როგორ მოვემზადოთ დიდი მარხვისთვის

როგორ მოვემზადოთ დიდი მარხვისთვის

აღდგომის მარხვა ყველაზე მძიმეა. ეს მარხვა გონებრივად, სულიერად და ხორციელად უნდა დავიცვათ. როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები, რომ ამ მნიშვნელოვან დროს ღირსეულად შეხვდნენ, ამ კითხვებზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ვახტანგი (ასათიანი) გვესაუბრება.

თამუნა ჯაფარიძე:

საჭიროა თუ არა მარხვის შენახვაზე კურთხევის აღება, როგორ მოვიქცეთ თუ ვერ მოვახერხეთ მოძღვართან მისვლა მარხვის დაწყებამდე?

–აუცილებელია მარხვა ლოცვასთან ერთად. მარხვა არის ლოცვის გამაძლიერებელი. ყოველი დიდი დღესასწაულის წინ არის მარხვა. ეს მარხვა არის აღდგომის მარხვა. რომელიც ჩვენი სულიერი კერძია.

აუცილებელია მარხვა იყოს გაჩერებული და კურთხეული ეკლესიისგან. ჩვენ გვეკითხებიან ხშირად, რომ საჭიროა თუ არა მარხვის წინ მივიდეს მოძღვართან ადამიანი და ლოცვა კურთხევა მიიღოს. რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს, რადგან მარხვა დადგენილია ეკლესიის მიერ. „მარხვითა და ლოცვითა განიკურნება ყოველივე“

მარხვა არ არის განყენებული. აუცილებელია ადამიანი მარხვას ინახავდეს სინანულით. სინანული არის სულიერად ამაღლებული კიბე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პრევედენციალურად ადამიანის ცხოვრებას უნდა მიჰყვებოდეს. ეს ისეთი ღვთაებრივი ნიჭია, რომლითაც ადამიანი კავშირში არის ღმერთთან.

მკითხველი ნანა:

ადამიანები, რომლებსაც მარხვის შენახვა არ შეუძლიათ, როგორ უნდა მოიქცნენ. გასაგებია, რომ აუცილებელია ყველაფერს სწორად ვაკეთებდეთ, მაგრამ როდესაც გინდა "აკრძალული" კერძი მიიღო, თუმცა თავს იკავებ რადგან მარხვაა, ეს რამდენად გამართლებულია სულიერი მდგომარეობისთვის?

–აუცილებელია, რომ მარხვა სიხარულით ხდებოდეს და არა იძულებით. ლოცვა მწუხარებით, არამედ სიხარულით შეწირული უყვარს უფალსა. აუცილებელია, რომ ლოცვა და მარხვა იყოს სულიერად მოწოდებული. ეკლესიის გარეშე არ ხდება არავითარი მისტერია. ადამიანმა მარხვითა და ლოცვით უნდა გაიაროს აღდგომის სიხარულის გზა.

მარიტა:

რომელი ლოცვები იკითხება დიდ მარხვაში, რომელი დაუჯდომელი ვიკითხოთ და რამდენად ხშირად?

–მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია.განსაკუთრებული ლოცვები არის კიდე ჩართული ეფრემ ასურის ლოცვა. რა თქმა უნდა დავითნი. დილა–საღამოს ლოცვები თავისთავად. განსაკუთრებით უნდა ვიკითხოთ ამ დროს ბიბლია და სახარება. იმიტომ, რომ ყველა ლოცვა, რომელსაც ჩვენ აღვავლენთ ეკლესიაში, არის განწყობის მიხედვით. მაგალითად: აუცილებელია ვიკითხოთ ბიბლია, რომ ეს ლოცვები სულიერად გავიაზროთ. იქ არის დადებითი პერსონაჟები, რომელზეც ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. ავიღოთ მათი მაგალითი.

თორნიკე:

მაქვს ისეთი სამსახური რომ სულ ფოსმაჟორულ სიტუაციაში მიწევს მუშაობა, რის გამოც ძალიან ხშირად საღამოს ლოცვას ვერ ვესწრები. წირვაზე დავდივარ, მაგრამ საღამოს ლოცვაზე სახარების წაკითხვის დაუსწრებლობის გამო, უღირსად ვთვლი თავს ზიარებისთვის, რას გვირჩევთ ასეთ მრევლს?

–მოგეხსენებათ, რომ ბევრი ადამიანი სამსახურში დადის, მაგრამ ჩვენი ცხოვრება არ უნდა ავაგოთ მხოლოდ მიწიერ ცხოვრებაზე. ადამიანისთვის სასარგებლოა გამოთქმა, „რა უნდა ვაკეთოდ“. რა უნდა ვაკეთო - ეს არის მოწოდება, მცნება და ამ მცნებით უნდა იცხოვროს ადამიანმა. ერთ-ერთი მცნება არის: “ ექვსი დღე ქმენ და იქმენ ყოველი საქმენი შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა, ღვთისა შენისა“. აუცილებელია როგორმე ამ კვირა დღეს, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ უფლისას, ადამიანმა გამოძებნოს საშუალება და შაბათი და კვირა დღე გამონახოს და იაროს ეკლესიაში.

თამარ ბენაშვილი:

მე მედიაში ვმუშაობ, სამწუხაროდ საეკლესიო სადღესასწაულო დღეებში არ ვისვენებთ (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გარდა), გთხოვთ განმარტოთ, ვარღვევთ თუ არა მართლმადიდებლური წესით ცხოვრების წესს. მაგრამ მოგეხსენებათ დრეს რას ნიშნავს სამსახურის შენარჩუნება).

–გასაგებია, როგორია თქვენი პროფესია. მედია სულ მუშაობს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ერთი დღე, რომელიც ღვთის არის, რომელიც არის მადლმოსილი, ამ ერთი კურთხეული დღით ჩვენი ყოფიერება იყოს მადლმოსილებაში. ის, რაც შენ დაკარგული დრო გგონია, სულაც არ არის დაკარგული. როცა ჩვენ კვირა დღეს გულით ვლოცულობთ, დანარჩენი დღეები უკვე მადლით არის ავსებული. „მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმე, და მე მოგასვენებთ თქვენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ სულთა თქუენთა ცხონებაი“.

ამ ცხოვრებას ახლავს მრავალი რბოლა და ეს რბოლა უნდა იყოს ერთი–მიწიდან ზეცისკენ მიმართული. „სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ . ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის შევიძინოთ სასუფეველი ცათა, ჭეშმარიტება მისი და მისგან შეგვეძინება ყოველი კეთილი. ამიტომ აუცილებელია უფლის მიერ დადგენილი მცნებები შევასრულოთ, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ღვთის მადლით კურთხეული.

თამაზ გაბატაშვილი:

ძალიან ხშირად მესმის, ტაძარში თუ არ დადიხარ აზრი არ აქვს მარხვას და ა. შ. რა მადლი აქვს ან ასეთი ადამიანის ტაძარში სიარულს, ან ერთი უბრალო ადამიანის ტაძარში მიუსვლელობას, რომელიც რაღაც მიზეზების გამო ვერ მიდის, მაგრამ გულით კეთილი და ღვთისმოსავია?

–მონანული სული, ეს არის სათნოება და თუ ადამიანს აქვს მორჩილება, თავმდაბლობა, ”სულიშემუსვრილი, გული შემუსვრილი, დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხყოს”. აი, ასეთი უნდა იყოს ადამიანი. ამ დროს თავის სულიერ ცხოვრებაში ჩაღრმავებულია ადამიანი. მოგეხსენებათ იგი შედგება სულიერი შრეებისაგან.ადამიანმა უნდა გაანალიზოს მისი სულიერი ცნობიერბა და შეძლებისდაგვარად მოახდინოს თავის თავის კონტროლი და ნეგატიური ცუდი რაც არის მასში, ის აღმოაჩინოს და პირუთვნელად, გულწრფელად უნდა იყოს აღირებული ლოცვებში. მოძღვარი მას მოუსმენს და შემდეგ ამ ადამიანს. თუ ადამიანი მოინანს და სინანულით იცხოვრებს ეს ადამიანი განიწმინდება ცოდვებისგან და ავა მაღალ სულიერ ხარისხში.

ეკლესიის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება შვილო, თუ სერიოზულად შევხედავთ ცხონების საკითხს, მაშინ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ თუ ყოველ თვე ვერ ეზიარება ადამიანი, წელიწადში სამჯერ მაინც ეზიაროს. განსაკუთრებით ასეთი მარხვების დროს. ყველაფერი უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ამ ენითგამოუთქმელ ნეტარებას ეზიაროს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, სწორი და ჭეშმარიტი სიტყვა მიგეტანოთ ადამიანებთან და სიმართლეს გამსახუროთ ღმერთმა.

რა არის სასუფეველი?– სასუფეველი არის სამართალი, მშვიდობა და სულიწმინდის სიხარული. სასუფეველი არც საჭმელია და არც სასმელი. აი ეს არის მთავარი. ეს საფუძვლები თუ ექნება ადამიანს ცხოვრების წესად. ის აუცილებლად შევა სასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ და სასუფევლის მადლი შეგეწიოთ და მისი მკვიდრი გაგხადოთ უფალმა. ორთავე სამყაროში გახაროთ და გაბედნიეროთ.

 

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას