საფრთხე ქვეწარმავლებისგან

საფრთხე ქვეწარმავლებისგან

ზაფხულის დადგომასთან ერთად ადამიანისთვის საშიში ქვეწარმავლები მომრავლდნენ. როგორ დავიცვათ თავი ამ საფრთხისგან, მკითხველთა შეკითხვებს ქვეწარმავლებთან ბრძოლის სეზონური სამსახურის უფროსი გურამ წიკლაური პასუხობს.

მკითხველი: ნუგზარი

ფასანაურის სიახლოვეს მაქვს აგარაკი, სადაც ლამის 10 წელია, არავის უცხოვრია. ამ ზაფხულს მსურს იქ ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვებით დასასვენებლად გავუშვა. ეზოში ბალახი კი გათიბულია, მაგრამ მაინც ვშიშობთ, სარდაფში ან ეზოში ქვეწარმავლები არ იყვნენ დაბუდებული. რამდენად სერიოზულია ჩვენი შიში და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ საფრთხე თავიდან ავირიდოთ?

ბატონო ნუგზარ, ფასანაურში და ფასანაურის სიახლოვეს შხამიანი გველები არ ბინადრობენ. რაც ეხება თქვენს შემთხვევას, თუ ბალახი გათიბულია და ეზო არ არის დანაგვიანებული, 80-90% გარანტია გაქვთ რომ გველი იქ არ გაჩნდება. გველებმა დაბუდება არ იციან, თუმცა შესაძლებელია რომ გველი დროებით შევიდეს სარდაფში ან სახლში. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დახურულ სივცეში დაწყვათ გოგირდი და დაუტოვოთ გველს გასასვლელი. ერთ-ორ დღეში გველი გავა. გოგირდის დაწვას ეზოში ან ღია სივრცეში აზრი არ აქვს.

მკითხველი: შორენა

ბატონო გურამ, ამბობენ, რომ რუსთავში შხამიანი გველები ძალიან მომრავლდნენ. მართალია თუ არა ეს და რა უნდა ვქნათ, თუკი დასახლებული უბნის სიახლოვეს შევნიშნეთ?

ქალბატონო შორენა, რუსთავში და რუსთავის სიახლოვეს შხამიანი გველები, კონკრეტულად გიურზა, ყოველთვის იყო, წელსაც არიან, თუმცა წინა წლებთან შედარებით მომრავლებულები არ არიან, სურათი დაახლოებით იგივეა, რაც იყო ათწლეულების განმავლობაში. რამდენადაც მე ვიცი რუსთავში შესაბამისი სამსახური არ არსებობოს. თუკი გველი შენიშნეთ, უნდა მოერიდოთ, ვინაიდან გველი ადამიანს თავს არ ესხმის და თვითონ ცდილობს რომ ადამიანს დაემალოს. რჩევა თუ დაგჭირდათ დარეკეთ თბილისის ქვეწარმავლებზე კონტროლის სამსახურში 33 20 08.

მკითხველი: გიგა

საქართველოში თუ არსებობს შხამიანი მორიელი და რამდენად საშიშია მისი ნაკბენი?

ბატონი გიგა, საქართველოში არსებობოს ორი სახეობის მორიელი, ორივე შხამიანია. აღმოსავლეთ საქართველოში არსებული მორიელი ნაკლებად შხამიანია. დასავლეთის შავ მორიელს უფრო ტოქსიკური შხამი აქვს, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიშროებას არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს. მუხედავად ამისა, კბენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს რადგან მორიელის შხამი მძლავრი ალერგენია.

მკითხველი: სოსო

ბატომო გურამ, ქვეწარმავლების საკითხში საკმაოდ გათვითცნობიერებული ბრძანდებით და გულწრფელად მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა გველი (თუნდ უშხამო) მიიჩვიოს?

ბატონო სოსო, ზოგიერთი სახეობის გველის, შხამიანების ჩათვლით, მიჩვევა შეიძლება, მარგამ რაღაც ზღვრამდე და არასოდეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ენდოთ ბოლომდე, ძაღლივით არასოდეს არ იქნება.

მკითხველი: ეკა

გამარჯობა. მაინტერესებს, როგორ ადგილებს უფრო უნდა ვერიდოთ, რათა ქვეწარმავლებმა არ დაგვკბინოს. არსებობს მოსაზრება, რომ წყალში გველი არ იკბინება. ასევე ამბობენ, რომ ხვრელიდან გარეთ თაკარა მზეში გამოდის და დილა-საღამოს უფრო ნაკლებად საშიშა. რამდენად მართალია ეს?

ქალბატონო ეკა, ნებისმიერი გველი წყალში ზუსტად ისევე იკბინება როგორც ხმელეთზე. გრილ ამინდში, ანუ გაზაფხულზე და შემოდგომაზე გველს სჭირდება სითბო და იმიტომაც დღისით უფრო აქტიურია და გამოდის მზეზე. ცხელ ამინდში, ზაფხულში, პირიქით, მთელი დღის განმავლობაში გველი ემალება სიცხეს, ღია მზეს, და აქტიურია როგორც წესი საღამოს, ღამე და დილაადრიან.

მკითხველი: კახა

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუკი ქვეწარმავალმა დაკბინა. სანამ მედპუნქტამდე მივაღწევდეთ, რა პირველადი დახმარება შეიძლება დაზარალებულს აღმოვუჩინოთ?

ბატონო კახა, პირველ რიგში არ შეიძლება კიდურის გადაჭერა, ჭრილობის გაჭრა. თუკი ღრძილი არა გაქვთ დაზიანებული და პირის ღრუში არა გაქვთ სისხლდენა, შხამი უნდა ამოწოვოთ მაშინვე, 10-15 წუთის განმავლობაში. ნერწყვი და კუჭის წვენი შლიან შხამს, შხამი საშიშია მხოლოდ სისხლში უშუალოდ მოხვედრისას. დაზარალებულს უნდა დაალევინოთ დიდი რაოდენობით სითხე (წყალი, მინერალური წყალი, თბილი მაგარი ტკბილი ჩაი ან ყავა, არავითარ შემთხვევაში სპირტიანი სასმელები). დაზარალებულმა რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იმოძრაოს, განსაკუთრებით სასურველია რომ არ ამოძრაოს დაზიანებული კიდური. აუცილებელია რაც შეიძლება ჩქარა მიმართოს ექიმს, რადგან იმ შემთხვევაშიც კი როდესაც სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაინც გველის შხამი ტოვებს ჯამრთელობის ძალიან სერიოზულ და გრძელვადიან გართულებას.

მკითხველი: ჯაბა

მართალია, რომ ამბობენ, გველს რძე უყვარს და მის გამო შესაძლოა სახლშიც შემოძვრეს?

ბატონო ჯაბა, გარწმუნებთ რომ გველი რძეს არ სვამს, და ეს უფრო სახალხო ფოლკლორში შექმნილი მითია. გველი კი შედის სახლებში სხვა მიზეზების გამო: მას იზიდავენ მღრღნელები, თაგვი და ვირთაგვა, რომლებიც ბლომად ბინადრობენ სახლებში და სახლებთან; გარდა ამისა, გრილ ამინდში გველი ეძებს სითბოს, ხოლო ცხელ ამინდში - სიგრილეს, და ორივე შემთხვევაში სახლი ამით იზიდავს.

მკითხველი: ლია

ბატონო გურამ, როგორც ვიცით, გველების დიდი ნაწილი არ არის შხამიანი. თქვენი სამსახურის საიტზე ან სხვაგან თუ არის შესაძლებელი, ვნახოთ ქვეწარმავლების ფოტოები და ინფორმაცია, რათა შევძლოთ მათი ცნობა და არ გავანადგუროთ ისინი, თუკი საფრთხეს არ გვიქმნიან.

გთავაზობთ გველების იმ სახეობათა სურათებს, რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ თბილისსა და მის შემოგარენში.

72 1024x768 Normal 0 false false false

qalbatono Sorena, rusTavSi da rusTavis siaxloves Sxamiani gvelebi, konkretulad giurza, yovelTvis iyo, welsac arian, Tumca wina wlebTan SedarebiT momravlebulebi ar arian, suraTi daaxloebiT igivea, rac iyo aTwleulebis ganmavlobaSi. ramdenadac me vici rusTavSi Sesabamisi samsaxuri ar arsebobos. Tuki gveli SeniSneT, unda moeridoT, vinaidan gveli adamians Tavs ar esxmis da TviTon cdilobs rom adamians daemalos. rCeva Tu dagWirdaT darekeT Tbilisis qvewarmavlebze kontrolis samsaxurSi 33 20 08.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"