რა უნდა ვიცოდეთ, რომ გარუჯვის შემდეგ ჯანმრთელი კანი შევინარჩუნოთ

რა უნდა ვიცოდეთ, რომ გარუჯვის შემდეგ ჯანმრთელი კანი შევინარჩუნოთ

ზაფხული ნარუჯის მოყვარულთა სეზონია. თუმცა სანამ გარუჯვას გადაწყვეტთ, უსაფრთხო გარუჯვის შესახებ რეკომენდაციებს გადავხედოთ. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სილამაზესთან ერთად ჯანმრთელი კანიც შევინარჩუნოთ? თქვენს კითხვებს დერმატოლოგი პასუხობს.

შემოსული კითხვები

სალომე:

დღის რომელ საათებშია რუჯის მიღება უსაფრთხო და რამდენი ხნით?

-რუჯის მიღება უსაფრთხოა დილით 12 საათამდე და საღამოს, როდესაც მზე აღარ არის ზენიტში, დაახლოებით 5 საათის შემდეგ. თუმცა გააჩნია სად ვიმყოფებით , მაგალითად ზღვაზე გაცილებით დიდხანს არის ზენიტში და ასეთ შემთხვევაში ალბათ უფრო უნდა შევამოკლოთ საათები. ქალაქის პირობებში, გარეთ სეირნობისას შედარებით დაცული ვართ და შეგვიძლია ცოტა უფრო გავახანგრძლივოთ მზეზე ყოფნის პერიოდი.

-რამდენადაც ვიცი სტრიები არ ირუჯება, რას უნდა მივმართოთ რომ გავირუჯოთ თანაბრად, თუ

არის ასეთ შემთვევაში გამოსავალი?

-სტრიები არის ის ადგილი, სადაც კანი არის ატროფირებული, შედარებით გაწელილია და მას აქვს ნაკლებად რუჯის მიღების უნარი. ვფიქრობ რომ ვიმკურნალოთ ამ სტრიებთან დაკავშირებით და მერე გავირუჯოთ, თუმცა ასე სასწრაფოდ ამის მკურნალობას ვერ მოასწრებს, ასე რომ შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება ის ადგილები ცოტა ბაცად გამოიყურებოდეს.

-რამდენად დასაშვებია გარუჯვა ზღვაზე, თუ მაქვს ავტორუჯიც წასმული.  მაინტერესებს ავტორუჯწასმული კანი ირუჯება თუ არა?

-ავტორუჯი ეს არის საღებავი, რომლითაც ხელოვნურად ვიღებთ იმ ფერს, რომელიც მოგვწონს. ასე რომ, რაც არ უნდა საღებავი წავისვათ, გარუჯვას ხელს ვერ შეუშლის. ეს ორი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის, უბრალოდ რამდენად არის მათთვის ესთეტიურად ეს მისაღები ამაზეა დამოკიდებული.

მარი:

გთხოვთ გვირჩიეთ ნამზეურის სწრაფად და ეფექტურად მიღების უსაფრთხო გზა.

-თუ გადავწყვიტეთ რუჯის მიღება უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა ტიპის კანი გვაქვს და შესაბამისად იმდენი ხანი დავყოთ მზეზე რამდენი ხანიც ჩვენი კანისთვის არ იქნება საზიანო. თუ გვაქვს პირევლი ტიპის ან მეორე ტიპის კანი ასეთ შემთხვევაში პირველად გასვლისას მზეზე ზამთრის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძალიან ცოტა ხნით უნდა გავიდეთ. მერე უკვე შეგვიძლია თანდათან გავზარდოთ დრო იქამდე სანამ ჩვენი კანი დაიწვებოდეს. ეს შეიძლება იყოს 10 -15 წუთი და ნახევარი საათიც, თუ ჩვენ კანი არ გვეწვის. მეხუთე ტიპის კანის პატრონსაც თუ უნდა "დაზაგვრა" რაც ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც, მას შეუძლია დიდხანს დაყოს მზის გულზე. ანუ მინდა ვთქვა, რომ არ უნდა ვესწრაფოდეთ თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანები სწრაფი "დაზაგვრისკენ".

ლალი:

მაქვს თეთრი კანი. ზაფხულში ლოყები სულ მიწითლდება, ამიტომ ვცდილობ რუჯი მივიღო, რადაგნ სახის სიწითლეს ანეიტრალებს, თუმცა მზე ძალიან ძნელად მეკიდება სახეზე. იქნებ რამე ეფექტური საშუალება მირჩიოთ.

-ანუ მას აქვს თეთრი კანი და მზეზე გასვლისას ეწვის, იმიტომაც წითლდება. თუმცა ეს შეიძლება იყოს ემოციური ნატურა რომელიც ადვილად იწვევს სიწითლეს. მაგალითად სიმორცხვის გამო , სიცხეში ყოფნის გამო და ა.შ. სისხლძარღვები ფართოვდება და ამასაც შეგვიძლია დავაბრალოთ. ანი სიწითლის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვოვანი რეაქცია ან სწორედ დამწვრობა , რომელიც შეიძლება თეთრი ფერის კანმა მიიღოს მზეზე პირველად გასვლისას. აქაც ესაა გასათვალისწინებელი მას აქვს თეთრი კანი და ნელ-ნელა უნდა მიიღოს რუჯი. თანდათან უნდა გაზარდოს მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა და ეს იქნება ეფექტური საშუალება რომ მიაღწიოს სწორედ იმ ფერის კანს რომელიც სწორედ მისთვის არის სასურველი. ეს არის მისი თავისებურება. ამას უნდა შეეგუოს, მას აქვს ამ ტიპის კანი და ამას ის ვერ შეიცვლის.

ნათია:

როგორ გავაყუჩოთ მზის დამწვრობისგან მიღებული ტკივილი?

-მზისგან დამწვრობა საჭიროებს ზუსტად იგივე რეაგირებას რაც კანის დამწვრობისას არის. ეს არის დაავადება უკვე. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვერიდოთ დამწვრობის მიღებას და გავითვალისწინოთ აუცილებლად რა ტიპის კანი გვაქვს. თუ თეთრი ფერის კანი გვაქვს, უნდა დავიწყოთ მზეზე ყოფნა ნაკლები დროით, ნაკლები ექსპოზიცია მზის და თანდათანობით ვზარდოთ რომ არ მივიღოთ დამწვრობა. თუ მაინც მივიღეთ დამწვრობა ჩვენ უნდა ვიხმაროთ დამწვრობის საწინააღმდეგო კრემები რომელიც მრავლადაა მოწოდებული აფთიაქებში . სხვადასხვანაირი კრემია, თუნდაც სტეროიდული და ასევე ხსნარები. ასევე შემიძლია ვურჩიო ხალხური მედიცინა: მაგალითად, მაწვნის ნიღაბი ან გრილი საფენები. ჩვეულებრივი წყლის საფენებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და დავიფინოთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე, როდესაც სიგრილის შეგრძნება გვექნება შეგვიძლია მოვიცილოთ.

ლიკა:

რა ეფექტური საშუალებები არსებობს რუჯის მისაღებად და როგორ შევინარჩუნოთ ხანგრძლივი დროით?

-დავიწყებ იმით, რომ ეფექტური საშუალება რუჯის მისაღებად ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ და არც გვჭირდება რამდენადაც რუჯი ხელოვნურად არ უნდა გამოვიწვიოთ. თუ ჩვენ ვიღებთ რუჯს ასეთ შემთხვევაში ჩვენ გარკვეული წესები უნდა დავიცვათ. თუ ამ წესებს გადავუხვიეთ რაც გულისხმობს თანდათანობით სხივების დროის მომატებას ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ უკუ რეაქცია. რუჯის შენარჩუნება არის დამოკიდებეული კანის აქერცვლაზე. მოგეხსენებათ რომ კანი ფიზიოლოგიურად ყოველდღე ჩამოიფცქვნება, ეს არის ის მოვლენა რომელსაც ჩვენ ვერ შევაჩერებთ და ბუნებრივად ხდება ყველა ადამიანში. თუმცა ჩამოფცქვნის პროცესი სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ინტენსივობით ხდება. არიან ადამიანები რომელთაც უხეში, სქელი კანი აქვთ და ასეთ შემთხვევაში კანი უფრო ნელა ჩამოიფცქვნება და ის რქოვანა ქერცლები დიდხანს ჩერდება. ასეთი ადამიანები მეტხანს ინარჩუნებენ რუჯს. ეს არის აბსოლიტურად ფიზიოლოგიური მოვლენა რომელსაც ჩვენ ვერ შევაჩერებთ, თუმცა ხშირი დაბანით ჩვენ შეიძლება ეს პროცესი დავაჩქაროთ.

მარიკა:

როგორ დავიცვათ თავი მზის დამწვრობისგან, რომელი საათებია ყველაზე ეფექტური, ხანმოკლე დროში კარგი რუჯის მისაღებად?

-საქართველოს სინამდვილეში როგორც უკვე მოგახსენეთ ეს უკეთესია იყოს 11-12 საათამდე. როდესაც მზე ზენიტშია ჩვენ თავი უნდა შევაფაროთ ჩრდილს და საღამო ხანს როცა ძლიერი სიმხურვალე არ აქვს. ეს არის დაახლოებით 5 საათი ჩვენ შეგვიძლია კვლავ რუჯის მისაღებად გავეშუროთ. როდესაც გვიწევს თავისდაუნებურად მზეზე ყოფნა და მოსალოდნელია დამწვრობა, ასეთ შემთხვევაში სასურველია რომ ვიხმაროთ მზისგან დამცავი კრემები.

მზისგან დამცავი კრმები სპფ ფაქტორით ასეთი აბრევიატურითაა და გამოიხატება რიცხობრივი მონაცემებით. რაც უფრო მეტია რიცხვი მით უფრო მეტად გვიცავს ესა თუ ის კრემი მზისაგან.როდესაც ზღვაზე მივდივართ შესაძლებელია რომ 30 სპფ ფაქტორიანი კრემებიც კი ვიხმაროთ იმისათვის, რომ არ მივიღოთ დამწვრობა.ეს განსაკუთრებით თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანიებისათვის არის საჭირო რჩევა. რაც შეეხება ისეთ ადამიანებს რომლებსაც აქვთ გარკვეული დაავადება ან ლაქები , ან თუნდაც რაიმე სხვა ტიპის დაავადება და იღებენ ანტიბნოიტიკს და სხვადასხვა პრეპარატებს რომელიც მზის სხივებზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიხმაროთ 50-დან და მეტი სპფ ფაქტორიანი კრემები.

თორნიკე:

მთაში მიღებული რუჯი უფრო სასარგებლო და ხანგრძლივია, თუ ზღვაზე?

-სასარგებლო რუჯი არ არსებობს მინდა გითხრათ. რუჯი არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია. იმისათვის რომ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაიცვას თვი ის გამოიმუშავებს პიგმენტს, რომელიც კანზე აისახება რუჯის სახით. ასე რომ ზღვაზე იქნება თუ მთაში, რუჯი ყველა შემთხვევაში არის დაცვითი რეაქცია. უბრალოდ მთის პირობებში იმდენად არ აცხუნებს მზე, როგორც ზღვის პირობებში. ამდენად დამნწვრობა უფრო ნაკლებად მოსალოდნელია მთის პირობებში. ის საზიანო ზემოქმედება რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მზის დასხივებამ - მთაში ნაკლებადაა მოსალოდნელი.

თინიკო:

რა დადებითი და უარყოფითი ჩვენებები მოჰყვება ზაფხულში მიღებულ რუჯს, რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ზღვაზე წავალთ.

-მზის სხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნური პროცესებიც კი . ან თუნდაც პიგმენტური ხალის ავთვისებიანად გადაგვარება. შეიძლება ბევრ სხვა დაავადებასთან ერთად კანზე დაბერებსის პროცესიც დაგვიჩქაროს. შეიძლება გაჩნდეს კანზე მზის მიერი ელასტოზი, რომლის დროსაც კანი უხეშდება.ვერ ვიტყვით რომ რუჯის მიღება არის ისეთი პროცესი რომლის მიღების დროსაც ჩვენ ზიანი არ გვადგება ეს ასე არ არის. ზღვაზე წასვლის წინ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ და გავიგოთ რომელი ტიპის კანი გვაქვს. საერთოდ კი უნდა გავითვალისწინოთ რომ არ მივიღოთ ჭარბად მზის ინსოლაცია.

მშობელი:

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვინც ვერც მთაში და ვერც ზღვაზე მიდიან დასასვენებლად და სურვილი აქვთ სახლის პირობებში გაირუჯონ? (აუზები და თბილისის ზღვაც გამოვრიცხოთ)

-ანუ გავირუჯოთ არა თბილისის ზღვაზე, არა აუზებში და არა ზღვა და მთა, იცით რა ნებისმიერ ადგილზე შეიძლება რუჯის მიღება თუნდაც საკუთარ აივანზე მაგრამ ამის აზრს ვერ ვხედავ მე. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ რომ რუჯი არის ორგანიზმის დაცვითი ფუნქცია, მაშინ ჩვენ რუჯის მიღება არ გვჭირდება. თუ ესთეტიური თვალსაზრისით გვჭირდება, მაშინ შეიძლება ნებისმიერ ადგილზე , ეს იქნება ღია ფანჯარა, აივანი თუ ნებისმიერი ღია სივრცე.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას