კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:34 / 12-04-2013
როგორ გამოვიყენოთ საკუთარი შესაძლებლობები
ხშირად გვიფიქრია, როგორ აღგვიქვამენ გარშემომყოფები. ამ საკითხზე საკუთარი თეორიული და პრაქტიკული რესურსით ვცდილობთ იმიჯის შექმნას, რიგ შემთხვევაში ეს მცდელობა უარყოფით ეფექტს იწვევს. როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და შრომის შედეგი, კითხვებს პიარის სპეციალისტი მაია ქავთარაშვილი პასუხობს.

სალო:
ვარ 25 წლის, მაქვს საოფისე სამსახური, მიყვარს სპორტული სტილი. რას მირჩევთ, როგორ ჩავიცვა ისე, რომ სამსახურში ელეგანტურად გამოვიყურებოდე, თან სპორტულ სტილშიც ვიყო.
-თუ სალოს უნდა საოფისე სამსახურში მუშაობა და სურვილი აქვს შეინარჩუნოს საკუთარი სტილი , ასევე იმავდროულად სურს იყოს ელეგანტური ეს უკვა არის დამოკიდებული იმაზე, სამსახურს რა კორპორატიული კულტურა აქვს და რა დრესკოდი აქვს. თუკი სამსახურში ერთნიშნულად არის მიღებული ოფიციალური სტილი აქ სალოს ვერაფრით ვერ დავეხმარებით.მაგრამ თუკი არსებობს თავისუფალი ჩაცმულობის სტილი და ეს გამოწვეულია უბრალოდ კონფორტულობის თვალსაზრისით , მაშინ შესაძლებელია 25 წლის გოგონამ ჩაიცვას დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, ჩაიცვას ნათელ ფერებში და იმავდროულად მას ქონდეს რაღაცა ერთი ელემენტი ვთქვათ კლასიკური საოფისე სტილის. ეს იმდენად ზოგადი კითხვაა რომ კონკრეტული პასუხის გაცემა ძალიან რთულია. უნდა ვიცოდეთ მისი აღნაგობა, მისი ფერები, მისი სამსახური კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ზოგადად ბალანსის დაცვა ყოველთვის შეიძლება იმიტომ რომ შარვალი სპორტუკლი სამოსია, კოსტუმიც შესაძლებლობას იძლევა რომ სპორტულად გამოიყურებოდე. პერანგიც ასევე შესაძლებელია იყოს სპორტული , მაგრამ ჰალსტუხი ან ყელსაბამი ამას გახდის კლასიკურს.

თამუნა ჭეიშვილი:
ძალიან შრომისმოყვარე ვარ. პასუხისმგებლობის გრძობაც ძალიან დიდი მაქვს. თუმცა სამსახურში ყველაზე დაჩაგრული ვარ. ვფირობ, რომ პრობლემა ისევ ჩემშია, საკუთარი თავის ფასი არ ვიცი. რას მირჩევთ?
-თუ თამუნა თავს დაჩაგრულად თვლის ერთადერთი გამოსავალია რომ მან თავი დაჩაგრულად არ ცატვალიოს. რამდენად პარადოქსულად არ იუნდა გეჩვენებოდეთ ეს არის ის ქმედითი იარაღი რომელიც ნებისმიერ ადამიანს გააჩნია. იცით ალბათ გამონათქვამი გინდა იყო ბედნიერი იყავი ბედნიერი, შენ არავინ არ გიშლის ხელს მიიღო ის რაც გსურს. კარგია რომ ადამიანი შრომის მოყვარეა და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს თუმცა აქ ქვეტექსტში იკითხება ერთი ნიუანსი რომ ეტყობა თამუნა ზედმეტად იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობებს, ზედმეწტად გამოხატავს ამ შრომის უნარიანობას, გადამეტებულად ასრულებს ალბათ სამსახურში მოვალეობებს და შესაბამისად თავსაც დაჩაგრულკად ამიტომ გრძნობს. ალბათ უხდება არა სამუშაო დროს სამსახურში დარჩენა , სხვის მაგივრად რაღაცეების გასწორება. ერთადერთი რაც შემიძლია მას ვურჩიო არის რომ ჩაეტიოს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების საზღვრებში , არ აიღოს ზედმეტი პასუხისმგებლობა. შრომის მოყვარეობა კარგი თვისებაა მაგრამ ზომიერად, ადამიანმა უნდა იცოდეს დასვენების, გართობის და სხვა ურთიერთობების ფასიც. ასე რომ თამუნას შეუძლია განაცხადოს ხმამაღლა რომ ის პასუხისმგებლობას იღებს დღეიდან მხოლოდ საკუთარ საქმეზე, თუ ამანაც არ უშველა მერე უკვე კონკრეტიკაზე უნდა გადავიდეთ რატომ გრძნობს ადამიანი თავს დაჩაგრულად. თუ სხვა მიზეზებია და ფსიქოლოგიურია უფრო მაშინ სხვა მიმართულებით უნდა წავიდეთ.

ლელუკა:
პირად ცხოვრებაში ძალიან ხშირად მაქვს პრობლემები, რაც სასტიკად აისახება ჩემს ხასიათზე და რაც სამსახურში მიქმნის პრობლემებს, როგორ შევიქმნა ისეთი იმიჯი, რომ ეს პრობლემები არ მემჩნეოდეს.
-ვურჩიოთ ლელუკას რომ ყოველდღიურად მან დაიწყოს საკუთარი აზროვნების ცვლა. რაც შეიძლება ძალიან იშვიათად გაიმეოროს ან სასურველია საერთოდ აღარ თქვას სიტყვები პირად ცხოვრებაში მაქვს პრობლემები. ნახეთ რამდენი ნეგატივია მის წინადადებაში „ ძალიან ხშირად სასტიკად აისახება ჩემს ხასიათზე და სამსახურში მიქმნის პრობლემებს „ მან შეიძლება გადააკეთოს და თქვას რომ ცხოვრებაში ხანდახან არც თუ ისე კარგ სიტუაციაში ავღმოჩნდები და ამ სიტუაციამ, რომ პრობლემები არ წარმოქმნას, მოდი მე ამას შევხვდები ღიმილით. ისევ და ისევ ჩვენს ხელთ არის ყველაფერი და არა იმიჯის . რაღაც იმიჯის მანქანების მეშვეობით არ ხდება ჩვენი სიტუაციის გამოსწორება. მან უნდა შეძლოს საკუთარი თავის პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბება. ყოველ დილით რომ გაიღვიძებს ჩაიხედოს სარკეში და თქვას , დღეს ბედნიერი დღე მაქვს, დღეს ყველაზე კარგი რამ მოხდება, დღეს საინტერესო ადამიანებს შევხვდები, დღეს სამსახურში იქნება ისეთი კარგი სიტუაცია, როგორიც არასოდეს ყოფილა. ერთხელ სცადოს და იმის მაგივრად რომ მოატყუოს საკუთარი მე და გარემოცვა ხელოვნურად შექმნილი იმიჯით, ჯობია შიგნიდან დაიწყოს ცვლა.

გიორგი გიო:
არასდროს ვწუწუნებ სამუშაოს შესრულებაზე, ყველაფერს ვაკეთებს რასაც სამსახურში მავალებენ.  ვერ ვიტან ჩემს გვერდით, რომ დროს ”ახალტურებენ” . ასეთ სიტუაციებს მდგომარეობიდან გამოვყავარ, თავის კონტროლი ვერ ვისწავლე, რას მირჩევთ?
-გიორგის და ლელუკას კითხვა საკმაოდ გადაჯაჭულია და გავს ერთმანეთს. აქაც რომ არ გავიმეოროთ წინა რჩევა უბრალოდ ვთქვათ შემდეგი, რომ გარშემომყოფი სიტუაცია არის ჩვენი შინაგანი მეს, ჩვენი მოლოდინების, აზრების და განწყობების არეკვლა. ჩვენ თუ არ მოგვწონს ის სარკე, რომელიც აირეკლავს სიტუაციას სარკე კი არ უნდა გავტეხოთ, არამედ საკუთარი თავი უნდა გამოვასწოროთ. ეს არ არის ახალი რომ გადარჩი თვითონ და გადარჩება შენს გარშემო სამყარო, შეიცვალე შენ და შეიცვლება გარემო და ა.შ. რატომღაც ადამიანი ფიქრობს, რომ სხვა უნდა შეიცვალოს. არავინ არ ეკამათება არც გიორგის და არც სხვა არავის, რომ ის მართლაც კარგია , მაგრამ თუკი რამე არ მოსწონს სხვაში მოდით ჯერ საკუთარი თავიდან დავიწყოთ. კონკრეტულ სიტუაციაზე თუ მიდგა საუბარი, რომ ადამიანები ახალტურებენ რაღაცას , ისინი ისე იქცევიან რომ გიორგის არ მოსწონს, მაშინ მოდი გიორგიმ დასვას კითხვა როგორ უნდა მოიქცეს სხვა. გიორგიმ ჩათვალოს რომ ეს არ არის გახალტურება. ნეგატივში კი არ დასვას ისევ სიტუაცია არამედ პოზიტივში თქვას, რა უნდა აკეთოს მისმა თანმშრომელმა რომ გიორგის მოეწონის. როცა ის ზუსტად ჩამოაყალიბებს ამ სიტუაციას მერე ელემენტარულად დაელაპარაკოს თავის მეგობრებს , იმიტომ რომ ძირითადი პრობლემა სამსახურშიც, ოჯახშიც და სახელმწიფოშიც მოდის კომუნიკაციის არ ქონისგან, ან არასწორი კომუნიკაციისგან. ამ შემთხვევაში კი როგორც ვატყობ კომუნიკაცია საერთოდ არ არსებობს. ვიღაცა რაღაცას აკეთებს, ან არაკეთებს და გიორგის ეს არ მოსწონს. ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა სწორი საუბარი და გარჩევა როგორ იქნებოდა სწორი. გულწრფელი სიტუაციის განხილვა საწინდარია იმისა, რომ რაღაცა კონსესუსამდე მივიდნენ.

სალო-სალო:
როგორი  ქალები მოსწონთ ბოსებს და რა მეთოდებია ეფექტური მათი ყურადღების მისაქცევად (ნორმის ფარგლებში)?
-ნებისმიერ ბოსს მოსწონს ისეთი თანამშრომელი რომლის არყოფნას ის პირველივე ხუთი წუთის განმავლობაში იგრძნობს სამსახურში. ანუ თუკი სალო აკეთებს თავის საქმეს ხუთიანზე , თუკი ის იმდენად შეუცვლელია ის მისი უფროსისთვის რომ მის გარეშე ხელფეხ მოჭრილია ამ შემთხვევაში არ დასჭირდება იმაზე ფიქრი როგორი თანამშრომელი მოსწონს მას. პლუს ამას თუკი უფრო სერიოზულად არის საქმე და სალოს გაცილებით უფრო ღრმა სიმპატიების გამოწვევა უნდა თუნდაც ნორმის ფარგლებში, მაშინ მან უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მოაგროვოს მისი ბოსის შესახებ. მოაგროვოს ინფორმაცია მისი დედის, მეუღლის, მისი ყოფილი მდივანის შესახებ და გაიგოს როგორ ქალბატონებს ანიჭებს უპირატესობას. როგორ მეტყველებას, როგორ ჩაცმულობას , როგორ ხასიათს და სამსახურში როგორი უნდა იყოს. ყველაფერი დადის მაინც კონკრეტიკამდე. ზოგს მოსწონს კეთილსინდისიერი თანამშრომელი, ზოგს კი სიმპატიური ქალბატონი სამსახურში. აქ უკვე ყველაფერი ინდივიდუალურია.

სოფო:

როგორ აფასებთ სამსახურში მეგობრებს, რამდენად წამგებიანია ეს კარიერის ზრდისთვის?
-თავს უფლებას მივცემ გავაკეთო სოფოს კითხვის ინტერპრეტაცია. მე ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში, სამსახურში მეგობრებისთვის ზედმეტი ყურადღების დათმობა ხომ არ ვნებს კარიერას. ამ შემთხვევაში მინდა ვუთხრა სოფოს, რომ ზედმეტი ყურადღება გადამეტებული მეგობრებისათვის კარიერას დიახ, ხელს შეუშლის. თუმცა აქაც ზომიერებას ვურჩევდი სოფოს რადგან ადამიანი არ ფასობს მეგობრების გარეშე. თანაც პროფესიას გააჩნია პიარში რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს მით უფრო წარმატებული ხარ. მაგრამ თუ ის შენი მეგობარია შენც მისი მეგობარი უნდა იყო. მეგობრობა გულისხმობს ორმხრივად მომგებიან და გაწონასწორებულ ურთიერთობას. ჩემა მეგობარმა რატომ უნ და შემიშალოს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი, არ მესმის. თუკი მას უკიდურესი მდგომარეობა აქვს და მეგობარს მიმართა გასაგებია. უკიდურეს მდგომარეობაში ჩვენ ვარდებით როგორც წესი იშვიათად, ეს გამონაკლისია. ასეთ შემთხვევაში კარიერას ეს ხელს არ უშლის. თუკი ის ყოველდღიურად ხელს გიშლის საქმიანობაში მაშინ ის შენი მეგობარი არ არის. ასე რომ მეგობრობა და კარიერა ერთმანეთს ხელს არ უშლის.

მეტსახელად თათული:
უინტერესო პიროვნება სულაც არ ვარ, არც "უშნო ბეტი", მაგრამ ვერანაირად ვერ ავაწყვე სტაბილური ურთიერთობა კოლეგებთან. იქნებ ამაზეც თქვათ რამე საინტერესო.
-მოდით გარეგნობას გავცდეთ და გადავიდეთ ხასიათზე. როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან კოლეგები? რა არის მათი ზოგადი ინტერესის სფერო? რის გარშემო ერთიანდებიან? არის ეს ინტერესთა სფერო მისთვის მისაღები, თუ მას სხვა ინტერესები აქვს. თუკი მას უნდა კოლეგებთან ურთიერთობა რამენაირად უნდა დაინტერესდეს მათი ინტერესთა სფეროთი. თუნდაც ჯერ ფორმალურად. მაგალითად თუკი ისინი მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობენ გადახედოს ფეხბურთის ისტორიას, სიტუაციებს და რაღაცა საინტერესო რამ მოიტანოს და დაელაპარაკოს მათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები ინტერესდებიან მსგავსი ადამიანებით. ჩვენ გავაინტერესებს ისეთი ადამიანები რომლებიც ჩვენთვის გასაგებ ენაზე მეტყველებენ. და არა ისეთები რომლებიც ჩვენზე ლამაზები არიან ან წარმატებულები. სამსახურში ჩვენ ვერთიანდებით ჯგუფებად, კავშირებად, მხოლოდ იმათთან ვისთანაც სიამოვნებას განვიცდით. ვისთანაც შეგვიძლია განვიმუხტოთ სამსახურებრივი სიტუაციიდან გამომდიანრე, ან ვაკეთოთ ერთი და იგივე საქმე გუნდურად და უკეთესად. გამოსავალი ორია. ანუ პრიოფესიულად ვიყოთ საინტერესო, რომ კოლეგები მოდიოდნენ მასთან გარკვეული კითხვებით და ის გასცემდეს ამ ინფორმაციას ან შესვენების დროს ქონდეს ისეთი თემატიკა, რომელიც ასევე კოლეგებისთვისაც მისაღებია. მთავარია გაღიმებული დადიოდეს სამსახუღში და იცოდეს რომ თანამშრომლების მას აფასებენ მხოლოდ მისი განწყობის და მისი შინაგანი სამყაროს გამო.

მარიკა:
რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება კარიერის ზრდაში გვიშლიდეს ხელს და რა წესები არსებობს ზოგადად საკუთრი თავი სწორად და მაქსიმალურად რომ წარმოვაჩინოთ
-კარიერის ზრდაში თუკი ჩვენ ამას ობიექტურად მივუდგებით ხელს გვიშლის მოხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არაპროფესიონალიზმი. მოდით ვაღიაროთ რომ სხვაზე გადაბრალების ტექნოლოგიები,- ბოსი არ მაღიარებს, კოლეგებს არ მოვწონვარ , ვიღაცა შეგნებულად ხელს მიშლის, ეს მიუხედავად იმისა რომ მსგავსი რაღაცეები ხდება, მაინც გამონაკლისია. ყოველთვის კარიერულ ზრდაში ადამიანს ხელს უშლის ის, რომ ის მზად არ არის განვითარებისთვის. ის კმაყოფილდება მიღწეულით. ცოდნის, უნარების, პრაქტიკის თვალსაზრისით. როცა ადამიანი მუდმივად ეძიებს ცოდნას, როცა ადამიანი მუდმივად პოულობს მრჩეველებს , როცა გადის დამატებით ტრენინგებს და როცა მას აქვს სურვილი გაიზარდოს მაშინ მისი კარიერაც ბუნებრივია გაიზრდება. არსებობს ისეთი სამსახური სადაც კარიერული ზრდა არა არის გათვალისწინებული ერთიდაიგივე სტატუსზე შიძლება შენ წლები იყო მაშინ უნდა დაანებო სამსახურს თავი დაეძებო ისეთი სადაც განვითარდები.

იხილეთ ვიდეო




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49