სად გვთავაზობენ დასვენებას ტურისტული კომპანიები?

სად გვთავაზობენ დასვენებას ტურისტული კომპანიები?

ზაფხულის მოახლოების პარალელურად, ტურისტული სააგენტოები სხვადასხვა ტურებს გეგმავენ. საზღვაო სეზონის გახსნამდე ძალიან აქტუალურია მთის კურორტებიც. სად დავისვენოთ და რა ფასად? როგორი გარემო შევარჩიოთ და როგორ მოვემზადოთ ლაშქრობებისთვის? - თქვენს კითხვებს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე პასუხობს.

კახა:

საბერძნეთში, ათენში, დაახლოებით 10 დღიანი ტური რამდენი შეიძლება ღირდეს?

-საბერძნეთში არის პირდაპირი რეისები, ამიტომ დასვენება ჯდება 500 ევროდან ზემოთ. ეს მოიცავს მთლიანი ტურის ღირებულებას. ამ თანხაში შესაძლებელია ათენში დასვენება, სალონიკში დასვენება, ასევე შესაძლებელია კუნძულ როდოსზე და სხვადასხვა პატარა კუნძულებზე წასვლა. საბერძნეთი მომხიბვლელია, როგორც კულტურული ტურიზმის თვალსაზრისით, ასევე როგორც საკურორტო ზონა. საბერძნეთში არაჩვეულებრივი ზღვის სანაპიროებია, რომელიც ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს იზიდავს.

სალო:

რამდენად ხშირად მიმართავენ დამსვენებლები ტურისტულ კომპანიას საქართველოში?

-კულტურა, ტურისტულ კომპანიებს მიმართოს მომხმარებელმა უფრო და უფრო პოპულარული ხდება დღეს საქართველოში. მომხმარებელი, რომელიც დაკავებულია, ცდილობს თავიდან აიცილოს ტურის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები და მიმართავს ტურისტულ სააგენტოებს. ეს ეხება არა მარტო უცხოეთში გამგზავრებას, არამედ ადგილობრივ ტურებსაც.

სოციალურად დაუცველებისთვის თუ არის რაიმე შეღავათები?

-ასოციაციაში შემავალი ტურისტული კომპანიები პერიოდულად მომხმარებელს აქციებს სთავაზობენ. ეს აქციებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ეხებათ, როგორც სოციალურად დაუცველებს, ასვე დაბალბიუჯეტიან მომხმარებელს, რომლებსაც დასასვენებლად არ აქვთ დიდი თანხა განსაზღვრული. ეს ტურები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაბალბიუჯეტიანი დამსვენებლისთვის და მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ შემოთავაზებებით.

ყველაზე იაფი დასვენება სად ჯდება?

-ზაფხულში საქართველოში უფრო აქტუალური და პოპულარულია შავი ზღვის სანაპირო. ფასები აქ სეზონის მიხედვით ყოველთვის მერყეობს და ყველანაირ ბიუჯეტის მქონე მომხმარებელს შეუძლია აქ დასვენება. გლობალურად რომ ვინმსჯელოთ, შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება არ ჯდება ისე კატასტროფულად ძვირი, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს წასვლა. ძალიან ბევრი ქართული ოჯახი სწორედ აქ ატარებს ზაფხულს.

ასევე მთის კურორტები: ბაკურიანი ხელმისაწვდომია ზაფხულში ყველასთვის. არაჩვეულებრივ მომსახურეობას სთავაზობენ დამსვენებელს ადგილობრივი სასტუმროები, სადაც დასვენებასთან ერთად მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს კულტურული ან საცხენოსნო ტურიზმით, რაც ასევე საკმაოდ საინტერესოა. რაც შეეხება უცხოეთს, დღეს ფასებიდან გამომდინარე, ყველაზე პოპულარულია თურქეთი და ეგვიპტე, რადგან დანიშნულია პირდაპირი ჩარტერული რეისები და ეს ტურის ღირებულებას საკმაოდ ამცირებს.

ნინო შარიქაძე:

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია კურორტ "ნუნისის" შესახებ. აბაზანების გარდა, ჰაერი რამდენად სასარგებლოა დამსვენებლისთვის: როგორც დიდებისთვის ასევე ბავშვებისთვის. როგორი ფასებია?

-ნუნისი არის სამკურნალო კურორტი და ის არაჩვეულებრივია ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის. ნუნისს, როგორც ვიცი, ძალიან ხშირად მიმართავენ კანისა და სხვადასხვა ნერვიული ტიპის დაავადების დროს. იქაური მინარელური წყალი და ჰაერი ძალიან უხდება ამ დაავადებებს. ნებისმიერი წიწვოვანი თუ არაწიწვოვანი ტყის საფარი, რა თქმა უნდა, სასარგებლოა სხვადასხვა დაავადებებისთვის. ნუნისისც ერთ-ერთი სამკურნალო კურორტი გახლავთ და ძალიან პოპულარულია საოჯახო ტიპის დასვენებისას. ნუნისის ტერიტორიაზე, ტყის საფარში მოწყობილია სხვადასხვა ატრაქციონები და ბავშვებისთვისაც საკმაოდ მიმზიდველია. განერიდო დაძაბულ და მტვრიან ქალაქს თავისთავად ძალიან კარგია და ამასთან არაჩვეულებრივ სიამოვნებას მიიღებთ ნუნისის სიმწვანეში.

ფასები, თუ არ ვცდები, იწყება 50 ლარიდან დღე-ღამე; ამაში შედის მათი კონფორტული მომსახურეობა, კვება და ა.შ. ეს დღეს საკმაოდ ნორმალური ფასია.

გიგა ცერცვაძე:

რა თანხებთან არის დაკავშირებული იაპონიაში გამგზავრება?

-თანხები ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდით უნდა მომხმარებელს მოგზაურობა და რა კატეგორიის სასტუმროს ირჩევს. იქიდან გამომდინარე, რომ იაპონია საკმაოდ შორს არის ჩვენი ვეყნიდან გაცილებით ძვირი ჯდება იქ წასვლა. მთლიანი ტურის ფასები იწყება 1000 დოლარიდან ზემოთ, რომელშიც შესულია ავიაბილეთები და ტურისტული პაკეტიც.

რა თანხებთან არის დაკავშირებული საბერძნეთში გამგზავრება?

-საბერძნეთში დასვენება 600-700 ევროდან იწყება; დამოკიდებულია სასტუმროს კატეგორიაზე და კურორტზე, რომელსაც მომხმარებელი ირჩევს.

ლილი:

როგორ მომსახურებას სთავაზობს თქვენი კომპანია, მათ, ვისაც ანტალიაში, ოქროს ქვიშაზე 5 დღით უნდა დასვენება?

-თუ დაბალი კატეგორიის სასტუმროს ავირჩევთ, დაახლოებით 350 დოლარიდან იწყება 5 დღიანი სრული ტურისტული პაკეტის ღირებულება ანტალიაში, რომელშიც ტრანსპორტირებაც შედის.

თუმცა თუ ჩვენ ვსაუბრობთ ოქროს ქვიშებზე, რომელიც ბულგარეთში მდებარეობს, ამ შემთხვევაში 24 ივნისიდან ინიშნება საქართველო-ბულგარეთის პირდაპირი ჩარტერული რეისები, რაც გაცილებით ამცირებს ტურის ღირებულებას და ფასები 450 დოლარიდან იწყება. ეს ეხება როგორც 3 ვარსკვლავიან, ასევე 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს; ფასები საკმაოდ ნორმალურია დაბალბიუჯეტიანი დამსვანებლებისთვის. თუმცა ვისაც მაღალი კატეგორიის სასტუმროში უნდა დასვენება, რა თქმა უნდა, ეს ტური გაცილებით ძვირია.

თორნიკე:

იტალიაში ხუთი დღით დასვენება რა თანხებთან იქნება დაკავშირებული, რომელი სასტუმროების შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შეგიძლიათ და რა პირობებით?

-თუ ჩვენ რომზე ვისაუბრებთ, არის პირდაპირი ავიარეისი თბილისი-რომი, ამიტომ არამარტო თბილისიდან მიდიან, არამედ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის იტალიიდანაც საქართველოში. თუ მხოლოდ რომზე ვისაუბრებთ, საკმაოდ დაბალი ფასია: 700-800 ევრო; მაგრამ თუკი რომიდან უნდა გადავაადგილდეთ სხვა ქალაქებში ან კუნძულებზე ეს უკვე სხვა თანხებთან არის დაკავშირებული და თავისთავად ტურის ღირებულებაც იზრდება. ამ შემთხვევაში სრული ტური: ავიაბილეთი, სასტუმრო საუზმით და შესაძლებელია ტურისტული ექსკურსიებიც, 1000,1100,1200 დოლარი ჯდება.

ნელი:

როგორი ფასებია სხვა ტურისტულ კომპანიებთან შედარებით თქვენთან?, ამ სეზონზე რა სიახლეებს სთავაზობთ კლიენტებს?

-სხვადასხვა ტურს და კომპანიას თავისი შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! აქვს ყველა სეზონზე. ტურისტული კომპანიები, რომლებიც გამყვანი ტურიზმით არიან დაკავებული ჩართული არიან ჩარტერული რეისების პროგრამაში და მოგზაურობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ფასები, თითქმის თანაბარია ყველა ტურისტულ კომპანიაში.

თუ იგივე იტალიაზე ვისაუბრებთ, ჩემს კომპანიაში, ისევე როგორც სხვა ტურისტულ კომპანიებში წელს დაემატა სარდინიის სამხრეთში მდებარე საკმაოდ დიდ კურორტზე, ფორტე-ვილაზე დასვენების შეთავაზება, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს დამსვენებელს. თუმცა ეს არის საშუალო და მაღალი კატეგორიის მომხმარებელზე გათვლილი, იქიდან გამომდინარე რომ ფასები გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე დაბალი დონის სასტუმროებში. სიახლეს წარმოადგენს წელს ბულგარეთიც. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ცნობილია ოქროს ქვიშები, წელს პირველად დაინიშნა ჩარტერული რეისები ამ მიმართულებით, რაც ტურის ღირებულებასაც ამცირებს და ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს შეუძლია დაისვენოს, როგორც 3 ასევე 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში. ამასთან ეს არის არა რუტინული მხოლოდ თურქეთი და ეგვიპტე, არამედ ახალი მიმართულება. ასევე სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში არის სხვა სიახლეებიც.

თეკლე:

გაქვთ თუ არა სათავგადასვლო ტურები, რომლ ქვეყნებში და რას სთავაზობთ კლიენტებს ამ კუთხით?

-ქართველ მომხმარებლებს შორის, ბოლო წლებში სათავგადასავლო ტურიზმი საკმაოდ პოპულარული გახდა. საკმაოდ დიდი კულტურა გაჩნდა ახალგაზრდული დასვენების; შაბათ-კვირის ბუნების წიაღში გატარების ან აქტიური დასვენების მსურველების რიცხვმა საკმაოდ იმატა. ეს აქტივობები ტურიზმში მოიაზრება უკვე სათავგადასავლო ტურიზმის რანგში. ამ შემთხვევაში საკმაოდ პოპულარულია რაფტინგი და ჩვენი წყლები ამის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იძლევა. პოპულარულია ასევე მთებზე ცოცვა, ველოსიპედით მოგზაურობა და ა.შ. ეს სათავგადასავლო ტურები საკმაოდ პოპულარულია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და ქართული სამეგობრო წრეები, კოლეგები თუ ახალგაზრდული ჯგუფები შაბათ-კვირას საკმაოდ ხშირად ატარებენ, ლაშქრობაში. ამ შემთხვევაში საკმაოდ პოპულარულია, თბილისის მიმდებარე ადგილები, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ვაშლოვანი, ბორჯომ-ხარაგაული, ალგეთის დაცული ტერიტორია, სადაც არაჩვეულებრივი საშუალებაა საცხენოსნო ტურიზმისთვის. ადგილობრივები ყოველთვის მზად არიან ტურისტებს სრულყოფილად მოემსახურონ.

სალომე და ქეთი:

რა ფასად შეგვიძლია დავისვენოთ ეგვიპტეში 10 დღით, თუ თქვენ კომპანის მივმართავთ?

-პირდაპირი ჩარტერული რეისები არსებობს დღეს ხურგადის მიმარტულებით. ტურის ღირებულება იწყება 500-600 დოლარიდან, რომელშიც შედის ავიაბილეთი, სასტუმრო, დახვედრა და გაცილება. სასტუმრო Aლლ Iნცლუსივე სისტემის არის, რომელიც სამჯერად კვებას ითვალისწინებს.

ბექა:

რა სიახლეები გაქვთ ჯგუფურ ტურებთან დაკავშირებით, (რა ფასად შეგვიძლია ვიმოგზაუროთ და რომელ ქვეყნებში)?

-ჯგუფური ტურებით დაკავებულია ასოციაციის ბევრი კომპანია; ჯგუფური ტურები კეთდება, როგორც თურქეთისა და ეგვიპტის მიმართულებით, ასევე ევროპაშიც. ზოგადად ძალიან პოპულარულია ჯგუფური ტურები, რასაც პილიგრიმულ ტურებს ეძახიან. მაგალითად დღესასწაულებზე ქართველ მომხმარებლებს შორის საკმაოდ პოპულარულია ისრაელის მიმართულება და მათ ყოველთვის ურჩევნიათ ჯგუფურად წავიდნენ წმინდა მიწაზე. ფასები ჯგუფური მოგზაურობისას საკმაოდ ხელმისაწვდომია. ისრაელში ჯგუფური ტურის ღირებულება დაახლოებით 1200-1500 დოლარი ჯდება. ამაში შედის სრული პაკეტი, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე სხვადასხვა წმინდა ადგილების მონახულებას მოიცავს. თუკი ევროპაზე ვისაუბრებთ, ანუ მხოლოდ კულტურულ ტურიზმზე, ფასები 600-700 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც ექსკურსიებს, სასტუმროს, ავიაბილეთებსა და ყველა იმ მომსახურებას მოიცავს, რასაც ტურისტული ჯგუფი გადის ამ ერთკვირიან ან ათდღიან პერიოდში.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას