რა გზები არსებობს საქართველოში ნარკომანიის პრობლემის გადასაჭრელად

რა გზები არსებობს საქართველოში ნარკომანიის პრობლემის გადასაჭრელად

ნარკომანია საქართველოში დღეს ერთ-ერთი უმთავრესი და გადაუჭრელი პრობლემაა. რას აკეთებს სახელმწიფო ნარკომანიის პრობლემის აღმოსაფხვრელად, არსებობს თუ არა ქვეყანაში რეაბილიტაციის ცენტრები და ვის უნდა მივმართოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

კითხვებს ფსიქიკური ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ირაკლი გამყრელიძე პასუხობს.

მოქალაქე:

მაინტერესებს, რა კატეგორიის პაციენტები არიან დღეს აღრიცხვაზე და რა თანხა ჯდება მათი მკურნალობა?

-დღეს აღრიცხვა საქართველოში გულისხმობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისათვის მხილებული პირების აღრიცხვას. შესაბამისად ასე დავსვათ საკითხი: რა კატეგორიის პაციენტები აკითხავენ დაწესებულებებს და რა თანხა ჯდება მათი მკურნალობა. გამომდინარე დღევანდელი სურათიდან საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს სამწუხაროდ დიდწილად მიმართავენ ის პირები, ვინც არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მათი მკურნალობა საკმაოდ დიდ სახსრებს საჭიროებს. თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ გვაქვს გარკვეული მეთოდები, რომლითაც ვცდილობთ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, როგორც სახელმწიფო ხარჯზე ანუ სახელმწიფო პროგრამებით და მათი ღირებულება განსხვავდება, თუმცა ის მთლიანად უფასოა იმ განსაკუთრებული კატეგორიის წარმომადგენლებისთვის, როგორც არიან უმწეოები, როგორც არიან აივ ინფიცირებული პაციენტები. რიგ შემთხვევებში გვეხმარება ასევე ადგილობრივი მთავრობა, მერია ან მუნიციპალური ფორმირებების მთავრობა და აფინანსებს ხოლმე მკურნალობას. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჩანაცვლებით თერაპიაზე ეს განსაზღვრული ღირებულებაა თანაგადახდის ღირებულება, რომელსაც იხდის პაციენტი ეს არის 150 ლარი თვეში, ხოლო -სტაციონალური მკურნალობა, რასაც ეძახიან დეტოკსიკაიცას ანუ მედიკამენტებით მხარდაჭერილ მკურნალობას ეს უფრო ძვირადღირებულია და ჯდება 2000 დან 3000 ლარამდე. რიგ შემთხვევებში და საკმაოდ ხშირად ეს ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

მეც მოქალაქე:

რამდენად არის შესაძლებელი ნარკომანის განკურნება და რა გზებით?

-ნარკომანიის განკურნება რა თქმა უნდა შესაძლებელია, ეს შეუძლებელი არ არის. ნარკომანიის განკურნება არ არის ერთი კონკრეტული ჩარევის შედეგი. ეს არის თანხვედრა ძალიან ბევრი ფაქტორის. პირველი ეს არის სამედიცინო დახმარება, რაც ნარკომანიით დაავადებულ პირს სჭირდება. მაგრამ ამაზე არანაკლებ რთული და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის რეაბილიტაციის პროცესი, რომელსაც გადის ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი სამედიცინო პრობლემის მოხსნის შემდეგ. ნარკომანიის განკურნება არის დაკავშირებული ძალიან ბევრ ფსიქოფიზიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებთან. სწორედ ამას ეძახიან სპეციალისტები კომპლექსურ და გრძელვადიან მიდგომას, როდესაც ნარკომანიით დაავადებულ პირს გარდა მკურნალობისა, ასწავლი ახლებურად ცხოვრებას, აბრუნებ მას საზოგადოებაში, ხელს უწყობ იმისათვის რომ ის გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი, ღირსეული და ჯანმრთელი წევრი. შემდეგ კი ხელს უწყობ ჯანმრთელი შედეგის შენარჩუნებაში. აი ეს ყველაფერი არის კომპლექსი, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნარკომანიით დაავადებული პირი შესაძლებელია განიკურნოს. ნარკომანია არის ქრონიკული დაავადება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე აქვს ადამიანს, თუმცა მას შეუძლია თავისი დაავადება მართოს სპეციალისტების, სახელმწიფოს, სხვა ორგანიზაციების დახმარებით და ამ მართვაში თუ ის თვითონ არის აქტიურად ჩართული და არის მოტივირებული ამას ვეძახით ჩვენ ნარკომანიისგან განკურნებას.

მაია ქარქუსაშვილი:

რა არის ის ბიძგი, რომელიც ადამიანს ამ დამღუპველი სენისკენ პირველ ნაბიჯებს ადგემვინებს?

-ახალგაზრდა ასეკში ეს არის ინტერესი, ეს არის დიდი გავლენა იმ საზოგადოების, რომელშიც ადამიანი იზრდება და ატარებს თავისუფალ დროს. შეიძლება აქ იყოს პირდაპირი დაინტერესება, როდესაც ადამიანები რომლებიც ჩართულები არიან ნარკოტიკების მოხმარებაში ცდილობენ ჩაითრიონ ამ პროცესში სხვებიც. თუმცა პირველი, როგორც წესი არის ინტერესი. ჩვენ საქართველოში გვქონდა პერიოდი, როდესაც სამწუხაროდ ნარკოტიკების მოხმარება ასოცირდებოდა გარკვეულ სტატუსთან, და გარკვეული ცხოვრების ნირთან და სტილთან. დღეს ესე არ არის საბედნიეროდ, ჩვენ ესე ვფიქრობთ და ახალგაზრდებში ამას ვერ ვხედავთ. პირველი არის ინტერესი, მერე ის შეგრძნებები რაც ნარკოტიკის მოხმარებას საწყის ეტაპზე ახასიათებს და ეს არ არის უარყოფითი შეგრძნებები. ზღვარი პირველ მოხმარებასა და უბედურ შედეგს შორის, რომელიც შესაძლებელია დადგეს არის ძალიან მცირე. გზა კი ნარკოტიკების პირველი მოხმარებიდან დამოკიდებულებამდე არის ძალიან ხანმოკლე.

სანდრო:

რა სასჯელია ამჟამად ნარკორეალიზატორების და ნარკომომხმარებლების მიმართ?

-საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ყველა სახის დანაშაულზე არის საკმაოდ მკაცრი სასჯელი. ძალიან მკაცრია სასჯელი და სწორედაც ნარკორეალიზატორთა მიმართ. ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების ფლობა და მითუმეტეს მისი რეალიზაცია არის სისხლის სამართლის დანაშაული. იმ საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, რომელიც დღეს ქვეყანაში გაგვაჩნია ძირითადი პრობლემური ნარკოტიკებთან მიმართებაში, ეს არის საკმაოდ მაღალი სანქცია 7 წლიდან და მზარდი თავისუფლების აღკვეთის პერიოდი. შედარებით ნაკლებია ეს სანქციები მარიხუანასთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მცირე ოდენობაზე. რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, მათ მიმართ არის ორი სახის პასუხისმგებლობა დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც ადმინისტრაციული სახდელის გადახდას, ანუ ჯარიმას გულისხმობს 500 დან 2500 ლარამდე დამოკიდებულია ერთი წლის განმავლობაში მოხმარების ფაქტის დაფიქსირების ჯერადობაზე და ა.შ. თუმცა გვაქვს ასევე სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკების განმეორებით მოხმარებისთვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დღეს ახალი ნარკოკანონმდებლობა მუშავდება და ჩვენც ჩართულები ვართ და ვცდილობთ ჩვენი როლი ვითამაშოთ, რათა მაქსიმალურად მიუახლოვდეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს.

თამთა გაბუნია:

რა შეგვიძლია რიგითმა ადამიანებმა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანები ამ სენისგან ვიხსნათ?

-ძალიან მნიშვნელოვანია რიგითი ადამიანების და საზოგადოების როლი. არამხლოდ იმაში, რომ ვიხსნათ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ ეს პრობლემა, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი, რათა ჩვენ რაც შეიძლება ნაკლები გვყავდეს ესეთი ადამიანები მომავალში. ეს იწყება ოჯახიდან, აღზრდიდან, ნამდვილი სწორი ფასეულობების ჩამოყალიბებიდან, იწყება სწორი განათლებიდან. რაც შეეხება, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ რომ იხსნას ეს ადამიანები, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს სტიგმატიზაცია ამ პრობლემის. ნარკომომხმარებლების დისკრიმინაცია არასდროს არ იძლევა კარგ შედეგს. ჩვენ ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც ოჯახის, სამეგობრო წრის, ნათესავების ჩართულობით და დახმარებით ძალიან ბევრმა ადამიანმა მოახერხა ამ სენის დაძლევა. შესაბამისად არავითარ შემთხვევაში საზოგადოებამ არ უნდა გარიყოს ესეთი ადამიანი, არ უნდა აღიაროს ის მიუღებელ წევრად, პირიქით საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ ადამიანს დაბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებაში.

მოქალაქე 123:

რამდენად ეფექტურია ჩანაცვლებითი და დეტოქსიკაციური მეთოდი?

-ეს არის ორი მეთოდი ერთმანეთისგან განსხვავებული იმით, რომ ერთი არის ხანმოკლე პერიოდზე ორიენტირებული სწრაფი ჩარევა, როდესაც ხდება ადამიანის ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა ნარკოტიკული საშუალების მიმართ. ამას რა თქმა უნდა შემდგომ მოყვება რეაბილიტაციის ეტაპი. ხოლო ჩანაცვლებით თერაპია, უფრო გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ესეთი სწრაფი მეთოდი არ არის მიზანშეწონილი, ჯერ არ არის ჩამოყალიბებელი სწორი მოტივაცია პაციენტის მხრიდან, არ არის მზაობა იმისთვის, რომ მან შეძლოს ნარკოტიკების გარეშე ცხოვრება. ამ სიტუაციაში ჩანაცვლებითი თერაპიით ხდება მისი ლტოლვის, მისი მდგომარეობის, მისი სურვილების ბლოკირება. ხდება ამის მართვა და ადამიანის გადაყვანა ნორმალური ცხოვრების რიტმში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიც მას სჭირდება. ისევე, როგორც შეიძლება სჭირდებოდეს სხვა რაიმე მედიკამენტი ნებისმიერ დაავადებულ ადამიანს მისი მდგომარეობის მართვისათვის. ჩანაცვლებითი თერაპია გულისხმობს არამხოლოდ მკურნალობას და ზიანის შემცირებას, არამედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების გარკვეულ კომპლექტს. უკვე ადამიანი მკურნალობის პროცესში ემზადება იმისთვის, რომ დაიწყოს ნარკოტიკების გარეშე ცხოვრება და საბოლოოდ ასრულებს ამ შედეგით. ეფექტურობა არის განსხვავებული ზოგადად, თუმცა ეს არის ის რაც ცივილიზებულმა მსიფლიომ შექმნა ნარკომანიის წინააღმდეგ მკურნალობის თვალსაზრისით.

მარიტა:

რა დაავადებებით შეიძლება დაავადდეს ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი და როგორია რისკი?

-ყველაზე მთავარი დაავადებები, რომელიც ვრცელდება ნარკომანიის შედეგად, ეს არის ინექციური ნარკოტიკების მოხმარების გზით გადადება ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის. ეს არის ყველაზე გავრცელებული და პრობლემური მდგომარეობები გავრცელებული ნარკოტიკების მოხმარების გზით. ამ შემთხვევაში რისკი არის დამოკიდებული ნარკოტიკების მოხმარების კულტურასთან. ამასაც გააჩნია გარკვეული ასპექტები, თუ ადამიანი არ ახდენს მოხმარებისას გაზიარებას მისი ინსტრუმენტების და ა.შ რათქმაუნდა რისკი დაბალია. გარდა ამისა არის, როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი გართულებები. ის პრობლემა, რომელსაც საქართველო შეეჯახა ბოლო წლების განმავლობაში - კუსტარული ნარკოტიკები, რომელიც მზადდება აფთაიქიდან უკანონოდ შეძენილი ფარმაცეპტული პროდუქტებისგან შეიცავს დიდი რაოდენობით ადამიანისთვის ძალიან საშიშ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს შეუქცევად გართულებებს- ნევროლოგიურ, ფიზიკურ, სომატურ და შესაბამისად ზოგადი მდგომარეობა, ჯანმრთელობა ნარკომომხმარებელთა საქართველოში ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე იმ ქვეყნებში სადაც ნარკომომხმარებლები მოიხმარენ ჰეროინს, ან სხვა ნივთიერებებს. გართულებები ხშირ შემთხვევაში უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ამას ელოდება ადამიანი, რმელიც ნარკოტიკებს მოიხმარს და საბოლოო ჯამში გვაქვს ძალიან მძიმე სამედიცინო შემთხვევებთან საქმე.

სტუდენტი:

ადამიანი, რომელიც იყო ნარკოტიკზე დამოკიდებული და შემდეგ დაქორწინდა. არსებობს, თუ არა რისკი, რომ წყვილის შვილი რაიმე დაავადებით დაიბადოს.

-რისკი რათქმა უნდა არ არის ძალიან დიდი, თუმცა თუ ეს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანი ჰეპაატიტით ან აივ ინფექციით არის დაავადებული, იმ რისკის გათვალისწინებით რა რისკითაც შეიძლება იყოს დაავადებული მისი ოჯახის წევრი, მისი პარტნიორი და შემდეგ შესაძლოა მოხდეს ვერტიკალური გადაცემა b,c ჰეპატიტის, აივ ინფექციის ბავშვზე- აი ეს არის ზოგადი რისკი, რომელიც შეიძლება იყოს. თორემ პირდაპირ რადგან ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელია ამის გამო მოხდეს რაიმე დაავადება არა.

მკითხველი ნანა:

როგორია სოციალური, მორალური და ფსიქოლოგიური ასპექტები

-ეს არის დაავადება, რომელიც თანაბრად შეიცავს, როგორც სამედიცინო ისე ფსიქოლოგიურ, მორალურ და სოციალურ ასპექტებს. ასპექტები არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე. ნარკოტიკების მომხმარებელი არ წარმოადგენს საზოგადოების სრულფასოვან წევრს, ვინაიდან ის დამოკიდებულია ძალიან ბევრ სიტუაციზე, საკუთარ ქცევაზე. ალბათ, ყველა საზოგადოებისთვის სპეციფიურია და ტოლერანტობის ხარისხი ნარკომომხმარებლებთა მიმართ სპეციფიურია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ იძლევა დადებით შედეგს ნარკომომხმარებლის სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია, იმიტომ რომ ის იკარგება საზოგადოებისთვის საბოლოოდ, პირიქით მორალი საზოგადოების უნდა იყოს მიმართული მათი დახმარებისკენ და მათი გამოჯანმრთელებისკენ. საციალური ასპექტები მძიმე , იმიტომ რომ ეს ადამიანი ვერ ქმნის საზოგადოებისთვის სასარგებლო პროდუქტს, როგორც წესი ის ვერ მუშაობს ნორმალურად, ვერ ახდენს თავისი სურვილების და თავისი საჭიროებების რეალიზაციას. ფსიქოლოგიური ასპექტები და ზოგადად ფსიქოლოგიური ფენომენი ხშირად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და წამყვანია ამ დაავადებში, ვიდრე მისი სამედიცინო პრობლემები. დამოკიდებულება ზოგადად წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, ეს ბევრად უფრო რთული სამართავია და ბევრად უფრო რთული სამკურნალოა ვიდრე ფიზიკური დამოკიდებულება.

ქეთევანი:

თქვენი აზრით უნდა მოხდეს, თუ არა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია?- ( მე ვფიქრობ რომ არა)

-ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ უნდა წარმოადგენდეს ცალკე განყენებულ ქმედებას. დღეს ჩვენ ნარკომომხმარებლებს ვსჯით ან არ ვსჯით და ხვალ უფრო მსუბუქათ დავსჯით ან საერთოდ არ დავსჯით. ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა გულისხმობდეს ისეთი მდგრადი და ხელმისაწვდომი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მისცემს ადამიანს საშუალებას, უბიძგებს, შეუქმნის მოტივაცია, რომ იმკურნალოს და ჯანსაღად იცხოვროს. და არამხოლოდ დასჯის მას და ამყოფებს ჩაკეტილ პირობებში- ციხეში ან სადმე სხვაგან. საზღვარგარეთ არის ძალიან განვითარებული სისტემები. ზოგიერთ მათგანს ეძახიან სასჯელის ალტერნატივად მკურნალობის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სისტემას, ზოგიერთს სავალდებულო მკურნალობას და ა.შ. როდესაც ხდება ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი დასჯის მექანიზმების შემსუბუქება მიზანი არის რომ ამ ადამიანმა შეიქმნას მოტივაცია და იმკურნალოს, გაიაროს რეაბილიტაცია და რაღაცნაირად დაუბრუნდეს საზოგადოებას. სხვა შემთხვევაში თუ ესეთი სისტემა არ ჩამოყალიბდა, თუ ეს ვალდებულებები არ შეიქმნა როგორც სახელმწიფოს მხარეს, ისე ნორკომომხმარებლის მხარეს სხვა შემთხვევაში განყენებული დეკრიმინალიზაცია შეიძლება არ იყოს დადებითი შედეგის მომტანი მთლიანად ქვეყნისათვის, თორემ ერთ ნარკომომხმარებლის მაგალითზე მას ექნება შედეგი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ციხის ნაცვლად აღმოჩნდება ისევ მისთვის ჩვეულ გარემოში. მიზანი კი არის რომ ციხის ნაცვლად ასეთი ადამიანი არა ჩვეულ გარემოს დაუბრუნდეს, არამედ აღმოჩნდეს სხვა გარემოში, სადაც მიიღებს ის დახმარებას.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას