ლაზერული ეპილაცია

ლაზერული ეპილაცია

ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა, მაშინაც კი, როდესაც არც კოსმეტიკური საშუალებები იყო და არც ნელსაცხებლები. კანის, თმის მოვლა, სხეულიდან ზედმეტი თმის მოცილება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომში იცოდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ეს პროცედურები გაამარტივა, მაგრამ ერთგვარი შიშიც გააჩინა ლაზერული ეპილაციის მიმართ. უქმნის თუ არა საფრთხეს ამგვარი პროცედურები ქალის ჯანმრთელობას?

კითხვებს ექიმი ლაზეროთერაპევტი, თამარ გაგუა პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

მაკა იმნაძე:

რით განსხვადება დიოდური ლაზერი ალექსანდრიტის ლაზერისგან?

- ორივე გახლავთ ლაზერული სხივი, რომელიც მიმართულია ჭარბთმიანობის სამკურნალოდ. ალექსანდრიტის ლაზერი მუშაობს მხოლოდ მუქი პიგმენტის მქონე თმაზე. დიოდური ლაზერი მუშაობს სხვა დანარჩენი პიგმენტის მქონე თმაზე.

- თუ რომელი ლაზერი სჭირდება პაციენტს, ამისტვის აუცილებელია გაკეტდეს თმის ღერის დიაგნოსტიკა, რაც ნებისმიერ ფილიალში კეთდება უფასოდ და შესაბამისად ექიმის რჩევით უნდა დაიწყოს პაციენტმა მკურნალობა ლაზერზე.

ნინო ლომინაძე:

ლაზერული ეპილაციის შემდეგ სახეზე გამიჩნდა გამონაყარი. როგორ ვუმკურნალო?

-ძალიან მნიშვნელოვანია სახის კანის მომზადება პროცედურამდე და მისი მოვლა პროცედურის შემდეგ. აუცილებელია პროცედურამდე მოვაწესრიგოთ სახის კანი, ანუ მოვაშოროთ მაკიაჟის ნარჩენი და გავათავისუფლოდ ცხიმისგან.  ვინაიდან გაწმენდის სემდეგ სახის კანი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში სასურველია პაციენტმა გამოიყენოს ანტისეპტიკური საშუალებები და ასევე დამამშვიდებლები.

ნინია ალანია:

შეუძლია თუ არა ლაზერს, სამუდამოდ მოგვაცილოს თმა?

-ლაზერული ეპილაცია გახლავთ თანმიმდევრული პროცესი. თუკი თანმიმდევრულად არის პროცედურები ჩატარებული ექიმის დანიშნულებით, -ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პაციენტი სამუდამოდ გათავისუფლდეს ჭარბთმიანობისგან.

ინგა სანაძე:

როგორ გავარკვიო ვარ თუ არა ალერგიული ლაზერული სხივების მიმართ?

-თუკი პაციენტს თავიდანვე აქვს ჩამოყალიბებული ალერგიული ფონი მზის სხივების მიმართ, ამ შემთხვევაში შესაზლოა ლაზერის რომელიმე სხივმა მისცეს ალერგიული რეაქცია.

ეკო ფირცხალავა:

რეკომენდირებულია თუ არა ორსულობის პერიოდში ლაზერული ეპილაცია?

- არანაირად არ გახლავთ ჯანმრთელობისთვის საზიანო. მათ შორის ორსული ქალბატონებისთვის. თუმცა სხვადსხვა ქვეყნებში, სამედიცინო სტანდარტებით ცნობიალია, რომ ორსულმა ქალება უნდა შეიკავონ თავი ლაზერული ეპილაციისგან. თუმცა თუ პაციენტი არის გამოუვალ მდგომარეობაში ეს უკვე მისი გადასაწყვეტია გაიკეტებს თუ არა პროცედურას.

ქეთი სუხაძე:

მტკივნეულია თუ არა ელექტრო ეპილაცია?

-ზოგადად, ესთეტიკური პროცედურები არ არსებობს ისეთი, რომელიც იქნება უმტკივნეულო.მაგრამ არსებობს ესპანური აპარატი, რომელსაც აქვს უმტკივნეულოდ ჩატარების პროგრამა და ერთჯერადი ოქროს ნემსები, რომელიც უფრო მეტად უსაფრთხოს ხდის პაციენტისთვის პროცედურის გაკეთებას.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას