კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:02 / 28-03-2017
ერთიანი ეროვნული გამოცდები - პასუხები კითხვებზე, რომელიც აბიტურიენტებს აინტერესებთ
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
იქნება თუ არა, წელს განსაკუთრებული სიახლეები მისაღებ გამოცდებზე და რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, კითხვებს გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს.

მკითხველი:
შეუძლია თუ არა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ქართულის გარდა სხვა ენაზე?
-საუბარია სავალდებულო გამოცდაზე, ქართულ ენასა და ლიტარტურაში. ეს არის სახელმწიფო ენაში გამოცდა და აქედან გამომდინარე, არსებობს ალტერნატივა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ტერირტორიაზე კონსტიტიციით სახელმწიფო ენა გახლავთ აფხაზური. ასე რომ, ჩვენს აფხაზ აბიტურიენტებს ქართულის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ აფხაზურ ენაზე.

მკითხველი:
რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად?
-მათთვის სხვა რეგულაციებია. მათ მოუწევთ გამოსვლა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და სამი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება. ეს გახლავთ: ზოგადი უნარები, ქართული ენა-ლიტერატურა და ერთ-ერთი უცხო ენა.
აქ საუბარია იამაზე, რომ გადალახონ ბარიერი (ჩათვლის პრინციპია), მაგრამ ჩარიცხვა ძირითადად ხორციელდება შემოქმედებითი ტურების შედეგების საფუძველზე. რადგან კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლები, კონკრეტულ ფაკულტეტზე და მიმართულებაზე შემოქმედებით ტურებს აცხადებს და აბიტურიენტებს მოუწევთ შემოქმედებითი ტურების გავლა და შემდეგ უკვე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობის მიღება.


მკითხველი:
თუ ვაბარებ 5 საგანს, რა პრივილეგია მაქვს და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ არჩევით საგანში ჩავიჭერი?
-იმისათვის, რომ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში, კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩაირიცხოს აბიტურიენტი, საკმარისია ოთხი გამოცდის ჩაბარება. სამი სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი (თავად აბიტურიენტი იღებს გადაწყვეტილებას).
ჩარიცხვის პროცესში არანაირი პრივილეგია არ არის. ასევე თუ აბიტურიენტმა მის მიერ არჩეულ საგანში ბარიერი ვერ გადალახა, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას საგრანტო კონკურსში.


მკითხველი:
საატესტატო გამოცდებზე ბარიერი რამდენი იქნება და როგორ ხდება ქულების ათვლა?
-ხუთიდან ათ ბალიან შკალაზე ითვლება ქულები. გამოსაშვებ გამოცდებზე ბარიერი ძალიან დაბალია ისევე, როგორც წინა წლებში იყო.
5, 5 -ია ბარიერი და
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეს ბარიერი უნდა გადალახოს მოსწავლემ, იმისთვის, რომ გამოცდა ჩითვალოს ჩაბარებულად.


მკითხველი:
ვარ მეორე კურსის სტუდენტი. გავდივარ საგრანტო გამოცდაზე და მაინტერესებს მინიმალური რა ქულა უნდა ავიღო რომ გრანტი მოვიპოვო?
-ეს გახლავთ საგრანტო კონკურსი და სტუდენტებისთვის, ვინც ღებულობს მონაწილეობას საგრანტო კონკურსში გამოყოფილია კონკრტული თანხა და აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ქულაზე, რომელიც უნდა მიიღოს სტუდენტმა იმისათვის რომ დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ. რამდენსაც ეყოფა გამოყოფილი თანხა, იმდენი სრუდენტი დაფინანსდება. როგორც წესი წინა წლების სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, დაახლოებით 200-მდე სტუდენტი ფინანსდება ყოველწლიურად.

მკითხველი:
თუ შეგვიძლია გავიგოთ ქულათა როგორი რაოდენობით მოვხდებით სხვადსხვა სასწავლებელში?
-რა თქმა უნდა შეიძლება, რადგან ეს არის მათი მონაცემები და თავად იციან.


მკითხველი:
პროფესიულ სასწავლებლებზე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია?
-ინფორმაცია, რაც უკავშირდება გამოცდებს, წელიწადში ორჯერ ტარდება. 23 აპრილს არის დანიშნული გამოცდები პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად და აქაც ბუნებრივია კონკრეტული გამოცდა დამოკიდებულია კონკრეტულ მიმართულებაზე და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზეა განტავსებული.
როცა მოსწავლე თუ ახალგაზრდა გაივლის რეგისტრაციას, ეს ინფორმაცია მისთვის არის ხელმისაწვდომი. მოსწავლე თავად ირჩევს ამ მიმართულებას და ამ მიმართულების მიხედვით, კონკრეტული გამოცდები იქნება ჩასაბარებელი.

13:28 / 27-03-2017
ვარ მეორე კურსის სტუდენტი. გავდივარ საგრანტო გამოცდაზე და მაინტერესებს მინიმალური რა ქულა უნდა ავიღო რომ გრანტი მოვიპოვო?
მკითხველი:
21:36 / 26-03-2017
თუ შეგვიძლია გავიგოთ ქულათა როგორი რაოდენობით მოვხდებით სხვადსხვა სასწავლებელში?
მკითხველი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49