ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში"

ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში"

მთავრობა საგზაო წესების დარღვევებისთვის ჯარიმების გამკაცრებას პრევენციის აუცილებლობით ხსნის. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შედეგად,  მძღოლს კანონდარღვევის შემთხვევაში, საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევს. რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა სახის ჯარიმები დაეკისრებათ ურჩ მძღოლებს. კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ქეთი კრაწაშვილი პასუხობს

გამოგზავნილი კითხვები:

პაატა:

ყველასთვის სასარგებლო იქნება თუ გამკაცრდება ფეხით მოსიარულეთა კონტროლი, ავარიების უმეტესი წილი მოდის უადგილო ადგილას ფეხით მოსიარულეთა გადასვლის გამო. ბევრ ქვეყანაშია როცა ფეხით მოსიარულე გადადის იმ ადგილას სადაც გადასვლა არ შეიძლება და ამის გამო ავარია ხდება მძღოლს ამართლებენ. ეს მხოლოდ საქართველოშია, რომ მძღოლი ყოველთვის დამნაშავეა. ამ მხრივ ხომ არ აპირებთ რომ საკანონმდებლო ცვლილების რჩევით, რომ მიმართოთ?

- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. თუკი მოქალაქეებს ეს საკითხი აწუხებთ შეუძლიათ საკანონმდებლო ინიციატივით თავადაც მიმართონ პარლამენტს. მოძრაობის უსაფრთხოების წესები ძალიან მოცულობითია. თუ მოქალაქეს ზიანი მიადგება, თითქმის ყველა შემთხვევაში გამოდის, რომ მძღოლმა დაარღვია უსაფრთხოების წესი.

მოქალაქესაც სწორედ ამ კუთხით გაუჩნდა პრეტენზია.

იყო შემთხვევვები, როცა შეუძლებელი იყო მძღოლის მხრიდან დამდგარი ზიანის აცილება და მისი ბრალეულობა გამოირიცხებოდა. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის საკითხი დადგეს. ეს არის სურათი, რომელიც მძღოლების წინაშე არის შექმნილი , თუმცა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ მძღოლის ბრალეულობა თუ გამოირიცხა, რადგან დარღვევა ფეხით მოსიარულეს მხირადნ არის იმდენად არსებითი რომ მძღოლს შედეგის თავიდან არიდება არ შეეძლო , ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც გამორიცხული უნდა იყოს.

თუ ვინმეს ამ კუთხით პრობლემა შექმნია აუცილებლად უნდა შეეცადონ საკუთარი უფლებების დაცვას, გაასაჩივრონ იმ წესით, რა წესითაც შესაძლებელია, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა ზემდგომ ორგანოში და შემდეგ სასამართლოში.

გიორგი:

მაინტერესებს, აქვს თუ არა უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს (ან რა ორგანოსაც ევალება) განახორციელოს ვიდეო თვალთვალი გზებზე და ავტობანებზე და ამის შესახებ არ იყოს ფორმირებული მძღოლი, ანუ არ იდგეს გამაფრთხილებელი ნიშანი "მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი".

-ეს საკითხი ძალიან საინტერესოა. ვიდეო თვალთვალი ბოლო პერიოდისთვის ძალიან აქტუალური თემაა. ვიდეო კონტროლი არა მხოლოდ გზებზე და ქუჩებში გახდა აქტუალური, არამედ შენობებში და დაწესებულებებშიც. ერთ-ერთი ინოვაცია რაც არსებობს კანონმდებლობაში ეს არის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი, რომელიც სპეციალურად რამდენიმე მუხლს უთმობს ამ საკითხს. პერსინალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შესაძლებელია ქუჩაში დამონტაჟებული იყოს ესეთი ვიდეო მოწყობილობა, რომელიც პირების ვიზუალურ აღრიცხვას ახდენს , მაგრამ აღსანიშნავია, რომ ფარულად მისი არსებობა პირდაპირ კანონ დარღვევას წარმოადგენს. აუცილებელია რომ თვალსაჩინო ადგილას იყოს გაკეთებული შესაბამისი აღნიშვნა, რომელიც ყველას გააფრთხილებს, რომ აქ მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი.

სხვა არის როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის მიზნით ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება ტარდება და არსებობს სასამართლოს განჩინება რომლის მიხედვითაც ფარული ვიდეო კონტროლი კანონიერად ითვლება. მაგრამ ამ კითხვაში მოქალაქე რასაც გულისხმობს, სისხლის სამართლის დანაშაულს არ ეხება და ჩვეულებრივ მოძრაობის წესებთან არის კავშირში. შესაბამისად ფარული ვიდეო თვალთავლის განხორციელება გამოროცხულია .

გიორგი:

მაინტერესებ, ფიქრობს თუ არა მთავრობა, რაიმე აკრძალვების ან შეზღუდვების შემოღებას მარჯვენა საჭიან მანქანებზე? ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უამრავი მარჯვენა საჭიანი მანქანა დადის თბილიში და სხვა ქალაქებში. ყველაფერთან ერთად, როგოც მახსოვს რამდენიმე წლის წინ იყო ამ საკითხზე საუბრები ქართულ ტელევიზიებში და ზოგადად მედიაში.

-გიორგის დავეთანხმები ეს საკითხი აქტუალურობას ინარჩუნებს. რაც შეეხება კითხვას მთავრობას რამდენად აქვს აზრად ამ კუთხით რაიმე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს პარლამენტს ან თვითონ პარლამენტში რამდენად იგეგმება ამ საკითხების განხილვა კითხვას ფიზიკურად არაინფორმირებულობის გამო ვერ ვუპასუხებ, იმიტომ რომ ასეთი ინფორმაცია ოფიციალურად ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. ეს საკითხი იყო აქტუალური 2010, 2011 წელს და ყოველწლიურად მეორდება ხოლმე რაღაც დონეზე , თუმცა რაიმე ქმედითი ღონისძიება იგეგმება თუ არ იგეგმება ამ ეტაპისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს.

ეკატერინე:

რადარით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმაზე არ ემთხვევა დრო და ამის დამამტკიცებელი საბუთიც მაქვს.  ექნება თუ არა აზრი ამის გასაჩივრებას? იქნებ სიჩქარეც არ იყო დაფიქსირებული სწორად.

და კიდევ, პირველ ჯარიმაზევე 100 ლარიანი ძალიან ბევრი ხომ არ არის? იქნებ 50 ლარიანი დაწესდეს

გაფრთხილების თვალსაზრისით.

-როგორც ეკატერინე ამბობს არასწორია რადარზე დაფიქსირებული თარიღი და საათი, როდესაც ადგილი ქონდა სიჩქარის გადაჭარბებას. აქ საკითხს უნდა მივუდგეთ ორი მიმართულებით.პირველი: შეიძლება საუბარი იყოს გარკვეულ უმნიშვნელო დარღვევაზე, როგორიცაა საათის არევა . დანარჩენი თვალსაზრისით კი შეიძლება რადარი იყოს მწყობრში.მეორე შესაძლებელია მთლიანად რადარი იყოს მწყობრიდან გამოსული და ეს გამოიხატა საათთან მიმართებაში და რეალურად მას არც სიჩქარის ნორმალურად დაფიქსირების საშუალება ქონდა . ამ საკითხის გასარკვევად იურიდიული განათლება არ არის საკმარისი და საჭიროა ყველა სემთხვევაში სპეციალისტის ჩარევა. სპეციალისტში კი ამ შემთხვევაში ექსპერტს ვგულისხმობ. თუკი ეკატერინემ ზუსტაად იცის რომ მისი მხრიდან ადგილი არ ქონია სიჩქარის გადაჭარბებას და მიუხედავად ამისა მაინც ედავებიან მას , მე ვურჩევდი რომ მოეთხოვა რადარის ექსპერტიზა, რაც სასურველია რომ კონკრეტული ფაქტიდან ძალიან სწრაფად მოხდეს , რადგან თვითონ ექსპერტიზას არ გაუჭირდეს ობიექტური პასუხის დადება სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთ-ერთი მიზეი კი ინფორმაციის სიძველეა. ექსპერტიზის პასუხი იქნება მისთვის მთავარი მტკიცებულება დავის გაგრძელებას აქვს თუ არა აზრი.

რაც შეეხება 100 ლარიან ჯარიმას , აღნიშნულზეც მე მხოლოდ მოქალაქის პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო , გამომდინარე იქიდან რომ კანონმდებელმა რომელმაც ეს კონკრეტული სანქცია დააწესა, მიიჩნია რომ 100 ლარიანი ჯარიმა მიაღწევად იმ შედეგს რომელსაც ისახავდა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. დროთა განმავლობაში თუ პრაქტიკა ცხადყობს რომ ეს ჯარიმა არის არსებულ ეკონომიკურ- სოციალურ პირობებთან შეუსაბამოდ მაღალი და არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის იმ სირთული და სიხშირის, რომ ამ ოდენობის ჯარიმით ისჯებოდეს, შესაძლებელია დროთა განმავლობაში მოხდეს ჯარიმების დაწევა. თუმცა ამ ყველაფრისთვის პარლამენტის გადაწყვეტილებაა საჭირო.

ზურა:

ძალიან გახშირდა ღამის საათებში მძღოლების უმიზეზოდ გაჩერების ფაქტები. გთხოვთ, განმარტოთ, რა შემთხვევაში აქვს პატრულს მძღოლის გაჩერების უფლება. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები მძღოლებმა.

-მძღოლების გაჩერების საკითხი ეს იქნება დღის თუ ღამის საათი ორი სახის კანონმდებლობით და ორი საფუძვლით რეგულირდება. ერთი ეს არის სისხლისსამართლებრივი , მეორე კი ადმინისტრაციულ სამართლებრივი. სისხლის სამართლებრივად პატრულს აქვს უფლება გააჩეროს მძღოლი თუ კი რაიმე გონივრული ეჭვი არსებობს იმისა რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი. თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ მე აქ გამოვიყენე სიტყვა გონივრული ეჭვი ეს კი არის ძალიან შეფასებითი, რომლის საწინააღმდეგოს დამკიცება კი ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე არაეფექტურია დავა იმაზე, რომ პატრულს არ ქონდა უფლება გაეჩერებინა ესა თუ ის მანქანა.შესაბამისად ეს საკითხი პრობლემურიცაა. გაცილებით უფრო ხშირია შემთხვევები როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების არსებობის საფრთხის გამო აჩერებენ პირს. რა შემთხვევაში აქვს პატრულინსპექტორს მანქანის გაჩერება ესეც შესაბამისი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ჩამოთვლილია კონკრეტული საფუძვლები, ესენია: მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ტვირთის სათანადოდ გადაზიდვის წესის დარღვევა, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილით მგზავრობა და ა.შ. მაგრამ ერთ-ერთ პუნქტად აქაც გვხვდება შეფასებითი ცნება, თუკი არსებპობს გარკვეული ეჭვი რომ მძღოლს არ შესწევს სათანადო უნარი უსაფრთხოდ მართოს ავტო მანქანა . ამ ქვე პუნქტშიც არის იმდენი შფასებითი სიტყვა რომ ასევე ძალიან რთულია საპატრულო პოლიციის შეზღუდვა.მოგეხსენებათ რომ კანონმდებლობის მიზანი არის პრევენცია, რაც გულისხმობს იმას რომ ცუდი შედეგები თავიდან ავირიდოთ. ამ მიზნით კი რთულია ვისაუბროთ პატრულის უფლებების შეზღუდვაზე , რადგან არსებობს საჯარო მიზანი რომელსაც ამ ფორმით პატრული აღწევს.

ლალი:

გთხოვთ, ჩამოგვითვალოთ რა სახის ჯარიმებია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, (ღერძულას გადაკვეთა, სიჩქარე, ნასვამ მდგომარეობაში მართვა, ღვედის არგამოყენება) და სხვა.

-მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ეთმობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლი. თუკი ქალბატონს სურს შეუძლია გაეცნოს შესაბამის მუხლებს . ძალიან ადვილი მოსაძებნია , შეუძლია მაცნეს საიტზე იხილოს ეს ოფიციალური ვებ-გვერდია, რომელზეც ყველა ნრომატიული აქტია გამოქვეყნებული. საკმაოდ ადვილი მოსაძებნია ეს მუხლები. აქ მოკლედ შევეხები იმ საკითხებს რომელიც ქალბატონმა თვითონ დასვა. მაგალითად თუ კონკრეტულად საქმე ეხება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვას პირევლი შემთხვევა ისჯება 200 ლარიანი ჯარიმით. ღვედის გამოუყენებლობა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით, მობილური ტელეფონით საეგებლობა მანქანის მართვის დროს ისჯება 10 ლარიანი ჯარიმით, სიჩქარის გადაჭარბება 15 კილომეტრ საათზე მეტი სიჩქარით ისჯება 100 ლასრიანი ჯარიმით. თვითონ ამ საკითხს ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116, 118-ს პირველი პრიმა, 118 მეორე პრიმა და 125-ე მუხლები. საკმაოდ მოცულობითი მუხლებია. ამ ყველაფრის დეტალურად შესასწავლად სასურველია რომ თითოეულმა მძღოლმა რომელიც მართავს ავტომანქანას იცოდეს ამ მუხლების შინაარსი.

მარი:

ეს კითხვა ადმისნიტრაციულ სამართალდარღვევას არ უკავშირდება, მაგრამ იქნებ მიპასუხოთ, რა საბუთებია საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად, სად უნდა ავიღო?

-მარის დასჭირდება ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იგივე ფორმა ასი. ფსიქო როგორც ამას საზოგადოებაში ეძახიან. განცხადება შსს-ს სახელზე. პირადობის მოწმობა და მომსახურების გადახდის ქვითარი. მომსახურების გადახდის ქვითარი იქნება 57 ლარიანი თუკი ის პირველად აბარებს ამ გამოცდას და ვეტყვი იმასაც რომ ლიბერთი ბანკში ხდება ამ თანხის გადახდა.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას