საახალწლო კერძები

საახალწლო კერძები

ინტერნეტკონფერენცია ახალი წლისთვის მკითხველს განსაკუთრებულ რუბრიკას სთავაზობს.

დეკემბრის თემად ავირჩიეთ საახალწლო სუფრის კერძების რეცეპტები.

თუ თქვენ გაქვთ ტრადიციული და განსხვავებული კერძების განსაკუთრებული რეცეპტი, შეგიძლიათ ამბები.გე-ზე მიმდინარე ინტერნეტკონფერენციაში მიიღოთ მონაწილეობა და გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება ჩვენს მკითხველს.

რეცეპტების და რჩევების გაზიარება შეგიძლიათ კომენტარების ველში.

საცივი: 

ინდაური ან ქათამი

300 გრ. ხახვი

3-4 ჩ.ჭ. ნიგოზი

2 ს.კ. ფქვილი

2 ცალი კვერცხი

1 კბილი ნიორი

1 ძირი ქინძი

1/2 ჩ.კ. დარიჩინი

1/2 ჩ.კ. ძმარი

3-4 მარცვალი მიხაკი

წიწაკა და მარილი გემოვნებით

რა თქმა უნდა პირველ რიგში კარგად ვასუფთავებთ, (გავრუჯავთ), გავრეცხავთ ინდაურს, ან ქათამს, მოვატავსებთ ქვაბში, დავასხამთ წყალს და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. როცა მოიხარშება, ამოვიღებთ ქვაბიდან, მოვაყარით მარილს და შევდგათ ღუმელში ოდნავ შესაწვავად, ისე რომ ფერი შეიცვალოს.

ძალიან წმინდად დავკეპოთ გასუფთავებული ხახვი. მოსაშუშად დავასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და ფრინველის ნახარშის სიმსუქნე; 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გაცრილი ხორბლის ფქვილი და კიდევ ვშუშოთ ხახვთან ერთად. როცა კარგად მოიშუშება, თანდათან გავხსნათ ინდაურის ან ქათმის ნახარშში, ჩავუმატოთ მიხაკ დარიჩინთან და დაფნის ფოთოლთან ერთად მოდუღებული ღვინის ძმარი. შევანელოთ დანაყილი ნივრით, პილპლით, ქინძით, კამით, ოხრახუშით, ხმელი სუნელით. ყველა ეს სანელებელი გავხსნათ საცივის წვენში, 5-10 წუთით წამოდუღების შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავუმატოთ ყვითელ ყვავილთან (ზაფრანა) ერთად ძალიან წმინდად დანაყილი ნიგოზი, გახსნილი ბულიონში.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას