სურსათის სანდოობა

სურსათის სანდოობა

როგორ დავიცვათ თავი უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები პროდუქტების შეძენისგან? კითხვებს  სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვერიკო გულუა პასუხობს.

მკითხველი: კახა

კონკრეტულად რა გააკეთა და რის გაკეთებას აპირებს სურსათის უვნებლობის სამსახური, რათა საქართველოს მოსახლეობა დაცული იყოს უცხოური და ადგილობრივი მავნე პროდუქტებისგან? როგორ შევარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი?

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური 2006 წლიდან ყოველეწლიურად ახორციელებს სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიულ კვლევას. მონიტორინგი ხორციელდება როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივ პროდუქციაზე.

ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე ეროვნული სამსახური ახდენს შესაბამის რეაგირებას: თუკი სურსათი მავნებელი აღმოჩნდება ადამიანის ჯანმთელობისთვის, ეროვნული სამსახურის გადაწყვეტილებით, ხდება პროდუქციის ქსელიდან ამოღება და განადგურება. ფალსიფიკაციის შემთვევები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს.

მკითხველი: ხათუნა

თბილისის იმ უბანში, სადაც ვცხოვრობ, შარშანაც და წელსაც ნაყინით მოწამვლის რამდენიმე ფაქტი მოხდა. თუ არ ვცდები, ერთი ადამიანი გარდაიცვალა კიდეც. მაინტერესებს, რომელი ფირმის ნაყინია ამ მხრივ სანდო. ასევე რამდენად არის დაცული მაღაზიებში მისი შენახვის პირობები (ტემპერატურა, ვადა და ა.შ.). საერთოდ, თუ ამოწმებს ამას თქვენი ან სხვა რომელიმე სამსახური?

ეროვნულმა სამსახურმა გასულ წელს ჩაატარა როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი წარმოების ნაყინების კვლევა. ერთ-ერთი დასახელების იმპორტირებული ნაყინის სრული პარტია იქნა განადგურებული შენახვის პირობების დარღვევის გამო. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი დასაწყობებული იკო და სარეალიზაციო ქსელში არ მოხვედრილა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ნაყინებში მნიშვნელოვანი დარღევები არ აღმოჩენილა. ინფორმაცია ადამიანის ნაყინით მოწამვლის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. კვლევის შედეგად კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარისობა აღმოჩნდა.

მკითხველი: ვაჟა

მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისის ნებისმიერ სუპერმარკეტში, აღარაფერს ვამბობ გარემოვაჭრეებზე, სასწორები ისეა მომართული, რომ კლიენტის საზიანოდ მოიტყუოს. თქვენ თუ მოგეხსენებათ, ხდება მათი შემოწმება და რამდენად ხშირია დარღვევები?

ეროვნული სამსახურის პასუხისმგებელია სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე. ამ მიმართულებით მომხმარებელთა უფლებების დაცვა სხვა სტრუქტურების პრეროგატივაა.

მკითხველი: ინდირა

ქ. ბათუმში სს "პოპული"-ში 2010 წლის 2 ივლისს შევიძინე კარაქი "სამგორი"400გრ, პლასტმასის შეფუთვით. გამოშვების ვადა მითითებული იყო გარედან მიწებებულ ქაღალდზე, ხოლო შენახვის ხანგრძლივობა თვით ყუთზე იყო მიწერილი, იმავე დღეს გავხსენით საღამოთი და აღმოჩნდა, რომ კარაქი იყო დაობებული. შევეცადეთ კარაქი იმავე დღესვე დაგვებრუნებინა, მაგრამ მოლარემ უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე, გვთავაზობდა იმავე საქონელს გამოშვების იგივე თარიღით, რაზეც უარი განვაცხადეთ, თანხის დაბრუნება არ მოხდა,მიუხედავად იმისა რომ გადახდის ქვითარი თან მქონდა

მაინტერესებს, არსებულ ვითარებაში როდესაც საქონელი არ პასუხობს შესაბამის ხარისხს და უვარგისია მოხმარებისათვის, მე, როგორც მომხმარებელი, რა უფლებით ვსარგებლობ და როგორ დავიცვა თავი, ვის უნდა მივმართო არსებულ სიტუაციაში?

როდესაც ირღვევა მომხმარებლის უფლებები, საქართველოს კანონის მიხედვით -"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

მკითხველი: ნანა

თუ პროდუქტის შეფუთვაზე მითითებული არ არის შემადგენლობა და მავნე ნივთიერებების აღმნიშვნელი ინდექსი (მაგალითა, "ბარამბოს" კარამელის კანფეტი), ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, პროდუქტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა? არის თუ არა კონსერვენტებისა და სხვა ნივთიერების ინდექსების დატანება სავალდებულო?

"ეტიკეტირების შესახებ" წესი ავალდებულებს მეწარმეს, შეფუთვაზე დატანილი იყოს დეტალური ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობისა და იმ საკვები დანამატების შესახებ, რომელსაც ის შეიცავს. ამავდროულად, ეტიკეტზე უნდა იკოს მითითებული გამოშვების ვადა და შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

მკითხველი: ვენერა

ბავშვისთვის ბანანის სარგებლობის შესახებ არაერთმა პედიატრმა მირჩია, თუმცა რამდენიმემ სასტიკად აგვიკრძალა მისი ბავშვისთვის მიცემა. მიზეზად ის დასახელდა, რომ საქართველოში შემოტანილ ბანანს, მალე რომ არ გაფუჭდეს, გარკვეულ ნივთიერებებს უკეთებენ, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

მკითხველი:ზაზა

ერთი პერიოდი საქართველოში ალკოჰოლური სასმლისგან (ძირითადად, არყისგან) მრავალი ადამიანი იწამლებოდა. მაშინ არსებობდა მოსაზრება, "დაბეჭდილი" არყების უმეტესობა ტექნიკური სპირტისგან მზადდებოდა. დღეს რა ვითარებაა ამ მხრივ?

ეროვნულმა სამსახურმა სხვა პროდუქტებთან ერთად ჩაატარა სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელების ლაბორატორიული კვლევა. მნიშვნელოვანი დარღვევები ლაბორატორიული კვლევებით არ დასტურდება. ტექნიკური სპირტის გამოყენების შემთხვევას ადგილი არ ქონია.

მკითხველი: ნოდარი

იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა ზიანი მოაქვს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, როგორ გავარჩიოთ ის ბუნებრივისგან და რამდენად გაჯერებულია ქართული ბაზარი ასეთი პროდუქტით? როგორია თავად სახელმწიფოს პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით და რა მექანიზმი უნდა არსებობდეს მის გასაკონტროლებლად?

სპეციალისტების განმარტებით, ლაბორატორიული კვლევის გარეშე გენმოდიფიცირებული პროდუქტების გარჩევა რთულია. როგორც ცნობილია, ჯერ-ჯერობით ამ პროდუქტების მავნეობა დადგენილი არ არის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის შექნმა, რომელიც დაარეგულირებს გენური ინჟინერიით წარმოებული პროდუქციის მიმოქცევას..

მკითხველი:ლაშა

მაინტერესებს, შებოლილი და დამარილებული "ლუდის თევზი", რომელიც ძირითადად ქუჩაში იყიდება, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის? ვიზუალურად ან სხვა სახელდახელო საშუალებით როგორ შეიძლება მისი ვარგისიანობის დადგენა?

ქუჩაში, ანუ გარევაჭრობის ადგილებში ნებისმიერი პროდუქტის შეძენა საფრთხის შემცველია, ვინაიდან მაღალია მეორადი დაბინძურების რისკი. თევზი მიეკუთვნება მალფუჭებად პროდუქტს და მისი შეძენა გარევაჭრობის ადგილებში, ზოგადად, რეკომენდირებული არ არის.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"