2013 წლის ეროვნული გამოცდების სიახლეები

2013 წლის ეროვნული გამოცდების სიახლეები

აბიტურიენტთა საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო. სად შეუძლიათ აპლიკანტებს მისი მიღება. რამდენი აბიტურიენტია რეგისტრირებული 2013 წლის ეროვნულ გამოცდებზე და რა სიახლეებია წელს უმაღლეს სასწავლებელში.

ბოლო სიახლეებზე და გამოცდების ჩატარების დეტალებზე, თქვენს კითხვებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

რევაზ ბექაური:

გამარჯობათ ვარ მესამე კურსის სტუდენტი. გავდივარ საგრანტო გამოცდაზე და მაინტერესებს მინიმალური რა ქულა უნდა ავიღო რომ გრანტი მოვიპოვო?

-სტუდენტები, რომლებიც საგრანტო კონკურსში მონაწილეობენ, არის ჩვეულებრივი კონკურსი. ამ საქმისთვის გამოყოფილია გარკვეული ოდენობის თანხა და ბუნებრივია მზადდება რანჟირებული სია შედეგების მიხედვით იმ სტუდენტებისა, რომლებიც ამ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. რამდენსაც გაწვდება ეს თანხა, სწორედ იმდენი სტუდენტი დაფინანსდება, ასე რომ თავიდან რა ქულა უნდა მიიღოს სტუდენტმა, რომ მოიპოვოს, ან გააუმჯობესოს გრანტი, ამის თქმა შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია ამ სტუდენტების შედეგებზე.

მაკა ურუშაძე:

ისევ ძალაში რჩება გრანტის მიღების ის წესი, რომლის მიხედვითაც პირველ წელს მიღებული  30%-იანი დაფინანსებას თუ არ აიღებდი და შესაბამისად სწავლას არ დაიწყებდი, მეორე წელს ძალიან მაღალი ქულებიც რომ მიგეღო და 100 % დაფინანსებაც რომ გრგებოდა, საერთოდ აღარ გაფინანსებდნენ?

-სტუდენტი გრანტის ფორმით დაფინანსებას იღებს, მას შემდეგ, როდესაც ის აფორმებს ხელშეკრულებას უმაღლეს სასწავლებელთან. იყო შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტი ღებულობდა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას, ირიცხებოდა კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში და იღებდა გარკვეული ოდენობის გრანტს, ან სრულ დაფინანსებას ან ნაწილობრივს, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო შემდეგ იგი არ აფორმებდა ხელშეკრულებას უმაღლეს სასწავლებელთან. სამწუხაროდ იყო ესეთი წესი თუ ერთხელ მოიპოვებდა აბიტურიენტი სახელმწიფო დაფინანსებას, მიუხედავად იმისა ჩაირიცხებოდა თუ არა და გააფორმებდა თუ არა ხელშეკრულებას უმაღლეს სასწავლებელთან, მას უკვე აღარ ჰქონდა არანაირი შანსი მომავალში მიეღო საგრანტო კონკურსში მონაწილეობა. ჩვენდა საბედნიეროდ და აბიტურიენტების საბედნიეროდ, ეს ცვლილება წელს განხორციელდა. თუ აბიტურიენტი არ გამოიყენებს სახელმწიფო გრანტს, რომელიც მოიპოვა მაგრამ შემდეგ მან ხელშეკრულება არ გააფორმა უმაღლეს სასწავლებელთან და სწავლა არ გააგრძელა კონკრეტული მიზეზის გამო, მას ექნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ჩაირიცხოს კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში, მიიღოს საგრანტო კონკურსშიც მონაწილეობა და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება.

2. მომავალ წელს უცხო ენების ტესტში მოსმენითი ნაწილი ემატება. როდის დაიდება ნიმუში?

-დაბეჯითებით არ გვაქვს გადაწყვეტილი 2014 წელს მოსმენის ნაწილი დაემატება თუ არა. უფრო მეტიც, სავარაუდოდ ეს 2014 წელს არ იქნება. უბრალო მიზეზის გამო, ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს ერთ გარემოებას, საკმაო დრო უნდა ქონდეთ აბიტურიენტებს და მოსწავლეებს იმისათვის, რომ კონკრეტუკლი სიახლისთვის სათანადოდ მოემზადონ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოსმენის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენის შეფასებისას, მაგრამ ამ თვალსაზრისით ყველა მოსწავლეს თანაბარი პირობები არ აქვს შექმნილი სკოლაში. ბუნებრივია ამ მიმართულებით ვმუშაობთ და პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა ვუზრუნველყოთ თანაბარი პირობები ყველა აბიტურიენტისთვის, ანუ, საუბარია იმაზე, რომ ჯერ სკოლაში უნდა გამოსწორდეს ეს ვითარება და შემდეგ გვექნება მორალური უფლება აბიტურიენტებს მოვთხოივოთ მოსმენა უცხო ენების გამოცდისას.

2014 წელს სავარაუდოდ ეს არ დაიგეგმება და არ დაიგეგმება მანამ, სანამ ჩვენ არ გვექნება სრული გარანტია, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენი აბიტურიენტები, ყველანი იქნებიან თანაბარ პირობებში.

3. 2009 წელს გამსწორებელთა კონკურსის შედეგად შერჩეული სპეციალისტები აღარ მონაწილეობენ წელს გასწორების პროცესში? ხომ არ იგეგმება მომავალში კვლავ კონკურსის ჩატარება?

-როგორ არ მონაწილეობენ, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად მონაწილეობენ. ყოველ წელიწადს ხდება განახლება გამსწორებელთა კორპუსის და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვესაჭიროება გარკვეული კრიტერიუმები იმისათვის, რომ ახალი გამსწორებლები შევარჩიოთ. ყოველ წელს ეს პროცედურა იწყება შემოდგომაზე და ბუნებრივია 2014 წლისთვის, როდესაც ანალოგიური პროცედურა უნდა ჩავატაროთ იგეგმება გამსწორებელთა კორპუსის გადახალისება.

მშობელი:

რომელ საათამდეა შესაძლებელი მისვლა რესურსცენტრებში, შესაძლებელია თუ არა ბარათი მშობელმა აიღოს, თუ მოსწავლე გასულია ქალაქიდან ან სოფლიდან?

-რესურს ცენტრებს თავად უნდა ჰკითხიონ თუ რომელ საათამდე შეუძლიათ მივიდნენ და მათთვის განკუთვნილი საგამოცდო ბარათი აიღონ. თუმცა უკვე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი გამოცდებამდე. ჩვენ ვიცით, რომ 27 ივნისს იწყება გამოცდები, ასე რომ, მანამდე აუცილებლად სჭირდებათ კონკრეტული ინფორმაცია, როგორც აბიტურიენტებს, ისევე აპლიკანდებს. მე პირადად ვურჩევდი რაც შეიძლება მალე მიაკითხონ რესურს ცენტრს და დროულად აიღონ საგამოცდო ბარათი. სასურველია თვითონ აბიტურიენტმა ჩაიბაროს საგამოცდო ბარათი, თუმცა აი ესეთ კონკრეტულ შემთხვევებში, თუ მითუმეტეს არასრულწლოვანია აბიტურიენტი მშობელსაც აქვს უფლება აიღოს საგამოცდო ბარათი.

მაკა:

როდის იწურება საგამოცდო ბარატების აღების ვადა?

-27 ივნისს ვიწყებთ გამოცდებს და ბუნებრივია 26-ში იწურება, მაგრამ მე მაინც ვურჩევდი მაკას დროზე მიაკითხოს რესურს ცენტრს ან სკოლას სადაც იღებს ბარათს

გიორგი:

ფაკულტეტების არჩევანის შეცვლის უფლება იძლევა რაიმეს გათვალისწინების საშუალებას, თუ, უბრალოდ, საკუთარი სურვილების კორექტირებაა შესაძლებელი?

-რა თქმა უნდა, ეს არის გადაწყვეტილება აბიტურიენტის და ბუნებრივია, თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი უმაღლესი სასწავლებელი და ფაკულტეტი უნდა აირჩიოს, რომელია მისთვის ყველაზე სასურველი და სწორედ ის უნდა მიუთითოს. ეს მხოლოდ მას სურვილზეა დამოკიდებული.

გიორგი:

საგამოცდო ცხრილები როდის იქნება?

-თითოეული აბიტურიენტი იღებს საგამოცდო ბარათს, სადაც მითითებულია გამოცდების ცხრილი. მითითებულია თარიღი, როდის უნდა ჩააბაროს კონკრეტული გამოცდა, მითითებულია ნაკადი, ანუ რომელ საათზე უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში. მისთვის საინტერესო ცხრილი ხელში უნდა ეჭიროს უკვე ჩემი აზრით.

მშობელი:

ვინაიდან, ზალიან ბევრი ცვლილება შევიდა მისაღები გამოცდების წესებში, კარგი იქნება თუ თქვენ გაგვაცნობთ კონკრეტულად ამ სიახლეებს. ვფოიქრობ ასე უფრო საინტერესო იქნება და ყველაფერს გავიგებთ.

-მისაღები გამოცდების წესებში დიდი ცვლილებები არ გველის. მე დარწმუნებული ვარ, რომ აბიტურიენტების უმრავლესობა უკვე საქმისკურსშია. აქ საუბარია ერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე, რომელიც რეგისტრაციას ეხება.წელს პირველად შევთავაზეთ აბიტურიენტებს ესეთი წესი რეგისტრაციის, მათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმის თაობაზე თუ სად უნდათ სწავლა, რომელ სასწავლებელში და რომელ ფაკულტეტზე, შეუძლიათ მიიღონ მას შემდეგაც კი, როდესაც ისინი გაიგებენ საკუთარ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. დაფინანსების წესს ეხება კიდევ ცვლილება, ესეც ალბათ აბიტურიენტებისთვის ძალიან კარგი ცვლილებაა, იმიტომ რომ გარდა ოდენობა თანხის, რომელიც სახელმწიფო გრანტისთვის არის გაიზარდა- 10 მილიონი იყო წინა წლებში და წელს არის 18 მილიონი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი სტუდენტი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გამოცხადებულია ასევე სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამები, ეს არის 17 მიმართულება, სადაც თუ სტუდენტი ჩაირიცხა სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის. დანარჩენ ყველა მიმართულებაზე დაფინანსების ერთიანი პრინციპი მოქმედებს, ანუ ყველა სტუდენტს განურჩევლად, იმისა თუ სად და რა მიმართუილებით უნდა სწავლის გაგრძელება აქვს შესაძლებლობა, როგორც სრული დაფინანსება მოიპოვოს, ასევე ნაწილობრივი 70 % და 50%-იანი. გამოცდების წესთან დაკავშირებით, ანუ როგორ ჩატარდება გამოცდები ანალოგიურია იმისი, რაც წინა წლებში იყო. აბიტურიენტებმა იციან რისი შეტანის უფლება აქვთ, რა ეკრძალებათ, რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას აბიტურიენტი გამოცდიდან, თუმცა დიდი იმედი მაქვს რომ წელს ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ეს წესები აუცილებლად უნდა დავიცვათ, იმისათვის, რომ პრობლემა არ შგვექმნას. დანარჩენი ყველაფერი იქნება ისე, როგორც იყო წინა წლებში.

აბიტურიენტები:

თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, მისაღები და სამაგისტრო გამოცდების ზუსტი თარიღები და მასთან დაკავშირებული ცვლილებები.

-საგამოცდო ბარათზე, სწორედ ეს ინფორმაციაა მითითებული, მათთვის საინტერესო ინფორმაცია, ანუ რომელ დღეს, რომელი გამოცდა უნდა ჩააბარონ და რომელ საათზე უნდა გამოცხადნენ საგამოცდო ცენტრში.კითხვის ავტორი შეიძლება სამაგისტრო გამოცდებს გულისხმობს, აქ თუ არის დაგეგმილი რაიმე ცვლილება მგონია, რომ მაგისტრობის მსურველებმა ამის შესახებ უკვე იციან. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს რეგისტრაციის დროს უნდა სცოდნოდათ მათ, უკვე სხვადასხვა ტიპის ტესტის ფორმატი შევთავაზეთ მაგისტრობის მსურველებს, იმისდა მიხედვით თჲ რა მიმართულებით სურთ მათ სწავლის გაგრძელება. სწორედ ამის მიხედვით ირჩევენ ისინი ტესტის ტიპს

აბიტურიენტი:

როდის და რა შემთხვევაში შემიძლია არჩევანის შეცვლა, რა უპირატესობა ენიჭება აბიტურიენტს ასეთ შემთხვევაში და რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ეს მოდელი?

-არჩევანის შეცვლა ეხება, მხოლოდამხოლოდ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება.არჩევანის შეცვლა არ ეხება მაგალითად საგამოცდო საგანს, ეს უკვე აირჩიეს აბიტურიენტება და მათ იციან რა გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი. ეხლა კი აქვთ მათ საკმაოდ დიდი დრო საბოლოო არჩევანი დააფიქსირონ,ასევე მას შემდეგაც ექნებათ საკმაო დრო როცა გაიგებენ საკუთარ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. შეუძლიათ შეცვალონ ან დაამატონ უმაღლესი სასწავლებელი, თუ ფაკულტეტი, ან რეიტინგული ჩამონათვალი შეცვალონ. მე პირადად ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგისტრაციის პროცესში და მათ ეს გადაწყვეტილება ძალიან დაეხმარებათ ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებაში.ერთ-ერთი პრობლემა გახლდათ სწორედ ის, რომ რეგისტრაცია გაცილებით ადრე იყო დანიშნული ვიდრე საგამოცდო პროცესი და აბიტურიენტებს რიგ შემთხვევაში საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება უჭირდათ. ერთ შმთხვევაში მოლოდინი ქონდათ, რომ ძალიან კარგი შედეგი ექნებოდათ გამოცდებზე და ეს ასე არ იყო, მეორე შემთხვევაში კი პირიქით, სათანადოდ ვერ აფასებდნენ საკუთარ შესაძლებლობებს და გაცილებით უფრო კარგ შედეგებს აჩვენებდნენ, ვიდრე მათი მოლოდინი იყო. ბუნებრივია ამისდა მიხედვით ხდებოდა რეიტინგული ჩამონათვალის მომზადება რეგისტრაციის დროს. შემდეგ უკვე მათ ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა არ ქონდათ. ეხლა შეუძლიათ შედეგების გათვალისწინებით მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.

მოსწავლე:

12 კლასი მოიხსნება სკოლებიდან? საატესტატო გამოცდებზე ბარიერი რამდენი იქნება და ქულების ათვლა საიდან დაიწყება?

-არ არის დაგეგმილი მე-12 კლასის გაუქმება. გამოსაშვებ გამოცდებზე კი ბარიერი გამოცხადდება წინასწარ. გარკვეული პერიოდით ადრე ყველაფერი ეცოდინებათ მოსწავლეებს. მინდა დავამშვიდო ყველა მოსწავლე, ვისაც გამოსაშვები გამოცდები ექნება ჩასაბარებელი, ბარიერი არ იქნება ნამდვილად ისეთი, რაც პრობლემას შეუქმნის მათ. ტესტებიც მორგებული იქნება არსებულ პოპულაციას, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით.პრობლემური არ იქნება ის პერიოდი, როდესაც მათ მოუწევთ გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება.

მარიამ ოხანაშვილი:

აბიტურიენტი თუ ჩაიჭრა ერთ გამოცდაზე, იქნება ისევ შეღავატები და ჩაირიცხებიან მაინც შარშანდელის ანალოგიურად?

-თუ აბიტურიენტი აბარებს ოთხ გამოცდას, სამი არის სავალდებულო, ხოლო მეოთხე ხდება სავალდებულო, იმ შემთხვევაში თუ ფაკულტეტი მაქვს ისეთი ფაკულტეტი მითითებული, სადაც გამოცხადებულია სიტყვაზე მათემატიკა. ამ ოთხივე გამოცდაზე მან აუცილებლად უნდა გადალახოს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, იმისათვის რომ ჩარიცხვის კონკურსში მიიღოს მან მონაწილეობა. თუ ერთ-ერთ საგანში ჩაიჭრა, ანუ ვერ გადალახა კომპეტენციის ზღვარი, მაშინ ის ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მე მგონია, რომ კითხვის ავტორი გულისხმობს ერთ რამეს, ჩვენ გვყავს აბიტურიენტები, რომლებიც ოთხზე მეტ გამოცდას აბარებენ, იმიტომ რომ ისეთ ფაკულტეტებს უთითებენ, სადაც ერთ შემთხვევაში ერთი გამოცდაა სავალდებულო, მეორე შემთხვევაში კი მეორე.მაგალითად მათემატიკასაც აბარებენ და ისტორიასაც აბარებენ, ჯამში მათ ხუთი გამოცდა გამოსდით.ისინი აუცილებლად მიიღებენ ჩარიცხის კონკურსში მონაწილეობას, თუ ერთ დამატებით საგანში ჩაიჭრებიან,სადაც მეორე საგანია სავალდებულო. იქ სადაც მათემატიკა მოთხოივნილია სავალდებულოდ, თუკი ისტორიაში ჩაიჭრება, ბუნებრივია იმ ფაკულტეტზე ჩარიცხვის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მიიღებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობას. საგრანტო კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ, მხოლოდ ის აბიტურიენტები,რომლებიც მათ მიერ შერჩეულ გამოცდებში გადალახავენ კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას