელის პოლიპმა , ენდომეტრიოზმა , საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებამ , ჰიპერპლაზიამ და სხვა.






13:32 / 22-02-2017
Keto
0
Iqneb mipasuxot
13:31 / 22-02-2017
Keto
0
Gamarjobat mainteresebs urtiertobidan 1 kvirashi achvenebs tu ara testi swor pasuxs
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:54 / 29-06-2017  Image რა ვითარებაა რეგიონებსა და თბილისის უბნებში, სადაც ცოტა ხნის წინ ძლიერი წვიმა იყო
საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე მეწყერი ჩამოწვა
18:24 / 29-06-2017  Image ვარკეთილში 19 წლის ბიჭმა 41 წლის მამაკაცი მოკლა - შსს განცხადებას ავრცელებს
+VIDEO მან მამაკაცს გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
11:33 / 29-06-2017  Image რატომ უნდა გიხაროდეთ, თუ თქვენი შვილი ცაციაა - ცნობილი ცაციები და მათი ცხოვრების სტილი
ლიდერობა ახასიათებთ, უყვართ ცხოველები, საუკეთესოები არიან სპორტსა და ხატვაში...
19:25 / 29-06-2017  Image ლიზა ყენიას "ცხელი" ფოტოები ბათუმიდან
+PHOTO ლიზა ზღვისპირა ქალაქში შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრა
16:04 / 29-06-2017  Image რატომ დააგვიანეს ავსტრიელმა ტურისტებმა სტამბოლის რეისზე და რა კავშირშია ეს რძის პროდუქტების მწარმოებელ ქართულ ბრენდთან
სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში ოჯახები მართლაც ეჯიბრებიან, თუ ვის შეუძლია უკეთესი სულგუნის დამზადება
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49