სექსუალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მათი მკურნალობის გზები

სექსუალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მათი მკურნალობის გზები

ადამიანის ნორმალური სექსუალური ფიზიოლოგიის დარღვევა ბევრ პრობლემას ქმნის, დარღვევები შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. წყვილებს შორის სექსუალურ პრობლემებს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, ამ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე სექსოლოგი გია ბეროშვილი გესაუბრებათ.

მკითხველი გია:

რამდენად ახდენს გავლენას ჯანმრთელობაზე, სექსუალური ურთიერთობისგან თავის შეკავება?

-სექსუალური ურთიერთობისგან თავის შეკავება არ არის სასურველი, თუ რა თქმა უნდა ადამიანს დაწყებული აქვს სექსუალური ცხოვრება და ჰქონდათ მათ სექსუალური გამოცდილება. ესეთი მომენტები ხდება იძულებით აღკვეთის სიტუაციებში როდესაც იმყოფებიან და იძულებულები არიან სექსისგან თავი შეიკავონ. შესაბამისად მათ უშუალო სომატურ ჯანმრთელობაზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ მოქმედებს ფსიქოლოგიაზე. იმიტომ რომ შეიძლება ნევროზი გამოიწვიოს. სექსუალური ცხოვრების აღდგენის შემდეგ კი შეიძლება შეიქმნას პრობლემები პოტენციასთან დაკავშირებით. ერექციული დისფუინქცია, ან ნაადრევი აკულაცია შეიძლება მოხდეს. ამისთვის თავის ასარიდებლად მამაკაცები მაგალითად მასტურბაციას მიმართავენ, მაგრამ ეს არის სურაგატული სექსი, არასრულყოფილი სექსი. ეს კემფენსაციას მაინც ახდენს, იმიტომ რომ განტვირთვა ადამიანს სჭირდება, რადგან სექსუალობა ჩვენი თანდაყოლილი თვისებაა. ისევე როგორც გვშია ან გვწყურია, ასევე არის სექსი. შესაბამისად რაც გვინდა ის სურვილი უნდა დავიკმაყოფილოთ.

მკითხველი:

რა არის მიზეზი, თუ ქალს ორგაზმი არ აქვს და როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს?

-ეს ძალიან რთული პრობლემაა. თუ ქალს ორგაზმი არ აქვს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც სხეულებრივი მიზეზებიდან ასევე ფსიქოგენური მიზეზებიდან. შესაბამისად ამ პრობლემის ერთი რჩევით გადაწყვეტა რთულია და უნდა მიმართოს სპეციალისტს და დადგინდეს მიზეზი რატომ არა აქვს მას ორგაზმის განცდა, ანუ ანორგაზმია. ეს პრობლემა შეიძლება გამოსწორდეს სხვადასხვა მეთოდებით, ფსიქოთერაპიით, ასევე შეიძლება ჩვეულებრივი თერაპიით, ტაბლეტებით, შეიძლება სექს თერაპიითაც კი და ასე შემდეგ. მაგრამ სასურველია ასეთ შემთხვევაში თუ ქალს ორგაზმი არ აქვს ქალს მიყვებოდეს ექიმთან მისი სექსუალური პარტნოირი, იმიტომ რომ ეს ორივეს პრობლემაა.

მაია:

თუ წყვილს სექსი აქვს ღამეში სამჯერ, ან პირიქით კვირაში ორჯერ... ამ მაგალითებიდან, რომელია ჯანმრთელობისთვის  და ასევე ოჯახის გამყარებისთვის სასარგებლო.

- ოჯახის გამყარებისთვის გარკვეულწილად სექსი საჭირო არის, მაგრამ ღამეში სამჯერ და ოთხჯერ რეკორდებზე წასვლა ოჯახს ვერ გაამყარებს. ზოგისთვის ორჯერ-სამჯერ სექსი ნორმაა და კარგია. ზოგისთვის კი ერთიც საკმარისია. ასე რომ რაღაც გარკვეული ნორმა რომ მე უნდა ვიცხოვრო ღამეში სამჯერ ან კვირაში ორჯერ, ეს არ არის რაღაც გარკვეული წესი. თუმცა მახსენდება სასაცილო შემთხვევა უცხო საქორწილო  კონტრაქტებში წერია, რომ მეუღლეებმა უნდა იცხოვრონ მაგალითად ორშაბათს და პარასკევს, ესეთი ქვეპუნქტიცაა, მაგრამ იქ სხვა ინტერესებია და ეს სექსოლოგებს არ ეხებათ.

ვინც გადაჭარბებულად აქტიურად მოქმედებს ეს შემდეგ ორგანიზმის რესურსებს ფიტავს, შესაბამისად ადამიანის სექსუალური აქტიურობა შეიძლება ისე არ გაგრძელდეს როგორც სხვისი, ასე რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დავიცვათ. ახალშეუღლებულებისთვის თაფლობის თვეში ვერ ავკრძალავთ, მათ შეიძლება ყოველ დღე ან ღამეში ოთხჯე-ხუთჯერ იცხოვრონ, მაგრამ შემდეგ თუ მათი სექსი ჩამოვიდა გარკვეულ რიტმზე ეს სავსებით ნორმალურია.

თუ ქალს არ აქვს სექსუალური მოთხოვნილება ეს საშიშია?

-ეს სოცოცხლისთვის საშიში არ არის. მაგრამ გასარკვევია რატომ არა აქვს სექსუალური მოთხოვნილება. ადამიანები ვიბადებით გარკვეული სექსუალობით და გვაქვს გარკვეული მოთხოვნილება, თუ ასეთი მოთხოვნილება არა აქვს აქ რაღაცა პრობლემაა, ან ფსიქიური ან სომატური რომლის მიზეზის თქმაც ძალიან ძნელია. ეს შეიძლება ჰორმონალურ პრობლემას უკავშირდებოდეს, თუმცა ეს ვარაუდებია და აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. სექსოლოგს, ენდოკრინოლოგს ან კიდევ გინეკოლოგს.

ლალი:

ჩემი სიპტომებით, რაც გამაჩნია ინტერნეტის საშუალებით დავადგინე, რომ მაქვს ნიმფომანიაა...რამდენად განკურნებადია ეს პრობლემა და ექვემდებარება თუ არა მედიკამენტოზურ მკურნალობას?

-ნიმფომანია ეს დაავადებად არც ითვლება. ეს არის პერვერსია, რომელიც არ არის იშვიათი, მაგარამ მისი მოგვარება შესაძლებელია, ფსიქოთერაპიითაც და ტაბლეტებითაც. რა თქმა უნდა სპეციალისტმა უნდა დანიშნოს ეს პრეპარატები აუცილებლად.

ანჟელა:

როგორ შეიძლება გადავეჩვიო მასტურბაციას?

-არ ვიცით ჩვენ ანჟელა რა ხნისაა. თუ ის ახალგაზრდა ასაკის არის და სქესობრივის მომწიფების პერიოდშია ამ ასაკში მამაკაცებიც და ქალების გარკვეული ნაწილი ეწევა მასტურბაციას. მასტურბაცია ორგანიზმისთვის მავნებელი არ არის, თუმცა ზომიერების ფარგლებში რა თქმა უნდა. მთელი დღე მაგით არ უნდა იყოს დაკავებული. რადგან ამ პრობლემამ შეაწუხა, ესეიგი ეს პრობლემა არსებობს. ანჟელამ უნდა მიმართოს სპეციალისტს ან თვითონვე უნდა დასძლიოს ეს ჩვევა. გადაერთოს ათასი საინტერესო რამ არსებობს ცხოვრებაში. გასაგებია რომ სასიამოვნო განცდაა მასტურბაციის შემდეგ ორგაზმის მიღწევა, მაგრამ ჯობს ვიპოვოთ შესაფერისი პარტნიორი და მასთან ჯანმრთელი სექსი ვაწარმოოთ.

დათო:

სექსუალური აქტის დროს მალე განვიცდი ორგაზმს და მინდა რაიმე მაზი, ან წამალი მითხრათ რომელიც მის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

-არსებობს უამრავი საშუალება რომლითაც შეიძლება ნაადრევი აკულაციის გამოსწორება. არამარტო წამლით არამედ იგივე სექს თერაპიული ვარჯიშებით. თუ ყავს მას მუდმივი პარტნიორი ეს საკმაოდ ეფექტურად შეიძლება გადაწყდეს. არსებობს რა თქმა უნდა უმარავი საშუალება რომელიც აქტს ახანგრძლივებს და განკურნავს ამ პრობლემას. ეს დაავადებად არ ითვლება და სიტუაციური მომენტია. არსებობს პრეპარატები რომლებიც იხმარება სექსის წინ. ეს არის მალამოები რომელიც მგრძნობელობას აქვეითებენ სასქესო ორგანოების და შესაბამისად აქტი ხანგრძლივდება.

გიზო:

თუ ორგაზმი არ ხერხდება ერთდროულად რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ შეიძლება გამოსწორდეს?

-თუ ორგაზმი ერთდროულად არ ხერხდება ეს რა თქმა უნდა არასასიამოვნოა. სტატისტიკურად მამაკაცი უფრო სწრაფად და ადვილად აღწევს ორგაზმს ვიდრე ქალი. თუმცა არსებობენ ქალები, რომლებიც სექსის დროს საკმაოდ სწრაფად აღწევენ ორგაზმს, ან შეიძლება ერთდროულადაც კი. თუ ეს ერთდროულად არ ხდება ასეთ შემთხვევაში პარტნიოორი კაციც და ქალიც მონდომებული უნდა იყოს იმდენად, რომ მისი პარტნიორი მიიყვანოს ორგაზმამდე, ამისთვის უამრავი ხერხი არსებობს. თუ მიმართავენ სპეციალისტს ის ზუსტად ასწავლის თუ როგორ მიიყვანონ ეს საქმე ბოლომდე.

ზაზა:

რას ფიქრობთ ქალსა და კაცს შორის ასაკით დიდი სხვაობაზე სექსის დროს?

-დიდი სხვაობა არ არის სასურველი, იმიტომ, რომ შემდეგ სხვა პრობლემები ჩნდება. მამაკაცი პოლიგამიურია და იწყებს პარტნიორის ძებნას როდესაც მოყირჭების ფენომენი იწყება ქალში. გარკვეულწილად ამბობენ რომ ქალები უფრო ადრე ბერდებიან ვიდრე მამაკაცები, შესაბამისად სხვაობის ოპტიმალური ასაკი ხუთიდან ათ წლამდეა. თუ მამაკაცს აქვს ნორმალური სექსი არაფერ პრობლემას ეს არ ქმნის.

21 წლის:

სექსუალური კავშირის დროს, ძალიან მალე განვიცდი ორგაზმს, ვარ 21 წლის. რა არის ამის მიზეზი და როგორ შემიძლია ვიმკურნალო?

-21 დან 25 წლამდე ჭაბუკური ჰიპერ სექსუალიზმი ითვლება. შესაბამისად მოთხოვნილებაც მეტია და ორგაზმსაც მალე განიცდის. ეს პრობლემა მოგვარებადია უბრალოდ უნდა დადგინდეს მიზეზი. მიზეზი კი სხვადასხვანაირია. ეს გასაუბრებით ან გამოკვლევებით შეიძლება დადგინდეს. თუმცა რომ გაივლის ეს ასაკი, მას ორგაზმი მოუწესრიგდება. ნაადრევი აკულაციისთვის სასურველია ადამიანს ჰყავდეს მუდმივი სექსუალური პარტნიორი. ან პარტნიორი თუ არ ყავს ჰქონდეს მუდმივი, რითმული სექსი, მაგალითად კვირაში ორჯერ მაინც. 21 წლის ასაკში მამაკაცს ეს რითმი სჭირდება.

სოფო:

სექსუალური აქტის დროს მიღიზიანდება საშო და მისი მიმდებარე ადგილები მისივდება, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ ვიმკურნალო?

-გენიტალიები ქალისაც და მამაკაცისაც საკმაოდ სუსტი წერტილებია. რადგან ნაზი ეპიტელით არის ის დაფარული. სექსუალური ცხოვრების დროს შეიძლება გაუღიზიანდეს როგორც ქალს ისე მამაკაცს. შეიძლება იხმარონ ძალიან ბევრი მალამო. რომელიც უფრო იოლს ქმნის პენეტრაციას სასქესო ორგანოების შეხების დროს. კონკრეტულად თქმა რთულია. ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს. შეიძლება იყოს რაიმე სომატური მიზეზი ან ინფექცია. დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

მაია:

გათხოვილი ვარ სამი წელია, დღემდე ვცდილობ ყველანაირად ავარიდო თავი სექსუალურ ცხოვრებას ქმართან. მაქვს შიში.  ეს ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ჩვენს ურთიერთობაში. რა გზა არსებობს, რომ ეს შიში გადავლახო და იქნებ მირჩიოთ მედიკამენტი, რომელიც სექსუალურ მოთხოვნილებას გამიზრდის და მეუღლეს ნორმალურ პარტნიორობას გავუწევ.

-ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, რადგან ქალბატონია სასურველია მიმართოს ექიმ სექსოლოგ ქალს. ექიმი უფრო ღრმად ჩაიხედება პრობლემაში და ურჩევს ამ პრობლემის გადაწყვეტის გზას. რომ ვთქვათ არსებობს რაიმე ტაბლეტი რომელსაც მაია დალევს და მოეხსნას ეს შიში არ არსებობს. თუმცა ამისთვის მედიკამენტები არსებობს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას