თევზისა და ხიზილალის ხარისხსსა და დამზადების ტექნოლოგიაზე მომხმარებლის კითხვებს "ოკეანეს" ტექნოლოგი პასუხობს

თევზისა და ხიზილალის ხარისხსსა და დამზადების ტექნოლოგიაზე მომხმარებლის კითხვებს "ოკეანეს" ტექნოლოგი პასუხობს

"ნიკორას" მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს "ოკეანეს" ხიზილალა და კალმახი, რომელიც ოზურგეთში - კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ.

ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.

"ოკეანეს" პროდუქციის ხარისხსა და დამზადების ტექნოლოგიაზე - მომხმარებლების კითხვებს "ნიკორას " შვილობილი კომპანიის "ოკეანეს" ტექნოლოგი გიორგი ჩაბიჩაძე პასუხობს.

-როგორ ხდება თევზის შებოლვა? როგორ უნდა გავარჩიოთ რომ ხარისხიანია და არ არის მომწამლავი?

-თევზის შებოლვის ტექნოლოგიური პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ის წინასწარი დამარილებით იწყება და შემდეგ, გაშრობა-შებოლვით ხორციელდება. შებოლვისას გამოიყენება მხოლოდ ფოთლოვანი ხის მასალა კერძოდ, წიფელა და მუხა. აღნიშნულ პროცესში საჭიროა დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმი, რაც თევზის შემდგომი შენახვის გარანტიას იძლევა.

ხარისხიან შებოლილ თევზს უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი შეფერილობა, კერძოდ ღია ყავისფერიდან-მუქ ოქროსფერამდე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მომწვანო-მონაცრისფრო ფერი ან ლორწო. აუცილებელია გამოირჩეოდეს შებოლვისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო არომატით და სიმკვრივით. იმისათვის, რომ თევზი იყოს სასარგებლო და ხარისხიანი, ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორც მისი შეძენის ადგილს, ასევე შენახვის პირობებს. აუცილებლად დააკვირდით, დაცულია თუ არა პროდუქტის შენახვის ყველა საჭირო პარამეტრი. შებოლილი თევზის შენახვა 0- +6 გრადუსზეა რეკომენდირებული. ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, თავს უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საზიანო თევზის ყიდვისგან ნამდვილად დაიცავთ.

-მზა კერძები რომ გაქვთ თევზით , თქვენი თევზით აკეთებთ?

-წარმოებაში ძირითადად ნორვეგიიდან იმპორტირებულ ნედლეულს ვიყენებთ. საუბარია ქაშაყზე, ორაგულზე, სკუმბრიაზე... ნორვეგიაში თევზის მრეწველობა მაღალ დონეზეა განვითარებული. შესაბამისად, პროდუქცია ძალიან მაღალი ხარისხისაა. ამ ქვეყნის ნედლეულს, წარმოებაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იყენებენ. "ოკეანეს" საკუთარი წარმოების ხიზილალა და კალმახიც გააჩნია, რომელიც ოზურგეთში - კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ.

-სიომგას თუ ზრდით, ამ სახეობის თევზის ხიზილალა თუ გაქვთ?

-სიომგას ჯერ-ჯერობით არ ვზრდით, შესაბამისად ამ კონკრეტული თევზის სახეობის ხიზილალაც არ გვაქვს. თუმცა, მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს "ოკეანეს" წარმოებული ორაგულისებრთა ხიზილალა, რომელიც ოზურგეთში - კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ.

-რამდენად მზადდება ევროპული სტანდარტების დაცვით?

-წარმოებისას მაქსიმალურად ვიცავთ ყველა საჭირო სტანდარტს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში კი ,,ნიკორას" ხარისხის მართვის სამსახური და საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტები გვეხმარებიან. ამასთან, "ნიკორა" და შესაბამისად მისი შვილობილი ბრენდი "ოკეანე" უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO და НАССР სერტიფიკატებს. აღნიშნული სტანდარტი პირველ რიგში, უვნებელი და უსაფრთხო პროდუქციის გამოშვებას, შესაბამის ტექნიკურ ბაზას, უახლესი დანადგარების არსებობას, კომპანიის მართვის დანერგილ სისტემას და წარმოებული პროდუქციის- ნედლეულიდან დახლამდე გაკონტროლებას გულისხმობს.

-მე გასინჯული მაქვს მაგათი ხიზილალა და მარტო ეგ მომწონს ბოლო პერიოდში. სხვა ხიზილალის გემო მე ვერასდროს გავიგე. თან ვიცი მაინც რომ ჩვენია. საიდან ჩამოაქვთ და რამდენი ხნის წინ, მაგაზე ფიქრი არ მიწევს, მითუმეტეს ბავშვს ვაჭმევ.

-გმადლობთ, რომ გიყვართ "ოკეანეს" წარმოებული პროდუქცია. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმედები არ გაგიცრუოთ.

-შებოლილი თევზი რამდენად კალორიულია, ანუ დიეტის დროს შეიძლება რომ მივირთვათ?

-თევზის სხვადასხვა სახეობას განსხვავებული კალორიულობა აქვს, რაც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტების ეტიკეტებზეც მითითებულია. მაგალითად, ცივად შებოლილ სკუმბრიას შემთხვევაში, 100 გ პროდუქტის კვებითი ღირებულება 151 კკალ შეადგენს. თუმცა, დიეტის დროს შებოლილი თევზის მიღების შესახებ რეკომენდაცია უმჯობესია დიეტოლოგთან გაიაროთ. ისე კი გირჩევთ, რომ დიეტის პერიოდში "ოკეანეს" წარმოებული შეცივებული ან ცოცხალი მოხარშული კალმახი მიირთვათ. ორივე შემთხვევაში 100 გ პროდუქტის კვებითი ღირებულება 120 კკალ შეადგენს. "ოკეანეს" პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://nikoraproducts.ge/georgian/products/okeane-fish-production

-რა ღირს ხიზილალა?

-გვაქვს სხვადასხვა სახეობის და წონის ხიზილალა. შესაბამისად ფასებიც განსხვავებულია. "ნიკორას" სუპერმაკტებში შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც "ოკეანეს" წარმოებული, ასევე "ოხოტომორიეს" და "კრასნი სტანდარტის" ხიზილალა.

მაგალითად, "ოხოტომორიეს" ორაგულისებრთა ხიზილალის 130 გ- იანი შეფუთვის ფასი 22.95 ლარს შეადგენს, "კრასნი სტანდარტის" იგივე წონის ხიზილალის ღირებულება კი 16. 45 ლარია. რაც შეეხება "ოკეანეს" ხიზილალას, რომელიც ოზურგეთში კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ, 1 კილოგრამის ღირებულება 120 ლარს შეადგენს.

-რა სახის აქციები გაქვთ თეზეულის პროდუქციაზე?

-"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელში სხვადასხვა სახის პოდუქციაზე აქციები გამუდმებით მოქმედებს. არის როგორც თვის, ასევე შედარებით მოკლევადიანი აქციები. ამჟამად, კონკრეტულად "ოკეანეს" წარმოებულ თევზეულზე, განსხვავებული სახის ფასდაკლებას ვთავაზობთ მომხმარებელს. 21 აპრილიდან 23 ივნისის ჩათვლით, "ნიკორას" სუპერმაკეტებში და ჰიპერმარკეტ "ლიბრეში"ყოველი ხუთშაბათი თევზის დღეა. ამ პერიოდში, ყოველ ხუთშაბათს, აღნიშნულ სავაჭრო ობიექტებში, "ოკეანეს" მიერ წარმოებული რამდენიმე სახის პროდუქტის შეძენას მომხმარებელი განსაკუთრებულ ფასად შეძლებს. აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.

აქვე გთავაზობთ თუ რომელ პროდუქციაზე გავრცელდება აქცია :

21 აპრილი- თევზეულის მზა სალათები;

28 აპრილი- "ოხოტომორიეს" ხიზილალა; სიომგა ნახევრადშებოლილი 170 გ, სიომგის ფილე ნაკლებმარილიანი;

5 მაისი- დამარილებული თევზეული;

12 მაისი- თევზის კონსერვები;

19 მაისი- თევზის პრესერვები;

26 მაისი- გაყინული თევზეული;

2 ივნისი- თევზის კონსერვები;

9 ივნისი- თევზეულის მზა სალათები;

16 ივნისი- ცივად შებოლილი თევზეული;

23 ივნისი- თევზის პრესერვები;

-გურიაში ვცხოვრობ და არაფერი მსმენია, თუ თევზი აქ გამოგყავდათ. მართალია "ხეზე ასვლა" გვასწავლეთო, არ გთხოვთ, მაგრამ იქნებ გვითხრათ როგორ მოახერხეთ, ასეთი დიდი კომპანიის მარაგისთვის საჭირო პროდუქციის შექმნა ამ პატარა სოფელში.

-ოზურგეთის რაიონში, სოფელ ვაკიჯვარში საკალმახე მეურნეობა ჯერ კიდევ 1985 წელს აშენდა. მოგვიანებით, სამუშაო პროცესი შეჩერდა და საკალმახე ფაქტობრივად განადგურდა კიდეც. აგერ უკვე 10 წელიწადზე მეტია, ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა ,,ნიკორას" მფლობელობაშია და მის კეთილმოსაწყობად კომპანიამ შესაბამისი ინვესტიციაც განახორციელა. სწორედ აქ ხდება ,,ოკეანეს" წარმოებული კალმახისა და ხიზილალის გამოყვანა. ეს არის თანამედროვე საკალმახე მეურნეობა, ახალი ტექნოლოგიებით და დანადგარებით, სადაც თევზის გამოკვება მხოლოდ იტალიური საკვებით ხდება, რაც მომხმარებლამდე მიტანილ ხარისხიან პროდუქციას უზრუნველყოფს.

საკალმახე მეურნეობაში წელიწადში- 300 ტ თევზის გარზრდაა შესაძლებელი. ჩვენს პროდუქციას კი ქართული ბაზრის 15-20 პროცენტი უკავია.

-მაინტერესებს, ხიზილალაც საქართველოში გამოგყავთ?

-დიახ, ოზურგეთის რაიონში, სოფელ ვაკიჯვარში "ნიკორას" საკუთარი საკალმახე მეურნეობა გააჩნია, სადაც მის შვილობილ ბრენდს "ოკეანეს" ხიზილალა გამოჰყავს. საუბარია კალმახის ორაგულისებრთა ხიზილალაზე, რომელიც მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გარდა საკუთარი წარმოების ხიზილალისა, ,,ნიკორას" სუპერმარკეტებში ,,ოხოტომორიეს" და ,,კრასნი სტანდარტის" წარმოებული, შემოტანილი ხიზილალის შეძენაც შეგიძლიათ.

-როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ სპაციალური მეთოდი თევზის სახეობების გამოსაყვანად, რომელიც სალათებისთვის არის კარგი... როგორ ხდება მათი დამუშავება?

-სალათებში ძირითადად ნორვეგიიდან შემოტანილ ნედლეულს, კონკრეტულად- ქაშაყის ფილეს ვიყენებთ. შემდეგ კი ადგილობრივი ნედლეულით: ხახვით, ნივრით და სხვადასხვა სანელებლებით ვაზავებთ. ნორვეგიაში თევზის მრეწველობა მაღალ დონეზეა განვითარებული. შესაბამისად, პროდუქცია ძალიან მაღალი ხარისხისაა. ამ ქვეყნის ნედლეულს, წარმოებაში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იყენებენ.

-რომელ კომპანიას მიჩნევთ თქვენს კონკურენტად და რა არის ის ნიშა, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?

-მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ზღვისპირა ქვეყანაა, თევზის წარმოების კუთხით, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე არსებობს.

ნედლეული, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, საკუთარი საკალმახე მეურნეობა- ეს მახასიათებლები "ოკეანეს" კონკურენტებისგან ნამდვილად გამოარჩევს. ,,ოკეანეს" ასორტიმენტშია: ცოცხალი, შეცივებული და გაყინული თევზეული, ცივად შებოლილი თევზეული, დამარილებული თევზეული, ნახევრად შებოლილი, დაბალმარილიანი თევზეული, პრესერვები... ასევე საკუთრი წარმოების ხიზილალა, რომელიც ოზურგეთის რაიონში, მდებარე საკალმახე მეურნეობაში გამოჰყავთ.

-როგორ ცნობილია, ბოტულიზმის ტოქსინის წარმოქმნისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება ანაერობულ(უჟანგბადო) სივრცეში. რამდენად უსაფრთხოა თქვენთან დამზადებული შებოლილი თევზი,რომელიც მოთავსებულია ვაკუუმ პაკეტებში?

-"ოკეანეს" წარმოებული პროდუქცია აბსოლუტურად უსაფრთხოა. ჩვენთან თევზი შესაბამის, თერმულ კამერებში იბოლება, სადაც დაცულია ტემპერატურული რეჟიმი, შებოლვის დრო და ყველა საჭირო ტექნოლოგიური პროცესი. რაც შეეხება შეფუთვას- ჩვენი პროდუქცია მომხმარებლამდე მიდის როგორც დაცულ ატმოსფერულ, ასევე ვაკუუმ შეფუთვაში. ორივე შემთხვევაში შეფუთვა- საჭირო საგემოვნო თვისებებს და პარამეტრებს უზრუნველყოფს.

"ოკეანეს" ხიზილალა და კალმახი, რომელიც ოზურგეთში - კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ"- ანუ ხელოვნურია ეგ ხიზილალა, აბა გამოყვანილი რას ნიშნავს, ხელოვნური ვის რათ უნდა?!

-ხიზილალის მიღების პროცესს, ზოგადად გამოყვანას ეძახიან. შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ამაში ხელოვნური ნამდვილად არაფერი არ არის.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას