როგორ შევარჩიოთ აკვარიუმი თევზებისთვის და როგორ მოვუაროთ მათ

როგორ შევარჩიოთ აკვარიუმი თევზებისთვის და როგორ მოვუაროთ მათ

თევზებს უამრავი კარგი თვისება გააჩნიათ. ფსიქოლოგების აზრით, ისინი დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამიტომ სხვადასხვა სახის კლინიკაში ხშირად შეხვდებით აკვარიუმს. ბევრს სურს აკვარიუმი სახლში ჰქონდეს, მაგრამ მიჩნეულია, თითქოს თევზების მოვლა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, ამიტომ ადამიანები თევზის ყოლას თავს არიდებენ.

თევზებთან დაკავშირებულ რჩევებს ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორი კონსტანტინე ფხაკაძე გვაძლევს.

მკითხველი:

როგორ და რა სიხშირით უნდა ვკვებოთ თევზები?

-თევზი უჭმელობით არ მოკვდება. ერთი კვირა არ უნდა იყოს ეს უჭმელობის პერიოდი. ზედმეტი და არასწორი კვება კლავს თევზს. ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ თევზი მშიერია, როცა აქტიური რეაქცია აქვს საჭმლის ჩაგდებაზე. არასდროს არ უნდა გამოვკვებოთ თევზი გაძღომამდე.

მკითხველი:

რომელი მცენარე უნდა შევარჩიოთ აკვარიუმისთვის?

თუ გვინდა რომ აკვარიუმში გვქონდეს მცენარეები, საჭიროა იყოს განათება, ტემპერატურული რეჟიმები. მცენარეების კვება და CO-ს დანადგარი, რომელიც აწვდის ნახშიროჟანგს აკვარიუმს.

მკითხველი:

რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ წყალი აკვარიუმში?

- გააჩნია რამხელა აკვარიუმია და რამდენი თევზი გყავთ ამ აკვარიუმში. არის აკვარიუმები, რომელსაც ორ თვეში ერთხელ ვუცვლით მესამედ წყალს. თუ აკვარიუმი პატარა არის ( დაახლოებით 10-20 ლიტრიანი) ასეთ აკვარიუმებს ყოველ კვირას ჭირდება წყლის გამოცვლა, ვინაიდან ბიობალანსის შენარჩუნება ცოტა რთულია.

მკითხველი:

შეიძლება თუ არა სხვადასხვა სახეობის თევზების მოთავსება აკვარიუმში?

- თევზები, რომელიც ჩვეულებრივ წყალში ბინადრობენ, არ შეიძლება ტროპიკული წყლის თევზებთან ავურიოთ, ან ზღვის თევზები მტკნარი წყლის თევზებთან. ასევე არის თევზები, რომლებსაც ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ. ამ ყველაფერს გარკვეული ცოდნა უნდა. გთხოვთ, იხტიოლოგის კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტოთ თევზების მოთავსება აკვარიუმში.

იხილეთ ვიდეო

მკითხველი:

როგორ ავიცილოთ თავიდან თევზისთვის საშიში დაავადებები?

- აკვარიუმში დაავადებები ძირითადად შეგვაქვს ახალნაყიდი თევზისგან. ბევრ მაღაზიაში თევზები იყიდება აკლიმატიზაციის გავლის გარეშე, ანუ კარანტინს არ უტარებენ თევზს. ასეთი თევზები იწვევს სხვადასხვა დაავადებების შეტანას აკვარიუმში.

მკითხველი:

აქვს თუ არა მნიშვნელობა აკვარიუმის მოცულობას?

- აკვარიუმის მოცულობას მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, რამდენი თევზი ცურავს აკვარიუმში. დაახლოებით 200 ლიტრის ზემოთ ითვლება ნორმალური მოცულობის აკვარიუმი. 200 ლიტრის ქვემოთ მქონე აკვარიუმი ბევრ პრობლემებს ქმნის.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას