ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

მოზარდთა ქორწინება ადრეულ ასაკში დღემდე გოგონათა უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხს წარმოადგენს. რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ადრეულ ასაკში ქორწინებას, კითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან–გინეკილოგი დავით გაგუა პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

თეონა:

რა ასაკში არის ყველაზე ხელსაყრელი ოჯახის შექმნა, როგორც ქალისთვის ასევე მამაკაცისთვის?

-ქალის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე 22-27 წელი ყველაზე სასურველია ოჯახის შესაქმნელად. პირველი მშობიარობისთვის ეს ასაკი იდეალურია. შეიძლება ამ ასაკში სხვადასხვა მიზეზების გამო ყოყმანობდეს ქალი, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ყველაზე კარგი წელებია 22-27.

გიორგი:

სასქესო ორგანოდან ამომდის რაგაც ჯირკვალისნაირი და მაინტერესებს რა უნდა იყოს ეს და რას ან ვის მივმართო?

-საერთოდ სასქესო ორგანოზე, გარეთა სასქესო ბაგეზე არის ბართოლინის ჯირკვალი , რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს კისტად. ამას შეიძლება მოყვეს გართულება , დაჩირქდეს და იყოს საოპერაციო . მან აუცილებლად უნდა მიმართოს მეან-გინეკოლოგს , რომელმაც უნდა ჩაატაროს სათანადო გამოკვლევა . გამოკვლევის შემდეგ შეიძლება დასჭირდეს ოპერაციული მკურნალობაც.

ლალი:

რომელი ინფექციების საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდი,ადრეულ ასაკში სექსუალური ცხოვრების გამო?

-ინფექციების საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს როგორც მოზარდი ასევე დიდებიც. ასეთი ინფექციებია სქესობრივად გადამდები ინფექციები, როგორიც არის ტრიხომონიაზი, სოკოვანი დაავადება და ა.შ.

ქეთი:

რომელ ასაკში არის რისკის შემცველი ორსულობა და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოუტანოს მოზარდს, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტამ?

-მოზარდებში დაორსულება არასასურველია და ის თუ თავს არ იცავს სქესობრივი ცხოვრების დროს, შეიძლება დაორსულდეს კიდეც, ეს ბუნებრივია . აბორტის შემთხვევაში ის ძალიან ბევრი რისკის ქვეშ დგას. აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს შემდგეში უშვილობა. ასევე აბორტების გართულებას მოყვება ანთებითი პროცესები, ინფექციები, სისხლდენა და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი მოსალოდნელი გართულებებია და ამიტომ აბორტს არ ვურჩევ არავის.

სალომე:

რომელ ასაკში არის გოგონა სექსუალურად მომწიფებული და თუ ადრეულ ასაკში აქვს გოგოს სექსუალური მოთხოვნილებები და თავის იკავებს, მხოლოდ იმიტომ, რომ არასრულწლოვანია, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი?

-ადამიანი განვითარების სხვადასხვა ეტაპს განიცდის სხვადასხვანაირად. თავიდან არის ბავშვობა, შემდეგ მოზარდი და მერე რეპროდუქციულ ასაკში შედის. როცა მენსტრუაცია მოუვა მას შეუძლია განაყოფიერდეს და შვილი შვას. თუ ქალს მენსტრუაციული ციკლი აქვს , ის უკვე პრაქტიკულად მომზადებულია დედობისათვის. თვითონ მენსტრუაცია არის როცა გოგო არ ორსულდება და მოდის სისხლის სახით, ანუ ეს არის საშვილოსნოს შიდა შრის ენდომეტრიული ჩამოფცქვნა. როგორც თქვენი შეკითხვიდან ჩანს სალომე უკვე ფიზიკურად მზად არის ამ ყველაფრისთვის და ბუნებრივია ლტოლვაც აქვს სქესობრივი, მაგრამ ამ დროს ჯერ პატარაა და მე მაინც ვფიქრობ რომ მოუმზადებელია ყველანაირად, სულიერად ყოველშემთხვევაში. ყველაზე დიდი საშიშროება რა თქმა უნდა ადრეული სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთვის კი ორსულობაა.

თენგო:

რა იწვევს მოზარდებში სექსუალური აგზნების აშლილობას?

-საინტერესო კითხვაა. მოთხოვნილება, სქესობრივი ლტოლვა სხვადასხვანაირია და შეიძლება ამას აშლილობას ეძახის თენგო. ზოგს მეტად აქვს მოთხოვნა ზოგს ნაკლებად. თუ სულიერი გადაცდომა აქვს მაშინ ფსიქიატრს უნდა მიმართოს. აშლილობა - ეს ცოტა მკაცრი დიაგნოზი დაუსვა საკუთარ თავს.

თამარი:

რა განსხვავებაა პირველად და მეორეულ ალგოდისმენორეას შორის?

-ეს არის მტკივნეული მენსტრუაცია . როცა პირველად ემართება შეიძლება უფრო მტკივნეული ქონდეს. მეორადია როცა თავიდან არ ქონდა და გათხოვების შემდეგ ან შვილის ყოლის შემდეგ დაეწყო მტკივნეული მენსტრუაცია.

2) რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს მოზარდი გოგონას საშვილოსნოს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებას და რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს უკვე მოზრდილ გოგონებში?

-ეს არის ქალი და ესე დაყოფა არ შეიძლება. ნებისმიერმა ანმთებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაგვარებები. ყველაზე მძაფრი და საშიშია უშვილობის გამოწვევა. თუ კითხვის ავტორი გულისხმობდა რომ შეიძლება თუ არა უშვილობის გამოწვევა მე ვუპასუხებ რომ ნამდვილად შეიძლება, ან სხვა პრობლემები გაუჩნდეს რომელმაც მთელი ცხოვრება დატანჯოს.

ნანა:

რას გვეტყვით ქალის სასქესო ორგანოების მდებარეობის ანომალიებზე, რამდენად უქმნის საფრთხეს უნაგირისებრი საშვილოსნო ქალის ფიზიოლოგიურ მშობიარობას ხელს?

-მდებარეობის ანომალიაზე არ არის ლაპარაკი , სავარაუდოდ ალბათ გულისხმობდა განვითარების ანომალიას. ძალიან ხშირად არის განვითარების ანომალია , მათ შორის შეიძლება არ ქონდეს გარეთა სასქესო ორგანოები , საშო, საშვილოსნო და ა.შ. ხშირია ასეთი ფაქტები, რომელსაც ვმკურნალობთ უფრო მეტად ქირურგიული წესით. მთავარია ჰორმონალური ...... ქოდეს ნორმალური , საკვერცხეები ქონდეს და ფუნქციონირებდეს . რაც შეეხება უნაგირისებრი საშვილოსნოს, საშვილოსნოს აქვს ხრისებური ფორმა და უნაგირისებრია როცა საშვილოსნოის უნაგირის ფორმა აქვს . რეალურად ის ისეთ სასიშროებას არ ქმნის . ხშირად არიან პაციენტები როცა ამ შემთხვევაში შვილებსაც აჩენენ და თან მრავალს.

ლალი:

რძიანას დროს ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაა საჭირო?

-რძიანაში თეთრად შლას გულისხმობდა ალბათ. თეთრად შლა ფიზიოლოგიაშიც არის. თუ პათოლოგიური ფოლრაა მაშინ სჭირდება მას მკურნალობა . თუ პათოლოგიური და მკურნალობა სჭირდება ამ შემთხვევაში შეიძლება მისი პარტნიორიც იყოს სამკურნალო.

ლევანი:

მაინტერესებს რომელი ასაკი მიიჩნევა ადრეულ ქორწინებად და რომელი დაგვიანებულად?

-ქორწინება დაგვიანებული არასდროს არ არის. რაც შეეხება ადრეულს, როგორც უკვე ავღნიშნე ბავშვობაში ცოტა რთულია როგორც მათთვის , ასევე მშობლებისთვის და საზოგადოებისთვისაც. ყველაზე კარგია როცა სრულწლოვანი გახდება, 18 წლის ზემოთ.

სასურველია თუ არა წყვილმა ცალკე იცხოვროს და როგორ უნდა შევარჩიოთ მეორე ნახევარი, რათა ბედნიერი ქორწინება გამოვიდეს?

-რა თქმა უნდა ყველას ცალკე უნდა ცხოვრება და ამის საშუალება თუ გაქვთ კარგია. რაც შეეხება ბედნიერებას ალბათ სიყვარულით უნდა დაოჯახდნენ. თუ ერთმანეთი ეყვარებათ კარგი ოჯახიც ექნებათ.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას