კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:36 / 31-05-2016
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი მოწიფულ ასაკში. როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვის სიმაღლეში ზრდას, კითხვებს პროფესორი მანანა რუხაძე პასუხობს.


- როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას?
- სიმაღლეში ზრდა განპირობებულაი გენეტიკით. არსებობს ფორმულირება, რომელიც მშობლებს დააინტერესებთ. მაგალითად: მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და დამატებული 6,4 სმ.
გოგონების შემთხვევაში მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და გამოკლებული 6,4 სმ.

ეს ძალიან კარგი ფორმულაა იმისთვის, რომ თვითონვე განსაზღვროვონ თავიანთი სიმაღლე. მთავარი მაინც არის გენეტიკა. ზრდის ასაკსი ბავშვის სრულფასოვანი კვება მნიშვნელოვანია. საკვები აუცილებლად უნდა იყო ვიტამინებით მდიდარი. ეს პროდუქტებია: ხორცი, თევზი, ღვიძლი, ყველი, ხაჭო, რძე ეს აუცილებელია რომ ბავშვმა მიიღოს. გარდა ამისა ბოსტნეულიდან აუცილებელია ვიტამინები. სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი. ზოგიერთი ვიტამინი აუცილებელია იყოს ცხიმთან ერთად, რომ ორგანიზმში თავისი ფუნქცია სეასრულოს. მაგალითად, თუ სტაფილოს და პომიდორს მივიღებთ ცხიმთან ერთად მაშინ ორგანიზმში კარგად შეიწოვება.

ასევე მნიშვენელოვანია ძილის ფაქტორი. ძილში ზრდას ხელს უწყობს ჰორმონი-სომატოტროპული. ამ ჰორმონის 70% გამომუშავდება ღამის საათებში. ამიტომ ის მოსაზრება, რომ ბავშვი იზრდება ღამით - სწორია. თუ ბავშვი კომპიუტერთან ზის ხანგრძლივად, თუ დარღვეული აქვს რეჟიმი, შესაბამისად ზრდის რეჟიმიც ირღვევა.

ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს არის ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა არის სემატოტროპილის ამსიმულირებელი ფაქტორი. როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, მათ შორის გაწელვა გაჭიმვაზე ვარჯიშები საშუალებას გვაძლევს რომ სტიმული მივცეთ სემატოტროპილის გამომუშავებას. ეს არის ჯანმრთელი ადამიანისთვის, მაგრამ არსებობს დაავადებები, რომლებიც ძალიან პატარა ასაკიდან არის საყურადღებო. მშობელი როგორც კი შეამჩნევს რომ ბავშვი ჩამორჩა ზრას, მაშინვე უნდა მიმართონ ბავშვთ ენდოკრინოლოგს.

-გარდატეხის ასაკში ბავშვის სიმაღლის ზრდა, წელიწადში 2-3 სანტიმეტრით არის თუ არა სწორი განვითრაების საფეხური და რას ურჩევთ მსობლებს?

- რომ შევაფასოთ ბავშვის სიმაღლე, ამისთვის არის სპეციალური ჰომოგრამები, სადაც სიმრლე განსაზღვრულია შემდეგი გრადაციით. საშუალო, საშუალოზე დაბალი, საშუალოზე მაღალი, ასევე არის დაბალი და მაღალი. 14 წლის ბავშვი, 150 საანტიმეტრი არის საშუალოზე დაბალი. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებები და თუ კიდევ იქნება ასეთი კითხვა ყველას ერთად ვუპასუხებ, რომ საშუალოზე დაბალ ადამიანებს პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ რომ მოწესრიგებული ჰქონდეთ ძილი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და იკვებოს სწორად. აქვე შეგვიძლია ჩავრთოთ თავისუფალი ამინომჟავების კომპლექტი. ამინომჟავები არის პატარა აგურები, რომლისგანაც მოლეკულები იკრიბება. მაგრამ ორგანიზმში არსებობს ორი ტიპის ამინომჟავები. ერთი არის შეცვლადი და მეორე არის შეუცვლელი. შეცვალდი ნიშნავს, რომ ორგანიზმს შეუძლია სხვადსხვა მიღებული საკვების კომპონენტებისგან სინთეზირება გაუკეთოს და მივიღოთ ის ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. მაგრამ არის ამინომჟავები, რომლებიც სასურველია საკვების სახით მიიღონ. მე ბავშვებში ძალიან პატარა ასაკიდან ვნიშნავ. თუ ბავშვი ჩამორჩება აქტივობაში. ამ დროს ბავშვი გადის ძალიან მნიშვნელოვან ასაკს, რადგან ყველა შრეს აქვს თავისი მოძრაოპბითი აქტივობა. ამინოჟავების ჩარევით ბავშვს ემატება მა
You must have Flash Player installed in order to see this player.
და, უმკვრივდებათ სხეული, იზრდებიან... და ექიმს მეტი რა უნდა.

-როგორია ბიჭებსა და გოგონებში 19 წლის ასაკიდან სიმაღლეში ზრდის შანსები?
- ბიჭებს და გოგონებს აქვთ თავიანთი ზრდის პიკები. მაგალითად გოგონებისთვის ეს არის 10-დან 12-13 წლამდე, ბიჭებისთვის არის 13-14 წელი.
პირადად მე მაქვს კვლევები ჩატარებული სპორტსმენ ბიჭებზე. შევისწავლე წლების მასალა და მათ ჰქონდათ ინტენსიური ზრდა. პირველი პიკი იყო 13-14 წელი. ამასთან აღმოვაჩინე მეორე პიკი: ეს არის 17-დან 19 წლამდე. ასე რომ ჩვენი კითხვის ავტორი ამ პიკის ზღვარზეა. მას კიდევ აქვს შანსი.
აქ მინდა ჩავერთო კიდევ ერთი რჩევით. ეს არის ანტიჰომოტოქსიკოლოგიური მედიცინა. როდესაც ორგანიზმში ვითარდება ისეთი პროცესები, როდესაც იბლოკება ესა თუ ის ფერმენტი. ასეთი დაბლოკვის დროს ის ხელს უშლის ზრდის პროცესს. ამიტომ მე ვაძლევ მათ პრეპარატს, რომელიც ამ ფერმენტების გათავისუფლებას იწყებს. მე პირადად მაქვს ამის გამოცდილება, როცა 24 წლის გოგონამ მომართა თხოვნით, გავიარეთ ერთწლიანი კურსი და სამი სანტიმეტრით მოიმატა.

-რა სახის დაავადებები უშლის ხელს მოზარდის სიმაღლეში ზრდას?
- ნერვიული აშლილობა არის ჩამონათვალში. ასევე მძიმე ინფექციური დაავადებები, ვირუსული დაავადებები, ინტოქსიკაცია, ტეზერის სინდრომი...
ნერვული აშლილობა არის ერტრთი მტავარი, რაც ხელს უშლის ადამიანს სიმარლეში ზრდაში. როცა ადამიანს აქვს ნერვული აშლილობა, შესაბამისად მას არ აქვს ძილი მოწესრიგებული. სომატოტროპილიც ვერ გამომუშავდება იმ რაოდენობით, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის. ცალსახად ვპასუხობ: ნერვული აშლილობა ხელს უშლის ზრდას.

-ზრდასრულ ასაკში არის თუ არა შესაძლებელი დაჭიმვითი ვარჯიშებით რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატოს ადამიანმა?
- პასუხი მინდა რომ ვრცლად გავცე. ადამიანის სიმაღლე ძალიან დინამიური პარამეტრია. მოგეხსენებათ დაბადებიდან ერთ წელში ბავშვი 25 სანტიმენტრით დიდია დაბადების დროს მის სიმაღლესთნ შედარებით. ძალიან ინტენსიური ზრდა გვაქვს წლამდე. შემდეგ ეს ინტენსიური ზრდის სისწრაფე იკლებს. გვყავდა პაციენტი, რომელიც სამ თვეში 15 სანტიმეტრით გაიზრდა და გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ მიჰყვა განვითარებასში საყრდენ მამოძრავებელ სისტემას, რის გამოც ეს ბავშვი ცუდად ხდებოდა. 17 კარდიოგრამ მაინც გადავუღეთ. გული ჯანმრთელი ჰქონდა, მიზეზი იყო მისი სიმაღლეში ინტენსიური ზრდა.

ადამიანს აქვს დღიური სიმაღლის ცვლილება. ეს შეიძლება იყოს 0,5-დან 3 სანტიმეტრამდე. გააჩნია რას აკეთებს დღის განმავლობაში. თუ მთელი დღე ზის, ხერხემალი არის მოხრილ მდგომარეობაში, დატვირთული, მაშინ შეიძლება მაქსიმუმ 2 სანტიმეტრი.

ადამიანს ასე აქვს ფიზიოლოგიური სიმრუდეები. ჩვეი ხერხემალი არის S-ის მაგვარი. გვაქვს ორი ჩაღრმავება კისრისა და წელის არეში. ორი ამობურცვა, ანუ კიფოზი - გულმკერდისა და გავაკუდუსუნის არეში. ასაკთან ერთად ეს განიცდის გაღრმავებას. ამის ხარჯზე ადამიანი იკლებს სიმაღლეში. ეს კლება კი შეიძლება 11 სანტიმეტრიც კი იყოს. ამიტომ აუცილებელია ზრდასრულმა ადამიანმა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. ხრტილის მკვებავები, რაც არის ფაქტიურად სიბერის საწინააღმდეგო. ჩვენი სიბერე იწყება ხერხემლიდან. რადგან ხერხემლის დიკები თანდათან ჯდებიან და ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მათ გამოკვებას.

-რომელ ვიტამინებს გვირჩევთ ბავშვებისთვის, რომელიც მათ ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
- მულტივიტამინები, რომელიც ყველაფერს შეიცავენ. მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს დიდი დოზით კალციუმი D ვიტამინთან ერთად. ვინაიდან კალციუმი მხოლოდ D ვიტამინთან ერთად შეიწოვება. ვიტამინი A და E .

ნანა ჩაიძე
AMBEBI.GE
21:17 / 17-09-2016
ekims rogor davukavshirdet
xatuna
02:26 / 28-07-2016
180+177=357
357:2=178.5
178.5+6.14=184.64
მსგავსი სიახლეები
რას უნდა ერიდოს მოზარდი
ადამიანის ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს
უკანასკნელი 1 საუკუნის განმავლობაში ევროპელები 11 სმ-ით გამაღლდნენ 
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:54 / 23-04-2017  Image თემქაზე მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
+VIDEO| თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა
20:00 / 23-04-2017  Image საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
23:16 / 23-04-2017  Image საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია
პირველადი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში
14:44 / 23-04-2017  Image რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ
მიუხედავად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა, საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტი ვერ გადაარჩინეს
21:31 / 23-04-2017  Image ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი სახლის სახურავიდან გადმოაგდო - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ
კვირის ყველაზე კითხვადი
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49