როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ - დიეტოლოგის რჩევები

როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ - დიეტოლოგის რჩევები

აღდგომის შვიდკვირიანი მარხვის დაცვის შემდეგ, ბევრს ჰგონია, რომ დღესასწაულის დადგომისთანავე შეიძლება, მაგიდას მივუსხდეთ და მივირთვათ ყველაფერი, რაც მარხვის დროს გვეკრძალებოდა. როგორც რელიგიური, ისე სამედიცინო თვალსაზრისით ეს შეხედულება მიუღებელია.

როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას, კითხვებს დიეტოლოგი ნინო დოლიძე უპასუხებს.

იხილეთ ვიდეო

მკითხველი ქეთევანი:

რომელი საკვებით შეგვიძლია, გავიძლიეროთ დაქვეითებული იმუნიტეტი?

- დაქვეითებული იმუნიტეტი შეგვიძლია გავიძლიეროთ ბალანსირებული კვებით. თანაბრად უნდა მივიღოთ რაც სარეკომენდაციო ზღვარს შეესაბამება დღიური მოხმარების. ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი და ის ნივთიერებები რომელიც მდიდარია მიკრო მინერალებით, მიკრო ელემენტებით. აუცილებელია წყალი და ის ნივთიერებები, რომლებიც შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, ანუ ისეთ ნივთიერებებს რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე და ზოგადად იმუნიტეტზე. მაგალითად ეს არის თაფლი, მწვანე ჩაი, ნუში, თხილი, კაკალი. ძალიან კარგია და მდიდარია ესეთი ტიპის ნივთიერებებით სანელებლები და დარიჩინი განსაკუთრებით. ასე რომ ბალანსირებული კვება და არა რომელიმე ერთი პროდუქტი. წინაპირობა იმისა, რომ იმუნიტეტი გვიცავდეს და შეესაბამებოდეს ჩვენი ორგანიზმის ადაპტაციას გარემო პირობებთან და სხვადასხვა დაავადებებთან, რომელთანაც სეზონურად გვიწევს ბრძოლა.

მარინე:

თუ არ უმარხულია ადამიანს 40 დღე და ბოლო კვირას დაიცვა მძიმე მარხვა, შესაძლებელია თუ არა ამან ორგანიზმში რაიმე დაავადების გავრცელება გამოიწვიოს?

- პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ეს არ არის იმ კატეგორიის მარხვა როდესაც მხოლოდ პურს და წყალს იღებს ორგანიზმი. თუმცა ესეთი ტიპის კვებითი შეზღუდვის დროსაც კი ორი კვირა საკმაოდ ხანმოკლე ინტერვალია იმისთვის რომ რაიმე ტიპის ზიანი მიადგეს ორგანიზმს. თუ წინა პერიოდში ორგანიზმი ბალანსირებულად იღებდა სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს და სამშენებლო მასალას ორგანიზმისთვის, მას აქვს გარკვეული მარაგი და რესურსი იმისა, რომ დანარჩენი ორი კვირის განმავლობაში ამან არანაირი დაავადება არ გამოიწვიოს. თუმცა რა საკვირველია თუ ორგანიზმი უკვე არ ებრძვის რაიმე პათოლოგიას და უკვე პაციენტი არ იმყოფება ვთქვათ გარკვეული მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ.

თორნიკე:

როგორ უნდა მოხდეს მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა?

- თუ მარხვამდე ორგანიზმი ენერგიას იღებდა ცილით, ცხიმით და ნახშირწყლით, მარხვის დროს ხდება გადაწყობა ხვა ნივთიერებათა ცვლის ტიპზე. ანუ ძირითადად ხდება ცილოვანი პროდუქტის გამორიცხვა რაციონიდან და ცხიმოვანი პროდუქტის შემცირება. მხოლოდ მცენარეულ ცხიმზე ხდება გადაწყობა. ამიტომ უფრო მეტი არის რაციონში ის ენერგეტიკული ერთეული რასაც ნახშირწყალი ჰქვია. ანუ ეს არის პური, კარტოფილი, ცომეული და ა.შ. სახამებლის შემმცველი პროდუქტი. შესაბამისად ასეთ დროს ორგანიზმი მობილიზებულია რომ ამ ტიპის საკვებიდან მიიღოს ენერგია. როდესაც ვუბრუნდებით ჩვეულ კვებას ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან ფრთხილად. იმიტომ რომ ცილიდან რომელიც არის ხორცის და რძის ნაწარმი, ასევე კვერცხი ამისძთვის ორგანიზმი არ არის მზად რომ იმ რაოდენობით აითვისოს ენერგია ამ ტიპის საკვებიდან როგორც ვთქვათ მარხვის წინაპერიოდში. შესაბამისად ეს პროდუქტი უნდა შევიტანოთ კვების რაციონში ძალიან ზომიერად და ბოროტად არ გამოვიყენოთ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის გარკვეული რესურსი. ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ საკვებად კვერცხი, რძის ნაწარმი და ხორცი.

ნანა:

მარხვის პერიოდში ძალიან ვსუსტდები (წონაში არა), ვერ ვიტყვი, რომ კალორიებს არ ვიღებ ხილის სახით. რას მირჩევთ, როგორ ვიკვებო მარხვის შემდეგ, რომ თავი უკეთ ვიგრძნო.

- სიტყვა ვსუსტდები არ ასახავს ზუსტად თუ რას გრძნობს პაციენტი. შეიძლება ის უძლურად არის ან მიჩვეულია სხვა ტიპის კვებას და მარხვის დროს ამ საკვების მიუღებლობის ფონზე თავს არ გრძნობს კომფორტულად. შესაბამისად ვურჩევ რომ ცილოვანი პროდუქტი მიიღოს განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით. ალბათ კარგი იქნება დღეში ერთხელ მაინც თუ ხორცს მიიღებს, რადგანაც შესაძლოა სისხლბადი ორგანოების ფუნქციის გაძლიერება ესეთ დროს. თუმცა მართალი გითხრათ ვერ ვხვდები რას ნიშნავს სიტყვა ვსუსტდები. ალბათ ჯობია რომ მივიღოთ ხორცი, ხილი და ბოსტნეული.

ნათია ზოიძე:

ზოგადად მარხვის შემდეგ, რომელი კალორიების მიღებაა აუცილებელი, თუ გაქვთ განსაზღვრული გაფიკი, რომელიც შეგიძლიათ გაგვიზიაროთ.

- ეს იქნება მარხვაში თუ ჩვეულ რეჟიმში ადამიანმა უნდა მიიღოს იმდენი კალორაჟი რასაც ხარჯავს მისი ორგანიზმი. ბალანსი მიღებულ და დახარჯულ კალორაჟს შორის უნდა იქნეს შენარჩუნებული. არსებობს სპეციფიური, ნივთიერებათა ცვლის კალკულატორი, სადაც შეგვყავს გარკვეული მონაცემები. ეს არის სქესი, ასაკი, წონა და სიმაღლე. ეს კალკულატორი ანგარიშობს რა რაოდენობით კილო კალორია უნდა გამოვიყენოთ დღის განმავლობაში რომ ამ რაოდენობის პროდუქტმა არ გამოიწვიოს გასუქება. პაციენტებისთვის მე ვცდილობ ესე გამოვიანგარიშო კალორიების რაოდენობა რომ არც მოიმატოს პაციენტმა და არც კლება არ წავიდეს.

ეკა-ნინი:

მარხვასთან არ არის კავშირში, მაგრამ იქნებ მიპასუხოთ, ბავშვის ორგანიზმისთვის სასარგებლო რა პროდუქტებია, განსაკუთრებით ისეთი, რაც სიმაღლეში ზრდას შეუწყობს ხელს.

- სიმაღლეში ზრდისთვისთუ გადავხედავთ უკანასკნელ მონაცემებს და კვლევებს ძირითადად ის პროდიქტია სასარგებლო რომელიც შეიცავს ცილას, ანუ ეს არის ხორცი და ყველი. რაც ზრდას და განვითარებას ზოგადად ხელს უწყობს. ასევე ცხიმში ხსნადი ვიტამინები. მაგრამ განსაკუთრებით რაც სჭირდება ორგანიზმს იმისათვის რომ სიმაღლეში გაიზარდოს ეს არის კალციუმი. კალციუმით მდიდარია ძირითადად რძე და რძის ნაწარმი. ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის მიაწოდონ შესაბამისად რძე და რძის ნაწარმი.

თათია:

სამწუხაროდ მაქვს ჰორმონალური დარღვევები, მაგრამ დღემდე ექიმთან ვერ მივედი გარკვეული მიზეზების გამო. (ვარ 105 კილო). როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა გამოსავალი, რომ საკუთარი სახსრებით დავიკლო წონაში?

- თუ თათია მოგვაწევდის უფრო დაწვრილებულ ინფორმაციას საკუთარი პარამეტრების შესახებ გარდა წონისა, მაგალითად სიმაღლე და ასაკი. ჩვენ შეგვიძლია დავუანგარიშოთ მას თუ რამდენ ენერგიას მოიხმარს მისი ორგანიზმი დღე-ღამის განმავლობაში. შესაბამისად დავუანგარიშებთ რა რაოდენობის კალორაჟზე წავა წონის კლება და უკვე შეუძლია თვითონ მოიძიოს კალორიების ცხრილი და დაიანგარიშოს რა რაოდენობის კალორაჟს მოიხმარს და როგორ უნდა შეასრულოს ეს სქემა.

მკითხველი თამაზი:

მარხვა დამთავრდა და შემიძლია ხორცი ვჭამო. მაგრამ მე ვარ ვეგეტარიანელი.მეუბნებიან, რომ აუცილებელია ხორცის პროდუქტების მიღება. მაინტერესებს, სხვა საკვებით თუ შეიძლება ხორცის პროდუქტების ჩანაცვლება?

- რა საკვირველია შეიძლება. თვითონ ეს დამოკიდებულება რასაც ვეგეტარიანელობა ჰქვია იყოფა ორ ნაწილად. არის სრულფასოვანი ვეგეტარიანელი და არის ოვო ლაქტო ვეგეტარიანელი.ანუ ოვო ლაქტო ვეგეტარიანელი ნიშნავს მხოლოდ ხორცსა და ხორცის ნაწარმზე უარის თქმას და მიღებას კვერცხის, რძის და რძის ნაწარმის. შესაბამისად თუ ის დაიტვირთება და ყოველდღიურ რაციონში მიიღებს რძესა და რძის ნარწარმს, პერიოდულად კი კვერცხს, რადგან ყოველდღიურად კვერცხი არ არის რეკომენდირებული ჯანმრთელობისთვის, შეივსებს ცილის იმ რაოდებობას რაც ორგანიზმმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ ეს არის რძე, ყველი, ნადუღი, მაწონი, კეფირი და შეიძლება კვერცხი.

იხილეთ ვიდეო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ