საზღვაო კატასტროფები და ქართველ მეზღვაურთა უფლებები

საზღვაო კატასტროფები და ქართველ მეზღვაურთა უფლებები

საზღვაო კატასტროფების შემთხვევები ბოლო დროს ძალიან გახშირდა. ბევრ ხომალდზე ქართველი მეზღვაურებიც დაზარალდნენ. ქართველი ზღვაოსნები მეკობრეთა ხელშიც მოხვდრილან. რატომ გახშირდა ინციდენტები სანაოსო გზებზე და რამდენად დაცულია ქართველ მეზღვაურთა უფლებები უცხოურ გემებზე? თქვენს შეკითხვებს მეზღვაურთა პროფკავშირი პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი თემო: რით შეიძლება აიხსნას ბოლო დროს გახშირებული საზღვაო კატასტროფები? რისი ბრალია გემების ასე ხშირი ჩაძირვის შემთხვევები?

სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სამსახურის ძებნის დროს ჩვენი ახალგაზრდა ნაკლებად პროფესიონალი მეზღვაური იძულებულნი არიან კაბალური პირობებით შემოთავაზებულ ძველ გემებზე მუშაობას დათანხმდნენ, სადაც გახშირებულია საზღვაო კატასტროფები.

გემების ასე ხშირად ჩაძირვის მიზეზი არის მათი სიძველე (გემები რომლებზეც უწევთ ჩვენს მეზღვაურებს მუშაობა არის 30 წელს გადაშორებული).

მკითხველი მარიკა:  ქართველი მეზღვაურები ძალიან ხშირად ეხვევიან უსიამოვნებაში. სხვა ქვეყნის მეზღვაურებიც ამ მდგომარეობაში არიან თუ ჩვენებს საკმარისად არ იცავს სახელმწიფო?

უსიამოვნებაში ხვდებიან უმეტესად საქართველოს, აზერბაიჯანის და უკრაინის მეზღვაურები. სამივე ქვეყნის წარმომადგენლები თითქმის ერთნაირ პირობებში იმყოფებიან. საერთაშორისო შრომის საზღვაო კონვენციის მიერთების შედეგად ჩვენი ქვეყნის მეზღვაურები მომავალში შედარებით უკეთეს პირობებში მოხვდებიან.

მკითხველი რეზო: ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ, რატომ არიან სომალელი მეკობრეები დღემდე დაუსჯელები? რა ხელშეუხებლობის "მექანიზმი" მოქმედებს მათზე? ნუთუ მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ერთ მუჭა ყაჩაღებს ვერაფერს უხერხებს?

სომალელი მეკობრეები - ეს არის მსოფლიო პრობლემა. მათ შესახებ ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიცი , რომ მათი მოქმედება გამძაფრდა 2004 წლიდან 2011 წლისთვის 40-ზე მეტი გემი ყავდათ დაპატიმრებული, 13 დღესაც მათთან იმყოფება. ამ გემის 270 ეკიპაჟის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან დღემდე პატიმრობაშია. 2008 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აძლევს უფლებას ქვეყანას რომლის მოქალაქეები იმყოფებიან სომალის მეკობრეებთან გამოიყენონ სამხედრო ძალა განთავისუფლებისათვის.

მკითხველი რუსკა:  ქართველი მეზღვაურები ყველას მაშინ ახსენდება, ჩაძირულ გემზე თუ აღმოჩნდნენ ან მეკობრეებმა თუ დაატყვევეს. სხვა შემთხვევაში მათი პრობლემების შესახებ არაფერი მსმენია. რა სირთულეების წინაშე დგანან ჩვენი მეზღვაურები, რასაც მერე ასეთი სავალალო შედეგები მოყვება?

საერთაშორისო მეზღვაურთა პროფკავშირები გვიგზავნის არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა საზღვაო ქვეყანის გემთმფლობელებს ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს ადენის ყურეში უსაფრთხო მოძრაობის შესახებ.

მკითხველი მანანა:  როგორც ხდება მეზღვაურის გემზე აყვანა, რა ხელშეკრულებები იდება და დარღვევის შემთხვევაში რა სანქციები ვრცელდება გემის მფლობელებზე?

წესიერ გემთმფლობელთან ჩვენც გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, კოლუმბია შიპ მენეჯმენტი, ბი–ჯი–აი , სადაც არავითარი პრობლემა არ არის. მეზღვაურები არიან დაზღვეული და ასეთ სახიფათო რაიონის გასვლის შემთხვევაში ყველა მეზღვაურს აქვს უფლება (ხელშეკრულებით) უარი განაცხადოს. იმ რაიონში გემით წასვლის შემთხვევაში გათვალისწინებულია დამატებითი ანაზღაურება "ბონუსის" სახით, სხვათა შორის ზემოთ აღნიშნულ კომპანიებში ჩვენს მეზღვაურებს შემთხვევა არ ქონიათ. ერთი მაგალითი: კოლუმბიის კომპანიის გემი ნიგერიაში ადგილობრივმა ნიგერიელმა მეკობრეებმა დაატყვევეს.  ქართველი მეზღვაურები სადაზღვეო კომპანიამ სამ დღეში გაათავისუფლა.

მკითხველი ლალი:  რამდენადაც ვიცი, გემებზე საკმაოდ მაღალია ანაზღაურება. საშუალოდ რამდენია ეს შემოსავალი და ქართველებსაც თუ უხდიან იმდენს, რამდენსაც უცხოელებს?

საერთოდ ანაზღაურებაზე ლაპარაკი არაკორექტურია, მეზღვაურობა არის დაკავშირებული მღალ `რისკთან~ და შესაბამისად აქვთ განსხვავებული ხელფასი ზოგიერთი მაღალი რანგის მეზღვაური ღებულობს საკმარისად, საშუალო ხელფასი მერყეობს 2 500-3 500 ამ. დოლარამდე.

მკითხველი დათო:  გემზე თუ რამე დაიშავა მეზღვაურმა, ან დაინვალიდდა, ან დაიღუპა, ამ დროს რაიმე კომპენსაცია თუ ერგება მას ან მის ოჯახს?

გემზე თუ მეზღვაურმა მიიღო ტრამვა ან დაინვალიდდა, როგორც აღვნიშნე, გემთმფლობელი ხელშეკრულებას აფორმებს პროფკავშირებთან, იქ გათვალისწინებულია: ორმხრივი ვალდებულება, პასუხისმგებლობა, მეზღვაურის დაზღვევა ტრამვის, ინვალიდობისა და დაღუპვის შემთხვევაშიც.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"