როგორ დავიცვათ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები

როგორ დავიცვათ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები

არანორმირებული სამუშო გრაფიკი, გაუფრთხილებლად სამსახურიდან დათხოვნა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაზეც შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამო დასაქმებული პირები ჩივიან.

რა უნდა იცოდეთ შრომით უფლებებზე, რა გეკუთვნით და რისი უფლება გაქვთ? -კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ლიკა წიკლაური პასუხობს.

ელენე ბერძენიშვილი:

2013 წლის 21 იანვრამდე ვმუშაობდი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ხელმძღვანელობის შეცვლის  შემდეგ უკანონოდ გამომიშვეს სამსახურიდან. ამ დროისათვის მე უკვე ვიყავი 4 თვის ორსული რაზედაც ინფორმირებული იყო ჩვენი ახალი ხელმძღვანელობა. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 111 მუხლის თანახმად, მოხელე (ქალი), არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის, ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების გამო''. მაგრამ მაინც გამათავისუფლეს.

ბრძანებაში, გათავისუფლების მიზეზად მითითებულია შტატების შემცირება. 28 იანვარს მივმართე მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურში აღდგენის მიზნით, მაგრამ პასუხი დღემდე ვერ მივიღე. გთხოვთ, დამეხმარეთ სამსახურის აღდგენაში.

-საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ნამდვილად იკრძალება ორსულობის განმავლობაში ქალბატონის განთავისუფლება შტატების შემცირების მოტივით. მას უფლება აქვს თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს. მას უფლება აქვს ამ ბრძანების ოფიციალური გაცნობიდან როდესაც მას გადაეცა ეს ბრძანება, ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. თუ ვადები დაცულია შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ შეგვიძლია როგორც სარჩელის მომზადებაში დავეხმაროთ ასევე შგვიზლია ადვოკატირების საკითხიც გადაწყდეს. მაგრამ ამისთვის უნდა მოგვმართოს და მოიტანოს დოკუმენტები.

ქეთი დიღმელაშვილი:

ვმუშაობ კერძო სამსახურში, მაქვს თუ არა უფლება ხელმძღვანელობას ვთხოვო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შეცვლა (კანონით თუ არის ასეთი პრეცედენტი დაშვებული, პირადად სთხოვო ეს გასაგებია).

-კანონის თანახმად ყველა ის პირობა რაც შრომით ურთიერთობაშია, მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუკი დამსაქმებელს რაღაც არ გაუფუჭდება და მის ნებას დაემთხვევა დასაქმებულის ნება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ კანონში პირდაპირ ცალმხრივი მოთხოვნის საფუძველზე პირდაპირ ცვლილება არ არის გაწერილი. ანუ შეთანხმებაზე დავდივართ ისევ და თხოვნაზე.

მაგდა რუხაძე:

რამდენად სწორად არის საქართველოში შრომის კოდექსი გაწერილი და თუ შეიძლება გვითხარით. კანონით რამდენი სამუშაო საათია გათვლილი ნორმალურ სამუშაო გრაფიკად?

-შრომის კანონმდებლობის ხარვეზებზე ძალიან დიდი ხანი შემიძლია ვისაუბრო. კანონი ზოგადად არის მაგრამ ბევრ ხარვეზს შეიცავს და ამაზე მუშაობენ უკვე თვითონ კანონმდებლებიც და საკანონმდებლო ინიციატივაც არსებობს. რაც შეეხება სამუშაო დროის ხანგრძლივობას დღეს მოქმედი შრომის კოდექსისი რედაქციით კვირაში 41 საათს არ უნდა აღემატებოდეს თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არსებობს კანონპროექტი რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ მუშადება და თუ ეს კანონპროექტი შევიდა ძალაში და გახდა კანონი მაგ შემთხვევაში 41 საათი იქნება მაქსიმალური ზღვარი და მხარეთა შეთანხმებაზე აღარ იქნება დამოკიდებული. 41 საათის ზევით ჩაითვლება ზედანაკვეთურ სამუშაოდ.

მაია ქარქუსაშვილი:

როგორია განსხვავება საჯარო და კერძო სამსახურების შრომითი ხელშეკრულებების მხრივ და რისი უფლება, (უპირატესობა)  აქვთ კერძო ორგანიზაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან შედარებით.

საჯარო სამსახურში ურთიერთობებს არეგულირებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. ეს უფრო სპეციფიური კანონია და მეტი უფლებებია ასე ვთქვათ დასაქმებულთა დასაცავად.რაც შეეხება კერძო სამსახურში დასაქმებულ პირებს აქ უკვე მოქმედებს საქართველოს შრომის კოდექსი. შრომის კოდექსში დღეს არსებული რედაქციით არცთუ ისე დაცული არ არის დასაქმებული, კერძოდ კანონში გვაქვს ჩამოთვლილი შესაძლებლობები რა შემთხვევაშ შეიძლება შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა.ერთ-ერთი ესეთი საფუძველი წერია შრომითი ხელშეკრულების მოშლა, რა წინაპირობების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მოშლა ეს კანონში არ არის გაწერილი რასაც სამწუხაროდ დამსაქმებლები ძალიან ცუდად იყენებენ. რაც შეეხება საჯარო სამსახურის შსახებ კანონს იქ ასეთი დათქმა არ არის და ზუსტად არის ამომწურავი განთავისუფლების წინაპირობები, შესაბამისად თუ ეს წინაპირობა არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტა არ ხდება დასაქმებულთან.

გიორგი ტყემალაძე:

ახალი შრომის კანონის მიხედვით, ცვლაში ვინც მუშაობს, შესაძლებელია თუ არა ერთ ცვლაში 12 საათი მუშაობა, თუ 8 საათიანებზე უნდა გადავიდნენ? თუ 8 საათიანი ცვლები გაკეთდება ეს იქნება ძალიან ცუდი იმ მიზნით, რომ დაქირავებულ მუშალს ოჯახთან ნორმალური ურთიერთობის დრო საერთოდ არ დარჩება.

-ახალი შრომის კოდექსი არ არის მიღებული, ანუ არსებობს კანპონპროექტი სადაც ამ კოდექსში იგეგმება ცვლილებები მაგრამ ჯერ არ არის შეტანილი. თუმცა ამ პროექტიდაც განსაზღვრულია რომ ცვლებსშორის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

მკითხველი გიორგი:

შვებუელებებს გვითანხმდებიან წინასწარ, წლის დასაწისში და თან ამ შვებულებას 24 დღეს გვიყოფენ ორ ნაწილად 12-12დღედ. შესაძლებელია, რომ ეს დარეგულირდეს კანონით?

-კანონით განსაზღვრულია რომ 24 სამუშაო დღე ეკუთვნით ანაზღაურებადი. რაც შეეხება გამოყენებას კანონშიც წერია რომ შესაძლებელია დამსაქმებელმა წინასწარ შეათანხმოს რიგითობა თანამშრომლების როგორ გადიან შვებულებაში. შვებულების აღების უფლება დასაქმებულს გააჩნია მაგრამ ასევე აუცილებელია რომ დამსაქმებელთან შეათანხმოს. თუ დამსაქმებელს არ შეუძლია სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ერთად მისცეს 24 სამუშაო დღე მაგრამ წლის განმავლობაში ამ 24 დღს აძლევს და უბრალოდ რაღაც რიგითობას ათანხმებს მას კანონით ამის უფლება აქვს.

დავით გოგუა:

თუ შეიძლება კანონით მოვალეობას ასრულებდეს ადამიანი 2 წლის განმავლობაში და შემდეგ სხვა დაინიშნოს?

-სავარაუდოდ აქ საუბარია საჯარო სამსახურზე. ზოგადად შესაძლებელია მოვალეობის შემსრულებელი იყოს ერთი პირი. მაგრამ როდესაც საჯარო სამსახურში ხდება თანამდებობის დაკავება ცხადდება კონკურსი და შესაბამისად კონკურსში შეიძლება გაიმარჯვოს სხვა პირმა. თუ საუბარია კერძო სექტორზე ამ შემთხვევაშიც შეიძლება დამსაქმებელმა სხვა პირთან გააფორმოს ხელშეკრულება და ამაში არანაირი დარღვევა არ არის.

ნათია:

საქართველოში სახელმწიფო და კერძო სამსახურებში მაინც ირღვევა დასაქმებულის უფლებები.  2009 წელს დავიწყე სამსახური ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, დღის რეჟიმი არის ძალიან გადამღლელი.  უამრავი საქმე გვაქვს. თავდაუზოგავად ვშრომობთ. არცერთ წელს შვებულებას არ მაძლევს უფროსი,- შენს საქმეს ვინ გააკეთებსო. სულ ორი კვირით ვითხოვე შვებულება 2011- 2012–ში და უარი მივიღე. აქვს თუ არა უფლება უფროსს, რომ ასე გადაბმულად ამუშაოს მისი ხელქვეითი და ორი ვკირაც არ მიცეს დასვენების საშუალება?

-კანონი კრძალავს ამას. სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე თუ გაფუჭდება რაღაც და ვერ ხდება შვებულების მიცემა შეიძლება შვებულება ერთხელ გადაიტანონ და ისიც შემდეგ წელზე. საერთოდ რომ არ მისცენ მას არანაირი შვებულება რამოდენიმე წლის განმავლობაში რათქმაუნდა ეს როგორც შრომის კოდექსის ისე საერთაშორისო აქტივის უხეში დარღვევაა და ამ ქალბატონს უფლება აქვს რომ თავის უფლებების დასაცავად იდავოს.

ნატალია ქარცივაძე:

ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო ფირმაში წლების განმავლობაში. მენეჯერმა ამითვალწუნა და აშკარად ეძებდა მიზეზს ჩემს გასათავისუფლებლად. თუმცა სერიოზული არგუმენტი არ ქონია, დირექტორთან აგზავნიდა ჩუმად ცრუ წერილებს. ბოლოს დამირეკეს კადრებიდან გათავისუფლებული ხარ და მალე წადი შენთვის ჯობიაო.  მუშაობა აუტანელი გახდა და წამოვედი. დირექტორთან გაგზავნილი მქონდა სერიოზული არგუმენტები, რის გამოც სხვა ფილიალებში უშვებდნენ. ვიცი, რომ მენეჯერს შუალედურ რგოლთან აქვს ახლო კავშირი და ერთობლივად იმოქმედეს, რაც დირექტორმა არ იცის. ჩემზე მიღებული არასწორი ინფორმაციების საფუძველზე  დირექტორმა გადაწყვიტა ჩემთვის არც მოესმინა, რომ სიმართლე დამემტკიცებინა. ეხლა მსგავს მგომარეობაშია სხვა თანამშრომელი. ასე დავრჩი უმუშევარი, თანაც შემცვლელს ვერ პოულობენ. გთხოვთ ამიხსნათ, როგორ შეიძლება დავამტკიცო, რომ არაფერი დამიშავებია...იქნებ დამეხმაროთ.

-თუ დასაქმებულს მიაჩნია რომ უკანონოდ გაანთავისუფლეს სამსახურიდან და რაღაც არარსებული საფუძველი დაედო მის განთავისუფლებას, მას უფლება აქვს განთავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში იდავოს სასამართლოში და მოითხოვოს როგორც სამსახურში აღდგენა ისე განაცდურის ანაზღაურება. თუ დაამტკიცებს იმას რომ სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი არ შეესაბამება რეალობას მას შეუძლია მიაღწიოს იმას რომ აღდგეს სამსახურში. დახმარებას რაც შეეხება მას შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და მოიტანოს დოკუმენტები. ჩვენთან კონსულტაციები უფასოა.

გია დვალი:

აქვს თუა არა უფლება კერძო ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს, პარალელურად იმუშაოს სხვა ორგანიზაციაში და შეუძლია თუ არა კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელს თანამშრომელი ამის გამო გაათავისუფლოს.

-შეთავსებით მუშობა და საქმიანობა კანონით დაშვებულია. შესაძლებელია თუ კი ეს ხელს არ შეუშლის იმ ძირითად საქმიანობას. გამონაკლისია მხოლოდ ის რომ არ უნდა იყოს კონკურენტი საწარმო. შესაბამისად თუ არც ხარისხზე და არც დროზე არაისახება მისი სხვაგან მუშაობა მისი ამ მოტივით სამსახურიდან განთავისუფლება არ შეიძლება.

მკითხველი ნინო:

ვმუშაობ კერძო ორგანიზაციაში, (ვარ მარტოხელა დედა), შაბათობით ბავშვის დატოვების პრობლემა მაქვს, რადგან შაბათს ვმუშაობ. სმსახურში კი ბავშვების მიყვანა აკრძალულია. ირღვევა თუ არა ამ შემთხვევაში ჩვენი უფლება?

-შაბათს მუშაობა კანონით არ იკრძალება. შესაძლებელია 6 დღიანი სამუშაოც არსებობდეს და ამას კანონი არ კრძალავს. თუკი მას აღებული აქვს ეს ვალდებულება მან უნდა იმუშაოს და ასევე თუ კომპანია კრძალავს ბავშვების მიღებას კომპანიას ამისი უფლებაც აქვს და ამ მხრივ კანონი არ ირღვევა.

ნანა:

როგორც ცნობილია, შრომით კოდექსში ცვლილებები შედის. 1) აისახება ეს კერძო ორგანიზაციებზე, თუ მხოლოდ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს შეეხება. 2) რა დადებითი და უარყოფითი მხარეებია კერძო და სახელმწიფო სამსახურების შრომით ხელშეკრულებებში.

-ცვლილებები შედის ნამდვილად, მაგრამ ეს ცვლილებები შედის საქართველოს შრომის კოდექსში და ეს ძირითადად ეხება უფრო მეტად კერძო სექტორს. მართალია საჯარო სამსახურში დათქმა გვაქვს, რომ გარკვეულ ნაწილში შრომი კოდექსის მოქმედებაც ვრცელდება, მაგრამ ძირითადი ცვლილებების პაკეტი რაც მზადდება, უფრო ეხება კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს. ზოგადად თუ კი შრომით ხელშეკრულებაზეა საუბარი კერძო იქნება თუ საჯარო სამსახურთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება იქნება ჩვეულებრივად შრომითი კოდექსი ვრცელდება და ჩვეულებრივად ერთიდაიგივე პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. არანაირი განსხვავება არ არსებობს. თუ ეს ქალბატონი გულისხმობს რა განსხვავებაა საჯარო სამსახურსა და კერძო შრომით ურთიერთიბაშორის შემიძლია ვთქვა რომ კერძო სექტორში უფრო ნაკლებად არის დასაქმებული უფლება დაცული. თუ შევადარებთ კერძო სექტორში დასაქმებული საჯარო მოხელესთან შედარებით ნაკლებად დაცული გამოდის.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას