როგორ აღვზარდოთ ბავშვი დასჯის გარეშე - ფსიქოლოგის რჩევები

როგორ აღვზარდოთ ბავშვი დასჯის გარეშე - ფსიქოლოგის რჩევები

„არ შევჭამ…“, „არ დავიძინებ…“, ”არ ვიმეცადინებ” - ასეთი ფრაზები, ალბათ, ბევრი მშობლისთვის ნაცნობია.

ხშირად გიფიქრიათ, რომ თქვენი შვილი ჭირვეულია, თქვენ კი მასთან საერთო ენა ვერ გამონახეთ. როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს. თქვენს კითხვებს ფსიქოლოგი, პროფესორი, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი პასუხობს.

ნინო ჯიბღაშვილი:

მყავს 9 წლის ქალიშვილი სალომე, რომლესაც ვზრდი მარტო. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ცხოვრებაში არის სალომეს სიჯიუტე. მას არ უყვარს საკვების, არასასურველი ტანსაცმლისა და ზოგჯერ მეცადინეობის დაძალება. მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისას ჯერ ვუწევ ტონს, შემდეგ ვემუქრები, იშვიათად მაგრამ ხელითაც შევხებივარ, რაც ძალინა მაწუხებს. მირჩიეთ რა ვქნა. გარდა ამისა, მე მაქსიმალურად ვცდილობ მივაღებინო კარგი განათლება,დადის საკმაოდ კარგ სკოლაში, ვაკონროლებ და როდესაც უჭირს ვეხმარები, თუმცა მას სწავლის ინტერესი დიდად არ აქვს, ძალიან უყვარს პრანჭიაობა, მაღლი ქუსლები და თოჯინებით, ან მასწავლებლობანას თამაში, მინდა მეტად დაინტერსედეს განათლების მიღებით, რა გავაკეთო? ძალიან ბევრს ვესაუბრები განათლების აუცილებლობაზე, მომყავს მაგალითები,მისი ბებია–ბაბუები ორივე მხრიდან საკმაოდ განათლებული და ცნობილი ადამინაები იყვნენ, მაგრამ ასე მგონია არ კმარა, რას მირჩევთ?

-თუ ბავშვი ჯიუტად მოითხოვს, რომ თავისი სურვილი იქნას დაკმაყოფილებული, მშობელმა უნდა გაიაზროს და დაიხანოს რამდენად პრინციპულ საკითხს ეხება ეს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ეს არის ბავშვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც ბავშვის ჭკუით და ბავშვის გადაწყვეტილებით სესრულება მისთვის რისკის მომტანია, ან თუ ეხება ისეთ საკითხს, რომ საერთოდ არ უნდა სწავლა და ჯიუტად ამბობს, რომ საერთოდ არ იმეცადინებს, რაც მის მომავალ ცხოვრებას უქადის ის, რა თქმა უნდა, აქ სხვა მიდგომაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მაგრამ ზოგადად სიჯიუტის დაზლევა დაპირისპირებით ანუ მშობლის დაჟინებული მოთხოვნით, რომ შესრულდეს ის რაც მშობელს მიაჩნია სწორად არ ხდება. პირიქით დაპირისპირება და იძულება ბავშვისა, რომ დაემორჩილოს მშობლის ნებას და შეასრულოს ძალით ის რასაც მშობელი ეუბნება პირიქით გაუფიქსირებს მას ამ სიჯიუტეს. როდესაც ბავშვს არ აქვს შინაგანი მოთხოვნილება ისწავლოს, არ აქვს ინტერესი და არ აქვს მოტივაცია, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გარე მოტივაციაზე საუბარი. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?- ნებისმიერი ცოცხალი არსება მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპით- ის ისწრაფის სიამოვნებისაკენ და განერიდება უსიამოვნებას, ანუ დისკომფორტს. პოზიტივზე აქცენტირება და ფოკუსში პოზიტივის მოქცევა და არა მუქარა. ბავშვთან შეთანხმებაა საჭირო, რომ მას აქვს თავის მოვალეობები. ეს ბავშვმა თვითონ უნდა გაახმოვანოს, ანუ ვერბალიზაცია უნდა მოახდინოს- რა არის ის , რა მოთხოვნაც მის წინაშე დგას? ანუ ის იტყვის რომ მე მევალება გაკვეთილების მომზადება. უნდა გადანაწილდეს ეს დროში და ბავშვმა დედასთან ერთად უნდა მოახერხოს დროის გარკვეულ მონაკვეთში წინასწარ დაგეგმოს სამეცადინო პერიოდი. იმისათვის რომ ეს აღსრულდეს და ბავშვმა ქცევაში გადაიტანოს, მას უნდა ქონდეს ამის სტიმული. ანუ მას უნდა ჰქონდეს ენთუზიაზმი ეს გააკეთოს. ამ ენთუზიაზმს შეუქმნის მყისიერი დაჯილდოვება, ანუ დაასრულებს თუ არა თავის შესასრულებელ სამუშაოს,მას უნდა ელოდეს მისთვის სასიამოვნო ან მოვლენა, ან საგანი, ან ისეთი სასიამოვნო აქტივობა, რომელიც მას, როგორც მაღალი ხარისხის მიზიდულობის მქონე ობიექტს ისე მიიზიდავს.

თებროლე:

ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს ოჯახში. სამწუხაროდ ეს ისეთი ფაქტია, რომ ამის დამალვა შეუძლებელია. შესაბამისად ბავშვს ასეთ გარემოში ყოფნა უწევს. არის 5 წლის. გვირჩიეთ, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ბავშვი სწორად ავღზარდოთ?

-თუ მშობელი თვლის, რომ ბავშვისთვის მატრამვირებელია ის გარემო პრობლემების თვალსაზრისით, რომელსაც ის ახსენებს და მშობლები თუ ვერ უმკლავდებიან ამ პრობლემებს და ხვდებიან რომ ბავშვი ზიანდება აქედან გამომდინარე. აქვე გეტყვით. რომ ეს პრობლემა არ უნდა დაიმალოს, ბავშვმა თავისთვის გასაგებ ენაზე უნდა იცოდეს რაშია პრობლემა, დამალვა არ არის გამოსავალი და უკუშედეგის მომტანია. საუკეთესო ვარიანტი არის, რომ პრობლემის დაძლევაზე იყოს ორიენტირებული მშობელი. ის თუ დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს სპეციალისტს. თუ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ვერ მისდევს, მან უნდა მიმართოს ექიმს. როცა არის პრობლემები ურთიერთობებში, ოჯახური სიტუაცია არის მძიმე, მატრამვირებელი, საჭიროა ფსიქოლოგთან, როგორც დამხმარე ინსტანციასთან მისვლა და მისი რესურსის გამოყენება.

მკითხველი ანა:

ვარ მარტოხელა დედა. მყავს 6 წლის შვილი. მაქვს დაძაბული სამუშაო გრაფიკი. სამწუხაროდ შვილს დიდ დროს ვერ ვუთმობ,  მართალია დედას არაფერი ჩაანაცვლებს, მაგრამ როგორ შევუქმნა შვილს სასიამოვნო და სახალისო განწყობა?

-აქ დროის რაოდენობა არ არისგადამწყვეტი, მნიშვნელოვანია ხარისხი. ურთიერთობის ხარისხზე ვსაუბრობთ ჩვენ და არა ერთ სივრცეში ყოფნის დროის ხანგრძლივობაზე.თუნდაც დღეში ორი საათი ან საათ ნახევარი, რომელიც ბავშვის დაძინებამდე ხერხდება, რომ დედამ დაყოს შვილთან დაჰყოს უნდა იყოს ურთიერთ ზემოქმედების პროცესზე ორიენტირებული. კონტაქტი არ არის ერთ სივრცეში ყოფნა,იგი ისეთი აქტივობაა, რომელიც ბავშვის ზეგავლენას გულისხმობს მშობელზე, ან დედის პოზიტიურ გავლენას ბავშვზე. უნდა იყოს ინტერაქტიური, ანუ ურთიერთგაცვლის პრინციპზე მიმართული კონტაქტი; ანუ კომუნიკაცია. ზოგადად რომ ვთქვათ, ბავშვისთვის, მისი ასაკიდან გამომდინარე ყველაზე შესატყვისი აქტივობებია, რაც მას უყვარს, სიამოვნებს, რაც მის განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი შეიძლება იყოს, ერთად წიგნის კითხვა და რაღაც შინაარსის განხილვა, ხელოვნების ნიმუშების ერთად დათვალიერება და ამის მიმოხილვა. შეიძლება, რაღაც ერთობლივი თამაში, ან ერთად ხატვა, ან ძერწვა. გააჩნია ბავშვს რა ეხალისება, რას ითხოვს და უხარია, რომ გააკეთოს მშობელთან ერთად.

თათული:

ჩემს შვილს როცა დავალების დაწერას, ან გაკვეთილების სწავლას ვთავაზობ, მაშინვე ან თავი "სტკივდება", ან გული, ან ხელი... და მზად არის დღის სამ საათზეც კი დაიძინოს და აღარ ადგეს საწოლიდან. რას მირჩევთ?

-წესით და რიგით, მშობელმა არ უნდა შესთავაზოს ბავშვს მეცადინეობა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის მისი ვალდებულება, მაგრამ გასაგებია, რომ იგი თვითონ ამას არ აკეთებს და მშობელი იძულებულია, რომ შესთავაზოს; სწორედ აქედან გამომდინარე, როგორც უკვე მოგახსენეთ, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს პასუხისმგებლობები. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა მოითათბიროს ბავშვთან და უთხრას, რომ მასაც აქვს მოვალეობები, რომელსაც უნდა აკეთებდეს, და თუ არ აკეთებს, კარგავს სახელფასო ანაზღაურებას, ან ურთიერთობებში პრობლემები ექმნება, იმიტომ რომ მისი კონკრეტული ვალდებულებები არ შეასრულა. და ბავშვს უნდა აუხსნან, რომ ცხოვრება და სამყარო ასეა მოწყობილი, რომ ყველას აქვს თავისი ფუნქცია, რომელიც უნდა შეასრულოს. და თუ არ ასრულებს, ყველაზე მეტად მას ექმნება პრობლემა.

გიორგი ჭელიძე:

როგორი უნდა იყოს კარგი დედა შვილისთვის?

-კარგი დედა არის ის, რომელიც ცდილობს, რომ შვილს გამოუმუშაოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა, ეხმარება მას ინიციატივის გამოხატვაში, ეხმარება გადაწყვეტილების უნარის განვითარებასა და განმტკიცებაში. ხელს უწყობს, რომ ბავშვმა გამოავლინოს თავისი ნიჭი და თავს არ ახვევს... ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (რაც ჩვენს ეთნოსში მძიმე პრობლემას წარმოადგენს)... საკუთარი კომპლექსების რეალიზაციისა და კომპენსაციის საშუალებად არ აქცევს თავის შვილს. მაგ. ჩემს დროს ძალიან ხშირი იყო, რომ ყველა, ვისაც არ ეზარებოდა დაჰყავდათ მუსიკაზე. უნდოდა ეს თუ არ უნდოდა ბავშვს, რატომ? იმიტომ რომ მშობელს თვითონ უნდოდა დაკვრა და თავის დროზე ვერ ისწავლა. ახლა შვილზე უნდოდა აესრულებინა ეს სურვილი. თავისთავად მუსიკას ძალიან დიდი როლი აქვს ბავშვის აღზრდაში, მაგრამ არა იმ ფორმით, რომლითაც მშობელი თავისი არარეალიზაბული განწყობების კომპენსაციას ცდილობს. გამოვიყენებ ცნობილ შედარებას ჰუმანისტური ფსიქოლოგიიდან: კარგი მშობელი არის კარგი მებაღე, რომელიც ვარდს უქმნის შესაბამის კლიმატს, დროულად უსხამს წყალს და ისეთ პირობებში ამყოფებს ამ ულამაზეს ყვავილს, რომ გაიზარდოს, გაიფურჩქნოს და მაქსიმალური ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭოს გარემოს. ამისთვის კი არ უნდა შეზღუდო, უნდა მიეხმარო ადამიანს. შეზღუდვა, თავსმოხვევა და ჟანდარმული დამოკიდებულება უმეტესად პირიქით, ამ ნიჭის, პოტენციალის, შესაძლებლობების შემზღუდავია.

მშობელი:

მყავს შვილი, რომელიც მამისგან შორს იზრდება. თუკი რამე შეიძლება დედამ შვილს გაუკეთოს, უბრალო თამაშით, მატერიალური კეთილდღეობით დამთავრებული, არაფერს არ ვაკლებ. ბავშვს მაინც მამისკენ უწევს გული. ეს მდგომარეობა ჩემთვის ძალიან რთულია. რას გვირჩევთ?

1)სერიოზულად ვშიშობ, ბავშვი არ გაიზარდოს გულჩათხრობილი, ან კომპლექსიანი. რადგან არასდროს არ არის ჩემთან გულწრფელი, არ მიყვება ამბებს, როცა ვეკითხები რა უნდა, რაზე ფიქრობს, რაზე ოცნებობს, კითხვებს თავს არიდებს. არის 6 წლის.

2)მე როგორც დედა, სად ვუშვებ შეცდომას? (მამასთან ურთიერთობა არ ამიკრძალავს, პირიქით მიმყავდა მასთან, მაგრამ ის საერთოდ ურეაქციო ადამიანია, მიუხედავად ამისა, მაინც მამასთან უნდა)

-ბავშვის მამასთან მიყვანა, ალბათ, იქნება ის, რაც გასაკეთებელია, გასაგრძელებელია. ურეაქციობაც კი... მაინც მასთან ურთიერთობას სასურველს ხდის ბავშვისთვის. დედის შეფასება, ურიაქციობასთან დაკავშირებით, ვერ გადაფარავს ბავშვის მოთხოვნილებას მამასთან ურთიერთობისას თაობაზე. რაც შეეხება იმას, რომ ბავშვი არ მოდის კონტაქტზე. თუ ბავშვი იმაზეა განაწყენებული, რომ დედამ გადაუწყვიტა ურეაქციო მამასთან აღარ აურთიერთოს... მარტო ეს იქნება საკმარისი დედა შვილს შორის ურთიერთობის გაფუჭებისთვის. თუმცა შეიძლება თვითონ არის ტიპაჟი ინტრავეტი და არა ექსრავეტი, ანუ საკუთარ თავთან და არა სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე ორიენტირებული. ეს კიდევ სხვა თემაა. ბავშვის ბუნება არის გასათვალისწინებელი. მაგრამ თუ დედას უნდა, რომ ბავშვმა იურთიერთოს, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კი არა დაკითხოს ხშირად ის; თვითონაც მოუყვეს თავისი სამსახურის, მეგობრების ის ამბები, რომელიც იმ კონკრეტული ასაკისთვის იქნება გასაგები და მისაღები, და შეიძლება რჩევაც ჰკითხოს ბავშვს. არის მთელი ნუსხა რეკომენდაციების, რომელიც უნდა გაითვალიწინოს მშობელმა, რომ ბავშვთან კომუნიკაცია იყოს და ისეთი სულიერი ურთიერთობა შედგეს, რომელიც არ არის ფორმალური, როგორიცაა ჩამაცვი, მაჭამე, წიგნი მიყიდე და ა.შ. ეს არ ამოწურავს ამ ურთიერთობას. სულიერი კონტაქტის ხელშემწყობი მთელი რიგი ნიუანსებია და მათ შორის, თვითონ მშობლის გახსნილობა.

მკითხველი თათა:

მყავს 4 წლის გოგონა, რომელიც არის ძალიან ჯიუტი. ყველაფერში მეწინააღმდეგება, ჩემს რჩევებს და შენიშვნებს არ ითვალისწინებს. უმცროს დას ჩაგრავს და სულ ცდილობს რომ გააღიზიანოს, ან თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ამავდროულად არის ძალიან გონებაგახსნილი და ჭკვიანი ბავშვი. ვცადე თითქმის ყველანაირი მიდგომა. მშვიდადაც აუხსენი რა შეიძლებოდა და რა არა, მერე სიმკაცრეზეც გადავედი ტონსაც აუწიე და დასჯაც ვცადე, მაგრამ არანაირი შედეგი არცერტმა მიდგომამ არ გამოიღო. მაინც ყოველთვის ცდილობს თავისი გაიტანოს.

არ გეგონოთ რომ ძალიან მკაცრი ვარ და ყველაფერს ვუკრძალავ, არა პირიქით ძალიან თავისუფლად ვზრდი, მაგრამ როდესაც მისი საქციელი უზრდელობაში გადადის ან როდესაც არ უნდა იმის გაგება თუ რატომ არ შეიძება მისი სურვილის შესრულება ეს მაბრაზებს.

-ოთხი წლის არის ბავშვი და სამიდან ექვს წლამდე არის პირველი გარდატეხის პერიოდი. იმის გამო რომ მშობელს ხშირად არ აქვს ინფორმაცია, მიაჩნია, რომ ეს მთელი ცხოვრება უნდა გაყვეს ბავშვს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. სამი წლის კრიზისზე დიმიტრი უზნაძე საუბრობს და ეს მარტო სამ წელს არ ეხება, არის ხუთ, ექვს წლამდე და ეს არის პირველი ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელსაც გადის ბავშვი და ნეგატივიზმი, რჩევა- დარიგების უარყოფა, ის რაც ფრთებს გაშლის მერე გარდატეხის პერიოდში, პირველ გამოვლინებას სწორედ ამ პერიოდში ახდენს.სიჯიუტე და ნეგატივიზმი სამიდან ექვს წლამდე არის თანმდევი და ასაკობრივი. არ ღირს ამაზე ტრაგედიის შექმნა. უზრდელობას რაც შეეხება, მშობლის სურვილი გასაგებია, რომ ყავდეს ზრდილობიანი შვილი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ ხშირ შემთხვევაში ცოტა გადამეტებული ინტერპრეტაცია და შეფასებებია. 4 წლის ბავშვი არ შეიძლება იყოს უზრდელი, იმიტომ რომ ის მხოლოდ იზრდება. უზრდელი იმას ქვია, ვინც ვერ გაზარდეს. ხოლო 4 წლის ბავშვს გაზრდა ჯერ არ დაუმთავრებია. რაც შეეხება ჩაგვრას, შეიძლება ეს ეჭვიანობის განცდით არის შეწუხებული და შესაძლებელია ჩაგვრა სწორედ ამის გამოვლინება იყოს. განსახილველია კონკრეტულად რა ვითარებაა, რომ მშობელს ვურჩიოთ მაკომპენსირებელი მიდგომები.

ნინო შარიქაძე:

მყავს 2 ბიჭი (3-4 წლისანი), არ არიან ძალიან ცელქები და ხმაურიანები, თუმცა მოხუც ბებია–ბაბუას მაინც აღიზიანებენ და ისინი სულ შენიშვნებს აძლევენ. იმის გამო რომ ბიჭები უფროსებს ,,აბრაზებენ", მამა ხშირად სჯის ბავშვებს. ბავშვებს ვარიდებ მოხუცებს და როცა მათთან გასვლა უნდათ, ვეუბნები, რომ ბაბუა უყვირებთ(თუმცა ბაბუას ძალიან უყვარს ისინი). როგორ მოვიქცე?

-თუ ბავშვებს უნდათ მათთან გასვლა, ცალსახად არ შეიძლება ამის დაშლა. მამას ვერ შეცვლის დედა და ვერ გარდაქმნის ასეთ ასაკში, თუმცა შეიძლება დალაპარაკება, რომ პატარები არიან, ბევრი არ ესმით, ცელქები მითუმეტეს და ვერ ზომავენ, და აწუხებენ ხნიერ ადამიანებს. თუმცა თუ ბავშვი ცუდათ იქცევა და მამა სჯის... ბავშვი შეიძლება მალე მიხვდეს ამას. თუ დედა, შეიძლება სამართლიანადაც კი თვლის, რომ მამა უსამართლოდ სჯის ბავშვებს და თუ უნებლიეთ აგრძნობინებს მათ ამას, მაშინ ხდება შინაგანი გაორება. იბნევა ბავშვი, რომელია მართალი და რომელი არა, ვერ ხვდება.იმიტომ, რომ დედაც და მამაც ერთნაირად ავტორიტეტული და ძვირფასია მისთვის.

ლიკა ყუფარაძე:

მყავს ორი ბიჭი,ერთი 4 -ის და 2 წლის. სამწუხაროდ ვერ ვახერხებ მათთან მოლაპარეკებას და ხშირად მიწევს ყურების აწევა, ტაკოზე ცემა ,,რასაც შემდეგ მოსდევს ჩემი ცუდად გახდომა. მათ არ ახსოვთ მეორე წუთში და ჩემზე მოქმედებს ცუდად. თავს ვადანაშაულებ ძალიან. მირჩიეთ როგორ მოვიქცე რომ აღარ ვცემო.

-ყურის აწევა და მირტყმა ცვლიის არასასურველ ქცევას? ეს არის ქცევის კორექციის საშუალება? თვითონ მშობელი პასუხობს, რომ არა; მეორე წუთში ბავშვებს არ ახსოვთ და ისევ ისე იქცევიან. მშობელმა თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა რა აზრი აქვს ამის გაკეთებას. ანუ თავს ვურტყამ კედელს, კედელი დგას, ხოლო თავი მიტყდება და მტკივა.ვაგრძელო თავის კედელზე რტყმა თჲ რაღაც ალტერნატიული ვარიენტი განვიხილო გარეთ გასასვლელი? ხშირად მშობელი აღიარებს იმას, რომ ეს მისი პრობლემაა, ის ელემენტარულ გამღიზიანებელს ვერ უძლებს და არ არის ტოლერანტული. ბავშვს ვერ აუკრძალავ ცელქობას, იმიტომ რომ ის ბავშვია. ის რომ მშობელს არ შეუძლია იმის ატანა, რომ ბავშვი მისი დირექტივების ზუსტი შემსრულებელი არ არის ეს მშობლი პრობლემაა. პრობლემების 80% მოდის მშობელზე და გვიწევს მშობელთან მუშაობა, ბავშვთან კი საერთოდ არ არის სამუშაო. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მიიღონ კონსულტირება ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებთან დაკავშირებით, რა ახასიათებს ამ ასაკს, რა ფსიქოლოგიური თავისებურებებით გამოურჩევა ეს კონკრეტულკი ასაკი და მომავალი რომ მზაობაში შეხვდეს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას