კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:34 / 18-02-2016
მეტყველების პრობლემა ბავშვებში
რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის ითვლება დაგვიანებულად პატარას ალაპარაკება? - ამ და სხვა კითხვებს ფსიქოთერაპევტი, დავით ანდღულაძე პასუხობს.

მაგდა:
რომელი ასაკიდან იწყებს ბავშვი სრულყოფილად ლაპარაკს?

ეს არის ინდივიდუალური. შეიძლება ბავშვი 2 წლის ასაკში სრულიად გამართულად მეტყველებდეს. შესაძლებელია 4 წლის ასაკამდე საკმაოდ გაუგებარი იყოს მისი საუბარი. მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა არის ინდივიდუალური.

მანანა:
ჩემს 3 წლის შვილს ებმის ენა - როგორ მოვიქცე?

- გასარკვევია რა მიზეზით ებმის ენა. ეს არის კონკრეტულად ბგერის ვერგამოთქმის პრობლემა და ბევრი სამუშაოა ამ მხრივ ფსიქოთერაპევტის მიერ. ან არ ებმოდა ენა და შემდეგ დაეწყო ეს პრობლემა. თუ სხვა რამ. ყოველი კონკრეტული შემთხვევის მთავარი პირობაა, რომ ბავშვი უნდა იყო შეფასებული და შესაბამისად შემდეგ მოვიფიქრებთ რა მიმართულებით იქნება ჩარევა საჭირო.

ნინაკა:
როგორ გავამდიდროთ პატარების სამეტყველო ლექსიკონი?

-ჩვენ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება ფართო ლექსიკა. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ. არ უნდა გვეზარებოდეს რაღაცის ახსნა. კონკრეტულ თემებზე გაშლილად საუბარი. არის მულტიპლიკაციური ფილმები, ზღაპრის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენ სიტყვას ვერ ვამბობთ რამდენიც გვხვდება ზღაპარში თუ სხვა მხატვრულ ლიტერატურაში. მთავარი არ უნდა გვეზარებოდეს ბავშვთან საუბარი და კითხვა. ეს აფართოებს ბავშვის ლექსიკას.

დიმა:
ჩემი შვილი 6 წლის იყო, როცა ძაღლმა შეაშინა. მას შემდეგ ენის ბორძიკით ლაპარაკობს. განკურნებადია თუ არა?

- განკურნებადი არის. საჭიროა ფსიქოთერაპევტის ოპერატიული ჩარევა. საერთოდ, ენაბორძიკობის უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია შიშთან. რაც მთავარია განკურნებადი არის.

მამუკა:
როგორ ვუმკურნალოთ ენის ბორძიკს მოზარდებში?

ისევე უნდა ვუმკურნალოთ როგორც ბავშვებში. არსებითი სხვაობა არ არის. უბრალოდ ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო - "ყველას თავის ენაზე ველაპარაკებით", თავის შესაბამისს სავარჯიშოს ვასწავლით . არის ბგერების გამოთქმის კონკრეტული სავარჯიშო. ასევე არის ფსიქოთერაპიული სავარჯიშოები, არის ეტაპობრივი პროცედურა და ამ პროცედურას უნდა გავყვეთ. მკურნალობის წესების მიდგომებში არსებითი განსხვავება ნამდვილად არ არის.

ეკა:
რამდენად ეფექტურია ენის ბორძიკის მკურნალობა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ელექტრონულ მოწყობილობათა დახმარებით?

-რომ ვთქვათ რომ არ არის ეფექტური-სწორი არ იქნება, რადგან ენის ბორძიკთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ არის ეფექტური. ეფექტურობის ძალიან მაღალი ხარისხი ახასითებს ყველა მკურნალობის მეთოდს. რაც არის მიმართული ემოციის მართვის სწვალაზე და ახალი უნარჩვევის ჩამოყალიბებაზე.

მირიანი:
გადაეცემა თუ არა ენებორძიკობა მემკვიდრეობით?

-ენაბორძიკობა გადმოეცეს გენეტიკურად არ არსებობს.

სოფო:
არსებობს თუ არა ენის ბორძიკის სამკურნალო მედიკამენტები?

-არსებობს სამკურნალო მედიკამენტები, რომელთაც უწერია რომ გამოიყენება ენაბორძიკობის დროს, მაგრამ როგორც ავღნიშნე, გარდამტეხი წვლილი არ აქვს.
(მაგალითად ეპილეპსიას ხსნის ანტიეპილეპსიური პრეპარატი) ასეთი რამ ენაბორძიკობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

იხილეთ ვიდეო







09:50 / 19-05-2016
Chemi shvili wlis da 8tvisa daaa yvelaferi esmis absoliturad magram jer verlaparakobs kargad mxolod sityvebi icis saxelebi gadabmulad jere ver laparakobs sashishia aris rame
Lela
13:25 / 22-03-2016
nu geshiniat chem shvilsac daemarta enis bordziki shihze, erti celi sad ar mkavda bolos vumkurnale gia natriashviltan exla gauara rac mtavaria mikevit kurs tavi ar daanebebinot
cici
მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილი ბავშვი ქრისტეს მიჰყავს თავისთან, ვითარცა პატარა ანგელოზი
ვინ არ შეიძლება იყოს ბავშვის მშვილებელი და რა ეკრძალება შვილის აყვანის მსურველს
კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპაციალისტები უპასუხებენ
ასე გამოვიდა განახლებული კვერცხუჯრედი სამი მშობლის დნმ-გან
ხშირად გაიგონებთ მსგავს გამოთქმებს და აზრებს, რომ მაგალითად, ერთი წლის ბავშვს არ უნდა გადაუხადო დაბადების დღე
მეცნიერებმა შეისწავლეს თუ როგორ მოქმედებს მშობლების ასაკი მათი შვილების ჯანმრთელობაზე
მსხვერპლის ოჯახისადმი გადასახდელი თანხა 4 700 ევროდან 5 000 ევრომდე გაზარდა
"ბავშვის ორგანიზმი მოზრდილისგან იმით განსხვავდება, რომ იგი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება"
"სისხლდენის საფრთხე არსებობდა, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ბათუმიდან რეანიმობილის ჯგუფი გამოვიძახეთ"
შეიძლება თუ არა ყინულის ჭამა? სეირნობისას ბავშვს შარფი ცხვირ-პირზე მოვახვიოთ თუ არა?
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:55 / 25-02-2017  Image ხვალ შენდობის დღეა
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება,
14:22 / 25-02-2017  Image "მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"უნდა რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს"
15:01 / 25-02-2017  Image არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს
09:58 / 25-02-2017  Image "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა
"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა
08:54 / 25-02-2017  Image ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ
+VIDEO პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49