ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:01 / 10-12-2015
პირის ღრუს პათოლოგიები და ჰიგიენა
ბევრი ჩვენგანისთვის კბილების მოვლა შემოიფარგლება ჯაგრისის 30 წამიანი "გამოვლებით" პირის ღრუში. თითქმის ყველა აკეთებს ამას დღეში 2-ჯერ. სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ კი ძალიან უკვირთ, თუ რატომ აღმოაჩნდათ კარიესი, ნადები და სხვა მრავალი პრობლემა. როგორ უნდა მოვუაროთ კბილებს, კითხვებს სტომატოლოგი, ოთარ ჩხაიძე უპასუხებს.

ქეთი:
3 წლის ბავშვისათვის რომელ კბილის პასტას მირჩევდით? რას ნიშნავს კბილის პასტის "ტუბიკზე" სხვადახვა ფერის ზოლი?

-საქართველოს ბაზარზე არსებობს სხვადსხვა კბილის პასტები. შესაბამისად მე ვერ დავაკონკრეტებ, რომ ერტი ვარგა და მეორე არა. მაგრამ ყველა ფირმა გვაწოდებს ასაკის მიხედვით სხვადსხვა კბილის პასტას. შესაბამისად ნებისმიერი ფირმის კბილის პასტა შეუძლია შეიძინოს მშობელმა და მოახმაროს ბავშვს. რაც შეეხება ფერთა გამას კბილის პასტაზე, შეიძლება ეს ფერთა გამა განპირობებული იყოს ანტიკარიესული პროფილაქტიკა, ნადების საწინააღმდეგო მოქმედება, კალციუმით გაჯერება. არსებობს ფერთა გამები ასევე კბილის პასტის შეფუთვაზე, რომელიც არის ღრძილების დანიშნულების, ზოგი მათეთრებელი და ა.შ.

2)
როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვის კბილებს, იქნებ სპეციფიკური რჩევები გაქვთ?

-ბავშვის კბილებს ამოჭრისთანავე სჭირდება მოვლა. ზოგ მშობელს მიაცნია, რომ რადგან სარძევე კბილია მოვლა არ სჭირდება. მაგრამ ეს ასე არ არის, ჩვეულებრივად, ბავშვმა, როგორც მოზრდილმა ადამიანმა დღეში ორჯე-სამჯერ აუცილებლად უნდა გამოიხეხოს კბილები. აუცილებელია ბავშვთა სტომატოლოგთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ, რომ მუდ მოხდეს კონტროლი პირის ღრუსი. 5-6 წლის ბავშვები აუცილებლად უნდა მივიყვანოთ სტომატოლოგთან. ამ პერიოდში ხდება მუდმივი კბილის ამოჭრა. არ არის ვალდებული ყველა მშობელი ინფორმირებული იყოს რა ასაკში ამოიჭრება მუდმივი კბილი, ამიტომ აუცილებელია ამ პერიოდში სტომატოლოგთან ვიზიტი, რომ არ გამოგვეპაროს დასაწყისი კარიესი. ეს არის პირველი მუდმივი კბილი და მას სჭირდება მოფრთხილება.
ბავშვი იბადება 36 კბილის ჩანასახით. აქედან 20 სარძევეა, 16 მუდმივი. ამიტომ არის აუცილებელი მუცლადყოფნის პერიოდში კალციუმის შემცველი რძის პროდუქტების მიღება და ა.შ. რადგან ეს ყველაფერი აისახება მომავალში.

ნანა:
ვისთვის არ შეიძლება კბილების გათეთრება და რატომ, ასევე მაინტერესებს, წელიწადში რამდენჯერ არის რეკომენდირებული კბილების გათეთრება. თქვენ რომელ მეთოდს გვირჩევთ?

-არსებობს პაციენტების ისეთი კატეგორია, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა. ამ შემთხვევასი რეკომენდირებული არ არის. ასევე გააჩნია რა ფირმის გამათეთრებელ სისტემას ვიყენებთ. აუცილებლად უნდა ვიხელმძღვანელოთ რა ფირმის გამათეთრებელს მოვიხმართ, იმ ფირმის ინსტრუქტაჟი. ზოგი გვეუბნება რომ ექვს თვეში ერთხელ არის შესაზლებელი, ზოგიც გვეუბნება, რომ წელიწადში ერთხელ. მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ კაპებით და ლაზერით გათეთრებას. კაპები ეს არის გამათეთრებელი სისტემა, რომელსაც პაციენტი თვითონ მართავს გათეთრების პროცესს. სახლში მოიხმარს ამას. ლაზერი კი ხდება სტომატოლოგიურ კლინიკაში.

ლალი:
რა იწვევს თანკბილვას დარღვევას და რატომ მიიჩნევა, რომ ის შეიძლება ხერხემლის გამრუდების მიზეზი გახდეს?

-თანკბილვას დარღვევა ძალიან დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამ დროს საქმე გვაქვს ისეთ დაავდებებთან, როგორიც არის პარადონტოზი, ამიტომ ამის ყურადღების მიღმა დატოვება არ შეიძლება. ასევე მნიშვნელობა აქვს როგორ ხდება საკვების მიღება მისი დაქუცმაცება, რადგან არასაკმარისად დაქუცმაცებულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

მაკა:
რა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას?

-ღრძილებიდა სისხლდენა არის ანთების პირველი ნიშანი, ამიტომ
საჭიროა ყურადღების მიქცევა. ღრძილებიდან სისსხლდენა სეიზლება
გამოიწვიოს პარადონტიტმა, მსუბუქმა დაავდებებმა. ამიტომ ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. აუცილებლად საჭიროა კონსულტაცია ექიმთან. თუ ამას არ მივაქციეთ ყურადღება მოყვება გართულება. რადგან უბრალო მცირე დაავადება შეიძლება პარადონდიტის მიზეზი გახდეს. ღრძილებთან პრობლემას იწვევს პირველ რიგში ნადები. 80 % მოსახლეობისა, არასწორად იხეხავს კბილებს. მნიშვნელობა აქვს ჯაგრისის მიმართულებას. რამდენჯერ ვიხეხავთ, რომელ კბილის პასტას მოვიხმართ. ერთი კბილის პასტა არ უნდა მოვიხმაროთ, ყოველთვის სხვადსხვა დანიშნულების უნდა გამოვიყენოთ. (უნდა ვცვალოთ). ჯაგრისი ყოველთვის უნდა იყოს (M) . ის დამოკიდებულება, რომ "სისხლი მომდის ღღძილიდან და კბილს ამიტომ არ ვიხეხავ" ეს უარესია. ამით ცეცხლზე ნავთს ვასხამთ.
11:41 / 24-12-2015
???
0
მომიტევეთ,მაგრამ,არადამაკმაყოფილებელი პასუხებია.
19:08 / 17-12-2015
nana
0
როგორ მოვუაროთ კბილებს ორსულობის დროს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:29 / 29-06-2017  Image თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმაა
საქართველოში არამდგრადი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება
18:24 / 29-06-2017  Image ვარკეთილში 19 წლის ბიჭმა 41 წლის მამაკაცი მოკლა - შსს განცხადებას ავრცელებს
+VIDEO მან მამაკაცს გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
11:33 / 29-06-2017  Image რატომ უნდა გიხაროდეთ, თუ თქვენი შვილი ცაციაა - ცნობილი ცაციები და მათი ცხოვრების სტილი
ლიდერობა ახასიათებთ, უყვართ ცხოველები, საუკეთესოები არიან სპორტსა და ხატვაში...
19:25 / 29-06-2017  Image ლიზა ყენიას "ცხელი" ფოტოები ბათუმიდან
+PHOTO ლიზა ზღვისპირა ქალაქში შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრა
16:04 / 29-06-2017  Image რატომ დააგვიანეს ავსტრიელმა ტურისტებმა სტამბოლის რეისზე და რა კავშირშია ეს რძის პროდუქტების მწარმოებელ ქართულ ბრენდთან
სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში ოჯახები მართლაც ეჯიბრებიან, თუ ვის შეუძლია უკეთესი სულგუნის დამზადება
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49