მკაცრი პედაგოგი და შეყვარებული დათო კენჭიაშვილი პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე

მკაცრი პედაგოგი და შეყვარებული დათო კენჭიაშვილი პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე

ახალგაზრდა მომღერალი დათო კენჭიაშვილი საზოგადოებამ ფოლკლორული სიმღერების შესრულებით გაიცნო. მისი განსხვავებული ხმის ტემბრი და შესრულების მანერა ბევრმა შეიყვარა. მომღერლის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.

როგორია დათო კენჭიაშვილის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება, კითხვებს მომღერალი თავად პასუხობს

ნინო 123:

დავით, რომელი სკოლა დაამთავრე?

-31-ე საშუალო სკოლა დავამთავრე.

ნატალია:

ვინ გასწავლათ სიმღერა?

-სიმღერა ჩემს ოჯახში ყოველთვის ჟღერს, რადგან თითქმის ყველას აბსოლუტური სმენა აქვს. მაგრამ საფუძვლიანად და პროფესიულ დონეზე, სამწუხაროდ არავინ მიდგომია.

ნათია და ნინი:

ძალიან მოგვწონს თქვენი შესრულებული სიმღერები, მაგრამ კონცერტებზე ვერ გხედავთ, სად შეგვიძლია მოგისმინოთ?

-ჯერ-ჯერობით ვერსად, რადგან კონცერტებზე ხშირად გამოსვლა არ მიყვარს. მითუმეტეს, კომერციულ კონცერტებზე. ჩემი ვიზიტი კონცერტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, როდესაც ის საქველმოქმედო იქნება. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კომერციული მიზნით დაგეგმილი კონცერტები.

მარი გაბუნია:

დათო კენჭიაშვილი შეყვარებულია?

-კი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საზღვარგარეთ არის და აქ არ ცხოვრობს.

ლიკა ლაღიძე:

ცნობილია, რომ ბავშვთა სტუდია გაქვთ. ასევე თქვენ დაეხმარეთ ”ნიჭიერის” კონკურსანტს, თუ გყავთ სტუდიაში ისეთი ბავშვები, რომელსაც ნიჭი აქვს და მატერიალური შესაძლებლობა არ აქვს. როგორია დათო კენჭიაშვილი პედაგოგი.

-დათო კენჭიაშვილი ძალიან მკაცრი პედაგოგია და თავისი მოსწავლეების სწავლით ყოველთვის უკმაყოფილოა. თუმცა ალბათ, ეს ყველა პედაგის ერთგვარი მიდგომაა ბავშვებისადმი. რაც შეეხება, მატერიალურ შესაძლებლობებზე შეკითხვას, მე მყავს ასეთი ბავშვები, რომლებსაც გადასახადი ვერ შემოაქვთ, თუმცა ეს არ არის იმდენად დიდი პრობლემა. ყოფილან ბავშვები და არ ქონიათ საშუალება, მაგალითად - მე. ძალიან ბევრი შრომის შედეგად, ძალიან ბევრი წვალებით მივაღწიე იმას რაც დღეს მაქვს და გამაჩნია. მადლობა უფალს! ამრიგად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ბავშვები, რომლებიც მე მყავს სტუდიაში სრულიად უანგაროდ მიაღწევენ ყველაფერს, რაც თვითონ უნდათ. ანუ ეს შესაძლებელია ჩემთან, მყავს რამდენიმე ბავშვი, რომლებსაც არ აქვს სწავლის საფასურის შემოტანის საშუალება.

ინგა ბუღაძე:

დიდ პატივს ვცემ თქვენს შემოქმედებას! გული მწყდება,რადგან უსახსრობის გამო ვერ ვახერხებ ჩემი ბიჭუნას მოყვანას, რომელიც ძალიან ნიჭიერია. მაინტერესებს თუ შეძლებთ შეღავათის გაკეთებას.

-აუცილებლად! სრულიად უანგაროდ მივიღებ.

შორენა პატარიძე:

ხშირად გვესმის, რომ საზღვარგარეთ, ემიგრანტებისთვის ატარებთ კონცერტებს, როგორია თქვენი და მათი ემოციები, როდესაც უცხო ქვეყნის მიწაზე ქართული სულის სიმღერებს მღერით?

-ემოცია ძალიან დიდია, რადგან ხომ გესმით რა რთულია, როდესაც ადამიანი მოწყვეტილია თავის ფესვებს და ჩამოდის ისეთი პიროვნება, ვინც მათ უყვართ და ატარებს კონცერტს?! მე ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი მყავს ნანახი თვალცრემლიანი და ძალიან კარგად მესმის მათი. ზუსტად ამიტომ ვისწრაფვი იქითკენ, რომ ასეთი ღონისძიებები ჩავატაროთ ყოველთვის. ვფიქრობ, ძალიან აკლიათ და ჭირდებათ ეს ყველაფერი მათ.

სალომე დადიანი:

ვინ იყო თქვენი დიდი ბებია? გავგე რომ ზუსტად მან ითამაშა დიდი როლი მომღერლის კარიერაში. ასევე ვიცით, რომ ისრაელში წმინდა მიწაზე გაქვთ კონცერტი დაგეგმილი მომავალში, ეს მართალია?

-თამარ ჯოხაძე - ძალიან დიდი მომღერალი იყო. თუმცა მე მას ვერ მოვესწარი. გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან ძლიერი პიროვნება იყო. ვფიქრობ, უფრო გენეტიკურია, რომ დღეს მე ვმღერი და სწორედ მისი დამსახურებაა.

ნამდვილად მაქვს სოლო კონცერტი დაგეგმილი. ჩემი უსაყვარლესი მეგობარი არის ისრაელში - თედი ნესი, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზებას აკეთებს. მინდა რომ იქაური ქართველებისთვისაც ჩავატაროთ კონცერტი. მთლიანი პროგრამით წავიდეთ და ისევ ის სითბო გადავცეთ მათ, რა სითბოსაც გადავცემთ თუნდაც საბერძნეთში, უკრაინაში, იტალიაში და ა.შ.

ნათია გურჩიანი:

ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რასაც შეიძლება ნანობდეს, ან ტკიოდეს. თუ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ შეიძლებოდეს, მას აუცილებლად შეცვლიდით.

-ვიყავი 12 წლის, როდეასც ჩიტი მოვკალი. ყველაზე მეტად ამას ვნანობ ცხოვრებაში.

ფიქრია ღვინიაშვილი:

რას პირდება დათო მსმენელს.

-დიდ სიყვარულს, გვერდში დგომას და იმას, რომ არასოდეს მოვცილდები საქართველოს და მუდამ იქ ვიქნები, სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები!

მკითხველი ანი:

facebook-ზე ძალიან ბევრი ადამიანი გიპოსტავთ და მაინტერესებს ყველა კომენტარს კითხულობ?

-სამწუხაროდ ვერ ვკითხულობ. იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება facebook_ით არ განისაზღვრება. საერთოდ რატომ მაქვს ეს გვერდი მე თვითონაც არ ვიცი. ვფიქრობ, ძალიან შევცდი, რადგან ჩემთვის ეს გვერდი არის სრულიად უმნიშვნელო და მესამე ხარისხოვანი. სამწუხაროდ, არ შევდივარ ისე ხშირად და არ ვკითხულობ კომენტარებს. არ ვკითხულობ არა, უფრო სწორად ვერ ვკითხულობ. მაგის დრო ფიზიკურად არ მრჩება. ზოგი კი უკმაყოფილოა ამით და ამბობს: შენ დათო, რახან მომღერალი ხარ და გაგიცნო ყველამ, არ მწერ და არ კადრულობ... მაგრამ მე ყველას ვერ ვეტყვი, რომ ამის დრო არ მაქვს და ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს.

მარიამ ბიძინაშვილი:

რამდენი წლის ბრძანდებით ბატონო დათო?

-ოცდაშვიდი წლის ვარ

თამო მესხი:

დათოსთან სამი კითხვა მაქვს 1. რას ვერ აპატიებ ადამიანს 2. როგორი უნდა იყოს თქვენი რჩეული რომ თქვენი მეორე ნახევარი გახდეს 3. თქვენი ნატვრა (თუ გაგვანდობთ)

-1. უსიყვარულობას ვერ ვაპატიებ ადამიანს.

2. აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, სულით და ხორცით ქართველი. აუცილებლად კარგი დედა უნდა იყოს. დედობისთვის მომზადებული ადამიანი უნდა იყოს. ქართველი, ნამდვილი ქართველი ქალი. აუცილებლად მართლმადიდებელი, აუცილებლად მაზიარებელი და აუცილებლად ის ქართული ელემენტები უნდა ქონდეს, რასაც მე მოვითხოვ. ეს უფრო მოთხოვნა არ არის, უბრალოდ ჩემს ჩარჩოში უნდა იყოს აუცილებლად.

ვიზუალობას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მქონდა ერთხელ შემთხვევა, არანაირად არ ყოფილა ვიზუალით განსაკუთრებული, მომხიბლავი, არ იყო ძალიან მაღალი და ტანწერწეტა... უბრალოდ მას ისეთი თვისებები ქონდა, რაც მე ძალიან მიყვარდა და მომწონდა მასში. სამწუხაროდ დღეს ის ადამიანი აღარ არის, თუმცა იყო.

3. ჩემი ნატვრაა, უფალთან ვიყო ახლოს. მეტი არაფერი ნატვრა არ მაქვს. ყველაფერი მაქვს, რაც მინდა. ეგ მაკლია მხოლოდ!

არაბული ლელუკა:

კითხვა არ მაქვს...უბრალოდ მინდა გითხრა,რომ მიყვარხარ...

უჩა ქემაშვილი:

დათო ძალიან მიყვარს შენი სიმღერები, გურჯაანში რომ იყავი ჩამოსული საქველმოქმედო კონცერტზე შენი ნახვა და სურათის გადაღება მინდოდა ძალიან, გიკითხე მომღერლებთან მაგრამ დათოს ეჩქარებოდა და წავიდაო. დათო კახეთში რომ მოხვდები, გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში ვცხოვრობ და ერთი მაგრად ვიქეიფოთ რა?! ჩემს კოორდინატებს facebook- ის გვერდზე მოგწერ. უფალი გფარავდეს! დიდი პატივისცემით უჩა ქემაშვილი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას