რა უნდა იცოდეს მოქალაქემ თუ სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნება

რა უნდა იცოდეს მოქალაქემ თუ  სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი იურიდიული მომსახურების სააგენტოა, ბევრმა არ იცის იურიდიული დახმარება როგორ მიიღოს. რა უნდა ვიცოდეთ, თუ საქმე იურისტის ჩარევას საჭიროებს.

თამაზი:

რა უფლებით სარგებლობს ბრალდებული პირველივე წუთებიდან?

ბრალდებულის უფლებაა პირველივე წუთებიდან იცოდეს რის გამოა იგი ბრალდებული. რომელი მუხლის ნაწილით აქვს მას ბრალი წაყენებული. რას ედავება მას პროკურატურა. შემდეგ უკვე მოდის უფლებათა მთელი ჩამონათვალი, მათ შორის არის ადვოკატის აყვანის უფლება. ასევე არის სამედიცინო გამოკველვის უფლება . პრინციპში ყველა საპროცესო უფლება რომ მან თავისი პოზიცია ამტკიცოს სასამართლოში და დაადასტუროს რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება არის უსაფუძვლო და იგი არის უდანაშაულო. პრინციპში ეს არ ნიშნავს იმას, რომ უდანაშაულობა უნდა ამტკიცოს , მაგრამ მან უდა ჩაატაროს თავისი პოზიციიდან საგამოძიებო მოქმედებები, რითიც შეძლებს დადასტურებას იმისა, რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არის უსაფუძვლო. ბრალდებულს არანაირი ვალდებულება არა აქვს რომ ამტკიცოს რომ უდანაშაულოა.

სტუდენტი თეა:

რა უფლებები აქვს დაზარალებულს და ბრალდებულს, როცა საქმე საპროცესო შეთანხმებას ეხება?

-ბრალდებულზე მეტნაკლებად უკვე ვისაუბრეთ , მაგრამ რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას ეს არის გარიგება პროკურატურასა და კონკრეტულ პირს შორის. საპროცესო შეთანხმება შეიძლება იყოს სასჯელზე და ბრალზე. ეს იმას ნიშნავს რომ გარკვეულ პირობებზე შეიძლება შეთანხმდნენ ეს ორი მხარე. დაზარალებულის უფლება არის ის რომ მასთან კონსულტაცია უნდა გაიაროს აუცილებლად პროკურორმა სანამ გადაწყვეტს და გააფორმებს ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმებას. დღევანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე დაზარალებულის თანხმობა თუ არ არის საპროცესო გარიგების დადებაც უკვე რთულია. თუმცა შეუიძლება იყოს გამონაკლისი საქმეებიც სადაც ამ გარემოებებს არ მიექცეს ყურადღება სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ძირითადად დაზარალებულთნ კონსულტაცია აუცილებელია და მისი აზრის გათვალისწინებაც აუცილებელია.

მკითხველი ქეთევანი:

როცა განქორწინების პროცესი მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ითვლება თუ არა ერთ–ერთი მხარე დაზარალებულად?

-დაზარალებული არის პირი ვინც სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე ასეთად არის ცნობილი. სამოქალაქო კანონმდებლობაში ზარალი შეიძლება გარკვეულ ქმედებებს მოყვეს, მაგრამ საოჯახო დავებში დაზარალებულად ცალკე განმარტებად რომ ვინმე უნდა იყოს ცნობილი, ასე არ არის. მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარე დაზარალებულია.

გოგა:

1)ვინ შეიძლება იყოს მოწმე სასამართლო პროცესზე.

-მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი რომელსაც აქვს ინფორმაცია ამა თუ იმ განსახილველ საქმეზე. მაგრამ არის გამონაკლისები ვინ არ შეიძლება იყოს მოწმე. მაგალითად არ შეიძლება იყოს მოწმე სასულიერო პირი იმ თემასთან დაკავშირებით რომელმაც გაანდო აღსარების დროს, ასევე არ შიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი, მის უფლება მოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადვოკატი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც გარკვეული კონსულტაციები აქვს მიცემული და ა.შ. მოწმე პრინციპში შიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელმაც იცის გარკვეული ინფორმაცია, თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ არის გარკვეული ასაკობრივი დათქმა. 14 წლის ადამიანს აქვს უფლება მისცეს ჩვენება თუმცა სრულწლოვანებამდე მას ამ ჩვენების მიცემის დროს აუცილებლად უნდა ახლდეს თან პედაგოგი, ან მშობელი.

2) ითვალისწინებს თუ არა კანონი ბავშვის დაკითხვას ( როცა საქმე დედ-მამის განქორწინებას ეხება და გადასაწყვეტია ვისთან უნდა დარჩეს ბავშვი. რა ფორმით ხდება ეს პროცედურები?

-ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში უბრალოდ ბავშვს უნდა ჰქონდეს უკვე გარკვეულ ასაკამდე მიღწეული. აქ შესაძლებელია ბავშვი გამოკითხოს მოსამართლემ რომელსაც 10 წელი შეუსრულდა და მისი აზრი რა თქმა უნდა უნდა გაარკვიოს. თუმცა დღესდღეობით ესეთ საქმეების წარმოებაში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ადგენს მთელ გარემოებებს. ვის უკეთესი პირობები აქვს, სად უნდა იზრდებოდეს ბავში , რომელი მშობლის შესაძლებლობებია მისთვის უკეთესი და ა.შ. ბავშვის ინტერესი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული.

თამარი:

ვინ არის უძრავი ქონების კანონიერი წარმომადგენელი და ვინ არის მემკვიდრე?

-უძრავი ქონების წარმომადგენელი არის მისი მესაკუთრე. ანუ პირი რომლის სახელზეც ირიცხება ეს ქონება. მემკვიდრეს რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დაყოფილია ორ ნაწილად. არის ანდერძის მიერ მემკვიდრე და კანონის მიერი მემკვიდრე. თვითონ სიტყვა ძალიან მარტივად გვეუბნება ანდერძის მემკვიდრეობას , ეს არის პირი რომლის სასარგებლიოდაც მამკვიდრებელმა რომელიც გარდაიცვალა სიცოცხლეშივე შეადგინა ანდერძი და გადაწყვიტა, რომ მისი დანაშთი ქონება დარჩენოდა ამ კონკრეტულ პირს. თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონის მიერ მემკვიდრეობას, რომელიც არის რიგითობითი ხასიათის. პირველი რიგი მემკვიდრეები არიან მეუღლე, შვილები, მშობლები. შემდეგ უკვე მეორე რიგის მემკვიდრეები არიან და ძმა და ა.შ.

ზურა:

ადამიანის დაკავებიდან რა დროში უნდა მოხდეს მისი ადვოკატით უზრუნველყოფა და რა ვადებში ხდება შუამდგომლობის დაყენება.

კანონი ითვალისწინებს სავალდებულოობას ადვოკატის მონაწილეობას. გააჩნია რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც სავალდებულო ხდება ადვოკატის მონაწილეობა აუცილებლად უნდა იქნეს ჩაბმული. ვთქვათ ეს არის სისხლის სამართლის ცალკეული მუხლები რომელიც განსაკუთრებით მძიმნე დანაშაულის ეხება ან თუნდაც იგივე საპროცესო შეთანხმებაზე ვსაუბრობდით. საპოცესო შეთანხმების დადებისას პირს უკვე უნდა ყავდეს ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ მანამდე მას არ ქონდა სურვილი რომ ჰყოლოდა ადვოკატი. ეს ყველაფერი მაქსიმალურად არის დამოკიდებული კლიენტზე და ჩემი რჩევაც იქნება, რომ ადვოკატთან ქონდეს ყველას ურთიერთობა, ეს არის ერთგვარი დაზღვევა კონკრეტული პირის. სამწუხაროა რომ მერე აღმოაჩენენ რომ კარგი იქნებოდა იურისტის კონსულტაცია გაევლოთ და მერე დაედოთ ესა თუ ის გარიგება. რაც შეეხება შუამდგომლობას არამარტო შუამდგომლობაა ადვოკატის ფუნქცია, იქ შეიძლება იყოს აცილების მოთხოვნის დაყენება. თითოეული აიცილებლობიდან გამომდინარე, იმ მომენტიდან როცა ამ მოთხოვნის დაყენების აუცილებლობა გახდა მომენტალურად უნდა დააყენოს ადვოკატმა.

ლელიკო ნინიძე:

არის თუ არა კანონით ნებადართული ტელეფონის მოსმენა, თუ დარწმუნებული ხარ ადამიანის საეჭვო ქმედებაში, ან რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ ასეთ შემთხვევაში?

-სახელმწიფოს უშიშროების უზრუნველსაყოფად შეიძლება შესაბამისმა სტრუქტურებმა სასამართლოს ნებართვის საფუძველზე მოახდინონ კონკრეტული პირის ტელეფონის ნომრიოს მოსმენა. მისი საუბრის ჩაწერა და ა.შ. ხოლო კერძო შემთხვევებში ამის გაკეთება ნაკლებად შესაძლებელია. იმიტომ რომ ამ ყველაფერს წინ უნდა უძღვოდეს გარკვეული სისხლის სამართლის საქმე, გარკვეული სამართლებრივი საფუძვლები, რომ კონკრეტული პირის მიმართ გარკვეული ქმედებები იქნას გატარებული.

ლაშა:

წინასწარი დაკავების საკანში მყოფ ადამიანს, აქვს თუ არა მობილური ტელეფონის გამოყენების უფლება?

-ეს არის ის დაწესებულება და ის ეტაპი გამოძიებისა როდესაც პირის მიმართ ხდება ბრალის წაყენება. მას შეიძლება ბუნებრივია განახორციელებინინ სატელეფონო ზარი ახლობლებთან, ადვოკატთან იმისთვის რომ აიყვანოს ადვოკატი , რომ მან მოახერხოს დაკავშირება აგრეთვე თავის კრდეიტორებთან და ა.შ. იმ პირებთან ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, რომ აცნობოს რომ იმ კონკრეტულ ეტაპზე დაკავებულია და ვერ შეძლებს გარკვეული მოვალეობების შესრულებას. ამის შემდეგ კი მობილურის გამოყენების უფლება აღარ აქვს. ძირითადი ვალდებულებისთვის მას ზარის განხორციელების უფლებას მისცემენ მაგრამ ამის შემდეგ კი სანამ გამოძიება არ დამთავრდება ეს შეუძლებელია. კომუნიკაციის საშუალება ისეთი მოწყობილობაა რომლითაც შეიძლება ისეთი ფუნქციების შესრულება რომლითაც შეიძლება გამოძიებას ხელი შეეშალოს.

ჯეინ ქარდავა:

არ ვიცი  თქვენ რამდენად უნდა მოგმართოთ ამ კითვით, იქნებ დამეხმაროთ. სატრანსპორტო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში,დაჯარიმებულის ყველა პირადი საბანკო ანგარიში დაყადაღებულია სააღსრულებლოს მიერ. ამავდროულად, ხელფასი ერიცხება ერთ-ერთ ანგარისშზე. გთხოვთ, იქნებ მიპასუხოთ, ასეთ შემთხვევაში დაერიცხება თუ არა სახელფასო ბარათზე ხელფასი და მოხდება თუ არა ამ საჯარიმო თანხის ავტომატური "ჩამოჭრა" სააღსრულებლოს მიერ? თუ პირადად სააღსრულებლოში უნდა მივიდეს პიროვნება ყადაღის ასახსნელად?

ხელფასის ჩარიცხვისთანავე ბუნებრივია, რადგან დაყადაღებულია ანგარიში მოხდება ჩამოჭრა ამ ჯარიმის. თუმცა მას აქვს შესაძლებლობა ნებაყოფლობით გადაიხადოს. იგივე, მივიდეს სააღსრულებლოში და განაცხადოს რომ სურს ნებაყოფლობით გადაიხადოს ჯარიმა. ამისთვის არ არის აუცილებელი მისი ანგარიშიდან გადარიცხოს. შეუძლია თანხის ხელზე შეტანა. როდესაც გასტუმრებული ექნება ეს ვალდებულება, ანუ აღმასრულებელი როდესაც დააფიქსირებს, რომ მისი ჩარიცხული ხელფასი საკმარისი იყოს ამ ჯარიმის გადასახდელად მოხსნის ყადაღას. მან შეუძლია განაცხადოს, რომ ვალდებულება უკვე შესრულებულია და გთხოვთ მომიხსნათ ყადაღა და მოიხსნება.

ზურა:

შესაძლებელია თუ არა დაკავაბეული პირის ნახვა, სასამართლო პროცესამდე (თუნდაც ადვოკატის, ან გამომძიებლის თანხლებით)

-გამოძიების პროცესში არ შეიძლება. მაგრამ არის გარკვეული ეტაპი როდესაც გამოძიება უკვე დამთავრებულია და სასამართლოს გადაეცა საქმე განსახილველად ამ შემთხვევაში პროკურორის თანხმობით შესაძლებელია. თუმცა გარკვეულ შეზღუდვებს მაინც ითვალისწინებს კანონი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას