როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას

ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი მოწიფულ ასაკში. როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვის სიმაღლეში ზრდას, კითხვებს პასუხობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა რუხაძე.

საიტზე შემოსულია კითხვები, რომელიც ეხება ზრდის პრობლემას, აგრეთვე სასურველ სიმაღლეს და წონას. პრობლემა იმდენად აქტუალურია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში გაიხსნა სპეციალური ზრდის ცენტრები. (ქიაჩელის №18), თუ გაწუხებთ საკითხი, რომ ბავშვი არ არის შესაბამისი სიმაღლის, ჯობია თავიდანვე დამშვიდდეთ და მიმართოთ ასეთ ცენტრებს, გაიგოთ მშობლების სიმაღლის მიხედვით რა სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი, როცა დაამთავრებს სიმაღლეში ზრდას. შეგიძლიათ გაიგოთ მიზეზი არის ენდოკრინული ხასიათის რაიმე დარღვევები თუ არაენდოკრინული. დარღვევები არის საყრდენ მამოძრავებელ სისთემაში ანუ სქოლიოზის განვითარებაა დაწყებული რაც ასევე სიმაღლეში ადაბლებს ბავშვს, შემდეგ უკვე დიაგნოზი რომ ჩამოყალიბდება და გაირკვევა რა სიტუაციაა შეგვიძლია მკურნალობის მეთოდები ავარჩიოთ.

ნინო იოსელიანი:

მყავს 6 წლის შვილი (ბიჭი). მეჩვენება, რომ მის ასაკთან შედარებით დაბალია. მე 165სმ ვარ, მამა 177სმ, ბაბუა 186 (მამის მხრიდან). ჩემი მხრიდაც ასევეა. შემიძლია თუ არა განვსაზღვროთ მისი სიმაღლე?

-რასაკვირველია ორივე მეთოდი მისაღებია, მაგრამ უფრო ეფექტურია თუ ცურვას გამოვიყენებთ. მასაჟი არის დამხმარე და თუ ასეთი კომფორტის საშუალება აქვს ორივე ჯობია. მაგრამ აქ როგორი სიმაღლე უნდა იყოს გენეტიკით ვპასუხობ 177 უნდა იყოს, სპეციალური პროგრამა ამის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს.

ელისო აბზიანიძე:

ჩემი შვილი არის 11 წლის და 136 სმ.მაინტერესებს არის თუ არა ეს სიმაღლე მისი ასაკისთვის ნორმალური?

-ქალბატონ ელისოს უმჯობესია ეპასუხა ბიჭზეა ლაპარაკი თუ გოგოზე, იმიტომ რომ პატარა განსხვავებას სქესი შორის გვაძლევს, მაგრამ მე ორივე შემთხვევაში ვნახე და საშუალოზე ოდნავ დაბალია ორივე შემთხვევაში. მაგრამ იდეალურ ნორმას ყველა ვერ აღწევს და არც არის ეს საჭირო, გენეტიკაც ხომ არსებობს.

დავით ჩიჩუა:

რა სახის დაავადებები უშლის მოზარდს სიმაღლეში ზრდას და თუ არის ამ ჩამონათვალში ნერვული აშლილობა?

-მინდა გითხრათ რომ მოზარდს ნერვული აშლილობა ყველაფრის განვითარებაში უშლის ხელს, ერთ-ერთი მიზეზი ესეც შეიძლება იყოს. შეიძლება მიზეზი იყოს ცუდი კვება და სკოლიოზური დაავადება, რომელიც ხერხემლის გამრუდების გამო სიმაღლეში ამცირებს ბავშვს.

ანუკა ონიანი:

მყავს 16 წლის გოგონა, 165 სმ. არის თუ არა მისი ასაკისთვის ნორმალური ეს სიმაღლე ? და როგორ შევუწყო სიმაღლეში გაზრდას ხელი?

-პირველ რიგში მინდა ვუთხრა, რომ ბავშვი საშუალოზე მაღალია, ქართველი პოპულაციის მონაცემების მიხედვით. ხელი შეუძლია შეუწყოს ვარჯიშებით გაჭიმვაზე, ძალიან კარგია თუ დახურულია ზონები. თუ ზონები დახურული არ არის მაშინ ხტომებია ძალიან კარგია და აი ეს პალკოს მეთოდი ზუსტად მაგას გულისხმობს.

ნინო ბურნაძე:

მყავს 3 წლინახევრის ბიჭი, რომელიც არის 97 სმ. მაინტერესებს რამდენად სწორად მიდის ბავშვი სიმაღლეში?

-ვპასუხობ ქალბატონ ნინოს, რომ ამ ბავშვის სიმაღლე არის საშუალო, ქართული პოპულაციის ნორმატივების მიხედვით. საშუალებები რაც შეუწყობს ზრდას შემდეგია: ეს არის ვარჯიში, ჯანსაღი კვება, ამინომჟავების დამატება, თუ არ არის რაიმე გენეტიკური შეფერხება, ან რაიმე დაავადებას არ გადაიტანს განვითრების დროს, ამას წინასწარ ნამდვილად ვერ განვსაზღვრავთ.

მაია კობახიძე:

რითი შეგვიძლია შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას ადრეული ასაკიდან, თუ არის ვარჯიშები (წლინახევრის ბავშვისთვის).

-რასაკვირველია არის, მაგრამ წლინახევრის ბავშვი ცუდად ვარჯიშობს, ამიტომ ზოგადი მასაჟი ვარჯიშებთან კომბინირებული ყველაზე ეფექტურია. გარდა ამისა ყურადღება უნდა მივაქციოთ ცილოვანი პროდუქტით საკვების დატვირთვას, ანუ: ხორცი, კვერცხი, რძე, აი ეს პროდუქტები, დაავადებები არ უნდა გადაიტანოს და თუ კარგი გენეტიკა აქვს, ბავშვი კარგად განვითარდება.

ნინო ვეშაგური:

მყავს 8 წლის ბიჭი. 138 სმ და 43 კილოა. თავის ასაკთან შედარებით ყოველთვის მაღალი იყო, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში წონაში საგრძნობლად მოიმატა და მეშინია სიმაღლეში ზრდა არ შეაფერხოს ამან. ანალიზები ავუღე და ყველაფერი ნორმაში აქვს. რას მირჩევთ? როგორ დავაკლებინო წონაში. ძალიან სპორტული და აქტიურია. ცეკვაზე და კარატეზეც დადის.

-ქალბატონ ნინოს მინდა ვუპასუხო რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის იდეალური წონა უნდა იყოს 27-28 კგ. მას აქვს ჭარბი წონა. ჭარბი წონის დასაკლებას არის ორი კომბინირებული მეთოდი: დიეტო თერაპია და ფიზიკური დატვირთვა. ცალცალკე შეიძება არ იყოს მეთოდი ეფექტური, უნდა იყოს აუცილებლად ამ ორი მეთოდის კომბინაცია - დიეტა და ფიზიკური ვარჯიშები.

ეკა კომლაძე:

ჩემი შვილი არის 15 წლის და არის 158 სმ. წონა 43 კგ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ დავეხმარო დათოს სიმაღლის და წონის მომატებაში.

-ბავშვის იდეალური წონა უნდა იყოს 58 კგ და 168 სმ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს როგორი გენეტიკისაა. როგორი ჰყავს მშობლები და ბებია-ბაბუები. იმისათვის, რომ ბავშვმა წონაში მოიმატოს უნდა ვნახოთ ჰორმონალური სტატუსი. ხომ არ არის რაღაც ისეთი ჰორმონის სიჭარბე, რომელიც წონაში აკლებინებს. გარდა იმისა, რომ კვება უნდა იყოს სრულფასოვანი ცილოვანი, კიდევ აუცილებლად საჭიროა ჰორმონების გადამოწმება. ენდოკრინოლოგის გარეშე აქ რთულია ვთქვათ, რატომ არ იმატებს ბავშვი, ნუ იქ შეიძლება ჭიები იყოს, ათასი მომენტი არსებობს, ამ საკითხს ექიმის გარეშე ვერ გადავწყვეტთ.

მარი:

მყავს 12 წლის ბიჭი, რომელიც საკმაოდ ნელა იმატებს სიმაღლეში, 31 კგ და 130 სმ-ია, არადა მშობლები მაღლები ვართ და მასზე წლინახევრით უფროსი ჩემი გოგონა ბიჭზე თითქმის 35 სმ-ით მაღალია, ამის გამო ძალიან ვნერვიულობთ. არის საკმაოდ აქტიური, ცეკვავს 3 წელია, სისტემატიური ვარჯიშის თანხლებით. სიმაღლის გამო 4 წლის წინ მყავდა გამოკვლევებზე და მაშინ გადაგვრიეს - ძვალი 2 წლით ჩამორჩება განვითარებასო და ისეთი წამლები დაუნიშნეს საქართველოში რომ ვერ ვიშოვეთ, მას შემდეგ კი გამაღლდა, მაგრამ წელიწადში ალბათ იმატებს მაქს. 5 სმ-ს, შემდეგ ერთმა პედიატრმა დაგვამშვიდა, რომ გენეტიკური შეიძლება ყოფილიყო მისი ასეთი ნელი ზრდა, რადგან მამამისიც სკოლის ბოლო კლასებში გამაღლებულა ერთბაშად. თუ მოქმედებს გენეტიკა სიმაღლის ზრდაზე და მართლა ხომ არ არის საგანგაშო ჩვენი მდგომარეობა?

-მე მგონია რომ მეორე ექიმმა ძალიან ადექვატურად შეაფასა, რასაკვირველია გენეტიკა მოქმედებს. მყოლია პაციენტები 12-15 სმ გაზრდილან ერთი სეზონის ანუ 2-3 თვის განმავლობაში.ასე რომ, ამ შემთხვევაში ძალიან არ უნდა ინერვიულოს დედამ. 12 წლის ბავშვისთვის იდეალური ზომა 157 სმ და 43 კილოგრამია, მაგრამ ასეთ იდეალურ მონაცემებზე მშობელი არ უნდა კონცენტრირდეს. კიდევ ვიმეორებ უამრავი ფაქტორი არსებობს და ყველა ნორმაში ვერ ჩაჯდება. ასე რომ, ნუ ინერვიულებს დაელოდოს ბავშვის გაზრდას.

მეგი პაპუნაშვილი:

მყავს წლინახევრის ბავშვი. რას მირჩევთ, როგორ შემიძლია შევუწყო ხელი მის სიმაღლეში ზრდას და რა ასაკიდან არის სასურველი?

-ეს ასაკიც მისაღებია ზოგადი ფიზიკური განვითარება,ძალიან კარგია, ცურვა, ზოგადი მასაჟი, ვარჯიშებათან ერთად და სრულფასოვანი კვება.

მკითხველი ბიჭი:

ვარ 13 წლის, 152 სანტიმეტრი (ბიჭი),  მაინტერესებს ჩემთვის ნორმალური სიმაღლეა თუ არა?

-იდეალური სიმაღლე ამ ბავშვისთვის არის 155სმ. ოდნავ ჩამორჩება თავის თანატოლებს, მაგრამ ნუ ინერვიულებს, იმიტომ რომ ნერვიულობა ზრდაში შეუშლის ხელს. ჯობია რომ კარგად იკვებოს,ფიზიკურად დაიტვირთოს და ყველაფერი კარგად იქნება.

მკითხველი ნინო:

ჩემი შვილი დეკემბერში გახდა 6 წლის, ამჟამად არის 21 კგ. და 111 სმ. მაინტერესებს, 1)შეესაბამება თუ არა ასაკს მისი სიმაღლე. 2) თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია 14 წლამდე ბავშვებისთვის შესაბამისი სიმაღლის ცხრილი.

-თუ გოგონაა იგი საშუალოზე მაღალია, თუ ვაჟია საშუალოზე მცირედ დაბალი. მაგრამ იდეალური ციფრები არაფერს არ ნიშნავს, გენეტიკას უნდა გადავხედოთ მთავარი მაინც ეგაა. წონა იდეალური ორივე სქესისთვის. 14 წლამდე ბავშვი 159 სმ უნდა იყოს გოგონაც და ბიჭიც.

ნათია:

მყავს 4 წლის გოგონა, მაღალი მეც არ ვარ, მაგრამ ცოტა მგონია რომ თავის ასაკთან დაბალია, ცოტა ხნის წინ 94სმ იყო. ძალიან გამხდარია, ენდოკრინოლოგმა მითხრა საშუალო სიმაღლის არისო და საგანგაშო არაფერიაო, თქვნენ რას მეტყვით?

-მონაცემებით ეს ბავშვი საშუალოზე დაბალია, როგორც დედა წერს თვითონაც არ არის მაღალი, მოდით მამის სიმაღლესთან ერთად ზრდის ცენტრში გავარკვიოთ რა სამიზნე სიმაღლე აქვს, ანუ რამდენი შეიძლება გახდეს ის. ამ ეტაპზე ცოტა ჩამორჩება. მაგრამ თუ გენეტიკა ესეთია, ჩვენ შეგვიძლია სხვა ფაქტორებით დავეხმაროთ : ფიზიკური დატვირთვით და კვებით. და რომ არ შეხვდეს ძლიერი ინფექციები, რაც შეაფერხებს მის ფიზიკურ განვითარებას, არ შეხვდეს ინფექციური დაავადებები, ყველაფერს თავიდან ვერ ავიცილებთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ.

მკითხველი მანჩო:

ჩემი ბიჭი არის 16 წლის და 157 სმ, 15 წლის გოგოც თითქმის ამ სიმაღლეა.რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ სიმაღლეში მოიმატონ, და რა ასაკამდე ხდება სიმარლეში ზრდა?

-17-18 წლის ასაკში ძირითადი სიმაღლეში ზრდა მთავრდება, მაგრამ რამდენი ამხანაგი გვინახავს სკოლის დამთავრების შემდეგ რომ გაზრდილან. 25-27 წლამდე ფიზიკური განვითარება გრძელდება. არის ჰელის პრეპარატები, რომელიც არის სრულიად ბუნებრივ და ანტი ჰომოტოქსიკოლოგიური პრეპარატები ეწოდება. მე მქონდა შემთხვევა 24 წლის გოგონა 3სმ გაიზარდა სიმაღლეში, ანუ ეს პრეპარატებიც არ დაგვავიწყდეს. ისინი საკმაოდ უვნებელია, მართალია ხანგრძლიუვად არის მისაღები, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ძალიან კარგ ეფექტს გვაძლევს. ამ შემთხვევაში ეს 16 წლის ვაჟი საშუალოზე დაბალია. აქაც უნდა გავითვალისწინოთ გენეტიკა და მტევნის მდგომარეობა, აქვს თუ არა მას ზრდის ზონები. თუ ზრდის ზონები დახურულია, მაშინ უნდა მოგვმართოს ჩვენ და ფიზიკური მეთოდებს: კვება, ვიტამინები, ამინომჟავები, ჰელის პრეპარატები, ფიზიკური დატვირთვა, საერთო ჯამში რასაკვირველია შედეგი გვექნება.

ეკა გოგსაძე:

მყავს ბიჭი რომელიც 15 წლის გახდა. არის 32 კგ.და 147 სმ. მშობლები დაბლები არ არიან, არც ბაბუები .ბევრი პრეპარატი ვცადე, მაგრამ კარგი შედეგი ვერ მივიღეთ. რას მირჩევთ?

-პირდაპირ ვურჩევ ზრდის ცენტრს მიმართოს, იმიტომ რომ ბავშვი დაბალია. ანუ მისი სიმაღლე ნორმატივებთან შედარებით არის დაბალი. და თუ მშობლები დაბლი არ არისნ, მაშინ უნდა ვეძებოთ მიზეზი. და პირველ რიგში ეს ექიმმა ენდოკრინოლოგმა უნდა გადაწყვიტოს. უკვე ამის შემდეგ გავარჩევთ ტაქტიკას რა უნდა გავაკეთოთ.

მაია არსენაშვილი:

მყავს 16 წლის გოგონა 150 სმ, წონა 43 კილო, როგორ შევუწყო ხელი მის სიმაღლეში ზრდას?

-16 წლის გოგონას ძირითადი ზრდა დასრულებული აქვს. ამ ბავშვის მონაცემებით ის მაინც დაბლად ითვლება ამ ეტაპზე. მაგრამ ზრდის ზონები აქვს თუ არ აქვს ამის მიხედვით ფიზიკური დატვირთვის ან ერთი მეთოდიკა უნდა შევთავაზოთ ან მეორე, სრულფასოვან ცილოვან საკვებთან ერთად. არამგონია გენეტიკური რამე იყოს, მაგრამ მაინც ჯობს ექიმი ენდოკრინოლოგის კონსულტაციის შემდეგ გადაწყდეს ეს რა გავაკეთოთ.

მანონი:

მაინტერესებს 20 წლის გოგონა თუ შეიძლება თუნდაც 3-5 სანტიმეტრით გაიზარდოს სიმაღლეში რაიმე მეთოდით, ცურვით ვარჯიშით ან წამლებით?

-შეიძლება აქ ჩავრთოთ ჰელის პრეპარატები, ფიზიკური დატვირთვა, ცურვა ძალიან კარგი მეთოდია ზრდის და სტიმულირებისთვის. მაგრამ თუ ზრდის ზონები დახურული აქვს, მაშინ შესაძლენელია გაჭიმვებზე ვისაუბროთ. არის ესეთი მეთოდი როცა ვჭიმავთ კიდურებს, ხერხემალს და რეზერვი არის, ჯერ კიდევ 27 წლამდე მას კიდე ბავრი დრო აქვს და იმედიც შეიძლება არსებობდეს.

მაკა კურტანიძე:

მყავს 2 წლის გოგონა, მაინტერესებს როგორ შეიძლება შევუწყო ხელი მისი სიმაღლის განვითარებას, ცურვა ჯობია თუ მასაჟები. თუ ორივეს გაკეთების საშუალება არაა, რომელს ამჯობინებთ, თუ სხვა გზა არსებობს კიდევ?

-თუ ამ ორიდან არჩევანი უნდა გავაკეთოთ ცურვას მივანიჭოთ უპირატესობა. იმიტომ რომ მთელი სხეულია ჩართული, გაჭიმვაზეც არის, მოქნილობაზეც არის და შეიძლება წავახმაროთ კიდევ პრეპარატები: ამინომჟავები, ხელის პრეპარატები.

ნინო ბაკურაძე:

მყავს 14 წლის ბიჭი დაბალია ასაკთან შედარებით 150სმ და მაინტერესებს, როგორ შევუწყო ხელი სიმაღლეში ზრდას.

-ისევ და ისევ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. უნდა ინახოს მტევანი, არსებობს თუ არა ზრდის ზონები და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რა გზას დავადგეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ფიზიკური ვარჯიშები მას დაეხმარება, მაგრამ ვარჯიშებს გააჩნია. ერთი არის გაჭიმვაზე და მეორე ხტომებით დატვირთვაზე, პარალელურად კარგი საკვები, შეიძლება ჰელიც ჩავრთოთ და ესე ერთბაშად.

გვანცა:

მყავს წლის და 8 თვის ბიჭი. მართალია ჯერ ადრეა მისთვის განსაზღვრა მაღალი იქნება თუ არა, მაგრამ უკვე რამოდენიმე ადამინამა მითხრა რომ ამ ასაკისთვის დაბალია. ძალიან მეშინია რომ პატარა არ დარჩეს. რა საკვები მივაღებინო, უშუალოდ სიმაღლის ზრდაში ხელი რომ შეუწყოს.

-უკეთესი იქნება გამზადებული ამინომჟავების დანიშვნა შესაბამისი დოზით, ზოგადი ფიზიკური განვითარება- რაც მოიცავს ვარჯიშს და მასაჟს კომბინაციაში და ცილოვანი პროდუქტები:რძე, ხორცი,ვიტამინები, ბოსტნეული. ბავშვები ხშირად არჩევენ საკვებს და არ ღებულობენ იმას, რაც მათ სჭირდებათ, ამიტომ რაღაცნაირად ეს უნდა მოვახერხოთ რომ ცილით დავტვირთოთ. ცილა არის მტავარი საშენი მასალა ორგანიზმში და ეს უნდა იყოს დიდი რაოდენობით.

იხილეთ ვიდეო