რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საკვებ პროდუქტებს შევიძენთ

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საკვებ პროდუქტებს შევიძენთ

ქართული ბაზარი გაჯერებულია კოლიბაქტერიებით დაბინძურებული ხორცპროდუქტებით, საკვებად უვარგისი ნაყინითა და ყალბი ნატურალური წვენებით. როგორ გავზარდოთ საზოგადოების ჩართულობა სურსათის კონტროლის პროცესში, როგორ შევარჩიოთ უვნებელი სურსათი, რომელი პროდუქტებია ზაფხულში მალფუჭებადი და რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საკვებ პროდუქტებს შევიძენთ, კითხვებს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე უასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

მათე:

ხშირად ვაკუმში მოთავსებული ძეხვს ვარგისიანობის ვადა აწერა, თუმცა ვაკუუმი დარღვეული აქვს, რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, არის თუ არა სავაჭრო ობიექტის მიერ შენახვის პირობების დარღვევა, თუ ხდება მასზე უბრალოდ ვარგისიანობის თარიღის შეცვლა?

-ვაკუუმში გამოთავსებნული პროდუქტი არ შეიძლება ქსელში იყოს განთავსებული. მენეჯერი როდესაც ღებულობს პროდუქტს, ის ვალდებულია შეამოწმოს ვაკუუმი და თუ ყველაფერი წესრიგშია ამ შემთხვევაში მოათავსოს სავაჭრო ქსელში. ვადა არ არის გათვალისწინებული. თუ ვაკუმი დარღვეულია, შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად გაფუჭდეს პროდუქტი.

ლეილა:

რა სახის ჯარიმა ეკისრება სავაჭრო ობიექტს, სადაც აღმოჩენილი იქნება ვადაგასული პროდუქტი?

-ვადაგასული პროდუქტი კანონმდებლობის მიხედვით რეალიზაციაში არ უნდა იყოს , ეს კანონით არის აკრძალული. სურსათი რომელიც იყიდება სავაჭრო ქსელში თუ არის საფრთხის შემცველი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის და ეს დადასტურდა , ამ შემთხვევაში ობიექტი ჯარიმდება 1000 ლარით.

თორნიკე:

მომხმარებელი, რომელიც მოგმართავთ კონკრეტულ სავაჭრო ობიექტზე აღმოჩენილი დაღვევის შესახებ (ვგულისხმობ ვადაგასული სურსატის რეალიზაციას), როგორ რეაგირებს სააგენტო. ხდება თუ არა ამ ობიექტის საფუძვლიანი შემოწმება და რამდენ ხანში ხდება ეს?

-თუკი ვადაგასული პროდუქცოია იყიდება სავაჭრო ქსელში, ან დარღვეულია რეალიზაციის პირობები და პროდუქტი საფრთხის მომტანია ჯანმრთელობისთვის , ამ შემთხვევაში ექვემდებარება განადგურებას და ასევე ობიექტი უნდა დაჯარიმდეს. ჩვენ კონკრეტულად რაც გვეხება მომხმარებელთა ფედერაციას შემოდის ძალიან ბევრი ზარი, მომხმარებელი არის ძალიან აქტიური. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ნებისმიერ ჩვენს ზარზე ხდება რეაგირება მაკონტროლებელი ორგანოს მიერ.

ლელა:

იყო საუბარი უვარგისი კვერცხის რეალიზაციაზე, გთხოვთ აგვიხსნათ, რომელი კვერცხი არ ვიყიდოთ? შემოსულია თუ არა მაღაზიებში უვარგისი კვერცხი?

-კვერცხი არის ორი ტიპის, ერთი არის სუფრის და მეორე დიეტური. დიეტური კვერცხის ვარგისიანობის ვადა არის მხოლოდ 7 დღე. სუფრის კვერცხის ვარგისიანობის ვადა საქართველოს კანონმდებლობით არის 28 დღიდან 1 თვემდე, ისიც თუკი შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით ხდება კვერცხის რეალიზაცია. ახალი კანონმდებლობით, გაყიდულ კვერცხზე მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია თუ როდის არის ეს პროდუქტი დადებული და მისი დადების რიცხვი იქნება თითოეულ პროდუქტზე მითითებული, ასევე მითითებული იქნება მწარმოებელი ქვეყანა.

რაც შეეხება რეალიზაციის ვადებს მხოლოდ ერთი თვე აქვს კვერცხს რალიზაციის ვადა.

ასევე მინდა ბოლო მონაცემები მოგაწოდოთ, სულ რამოდენიმე დღის წინ განადგურდა ირანიდან შემოტანილი 100 ყუთი კვერცხი, იმიტომ რომ მას ეწერა 3 თვიანი შენახვის ვადა რაც ქართული კანონმდებლობით არის დაუშვებელი.

ნანა:

რას გვეტყვით პურთან დაკავშირებით, მაღაზიის დახლებზე დევს პური შეფუთვის გარეშე, პოლიეთილენის და ქაღალდის შეფუთვაში, სასარგებლოა თუ არა პოლიეთილენის პარკში შეფუთული პური და როგორ გავარჩიოთ მისი ვარგისიანობა?

-რაც შეეხება პურის რეალიზაციის ფაქტებს, თვითონ მოსახლეობა გვაწოდებს ძალიან დიდ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გადაზიდვის პროცესში ხდება გადაზიდვის პირობების დარღვევა. ანტისანიტარულ მდგომარეობაში ხდება პურის გადაზიდვა, იგივე მსუბუქი ავტომობილების საბარგულით, რაც ყოვლად დაუშვებელია. არ ხდება სპეციალურ სამოსში გამოწყობილი ადამიანების მიერ მაღაზიაში ან თუნდაც საწყობებში პურის შეტანა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ხარისხზე და უვნებლობაზე.

ხშირ შემთხვევაში როდესაც ვყიდულობთ პურს, შუაგული შეიძლება ქონდეს სველი და არ იყოს გამომშრალი. ასევე შეიძლება ქონდეს სუნი დამახასიათებელი ე.წ. გაფუჭებული კარტოფილის სუნი. ეს იმაზე მეტყველებს რომ პური არის დაბინძურებული და საკვებად უვარგისი.

გიორგი:

რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც "ეკონომიის ფასად" ყიდულობენ იაფ ფასიან ძეხვეულს, რომელიც არავინ იცის რისგანაა დამზადებული.

-იაფფასიანი პროდუქტის ყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის მავნე პროოდუქტი. ჩვენ ვიცით რომ ფას განსაზღვრავს ხარისხი, მგარამ მაღალფასიანი პროდუქტიც არ გვაძლევს ჩვენ იმის გარანტიას, რომ ეს არის უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტი. მნიშვნელოვანია რომ საქართველოში იყიდებოდეს უვნებელი პროდუქტი, ეს არის აქსიომა და ამაზე არავინ არ შემედავება.

რაც შეეხება ხარისხს , ხარისხი უნდა განსაზღვროს თვითონ მომხმარებელმა . თუმცა უნდა იყოს დეკლარილებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაში პროდუქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც ეტიკეტზეა განთავსებული ინფორმაცია, იმასთან უნდა მოხდეს შედარება და პროდუქტი უნდა იყოს ზუსტად ისეთი რაც არის ეტიკეტზე მინიშნებული. მომხამრებელმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი როგორი ხარისხის პროდუქტს იყიდის. ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, პირველი ხარისხის თუ ა.შ.

ლილი:

რა პროდუქტის ყიდვას უნდა მოვერიდოთ ბაზარში ზაფხულში?

-პირველ რიგში უნდა მოვერიდოთ მალფუჭებად პროდუქტებს თუ ის არ არის დაცული შენახვის პირობებით. როდესაც ძეხვს აწერია რომ აუცილებლად უნდა ინახებოდეს სამაცივრო დანადგარში და ჩვენ ვხედავთ რომ ძეხვი არის პირდაპირ სამომხმარებლო დახლზე განთავსებული და მაინც ყიდულობენ ასეთ პროდუქტს ის რისკის შემცველია. ასევე როცა პროდუქტი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ან ქუჩაშია გამოფენილი ვთქვათ ყველი ან ქათამი ასეთ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა რომ მომხმარებელი რისკავს საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. ანუ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი პროდუქცია ვიყიდოთ რასაც სჭირდება სპეციალური შენახვის პიურობები და ვხედავთ, რომ ეს დარღვეულია. საკონდიტრო ნაწარმი, რომელსაც საათობრივი შენახვის ვადა აქვს და ის პირდაპირ ღია დახლზე იყიდება, არ მესმის იმ მომხმარებლის რომელიც გარისკავს და ფასის სხვაობის გამო იყიდის ამგვარ პროდუქტს.

მაკო:

ჩატარდა თუ არა წელს ნაყინების შემოწმება, კიდევ ხომ არ აღმოჩნდა ზოგიეთი ფირმის ნაყინებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები?

-ჩვენ ვიწყებთ კვლევას ოთხშაბათს ან ხუთშაბათს სავარაუდოდ ნაყინების შესახებ, შევისყიდით ნაყინებს და ჩავატარებთ კვლევას. ეს არ მოხდება მარტო თბილისში. საქართველოში არსებული ყველა ქარხნის ნაყინი მიიღებს რეიტინგულ კვლევაში მონაწილეობას და მოსახლეობას სრულყოფილად მიეწოდება ინფორმაცია რამდენად უსაფრთხო პროდუქტი იყიდება სამომხმარებლო ბაზარზე.

მშობელი:

რას გვეტყვით ნატურალურ წვენებზე, რომელიც მუყაოს ყუთებშია, თუნდაც ქილებში, არის თუ არა რომელიმე მათგანი საშიში, და რომელია უსაფრთხო?

-ნატურალური წვენი ეს არის წვენი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ სახლში დავწუროთ და მივაწოდოთ ოჯახის წევრებს, ეს არის ნატურალური წვენი. მაგრამ არსებობს ნატურალური კონცენტრატისგან დამზადებული წვენი და ეს სულ სხვა რამ არის. იქ აუცილებლად არის დამატებული შემნახველი დანამატები, რომელიც ახანგრძლივებს შენახვის ვადებს და სწორედ ამიტომ არის ის ქილებში თუ მუყაოს ყუთებში. რაც შეეხება მათ ვარგისიანობას და უსაფრთხოებას, ამაზე ცოტა მიჭირს ლაპარაკი, რადგან ფედერაციას არ გაუკეთებია ანალოგიური კვლევა. მე პირადად არა როოგრც ფედერაციის თავმჯდომარე, არამედ როგორც ჩვეულებრივი დიასახლისი ვამჯობინებ ოჯახში დამზადებული წვენები მივირთვა და ოჯახის წევრებსაც გავუმასპინძლდე.

მოქალაქე:

ხშირად მესმის, რომ ბაზრობაზე დაკლული ქათმები წყლით არის გაჟღენთილი, რომ წონა მეტი ჰქონდეს. არის თუ არა რაიმე მეთოდი, რომ ეს გამოვიცნოთ?

-სამწუხაროდ ესეთი ფაქტები ჩემთვისაც არის ცნობილი, მაგრამ ამის აღმოჩენა ძალიან რთულია ვიზუალურად, იმიტომ რომ იქ კანს ქვემოთ ხდება წყლით გაბერვა. ამის ვიზუალურად დათვალიერება და აღმოჩენა ძალიან რთულია. სამწუხაროდ ბაზრებში ან გარე ვაჭრობისას მოთავსებულ პროდუქტის კონტროლი არ შეგვიძლია. რადგან პიროვნებებს არ აქვთ მუდმივი ადგილი, არ არიან ისინი როგორც ბიზნეს ოპერატორები დარეგისტრირებული. მე ისევ ვიმეორებ როგორც დიასახლისი ვიკავებ იმგვარი პროდუქტის ყიდვისგან თავს, სადაც მე არ შემიძლია პრეტენზიით მივმართო მარეალიზირებელ პიროვნებას.

ვიზუალურად ესეთი პროდუქტის გარჩევა ძალიან რთულია და აქვე დავამატებ, რომ არსებობს კიდევ იმის ფალსიფიკაცია, რომ ხდება საღებავით ფერის მიცემა ქათმებისთვის და ამ ფაქტების შესახებ ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, მაგრამ რთულია ამის დამტკიცება.

დათო:

რამდენად სწრაფად ხდება მომხმარებლის განცხადებაზე რეაგირება თვენი სააგენტოს მხრიდან?

-ჩვენ მომენტალურად ვახდენთ ყველა ზარზე და განცხადებაზე რეაგირებას.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას