სანამ გიგი გამოვა... - გაიხსენეთ ყოფილი მერის 24-საათიანი თავისუფლების ქრონიკა 2015 წელს

სანამ გიგი გამოვა... - გაიხსენეთ ყოფილი მერის 24-საათიანი თავისუფლების ქრონიკა 2015 წელს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

სააპელაციო სასამართლომ "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე უგულავას პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განუსაზღვრა, პატიმრობის ვადის ათვლა კი 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდა.

დაათვალიერეთ ფოტოები: 24 საათის ქრონიკა - გიგი უგულავა გაათავისუფლეს და 4 წლით და 6 თვით დააპატიმრეს

ამ ვადის გათვალისწინებით, უგულავა საპატიმროდან 9 იანვარს უნდა გათავისუფლდეს. თბილისის ყოფილი მერის ადვოკატი ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღესვე უნდა დატოვოს, ვინაიდან მისი ინფორმაციით, "პატიმრობის კოდექსში" არსებული ჩანაწერით, თუ სასჯელის მოხდის ვადის წინა დღე უქმე დღეა, პირის გათავისუფლება უფრო ადრე, სამუშაო დღეს უნდა მოხდეს. შესაბამისად, ადვოკატი უგულავას გათავისუფლებას დღესვე ითხოვს.

გიგი უგულავა 2015 წელსაც გაათავისუფლეს საპატიმროდან, თუმცა მხოლოდ 24 საათით. დედაქალაქის ყოფილი მერი პატიმრობიდან 17 სექტემბერს გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

დაათვალიერეთ ფოტოები: 24 საათის ქრონიკა - გიგი უგულავა გაათავისუფლეს და 4 წლით და 6 თვით დააპატიმრეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი