რა უნდა იცოდეთ კონტრაცეფციის შესახებ

რა უნდა იცოდეთ კონტრაცეფციის შესახებ

არასასურველი ორსულობის აბორტით შეწყვეტა ხშირია, ამის ერთ-ერთ მიზეზად კონტრაცეფციის შესახებ საზოგადოების არასათანადო ცოდნას ასახელებენ. რა უნდა იცოდეთ კონტრაცეფციის შესახებ, კითხვებს გინეკოლოგი, ნინო იამანიძე  პასუხობს.

ნინო ყუმბულაშვილი:

უამრავი ქალისგან გამიგია, რომ აბებს იღებდა და მაინც დაფეხმძიმდა.თუ შეიძლება დაწვრილებით აგვიხსენით, რომელი პერეპარატის მიღება ჯობია და რა უნდა იყოს გათვალისწინებული მიღების დროს?

-აბებს რაც შეეხება, ორალურ კონტრაცეპტივებს, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებია. მათი მიღებისას დაორსულების 20-30% არსებობს. ანუ ეს 20-30% არ უნდა გამოვრიცხოთ. ყოველთვის როცა ქალს ვუწევთ კონსულტაციას, პირველ რიგში ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. არსებობს კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდები, არსებობს გორმონალური კონტრაცეფცია, არსებობს საშვილოსნოს შიდა საშუალებები. შესაბამისად ეს არის ძალიან ინდივიდუალური, უნდა იყოს ინდივიდუალურად ყველა პაციენტზე მორგებული; საჭიროა დაწვრილებითი კონსულტაცია და კონტრაცეფციის შესაბამისი შერჩევა. პასუხის ზირითადი არსი ის არის, რომ ეს არ არის 100%_იანი კონტრაცეფცია, შესაბამისად ამ შემთხვევაში 100 ქალიდან შესაძლებელია 20-30 დაორსულდეს. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ

რომ ორალურ კონტრაცეფციას სისტემური გამოყენება სჭირდება; ამაზეც შესაბამისი კონსულტაცია უნდა გავუწიოთ პაციენტს, ვინაიდან ის არ არის კონფორტული ზოგიერტი ადამიანისთვის; ყოველდღე გამოიყენება, დღეში ერთხელ, ერთი და იგივე დროს და თუ ეს რეჟიმი დაირღვა, შესაბამისად ჩვენ უნდა მივაწოდოთ ის ინფორმაციაც, რომ 12 საათის განმავლობაში ან პირველივე გახსენების შემთხვევაში უნდა დაილიოს დამატებითი აბი და ამის შემდეგ დანარჩენი აბების სისტემური მიღება უნდა გაგრძელდეს. აქ არის ბევრი ასეთი ნიუანსი. ანუ, თუ პლუს კიდევ ინსტრუქციის დარღვევაც ემატება კონტაცეფციის ამ სახეს, შესაბამისად უკვე დაცვის მექანიზმიც მცირდება.

მკითხველი ნინო:

10 წლის წინ ვიღებდი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს"ოვიდონ რიხტერს".ექვსი თვის თავზე დამეწყო სიყვითლე,მე წამალს დავაბრალე და შევწყვიტე მიღება. გთხოვთ მირჩიოთ რომელი პრეპარატი მივიღო რომ იყოს ეფექტური და უსაფრთხო?

-”ოვიდონში” საკმაოდ დიდი დოზით შედის ესტროგენი, რომელმაც შესაძლებელია ეს გართულება გამოიწვიოს. მან რომ დაიწყო ამ წამლის გამოყენება, წესით ექიმს უნდა გაეფრთხილებინა, რადგან ეს არის ესტროგენ დამოკიდებული ზემოქმედება - სიყვითლე, რაც პაციენტმა აღნიშნა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ესტროგენის დიდი დოზის შემცველი პრეპარატი, მისი გვერდითი ეფექტი, შესაბამისად უფრო დიდი დოზით გამოვლინდება ორგანიზმში. ამ შემთხვევაში გამოსავალი ის არის, რომ ესტროგენის შედარებით ნაკლები დოზის შემცველი პრეპარატი უნდა იყოს მიღებული.

ლეილა:

რა უარყოფითი თვისებები აქვს ჰორმონალურ კონტრაცეფციას?

-უარყოფითი საკმაოდ ბევრი აქვს, თუმცა ამავე დროს საკმაოდ ბევრი კარგი თვისება აქვს. გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევაში, გენეტიკური დაავადებები, როგორიცაა: სისხლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის გარკვეული პათოლოგიები, ინსულტის წინაპირობა, გემოსტაზის ანუ სისხლის შედედების დარღვევა, შაკიკი და მსგავსი ასეთი პათოლოგიების შემთხვევაში ამას აქვს აბსოლუტურად უარყოფითი ჩვენება. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მაინც ისეთ ასაკობრივ ჯგუფს ეხება, რომელსაც რეპროდუქციული ხანა ქვია: პაციენტები რომლებიც მოგვმართავენ კონტრაცეფციაზე ძირითადად, 18-20 წლიდან 40 წლამდე ასაკის არიან, ეს არის მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი მოსახლეობა, თუ სწორად გამოვკითხეთ და კარგად მივიღეთ ინფორმაცია პაციენტისგან და შესაბამისად, სწორედ შევურჩიეთ დოზა, გართულებებს ავუვლით გვერდს და გვერდით ეფექტებს ნაკლებად მივიღებთ.

თამარი:

როგორ დავიცვათ თავი არასასურველი ორსულობისგან, თუ არ გვაქვს ეს ძვირადღირებული კონტრაცეფტივების შეძენის საშუალება,როგორც ვიცი რუსმა ქალებმა იციან მარტივი და ეფექტური გამოსავალი. სამედიცინო თვალსაზრისით რას გვეტყვით?

-ეს არც იმდენად ძვირია, რადგან რამდენადაც მე ვიცი, UNICEF_ის პროგრამის მიხედვით, საერთოდ ეს ფინანსდება. საერთოდ ქალთა კონსულტაციების დიდ ნაწილს, როგორც სახელმწიფო დახმარება ეს ურიგდება და რეპროდუქციულ კაბინეტებსა, ქალთა კონსულტაციებში, ასევე სამშობიარო სახლებში მეან-გინეკოლოგებს, როგორც ვიცი, თავისუფლად შეუძლიათ ამ პრეპარატების გაცემა. თუმცა ამ ბოლო დროს, თუ არ ვცდები, ამ პროგრამამ გადაინაცვლა აფთიაქებისკენ და მინიმალურ ფასებში ხდება ამ კონტრაცეპტივების გაყიდვა. რაც შეეხება ძვირადღირებულ კონტრაცეფციას, გეთანხმებით რომ არის იაფიანი და შედარებით ძვირადღირებული კონტრაცეპტივები, ისინი გამოიყენება სამკურნალოდაც. ამ შემთხევვაში, ეს უკვე არამარტო კონტრაცეფციას უკავშირდება, არამედ ამას ემატება სამკურნალო ეფექტი და როდესაც ადამიანი მკურნალობს და მას სჭირდება ეს მკურნალობა, გვინდა თუ არა უნდა გადავიხადოთ ეს თანხა. მაგრამ თუ მხოლოდ კონტრაცეპტული მომენტია, გარდა ორალური კონტრაცეპტივებისა არსებობს კიდევ ბუნებრივი მეთოდები: სქესობრივი აქტის შეწყვეტის მეთოდი, კალენდარული მეთოდი, სტანდარტული დღეების მეთოდი - ეს აბსოლუტურად უფასოა, ჩვეულებრივად მენსტრუალური დღეების დათვლის მიხედვითა და ოვულაციის განსაზღვრის მიხედვით, შესაძლებელია ეს ფერტილური დღეები დაადგინოს პაციენტმა და შესაბამის დღეებში შეიკავოს თავი სქესობრივი კონტაქტისგან. ასევე არსებობს საშვილოსნოს შიდა საშუალებები, რომლებიც არ უნდა ჯდებოდეს იმდენად ძვირი. მათ აქვთ 10_დან 12 წლამდე გარანტირებული ვადა, მაგრამ შესაბამისად 100% სტერილიზაცია მაგ შემთხვევაში არ არის. ასევე არის ბარიერული მეთოდები: კონდომები, დიაფრაგმები, საშვილოსნოს ყელის ჩაჩები და მრავალი სხვა. ამ მხვრივ სამედიცინო პროდუქციის ბაზარი იმდენად დიდია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება თავის ჯიბეს მოარგოს შესაბამისი პროდუქცია.

თინათინი:

რა გავლენას ახდენს აბორტი ქალი ჯანმრთელობაზე, როგორც ვიცით არის მედიკამენტოზური აბორტი, არის თუ არა საფრთხე, რომ აბორტის აკრძალვის შემდეგ შესაძლებელია ამ გაზას მიმართონ?

-თუ ლოგიკურად მივყევით ამ აზრს ეს იგივე აბორტია, უბრალოდ მედიკამენტოზური ხერხით და არა ინსტრუმეტალური ხერხით. შესაბამისად, ეს მეთოდიც აიკრძალება. ყოველშემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულებებში თუ ეს კანონმდებლობით დადგინდა. რაც შეეხება აბორტს, ანუ ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, ეს არის ყველაზე მძიმე ჰორმონალური დისონანსი ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში. ანუ ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ადამიანის ორგანიზმში; ამის შემდეგ ადამიანის ორგანიზმის გომეოსტაზი, ანუ აღდგენა და რეაბილიტაცია, გაცილებით უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადებების დროს. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ნებისმიერი სახის კონტრაცეფცია ჯობია ქალმა გამოიყენოს, ვიდრე ხელოვნურად შეწყვიტოს ორსულობა.

ნინო:

რა დადებითი და უარყოფითი ეფექტი აქვს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას?

-დადებით მხარეს რაც შეეხება - ორალური ანუ ჰორმონალური კონტრაცეპტივები იცავს გენიტალურ სისტემას: ძირითადად, საშვილოსნოს, ენდომეტრიუმს, საკვერცხეებს. მარტივად რომ ვთქვათ იცავს კიბოსგან. ხდება ანოვულატორული ციკლები, ანუ დატვირთვა საკვერცხეზე მცირდება ოვულაციის არარსებობის გამო; ამ შემთხვევაში ისვენებს ენდომეტრიუმიც. თანდათნობით, გესტაგენური კომპონენტის ზემოქმედებით ხდება ატროფეა და დასვენებული საკვერცხე და ენდომეტრიუმი არის იმის წინაპირობა, რომ გარკვეული პროცენტული ალბათობით, ასეთ ქალებს ნაკლებ შემთხვევაში გაუჩნდეთ სიმსივნური დაავადებები. მეორეს მხრივ, ეს არის იმ კონტრაცეპტივის სახე, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან არ იცავს ქალს; ქალს, რომელსაც რამდენიმე პარტნიორი ყავს და მაღალი რისკი აქვს დაინფიცირების, გარკვეული ვირუსებით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, შესაბამისად ჩვენ აუცილებლად უნდა ვურჩიოთ ბარიერული კონტრაცეფციის გამოყენება.

ეკა-ნინი:

რამდენად დაცულია ქალი ძუძუთი კვების დროს დაორსულებისაგან?

-ეს არის ფიზიოლოგიური კონტრაცეფციის სახე. ლამის მეთოდი ეწოდება - სამიანო-გინეკოლოგიურ წიგნებში, ანუ ლაქტაციური-ამინორეის პერიოდი. ეს არის პირველი ექვსი თვე. ძალიან საყურადღებოა, რომ ლამის ლამის, ლაქტაციური-ამინორეის პერიოდის სრულფასოვნება გამოიხატება მაშინ, თუ ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზეა ახალშობილი. ანუ არცერთი სახის საკვების და სითხის მიღებაც კი, ამ შემთხვევაში, არ ხდება ახალშობილის მიერ. დღისით ოთხსაათიანი ინტერვალით, ღამე ექვსსაათიანი ინტერვალით ხდება ძუძუთი კვება. ამ შემთხვევაში, არის თითქმის 100%_ით დაცული მელოგინე, ნამშობიარები ქალი - დაორსულებისაგან. ძუძუთი კვების დროს ხდება პოტენცირება, ისეთი ნივთიერების გამოყოფისა, რომელსაც ქვია პროლაქტინი. პროლაქტინის მაღალი დონე და კონცენტრაცია სისხლში იწვევს ოვულაციის დათრგუნვას. ამის საფუძველზე, ხდება ანოვულატორული ციკლი და დაორსულების შანსი პრინციპში არ არსებობს. როგორც კი ახალშობილს დაემატება ნებისმიერი სახის რაიმე საკვები, ან თუნდაც წყალი, ამ შემთხვევაში, ქალი უკვე საჭიროებს დამატებით კონტრაცეფციას.

მკითხველი მაიკო:

რამდენად კავშირშია პრეზერვატივის ხშირი გამოყენება საშვილოსნოს წყლულის გაჩენასთან, რამდენად სწარფად განვითარებადი დაავადებაა და არის თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბების საშიშროება მისი გართულების შემთხვევაში?

-საშვილოსნოს ყელის წყლული, ასეთი დეფინიცია აღარ არსებობს. ეს არის საშვილოსნოს ყელის ექტობია და ის არ არის ავთვისებიანი დაავადება. იმ წყლულს, ალბათ, რომელსაც მკითხველი გულისხმობს ალბათ ეხება კიბოს წინარე დაავადებებს, რომელიც გამოწვეულია პაპილომა ვირუსით და მარტივად რომ ვთქვათ, მის ონკოლოგიად გადასაგვარებლად პირველ რიგში, საჭიროა მისი სკრინინგი, პაპილომა ვირუსის შტამპებზე. არსებობს მაღალ-ონკოგენური შტამპები და დაბალ-ონკოგენური. თუ არის მაღალ-ონკოგენური შტამპი ანუ შტამპის ვირუსი, მაგ შემთხვევაში 5_დან 10 წლის განმავლობაში გამოვლინდება. ეს არ არის იმდენად სწრაფად განვითარებადი პროცესი, რომ ერთ, ორ ან სამ წელიწადში ასე ფორმირებულად ჩამოყალიბდეს საშვილოსნოს ყელის კიბო. ამას სჭირდება გარკვეული დრო. თუ ადრეულ სტადიაში ჩვენ შევძლებთ ამის დიაგნოზს , შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია საშვილოსნოს ყელის კობოს პრევენცია ჩავატაროთ.

პრეზერვატივი პირიქით იცავს საშვილოსნოს ყელს პათოლოგიებისგან. ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაცეპტივი, რომელიც იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ერთ-ერთი ასეთი ვირუსი, პაპილომა ვირუსი, რაც დამტკიცებულია მთელს მსოფლიოში იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. სწორედ ამის ბარიერს უქმნის პრეზერვატივი და აქედან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები ნაკლებშემთხვევაში ვითრდება, ვიდრე კონტრაცეფციის სხვა სახის გამოყენების შემთხვევაში.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას