რა ფერებია ამ ზაფხულს მოდაში და რა ჩავიცვათ - დიზაინერის რჩევები

რა ფერებია ამ ზაფხულს მოდაში და რა ჩავიცვათ - დიზაინერის რჩევები

მოდა მანდილოსნების უმრავლესობას გულგრილს არ ტოვებს. რა ფერებია ამ ზაფხულს მოდაში და რა ჩავიცვათ, თქვენს კითხვებს დიზაინერი ნანა მელქაძე პასუხობს.

სალო–სალო:

ზაფხულში მცხუნვარე მზეში, რომელი ფერის სამოსს ენიჭება უპირატესობა?

-ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სასურველია ადამიანმა მიიღოს დაფერვა ანუ გარუჯვა. თუმცა ამ სეზონზე ძალიან მუქი შეფერილობა აღარ არის "მოდაში". გარუჯულ სხეულს თავისთავად უხდება სიჭრელე, პასტელური ტონალობები, გამომდინარე იქედან, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია პასტელურ ტონალობებს შერჩევა სჭირდება. 

თინიკო კაპანაძე:

ზაფხული აქსესუარების გამომზეურების დროა. როგორი აქსესუარები უნდა გამოვიყენოთ. (მაინტერესებს, რამდენად ეფექტურია ზაფხულში მასიური სამაჯურები და ყელსაბამები)

-ძალიან აქტუალურია წლევანდელ სეზონზე დიდი ზომის საყურეები. სასურველია ფერადი თვლებით. ასევე ძალიან აქტუალურია სამაჯურები, მასიური ყელსაბამები და შესაბამისად შეხამება უნდა მოხდეს სამოსთან.

თორნიკე:

მამაკაცებისთვის არის ეს თემა? მამკაცებზე რატომ არსდროს არ საუბრობენ დიზაინერები. იქნებ მამაკაცებსაც ურჩიოთ რა ჩაიცვან ზაფხულში?

-დიზაინერებს გათვლა ძირითადად ქალებზე გვაქვს, მაგრამ მამაკაცებიც რომ არ დაიჩაგრონ, სასურველია მივცეთ რჩევები. მამაკაცებს არ სჭირდებათ ძალიან გადაპრანჭვა როგორც ქალბატონებს. მე მათ ვურჩევ სპორტულ კლასიკურ ჩაცმულობას.

თათული:

ძალიან მიყვარს შარფები, თითქმის ყველა ფერის შარფი მაქვს. მაგრამ არსდროს გამიკეთებია გრძელი ქვედაბოლოს ჩაცმისას, არის თუ არა მოსაწონი სტილი გრძელ კაბებზე შარფები?

-შარფებსაც აქვს თავისებური დატვირთვა. სჭირდება მორგება სამოსზე და მისაღებია ასევე გრძელ ქვედაბოლოებზეც. მართალია თავისებური მორგება სჭირდება, მაგრამ თათულის ვეტყვი რომ ნამდვილად მისაღებია.

თეა–თეა:

ვმუშაობ ოფისში. ძალიან მიყვარს ჭრელი სარაფნები. მაგრამ დღემდე ვერიდები მის ჩაცმას სამსახურში. რას მირჩევთ? როგორ ჩავიცვა, რა სამკაულთან ერთად, რომ სარაფანის სიჭრელე თვალში ცუდად მოსახვედრი არ იყოს (თუმცა ცუდი ჭრელი ნამდვილად არ არის) და დრესკოდი არ დავარღვიო.

-როცა დრესკოდია ოფისში, სასურველია არ ჩაიცვას ამ შემთხვევაში ჭრელი. ზოგადად ძალიან თანამედროვეა ეხლა ფერადი პრინტი. სასურველია გრძელ, ჭრელ კაბებზე გაიკეთონ ქამრები და ისე ატარონ, თუმცა ეს საოფისედ არ მიმაჩნია.

დიკო:

რა ჩავიცვათ ზაფხულში?

-სტილს გააჩნია, ვის რა მოსწონს. არის კატეგორია, რომელსაც მოსწონს სპორტული სტილი, ამ შემთხვევაში შეუძლიათ ჩაიცვან შორტი, მოკლე ქვედაბოლო, ჟილეტები, თავისუფალი და ჰაეროვანი ჯემპრი. სპორტული ფეხსაცმელი, ასევე შეუძლიათ გამოიყენონ პლათფორმიანი კედები. ასევე ძალიან თანამედროვეა ქალური და ნაზი სტილი. ამ შემთხვევაში კი ვურჩევ პიჯაკის სტილის კაბებს. ზოგადად, სამოსი ადამიანის ხასიათებიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს.

ბელა:

ვარ საშუალო სიმაღლის, გამხდარი. შავგრემანი.  მაინტერესებს გრძელი კაბები. სიმაღლის გამო მინდა, რომ მაღალ ქუსლებზე მოვიხდინო სამოსი. რას მირჩევთ?

-ამ შემთხვევაში ბელას აღნაგობიდან გამომდინარე მუხლს ქვემოთ კაბებს არ ვურჩევდი. თუ საშუალო სიმაღლის არის ვურჩევდი მუხლს ზემოთ კაბებს. ჩაიცვას მაღალ ქუსლზე და უფრო მისაღები იქნება. გრძელ კაბებში ჩაიკარგება, თუმცა საღამოს წვეულებაზე შეუძლია ჩაიცვას მაღალ ქუსლებთან ერთად.

გიორგი:

ვერ ვიტან ბიჭებს ბრიჯებში გამოწყობილები რომ დადიან ქუჩაში. არ შეგიძლიათ მათ ურჩიოთ ნორმალურად რომ  ჩაიცვან?

-მე შემიძლია ვურჩიო, მაგრამ ყველას აქვს საკუთარი დამოკიდებულება ჩაცმულობაზე. ბრიჯების ჩაცმა შეიძლება ზღვაზე და უფრო თინეიჯერებს ვურჩევდი. 20 წლიდან ზემოთ კი სპორტულ კლასიკურ სტილს ვურჩევ. ვურჩევ ჩაიცვან: ჯინსები, კედები, მაისურები, პერანგები.

ლიზა:

ძალიან მიყვარს სათვალე, როგორ სათვალეებია ამ სეზონზე მოდაში და როგორ შევუხამოთ სამოსს?

-სათვალე არ უნდა შეირჩეს სამოსის მიხედვით. მას ვარჩევთ სახის აღნაგობის მიხედვით. უნდა შევახამოთ სახის ჭრილთან და ოვალთან. სათვალე აუცილებელი და საჭირო ატრიბუტია, რომელსაც ყველა სეზონზე იყენებს ადამიანი. ის ახალგაზრდობას გვინარჩუნებს და იცავს თავლს დაზიანებისგან. რაც შეეხება სტილს, ფერს და ფორმას არის ოვალური, მრგვალი, ასევე მოდაში შემოვიდა "აპრავის" გარეშე. ფერები ისეთია ნებისმიერ სამოს მოუხდება, როგორც ჭრელ, ასევე მუქ ფერებს.

თინანო:

თუ შეგიძლიათ სამოსთან ერთად მაკიაჟი გაკეთებაც რომ გვირჩიოთ. მაგალითად, როგორ სამოსს, როგორი მაკიაჟი უხდება და ა.შ.

-ყოველდღიურობაში დატვირთული მაკიაჟი სულაც არ არის აუცილებელი. დატვირთულ ანუ მუქ ჩრდილებს იყენებენ საღამოს წვეულებებზე და უხდება საღამოს კაბებს. ყოველდღიურობაში კი ვურჩევ ბუნებრივი ფერების გამოყენებას. ეს უფრო ჯანსაღ ფერს აძლევს კანს. არაბუნებრივი ფერები არ არის მოდაში.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას