როგორ ხდება ჭიებით დაავადება და რომელი პარაზიტია სიცოცხლისთვის საშიში - პარაზიტოლოგის რჩევები

როგორ ხდება ჭიებით დაავადება და რომელი პარაზიტია სიცოცხლისთვის საშიში - პარაზიტოლოგის რჩევები

პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული გართულებები ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მოსახლეობა სათანადო ყურადღებით არ ეკიდება. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი ბავშვთა და მოზარდების პრაქტიკაში.

რამდენად საშიშია პარაზიტები ორაგანიზმში და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება, კითხვებს ექიმი-პარაზიტოლოგი პასუხობს.

მკითხველი:

-როგორ ხდება ჭიებით დაავადება და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?

- პარაზიტების უმრავლესობა ადამიანის ორგანიზმში ხვდება პერორალური გზით, თუმცა შეიძლება შეიჭრას კანიდანაც. როგორ ხდება თავიდან აცილება? - პირველ რიგში, უნდა იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, განსაკუთრებით ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. იმიტომ, რომ ბავშვებში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ჰიგიენური უნარ-ჩვევები. ასევე აუცილებელია მწვანილისა და ბოსტნეულის სათანადო გარეცხვა. თერმულად საკმარისად დამუშავებული თევზისა და ხორცის პროდუქტების მიღება. დაუშვებელია უმი ფარშის გასინჯვა.

მკითხველი:

- შეიძლება პარაზიტები გახდეს პირიდან უსიამოვნო სუნის და სხვა უფრო მძიმე დაავადებების მიზეზი?

- პარაზიტების უმრავლესობა არის ნაწლავური და თავისებურად მექანიკურ ზეგავლენას ახდენს ნაწლავებზე და შესაძლებელია პერესტალტიკის მოშლა გამოიწვიოს. შეწოვითი ფუნქციის დარღვევა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ბაქტერიების, სოკოების გამრავლებას ნაწლავებში. ირღვევა ცილების, ცხიმების შეწოვა. შესაბამისად, ისინი არიან ცოცხალი ორგანიზმები, პარაზიტები და ასევე თვითონაც გამოყოფენ ტოქსინებს და ცხოველქმედების პროდუქტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში.

მკითხველი:

- რომელია სიცოცხლისთვის საშიში პარაზიტი?

- ნებისმიერი პარაზიტი იმ კუთხით არის საშიში, რომ მას გარკვეული გართულებები შეიძლება მოჰყვეს. დისკომფორტს ქმნის ნებისმიერი პარაზიტი, რაც გამოიხატება მუცლის ტკივილით. შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია. ნერვული სისტემის მხრივ ცვლილებები. ზოგიერთმა პარაზიტმა, როგორიც არის "ასკარიდა",  შეიძლება გამოიწვიოს გაუვალობა, ნაწლავის პერფორაცია.

მკითხველი:

- ღორის სოლიტერი და ღვიძლის ორპირა როგორ ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში და რა ცვლილებებს იწვევენ?

- ღორის სოლიტერი ადამიანის ორგანიზმში ხვდება იმ შემთხვევაში, თუ მივირთმევთ არასაკმარისად თერმულად დამუშავებულ ან უმ ხორცს.

მკითხველი:

- გადამდებია თუ არა პარაზიტული ჭია და როგორ ხდება დაავადების გავრცელება?

- ჭია, როგორც ასეთი ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. მაგრამ ზოგიერთი დაავადებების გამომწვევი კვერცხი, როგორიც არის "კუდამახვილა", "ჯუჯასოლიტერი" განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტის გზით (დაბინძურებული ხელით, ან საყოფაცხოვრებო ნივთის საშუალებით) შეიძლება გადაედოს.

მკითხველი:

- არსებობს თუ არა ისეთი სახეობის ჭია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მუდმივად ბინადრობს?

- ყველა პარაზიტს აქვს თავისი სასიცოცხლო ხანგრძლივობა. მაგალითად, "ასკარიდა" ერთ წელს ცოცხლობს, "კუდამახვილა" ერთ თვეს, "ციოლა" ათ წელზე მეტს. რამდენიმე ათეული წელი შეუძლია იცოცხლოს ადამიანის ორგანიზმში სოლიტერმა. მაგრამ თუ მუდმივი ინვაზიაა, შეიძლება წლების განმავლობაში ადამიანი იყოს დაავადებული.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას