კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:14 / 09-08-2010
ყვავილების მოვლა

როგორ მოვუაროთ ოთახისა და ბაღის ყვავილებს. მკითხველთა შეკითხვებს საბაღე ცენტრ "ევრო ეზოს" ფლორისტი ნანა ჭაღიაშვილი პასუხობს.


მკითხველი: ლია
რომელი ჯიშის ხანგრძლივად მოყვავილე მცენარეებს გვირჩევდით აივანზე გასახარებლად თბილისის კლიმატის გათვალისწინებით.

აივანზე გასახარებლად ჩვენ პეტუნიას, გერანსა და ვარდს გირჩევდით.


მკითხველი: რუსუდანი
როგორ უზრუნველვყოთ ოთახის მცენარეების მიწის ტენიანობა, როდესაც 2-3 კვირით შვებულებაში გავდივართ?

არსებობს კომპიუტერული სარწყავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს 35 ქოთნის მორწყვას. ასევე არსებობს ქოთანში ჩასამონტაჟებელი მექნიკური სისტემა, რომლის ფორმისა და ჰიდროპონიკის დახმარებით მცენარის დატოვება სამი კვირის განმავლობაში
შეიძლება. არსებობს სპეციალური ჟელეც, რომელიც უნდა გაიხსნას წყალში და აერიოს იმ მიწაში, სადაც მცენარეა ჩარგული.


მკითხველი: ქეთინო
რა სახეობის სასუქებს გვირჩევთ აივნის ყვავილებისთვის და წელიწადის რომელ დროს არის მათი გამოყენება სასურველი?

ეზოს მოყვავილე მცენარეებისათვის ძალიან კარგია პოკონის ფირმის სასუქი.


მკითხველი: ლალი
მიზანშეწონილია თუ არა ყვავილების ვიტამინებისა და სასუქების ერდროულად გამოყენება?

უნდა ვიცოდეთ, თქვენ რომელი ტიპის ვიტამინსა და სასუქს გულისხმობთ. საერთოდ, მცენარეს სასუქი, რომელიც საჭირო მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს, სამ კვირაში ერთხელ ეძლევა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს დილით მოვრწყავთ, მაშინ სასუქი საღამოს უნდა მივცეთ.


მკითხველი: დათო
მართალია რომ ამბობენ, კაქტუსი კომპიუტერის გამოსხივებას ისრუტავსო? თუკი ასეა, რომელი კაქტუსის ჯიშს გვირჩევდით?

ბოლო დროს ძირითადად პლაზმური მონიტორები გამოიყენება, რომელსაც გამოსხივება არ აქვს და შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მიზნით მცენარის კომპიუტერთან მოთავსება არ არის დამცავი საშუალება. რაც შეეხება კაქტუსსა და მთელს სუკულენტებს, ისინი გამოსხივებას მართლაც იღებენ.


მკითხველი: ნანა
სად შეძლება შევიძინო ბუჩქი ''ტუიას'' ნერგები და სხვადასხვა ყვავილების თესლები.

ექსტერიერისა და ინტერიერის მცენარეების ფართო არჩევანია მაღაზია "ევრო ეზო"-ში , წერეთლის გამზ. #98. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ "ტუიის" მრავალი სახეობის შეძენაც.


მკითხველი:
ირინა
ყვავილობის შემდეგ, ზამთარში, ბოლქვოვანი ყვავილების (მაგ. ტიტა, ნარცისი, გეაცინტები) ბოლქვები მიწაში დაფლული უნდა დავტოვოთ, თუ უნდა ამოვიღოთ და მშრალად შევინახოთ? თუკი მიწაში დავტოვებთ, ზამთარში მორწყვა სჭირდება?

ყვავილობის შემდეგ (მაისის ბოლომდე, სანამ მცენარის მწვანე მასა ბოლომდე ჩაჭკნება) ნებისმიერი ბოლქვოვანი მცენარის ბოლქვი უნდა ამოვიღოთ მიწიდან, გავაშროთ და შევინახოთ მშრალ, ნიავებად ადგილზე. ბოლქვი ხელახლა უნდა ჩაირგოს 23 ნოემბრამდე. მას ზამთარში მორწყვა არ სჭირდება, ბუნებრივი ნალექი საკმარისია.




09:44 / 12-04-2017
fiqria
0
maqvs qotnis kvavili "kala", mas utetrdeba tito-titod fotlebi.gtxovt ganmimartot rigan ari gamowveuli da rit davexmaro,radgan mzrunveloba ar aklia wkalia tu sitbo an mzis sxivi,rame xsnari xom ar schirdeba<br />
გამოეხმაურე / 0 /
09:11 / 14-04-2016
ნინო
0
მაჩექეს გარდენიე ტორფში.გთხოვთ მასწავლოთ როგორ მოვიქცე?ქადავრგა დიდ თუ პატარა ქოთანში და სად დაცდგა?
გამოეხმაურე / 0 /
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:44 / 18-01-2018  Image თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა
მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა
15:05 / 18-01-2018  Image კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"
ინტერნეტმომხმარებელს აჩვენა როგორ მიდის სასადილოში საჭმლის კეთების პროცესი
19:40 / 18-01-2018  Image "მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო
გურამ ჩიხლაძე 10 წლის იყო, მისი მამა ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო") გავლენიანი "კანონიერი ქურდი" გახლდათ
17:52 / 18-01-2018  Image ბათუმში გაუჩინარებული 23 წლის გოგო იპოვეს
23 წლის გოგოს ორი დღეა სამართალდამცავები ეძებდნენ
13:06 / 18-01-2018  Image წვიმა, თოვლი, ქარბუქი.. - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49