რა ცვლილებები შედის საყოველთაო დაზღვევის ახალ პროგრამაში

რა ცვლილებები შედის საყოველთაო დაზღვევის ახალ პროგრამაში

1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და იწყება მეორე ეტაპი. რა ცვლილებები შევიდა დაზღვევის ახალ პროგამაში, კითხვებს ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხებენ.

გამოგზავნილი კითხვები

თათული:

მაინტერსებს, დაფინანსდება თუ არა გეგმიური ოპერაციები?

-სწორედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაფართოება გეგმურ ოპერაციებს შეეხება. მისი ლიმიტი გახლავთ წლიური 15 000 ლარი. დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან გეგმიური ოპერაციის 70%. ოპერაციაში იგულისხმება ოპერაციასთან შეჭიდული წინა საოპერაციო კვლევები და პოსტ ოპერაციული მოვლა, მათ შორის სასტუმრო განთავსებაც და კვებაც. ანუ ყველაფერი ის , რაც ოპერაციასთან პირდაპირ კავშირშია.

ნაირა:

რა საბუთების წარდგენაა საჭირო სამედიცინო დაწესებულებებში, რომ საყოველთაო დაღვევით ვისარგებლოთ?

-სამედიცინო დაწესებულებაში ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც უნდა წარადგინოთ, ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის განმახორციელებლის საგარანტიო წერილი. მეტი დოკუმენტის წარდგენა თქვენ არ გჭირდებათ. სამედიცინო დაწესებულება თვითონ წარადგენს საყოველთაო ჯანდაცვის განმახორციელებელთან იმ საბუთებს, რომლითაც მერე დაფინანსდება. ანუ ბიუროკრატია არის მინიმუმამდე დაყვანილი. ადამიანი უნდა მივიდეს საყოველთაო ჯანდაცვის მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ ოფისში, ამის შესახებ ინფორმაციას ის გაიგებს ცხელი ხაზიდან- 15-05. იქიდან აღებული ერთადერთი დოკუმენტი არის საკმარისი იმისათვის, რომ მან დაიფინანსოს თავისი ოპერაცია, თუ სხვა ჩარევა.

ეკა:

მივესალმებით თქვენს გადაწყვეტილებას უფასო მშობიარობის შესახებ, მაინტერსებს, ექიმთან კონსულტაციებიც უფასო იქნება?

-ექიმთან კონსულტაციები, ე.წ ვერტიკალური პროგრამებით მანამდეც ფინანსდებოდა. ეს დარჩა ისევ იმ პროგრამებში, რომელიც ფინანსდებოდა სახელმწიფოს მხრიდან, ოღონდ არა საყოველთაო ჯანდაცვით. ანუ კონსულტაცია ფინანსდება, ოღონდ არა საყოველთაო ჯანდაცვის კომპონენტით. ამის შესახებაც დეტალური ინფორმაცია იგივე ცხელ ხაზზე შეგიძლიათ მიიღოთ 15-05-ზე. კიდევ რა ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით, ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ ცხელ ხაზზე. საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს მხოლოდ ფინალს ორსულობისას: ლოგინობის ხანას და მშობიარობას.

ნანა:

ითვალისწინებს, თუ არა გლანდების ოპერაციის დაფინანსებას საყოველთაო დაზღვევა.

-დიახ, გლანდების ოპერაცია შედის ქირურგიული ოპერაციების დაფინანსების სფეროშო. 70% დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

გიორგი:

დააფინანსებს თუ არა საყოველთაო დაზღვევა თიაქარის ოპერაციას?

-კი ბატონო დააფინანსებს. თიაქარი პირველივე ჩამონათვალში იყო, ოღონდ გარკვეული წესით ჩაჭედილი თიაქარი შედიოდა. ეხლა თიაქარი დაფინანსდება 70%- ით . იგივე პრინციპით რაც მოგახსენეთ.

ლალი:

მაქვს ვენების პრობლემა, ვარ 26 წლის. ექიმმა სასწრაფო ოპერაცია მირჩია, შემიძლია თუ არა ვისარგებლო საყოველთაო დაზღვევით?

-კი ბატონო შეგიძლიათ. თვითონ პაციენტის ჩვენებიდან ჩანს, რომ ოპერაბელურობას მოითხოვს, ანუ ვენები აწუხებს ისე, რომ უკვე საოპერაციოა და ესეც გეგმიური ქირურგიული ოპერაციების ნუსხაში შედის.

ქეთევანი:

საყოველთაო დაზღვევის სარგებლობის შემთხვევაში, ხომ არ არის შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულებებზე? (კერძო დაზღვევის შემთხვევაში კონკრეტულ კლინიკებს გვთავზობენ.)

-ყველაზე დიდი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვისა არის რომ, რეკომენდაციები არ გაიცემა რომელ კლინიკაში წაბრძანდეთ, ეს არის გადასაწყვეტი თვითონ პაციენტის მიერ. არის სრულიად თავისუფალი არჩევანი, უბრალოდ ვინაიდან პაციენტს მოუწევს სხვადასხვა თანხის დამატება და ამის შესახებ მან წინასწარ იცის ის თვითონ გეგმავს სად წავიდეს, არამარტო ფინანსური, არამედ სხვა პარამეტრების მიხედვით. რომელ კლინიკას ენდობა, რომელ ექიმს აირჩევს და ა.შ.

დალი:

მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი დიდი გულისხმიერებისთვის, მაინტერსებს ხომ არ გამოიწვევს საყოველთაო დაზღვევა ექიმების ”გაზარმაცებას”. მოგეხსენებათ დღეს უმეტესობა ფინანსურ მხარეს უფრო აფასებს.

-ჩვენ ეხლა შევეხეთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის თემას, ეს საყოველთაო ჯანდაცვის პირდაპირი ფუნქცია და დანიშნულება არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო კომპლექსურად, მუდმივად ატარებს ღონისძიებებს, იმისათვის რომ მკურნალობის ხარისხი ადექვატური იყოს და შეესაბამებოდეს მსოფლიო სტანდარტებს. რაც შეეხება გაზარმაცებას, მე პირიქით ველოდები, რომ კონკურენცია გაიზრდება, იმიტომ რომ ნაკადი პრაქტიკულად დაემთხვა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას, შესაბამისად კლინიკები შეეცდებიან სხვადასხვა გზით მოხიბლონ გადიდებული პაციენტთა რაოდენობა, რათა შემდეგ დაიფინანსონ ეს სერვისები. ამიტომ მე პირიქით ველოდები გამოცოცხლებას სამედიცინო სექტორში. მითუმეტეს ის რისკი, რომ ვინმეს შეიძლება არ გადაეხადა, ეგეთი რისკი აღარ არსებობს. მე იმასაც გეტყვით, რომ პირველივე ურგენტული პროგრამა, რომელიც 28 თებერვლიდან ჩაირთო, გარკვეულწილად გამორიცხა უმეთვალყურეო ადამიანის ე.წ ბომჟების პრობლემა. ასეთ ადამიანებს ხელს არავის არ კიდებდა, იმიტომ რომ არავინ იხდიდა. შესაბამისად, როდესაც პოლიციას ან სასწრაფოს ასეთი ადამიანი მოჰყავდა კლინიკაში გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. რიგი კლინიკებისა, დაფინანსების გარეშე არ ემსახურებოდა. ეს პრობლემა იმ ნაწილში, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს მთლიანად მოიხსნა პირველივე ეტაპიდან.

მარი:

დალის ვეთანხმები. როგორ იქნება ექიმების სახელფასო ანაზღაურება?

-აბსოლუტურად ლიბერალური არის. ჩვენ ვუხდით კლინიკას და იმის შემდეგ როგორ გადაანაწილებს კლინიკა, მათი მენეჯმენტის და დამფუძნებლის გადასაწყვეტია. თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ რადგან თანხის ნაკადი მეტი დაიძვრება კლინიკების მისამართით, ეს ადეკვატურად აისახება ექიმების ანაზღაურებაზეც. ყოველ შემთხვევაში თუ გაჩნდა ერთი ადგილი, სადც სამართლიანად განაწილდა ხელფასი, სხვა ადგილებშიც ანალოგიური ადგილები შეიქმნება. ექიმები მიიღებენ ღირსეულ ანაზღაურებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ირინა ბაქრაძე:

მოქალაქემ კვლავ უნდა მიმართოს იურიდიული მისამართის მიხედვით ოჯახის ექიმს, თუ აღარ ექნება შეზღუდვა ფაქტიური ადგილსამყოფელის მიხედვით აირჩიოს მისთვის სასურველი კლინიკა?

-აქ ჩვენ ვსაუბრობთ პირველადი ჯანდაცვის კომპონენტზე, ანუ ამბოლატორიულ სერვისებზე, არჩევანი არის აბსოლუტურად თავისუფალი. თქვენ გიწევთ პირველად მისვლისას ანკეტაზე თანხმობის გამოცხადება კონკრეტული ამბულატორიისათვის და თქვენი გადაწყვეტილების მიხედვით შეგიძლიათ ნებისმიერი ამბულატორიის მომსახურებაში გაწევრიანდეთ. თქვენ გაქვთ ორთვიანი ვადა, რომლის შემდეგაც შეგიძლიათ გადაიფიქროთ და სხვა ამბულატორიაზე გადაპორტირდეთ სერვისების მიხედვით. არანაირ ჩაწერაზე და ძირითად მისამართზე მიბმები არ ხდება. ოჯახის ექიმი, რომელიც არის პირველი ფრონტი, რომელიც ამბულატორიაში გემსახურებათ და ამბულატორიული სერვისის შემადგენელი ნაწილია, რომელ ამბულატორიასაც მიებმებით, იმ ოჯახის ექიმის მომსახურებას მიიღებთ.

დათო ყიფიანი:

ენდოპროტეზირების ანაზღაურება არ შედის? ვერ დადის ოჯახის წევრი საერთოდ და ჭირდება სასწრაფო ოპერაცია.ოქტომბერში შევიტანეთ ჯანდაცვაში დაფინანსებაზე განცხადება, რომელიც მოვიდა უარით. რა უნდა ქნას ადმიანიმა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. არის აღნიშნული ფორმა 100-ში კლნიკის მიერ გაცემულ დასკვნაში.

-ამ ეტაპზე კოქსართროზის შემთხვევები არ ფინანსდება ენდოპროთეზირების. მხოლოდ ტრამვული მომენტები ფინანსდება, როცა ადამიანს კონკრეტული ტრამვა აქვს. საყოველთაო ჯანდაცვის შემოსვლით რეფერალური დაფინანსება შემსუბუქდა, ის სხვა სპექტრს დააფინანსებს ინდივიდუალურ ჭრილში, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა გაიმეოროთ თხოვნა, განაცხადი რეფერალურში.

ირინა ბაქრაძე:

პენსიონერს, რომელსაც აქვს სახელწიფო დაზღვევა და არის ონკოავადმყოფი, ყოველთვიურად, ხანგრძლივი პერიოდით დაენიშნა პრეპარატი - ეგისტროზოლი, რომლის ღირებულებაა - 85 ლარი. აღნიშნული პრეპარატის დაფინანსება არ შედის ამჟამინდელ სადაზღვევო პოლისში. გთხოვთ მიპასუხოთ, დაფინანსდება თუ არა შემდგომში (პენსიონერებისთვის მაინც) აღნიშნული პრეპარატი.

-ჯერ-ჯერობით პენსიონერებს არ ვეხებით და მათი დაზღვევა გრძელდება ისევ კერძო კომპანიების მეშვეობით. როდესაც იქნება საყოველთაო ჯანდაცვის მესამე ეტაპი და თვითონ პენსიოპნერების და უმწეოების სერვისიც წამოვა სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ და აღარ განხორცილედება კერძო კომპანიების მიერ, ზოგადად მედიკამენტოზური გაფართოება მიზნობრივი ჯგუფებისათვის (პენსიონერებისთვის, უმწეოებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ბავშვებისათვის) იგეგმება. დაველოდოთ მესამე ეტაპს და იქ მიზნობრივი ჯგუფებისათვის გარკვეული სერვისების გაფართოება იგეგმება.

ნინო შარიქაძე:

მაინტერესებს, რა იგულისხმება ორსულობის პატრონაჟში? 4 ვიზიტი  უფასო იყო და იქნებ ახალი პროგრამით კიდევ დაემატა რამე, მაგალითად, ექოსკოპიის, ან მსგავსი ტიპის გამოკვლევების დაფინანსება, რაც იმ 4 ვიზიტში არ შედიოდა?

-ეს არის ვერტიკალური პროგრამის დაფინანსების სფერო და არ შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას. ჩვენ ცალკე იმ მოსაზრებით დავტოვეთ ვერტიკალური პროგრამების დაფინანსება და არ გავაერთიანეთ საყოველთაო ჯანდაცვასთან, რომ თითოეული ვერტიკალური პროგრამა მომავალში გაფართოვდეს და არ მოხდეს აღრევა საყოველთაო ჯანდაცვის ვრცელ არეალთან. ასეთი პროგრამები, როგორიც იყო დიაბეტის პროგრამა, სმენადაქვეითებულთა პროგრამა და ა.შ, მათ შორის ორსულთა პატრონაჟიც დარჩა ვერტიკალური დაქვემდებარების ქვეშ. ანუ ეს არის ცალკე, დამოუკიდებელი დაფინანსება. მომავალში იგეგმება მათი ინდივიდუალურად დაფინანსება. 4 ვიზიტი, ექოსკოპიების რაოდენობასთან ერთად საკმარისი არ არის, საკმარისი არ იყო ის თანხები, რომელიც ამ ვერტიკალურ პროგრამებში იყო მიმართული და ჩვენ ზუსტად მაგ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ პარალელურად საყოველთაო ჯანდაცვისა ობიექტურად და რეალურად გავაფართოვოთ ვერტიკალური პროგრამები, მათ შორის ორსულთა მონიტორინგის პროგრამა.

ეკა სუხიშვილი:

სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში 1 ივლისიდან შევა თუ არა გინეკოლოგიური გამოკვლევები?

ამბულატორიულ დონეზე გინეკოლოგიური გამოკვლევები შედის, ანუ იმ შვიდ სპეციალისტში, რომლითაც გაფართოვდა 28 თებერვალს. პირველ ეტაპთან შედარებით პირველი ივლისის საყოვველთაო ჯანდაცვა გინეკოლოგის სერვისი ფინანსდება 70%-ით.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას