რა საფრთხე ემუქრება მოქალაქეს თუ კრედიტს ვერ დაფარავს

რა საფრთხე ემუქრება მოქალაქეს თუ კრედიტს ვერ დაფარავს

რა საფრთხე ემუქრება მოქალაქეს თუ კრედიტს ვერ დაფარავს. როგორ ხდება პრობლემური სესხების ამოღება და რა შემთხვევაში შეიძლება, რომ ”შავ სიაში” აღარ ირიცხებოდეთ.

დავით დოლიძე:

საქართველოს ბანკში მაქვს orange ბარათი 1000$ და 2 განვადება. ძირი თანხა არის განვადებებზე 2000 ლარამდე და orange-ზე 600$ დარჩენილი. ვეღარ ვიხდი უკვე 3 წელია რაც მაქვს და 6თვის წინ შევიტანე ბოლოს orange-ზე.  ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული არაფერი, გადაცემულია ჩემი საქმე კერძო აღმსრულებელს სამტრედიის ქუჩაზე, რა უფლება აქვთ მათ განახორციელონ ჩემზე ამოღების თავლსაზრისით და მე რა უნდა ვქნა თუ არ მაქვს გადასახდელი თანხა.

-როდესაც ადამიანი ვერ იხდის ვალს, ბანკს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ან კიდევ თუ ხელშეკრულებაში ჩაწერილია ნოტარიუსი, ნოტარიუსმა გასცეს საამღსრულებლო ფურცელი.ამ შემთხვევაში საამღსრულებლო პროცესი დაწყებულია უკვე. ამითომ ადამიანი ამ შემთხვევაში თვითონ აგებს პასუხს თავისი ქონებით. თუ პიროვნებას არაფერი არ გააჩნია ამ შემთხვევაშჳ მოძიებული იქნება უკვე მისი მოძრავი ნივთები, დაყადაღდეს და გაიყიდოს. თუ ვინმეს პრეტენზია ექნება მერე ის ადამიანი დაიწყებს დავას, იმასთან დაკავირებით რომ ის მოძრავი ნივთები რომელიც დაყადაღდა მას კი არ ეკუთვნის არამედ სხვისია და განთავისუფლდეს ყადაღისგან. გადახდა სავალდებულოა, თუ ვერ გადაიხდიან მაშინ იძულებითი აღსრულება მოხდება. ანუ ანგარიშებზე ყადაღის დადება მოხდება და ასევე ხელფასი შეიძლება ჩამოაჭრან.

მამუკა:

მაქვს საქართველოს ბანკის orange ბარათის დავალიანება 430$, სამწუხაროდ წლებია ვერ მოვახერხე დაფარვა, ობიექტური მიზეზების გამო. ვარ  "შავ სიაში". საბედნიეროდ ახლა მაქვს სამსახური და შემიძლია ეტაპობრივად დავფარო ჩემი ვალი. მეუბნებიან, რომ "შავ სიაში" მაინც დავრჩებიდა არცერთი ბანკი სესხს არ მომცემს. თუ არსებობს რაიმე გზა, რომ დავალიანების დაფარვის შემდეგ, რამდენიმე თვეში მოხერხდეს, რომ ნეგატიურ სიებში აღარ ვირიცხებოდე.

-ოფიციალურად შავი სია არ არსებობს, უბრალოდ ბანკებს აქვთ საერთო ბაზა სადაც ხედავენ ადამიანს ვალი აქვს თუ არა. შესაბამისად თუ ადამიანი გადაიხდის ვალს, თითეული ბანკი უკვე თვითონ წყვეტს მისცეს თუ არა კრედიტი. ასე რომ სხვა გამოსავალი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

ქეთი-თაკო:

კრედიტის დაფარვასთან დაკავშირებით არანაირი შეღავათი არ ვრცელდება მარტოხელა, მრავალშვილიან დედებზე?

-სამწუხაროდ საქართველოს კანონმდებლობით ესეთი შეღავათი გათვალისწინებული არ არის.

ვიქტორ ქიტუაშვილი:

ერთი წლის წინ შევიძინე ტელევიზორი განვადებით საქართველოს ბანკში, სესხის თანხა შეადგენდა 1000ლარს, შემდეგ გარკვეული და ძალზედ სერიოზული პრობლემების გამო საერთოდ არ შემიტანია თანხა გარდა ერთი თვისა. ეხლა ვნახე და დავალიანება არის 3000ლარამდე. მაინტერესებს რა მოხდება საერთოდ რომ არ გადავიხადო თანხა? ჩემი და ჩემი მეუღლის სახელზე არ არის გაფორმებული არანაირი მოძრავი თუ უძრავი ქონება. ამის შემდეგ კი საცხოვრებლად ვაპირებთ სხვა ქვეყანაში გადასვლას.

გვანცა ეზიეშვილი:

მაქვს საკრედიტო ბარათი "ტაო პრივატ ბანკში" უკვე 3 წელზე მეტია, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვიხდი, ჩემი საქმე გადაცემულია პრობლემატურ გადამხდელებში. კერძოდ სათაო ოფისში. იქნებ მირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცე, თუ არ მაქვს გადასახდელი თანხა?

-თუ ადამიანი არ გადაიხდის ვალს დაიწყება დავა იმის შესახებ რომ მას იძულების წესით დაეკისროს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისროს ეს თანხა და იძულებით იქნეს ამოღებული. თუი ქონება არ გააჩნია ბუნებრივია მაშინ ვერ მოხდება ამ თანხის ამოღება. ვალის გამო ადამიანის დაჭერა საქართველოს კანონმდებლობით არ შეიუძლება თუ რათქმაუნდა კრედიტის გამოტანის დროს არ მოიტყუა პიროვნებამ.

ნათია სილაგაძე:

მაინტერესებს ეკისრება თუ არა ფინანსური პასუხიმგებლობა პიროვნებას, რომელიც თავდებად დაუდგა იმ პირს, რომელმაც ვერ შეძლო კრედიტის დაფარვა უკვე წლებია (კრედიტი აღებულია საქართველოს ბანკში).

-თავდებს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ნაწილში , რა ნაწილშიც იკისრა თავდებობა. მაგრამ ეს არნიშნავს იმას რომ მხოლოდ ის იხდის თანხას. შემდეგ უკვე გადახდილი თანხა შეუძლია მოსთხოვოს იმ პიროვნებას რომლის ვალის გამოც გადაიხადა აღნიშნული თანხა.

დათო მაჭავარიანი:

სესხი ავიღე ბანკში. ვმუშაობდი და ხელფასის ცნობის საფუძველზე მომცეს. ვიხდიდი სანამ ვმუშაობდი. შემდეგ დავკარგე სამუშაო და ვეღარ ვიხდი. რა შეიძლება დამემუქროს?

-თუ ადამიანი ვერ გადაიხდის თანხას დაიწყება იძულების მექანიზმები. როგორიც არის სასამართლოსთვის მიმართვა და შემდეგ იძულებით აღსრულება აღნიშნული თანხის ამოღების. რაიმე სხვა მექწანიზმი რომ არ ვმუშაობ და თანხას არ მომთხოვენ ესეთი რამე არ გვაქვს ჩვენ. ერთადერთი გამოსავალი არის რომ ბანკის კეთილი ნება თუ იქნება რაღაცა დროით აპატიოს პიროვნებას თანხის გადაუხდელობა. თუ ეს ვერ მოხერხდება სხვა გამოსავალი არ არსი.

ლევან გაფრინდაშვილი:

ჩემს შვილს აღებული აქვს კრედიტი,რომლის დავალიანებაც აქვს დარჩენილი. ამჟამად იგი პატიმრობაშია. მის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ არსებობოს. შეუძლია აღმასრულებელს მამისგან რამე მოითხოვოს. თავდებში არ ვდგავარ.

-არ შეუძლია მამისგან რაიმე თანხა მოითხოვოს რადგან პიროვნება უშუალოდ თვითონ აგებს პასუხს და არა მისი მშობლები ან მეგობრები და ახლობლები.

დალი დანელია:

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქე, რომ შეეძლოს ბანკიდან კრედიტის გამოტანა.საშუალოდ რამდენია კრედიტის წლიური (თვიური) საპროცენტო გადასახადი და რა ვადით გაიცემა იგი.

-აღნიშნუ;ლთან დაკავშირებით თითეულ ბანკს თავისი განაკვეთები აქვს დადგენილი. ბანკში უნდა მივიდეს პიროვნება და დაელაპარაკოს ამასთან დაკავშირებით. იურიდიული საკითხი ეს არ არის.

ნატალია მიქაძე:

ბანკში მაქვს დავალიანება უკვე 6 წელია რომელის პროცენტი ავიდა საკმაოდ დიდ თანხაზე არ მაქვს არანაირი უძრავი ქონება მხოლოდ ვარ ჩაწერილი მშობლების სახლში ვარ შავ სიაში როგორ შეიძლება მოხდეს ამ დავალიანების დაფარვა? როგორი კანონი შემეხება.

-ქალბატონ ნატალიას მინ და ვუთხრა რომ თუ ბოლო გადახდიდან ან ხელშეკრულების დამთავრებიდან გასულია 3 წელი, შეუძლია თანხა არ გადაიხადოს იმიტომ რომ ხანდაზმული მიქნება. რაც შეეხება გადახდის პროცედურებს შეუძლია მივიდეს ბანკში და უთხრაოს რომ გამიწილვადეთ, ან ახალი გრაფიკი შევადგინოთ ან კიდე მისი სურვილისამებრ გადაიხადოს. სხვა გამოსავალი და მეტი მექანიზმი ამასთან დაკაშირებით არ არსებობს.

თეა კასრაძე:

გარდამეცვალა მამა, რომელსაც აღებული ჰქონდა სესხი და 1 თვის ხელფასი წინასწარ "ვითიბი" ბანკში, არ გვინდა გადახდის ვალდებულება დავაკისროთ თავდებებს. ვალდებულია თუ არა ბანკი გაგვიწიოს რაიმე შეღავათი? მაგალითად შეგვიჩეროს პროცენტი.

-ადამიანის გარდაცვალებისას პროცენტის დინება უნდა შეწყდეს იქიდან გამომდინარე რომ ვალდებულების შემსრულებელი ადამიანი სახეზე აღარ გვყავს. რაც შეეხება თავდებს გარდაცვალების მომენტამდე რა დავალიანებაც არსებობდა ის თავდებმა უნდა გადაიხადოს. თუ არ უნდათ რომ თავდებს დაეკისროს მაშინ მესამე პირმა ამ შემთხვევაში მემკვიდრემ უნდა გადაიხადოს

ლია ნატროშვილი:

ოთხი თვის წინ გარდამეცვალა მეუღლე, რომელსაც საკრედიტო ბარათი ჰქონდა 1800 ლარის ტაო პრივატ ბანკში. ის მუშაობდა და ამიტომ მისცეს კრედიტი. დარეკეს ბანკიდან და როცა ვუთხარი, რომ ის გარდაიცვალა, მიმატანინეს გარდაცვალების ცნობა და თანაც გამაფრთხილეს, რომ მე უნდა გადავიხადო ყველა ის ჯარიმა და პროცენტი, რაც ამ ხნის განმავლობაში დაგროვდა, რომელმაც უკვე 3000 ლარს მიაღწია. მე პენსიონერი ვარ და არ შემიძლია მისი გადახდა. ხელშეკრულებაში მე არავითარი ვალდებულება არა მაქვს აღებული. რას ნიშნავდა გარდაცვალების ცნობის დაფიქსირება? ახლა როგორ მოვიქცე? ჯარიმა და პროცენტი ყოველდღე მატულობს.

-ამასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნოთ რომ თუ ადამიანი გარდაიცვალა უნდა შეჩერდეს პროცენტების დარიცხვა, ანუ გარდაცვალებამდე რა ვალდებულებასც იყო მხოლოდ ის უნდა დაეკისროს მემკვიდრეს. მაგრამ ყველა ვარიანტში არ იხდის მემკვიდრე ამ თანხას, იხდის მხოლოდ იმ ნაწილში რა ნაწილის ქონებაც მიიღო. მაგალითად თუ პიროვნებას დარჩა მილიონი ვალი და მემკვიდრეს ქონება დარჩა ასი ლარი მემკვიდრეობით პასუხს აგებს მხოლოდ ასი ლარის ნაწილში.

ზაზა ვერულიძე:

მქონდა დავალიანებები ბანკებში, მაგრამ ყველა დავფარე და თუ შეიძლება რომ შავ სიაში აღარ ვიყო?

-უნდა მივიდეს კრედიტ ინფოში ან იმ ბანკში რომელშიც ვალი ქონდა , უნდა აუხსნას ადამიანმა რომ პრობლემები აღარ არსებობს გადახდილია ეს თანხა და გადააგზავნოს ბანკმა მოთხოვნა კრედიტ ინფოს სიიდან ამოღების შესახებ.

თამარ მოდებაძე:

საქართველოს ბანკში აქვს ჩემს მეუღლეს სესხიც და ბარათიც-საკრედიტო, უკვე 3 წელია ვეღარ იხდის და დავალიანება უკვე ძალიან არის გაზრდილი 3000ლარი უკვე 12000 ლარამდეა გაზრდილი, გაფორმებული არაფერი არ აქვს თავის სახელზე, გადახდას ნამდვილად ვერ მოახერხებს, სააღსრულებლოს არის გადაცემული, რა შეიძლება ეშველოს?

-თუ ადამიანს ქონება არააქვს ვერ ამოიღებენ ამ თანხას, მაგრამ იძულებითი აღსრულება რათქმაუნდა დაწყებულია და გაგრძელდება იმ ვადით რაც კანონით გათვალისწინებულია, ამის მაქსიმალური ვადა არის 10 წელი ფულად მოთხოვნებზე. შეიძლება ადამიანს ამ ეტაპზე არ ქონდეს ქონება და სხვა დროს შეიძინოს. მაგრამ მის უძრავ მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედება საქართველოში. შესაბამისად ეს პიროვნება თუ რამეს შეიძენს ან ანგარიშზე რამეს შეიტანს პირდაპირ ჩამოეჭრება და გადაირიცხება მისი ვალის დასაფარავად.

თათია კოკაია:

ჩემმა ახლობელმა ერთერთ ქართულ ბანკში აიღო სამომხმარებლო კრედიტი 10 000 ლარი (2008 წლის ომამდე) ნათესავის თხოვნით და მასვე გადასცა (რომელიც თავდებად დაუდგა). შემდეგ გადახდებს ახორციელებდა ეს ნათესავი (შეტანები სულ მისი სახელით არის, ანუ რეალურად გამომტანს არ განუხორციელებია არც ერთი გადახდა)შემდეგ ამ ნათესავმა ვეღარ შეძლო გადახდა, 3 წელია ვერ იხდის.აღსანიშნავია, რომ კრედიტის აღებისას არანაირი უძრავი ან მოძრავი ქონება არ დაუტვირთავთ და ამღებს არც აქვს საკუთრებაში არაფერი. ცხოვრობს ბაბუის სახელზე გაფორმებულ სახლში. 3 წლის წინ როდესაც გადახდები შეწყდა, რამოდენიმეჯერ წერილი გამოუგზავნეს ამ ადამიანს, რომ გადაეხადა და ჯარიმებიც არის დარიცხული, თუმცა იგი ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში, რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს?

-პირველ რიგში აქაც ხანდაზმულობის ვადა უნდა ავღნიშნოთ. თუ ხელშეკრულების მოქმედების დასრულებიდან გასულია სამი წელი შესაბამისად მოთხოვნა ხანდაზმულია. თუ სამი წელი არაა გასული თუ შეუძლია ჯერ კიდევ მოთხოვის დაყენება ბანკს, მაშინ როგორც უშუალო მოვალეს ასევე თავდებს შეუძლია რომ წაუყენოს ეს მოთხოვნა . თუ არცერთს არაფერი ქონება არ გააჩნია მაშინ ეს მოთხოვნა დარჩება აღუსრულებელი

გიო 111:

მაქვს ონლაინ სესხების საიტიდან კერძოდ "მინიკრედიტი" - დან გამოტანილი 300 ლარიან სესხი, რომელიც უკვე გაორმაგდა. რა ზომების გატარება შეუძლია ზემოთ ხსენებულს ჩემს წინაშე ?

-შეუძლია მიმართონ სასამართლოს და თანხა დააკისრონ მას. შემდეგ დაიწყება იძულებითი აღსრულება.

კახა ჩიხლაძე:

მქონდა "ტაო ბანკის" საკრედიტო ოქროს ბარათი, წლების განმავლობაში ვითვლებოდი კარგ გადამხდელად, არაერთხელ შევავსე თანხა ბარათზე და შემდეგ თავიდან გამოვიყენე. 2011 წელს დამაპატიმრეს და შესაბამისად ვეღარ ვიხდიდი თანხას, ადვოკატმა წარადგინა ბანკში განაჩენი დაკავებისთანავე. ახლა განვთავისუფლდი პატიმრობიდან და ბანკი მთხოვს გადავიხადო მთელი ამ პერიოდის დავალიანებაც. ჩემ სახელზე არაფერი არ ირიცხება, არ ვფლობ არანაირ მატერიალურ ღირებულებას. რა ხდება ამ შემთხვევაში? ბანკთან საერთო ენის მონახვა მიჭირს.

-ის რომ ადამიანი დაპატიმრებული იყო არაცერებს პროცენტების დარიცხვას, ასეთ რამეს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბანკთან უნდა გამოინახოს საერთო ენა რომ ახალი გრაფიკი შედგეს. მაგრამ თუ პიროვნებას თავის სახელზე ქონება არ გააჩნია კიდევ ერთხე ვიმეორებ რომკ ყველა აგებს პასუხ თავისი ქონებით და არ აგებს სხვა პიროვნება პასუხს თუ რათქმაუნდა ეს ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული.

ნინო კვირცხალია:

მაინტერესებს, ადამიანმა რომელმაც აიღო სესხი ბანკიდან 5 წელია უკვე და არ გადაუხდია, საქართველო დატოვა 2012 წელს იმყოფება თურქეთში და არ ჩამოდის შეგნებულად, შვილი და მეუღლე აქ ყავს, მის სახელზე არ არსებობს არცერთი უძრავი თუ მოძრავი ქონება, მე როგორც თავდევი დამაკისრეს გადახდა და შვილი რომელსაც კავშირი აქვს დედასთან და მეუღლესაც არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს ბანკი. ამოხსენით რამდენად მართებულია და რა შეიძლება გავაკეთო ამ ეტაპზე.

-

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას